Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Savage Arms

 

584f131bfac9.jpg

 

 

 

ფირმა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ იუტიკაში დააფუძნა არტურ უილიამ სევეჯიმ 1894 წელს. კომპანიის პირველი ყველაზე განთქმული მოდელია ,, Savage 99", რომელმაც ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ამერიკელებში საიმედოობის, ბრწყინვალე ბალისტიკური მაჩვენებლებისა და მისაღები ფასის გამო. უკვე 1915 წლისათვის კომპანია .22 ყალიბის მძლავრ თოფებს აწარმოებდა. 1919 წელს რეზერვაციაში მყოფმა ინდიელთა ბელადმა Lame Bear შეუკვეთა კომპანიას იარაღის პარტია, რომელიც მნიშვნელოვანი ფასდაკლებით მიიღო. მადლობის ნიშნად არტურ სევეჯიმ სავაჭრო ნიშანზე ,,ინდიელის თავის" გამოსახვის უფლება მიიღო.

დიდი ეკონომიკური დეპრესიის დროს სევეჯიმ რამდენიმე გაკოტრების პირას მისული კომპანია შეიერთა(მ.შ. ფოქსი) და იარაღის წარმოებაში ერთ-ერთი ლიდერი გახდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად წარმოება სამხედრო პროდუქციის გამოშვებაზე გადააწყო.

1960 წელს კომპანია მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ვესტფილდში გადადის და ავსტრიულ Anschuts-თან კორპორაციაში რამდენიმე სპორტული მოდელის გამოშვებას იწყებს. 1960-1989 წლები კომპანიის ისტორიაში კრიზისული პერიოდი იყო. ამ ხნის მანძილზე საწარმო რამდენჯერმე იცვლიდა მფლობელს, გადადიოდა რა სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებაში.

1989 წელს საწარმოს სათავეში რონალდ კობერნი მოდის, რომელმაც წარმოებაში ახალი მასალების შემოტანითა და ფასების პოლიტიკის გადახედვით კრიზისი დაძლია. კომპანიამ განაახლა მოდელების წარმოება და 1995 წელს რონალდ კობერნის საკუთრება გახდა. ამავე წელს გამოუშვეს სპეციალური მოდელი 88CE, რომელიც ჯილდოთი აღინიშნა.

სევეჯიმ კარგად გამოიყენა ძალიან პრესტიჟული და ცნობილი ფირმის ,,ფოქსის" ძველი ტრადიციები, რომელიც კარგად აისახა კლასიკურ ,,მოდელ 24" -ში. ეს მოდიფიკაცია ძალიან დიდი ხნის განმავლობაშია ჩაშვებული წარმოებაში(გამოსულია მილიონზე მეტი). აღსანიშნავია, რომ რუსებმა ამ მოდელისაგან გადააკოპირეს თოფი, რომელიც ,,олень"-ის სახელით გამოდიოდა.

1997 წელს ფირმამ გამოუშვა ორი მოდელი გასწვრივ მოძრავი საკეტით 210 F და 210 FT.

 

 

Savage 24 F combination gun კომბინირებული

 

9181f213fead.jpg

 

ქვედა ლულა 12 ყალიბი კომბინირებს .22 Hornet-თან ან .223 Rem-თან; ქვედა ლულა 20 ყალიბი კომბინირებს .22 LR-თან, .22 Hornet-თან, .223 Rem-თან ან .30-30 Rem-თან; სავაზნე 76მმ; ერთ სასხლეტზე; წონა 3,6 კგ; სიგრძე 103 სმ; ლულის სიგრძე 61 სმ; ექსტრაქტორზე; გლუვი ლულისათვის სახსნელი ჩოკები; გათვალისწინებულია ოპტიკური სამიზნის დაყენება; კონდახი კაკლის ან პლასტიკატის.

 

 

 

Savage 210 FT

 

e19d6e7961f0.jpg

 

გასწვრივ მოძრავი საკეტით; ყალიბი 12; სავაზნე 76მმ; მჭიდი 3 ვაზნაზე; წონა 3,4 კგ; სიგრძე 111 სმ; ლულის სიგრძე 61 სმ; ლულის შევიწროება სრული ჩოკი; კონდახი პლასტიკატის(კამუფლირებული).

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

Savage Arms Milano

 

atgqe.jpg

 

სევეჯიმ 2006 წლიდან გამოუშვა მოდელი Milano, რომელიც მზადდება ყალიბებში 12, 20, 28 და 36. თოფის სახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ. ის მართლაც იტალიაში, ბატისტა რიცინის საწარმოში მზადდება და გათვალისწინებულია ამერიკელი მყიდველისათვის.

ექსპერტთა შეფასებით თოფს გააჩნია კარგი ბალანსი და დამზადებულია იტალიური ხარისხით. კონდახი მზადდება თურქული კაკლით. გააჩნია ავტომატური მცველი, 28 დიუმის სიგრძის ლულა(ქრომირებული), რეგულირებადი სასხლეტი.

 

მოდელის ფასი ნებისმიერ ყალიბში არის 1433 დოლარი

Link to post
Share on other sites

მაგნუმში აქვთ, მაგ ფირმის 22ლრ და 22 ვმრ.

ჩემი ყურადღება ნახევრადავტომატმა მიიქცია 650 ლარად

ასევე 22ვმრ სავაგე 93ფ

Link to post
Share on other sites

ეგ ავტომატი მეც ვნახე მგონი არ უნდა იყოს ცუდი თუ მართლა ამერიკულია. მარა ასე იაფი რატოა მიკვირს... ტოზ99 ღირს მაგაზე ბევრად ძვირი.

 

 

ისე ეგ მოდელი თვითონ ამერიკაში 180 დოლარი თუ რაღაც ასე ღირს.

Link to post
Share on other sites

მე 140 დოლარად ვნახე ოპტიკით

რამოდენიმე ვიდეოში ყოველი მეორე გასროლაზე ჭედავდა. ალბად ვაზნებზეა დამოკიდებული.

 

ძალიან მაინტერესბს 22 ვმრ-ი თუ ვინმეს გამოგიცდიათ და რამდენად ზუსტია აღნიშნული ვაზნა "ჩვეულებრივ გეკოსთან" შედარებით.

და რას იტყოდით სავაგეს მოდელებზე ამ კალიბრზე

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

Landry Signature Rascal

 

a79543dd3352.jpg

 

კომპანია სევეჯიმ ითანამშრომლა რა ფირმა Vista Outdoor-თან, დღის სინათლეზე გამოუშვა 3 სანადირო მოდელი, რომელთა დიზაინი ნიანგის ტყავის იმიტაციას წარმოადგენს. ასეთი გადაწყვეტა წარმოადგენს ლენდრების ოჯახის ჩანაფიქრს(ლენდრები აშშ-ში ცნობილი ტელეწამყვანებია, რომლებიც პარალელურად ნიანგებზე მონადირეები და თვითგადარჩენაზე გადაცემათა ციკლის მონაწილეებია).

იარაღს ამშვენებს ლენდრების ოჯახის უფროსის ხელწერა და ლოგოტიპი წარწერით “Choot ‘Em”.

იარღი მზადდება ყალიბში .22 LR და .22 WMR, დაკომპლექტებულია 16 და 16,5 დიუმის სიგრძის ლულებით. აქვთ დაპატენტებული სასხლეტი მექანიზმი AccuTrigger და სინთეტიკური კონდახი.

ყველაზე იაფი მოდიფიკაციის სახელია Rascal და აშშ-ში ღირს 233 დოლარი. შემდეგი მოდიფიკაციები სახელდებულია Mark II და Model 93-ით და ღირს შესაბამისად 338 და 424 მწვანე.

 

 

6299366abe4e.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...