Jump to content
Club-Monadire.Ge

Marlin Sporting Firearms


Recommended Posts

Marlin Sporting Firearms

 

d9f5e1591e1c.jpg

 

 

1870 წელს ჯონ მალოი მარლინმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო კონეკტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-ჰეივენში. პირველი წარმატება 1891 წლის მოდელს მოყვა, შემდეგი აღიარება კი 1893 წლის მოდელს ერგო წილად. ამ მოდელის მოდიფიკაციები დღესაც გამოდის სახელით ,,მარლინ-39" და ,,მარლინ-336".

1870-1899 წლებში კომპანია აგრეთვე რევოლვერებს, პისტოლეტებსა და დირინჯერებს(მოკლელულიანი მსხვილყალიბიანი პისტოლეტები) აწარმოებდა.

უბოლო დენთის შემოსვლას თან მოყვა 30-30 ვინჩესტერის ვაზნა, რასაც დაუყონებლივ გამოეხმაურა კომპანია და დაამზადა თოფების სერია ამ ვაზნაზე. მარლინის 1891 და 1897 წლის თოფების მოდელები კარგად იყო ცნობილი ,,ველურ დასავლეთში".

ჯონ მარლინი 1901 წელს გარდაიცვალა და საწარმო მისი ვაჟიშვილების მმართველობაში გადავიდა.

1915 წელს ფირმა ,,მარლინი" ნიუიორკის ერთ-ერთმა სინდიკატმა შეისყიდა და სახელი შეუცვალა Marlin Rockwell Corporation. ამ პერიოდში სპორტული და სანადირო იარაღის წარმოება მკვეთრად შემცირდა. მაპროფილებელ პროდუქციად ტყვიამფრქვევი ,,კოლტ-ბრაუნინგი M 1895" გახდა.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სპორტული და სანადირო პროდუქციის წარმოება არ განახლებულა, რამაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო ფირმა.

1924 წელს საიარაღო საწარმო აუქციონზე იქნა გატანილი. ფირმის მიმართ იმდენად მცირე იყო ინტერესი, რომ საწარმო 100 დოლარად გაიყიდა იურისტ ფრენკ კენაზე. ასეთი გარიგება საიარაღო წარმოებაში გაუგონარი გახლდათ.

კენამ აღადგინა რამდენიმე მოდელის წარმოება და ახალი მფლობელის დამსახურებით გაკოტრებულმა საწარმომ ეკონომიკურ კრიზისსაც კი გაუძლო. 1947 წლიდან, ფრენკ კენას სიკვდილის შემდეგ, ფირმა მისი ვაჟიშვილის ხელში გადავიდა. ამ მომენტიდან წარმოებამ გაფართოება დაიწყო.

1953 წლიდან კომპანიამ მიკროხრახნების სისტემა Micro Groove დანერგა. ამ ტექნოლოგიით ხრახნილი ლულების დამზადება მკვეთრად გამარტივდა.

1969 წლიდან საწარმო ახალ შენობაში გადავიდა. ფირმა დღესაც კენას ოჯახის საკუთრებაა.

ფირმის გლუვლულიანი სანადირო პროდუქციიდან აღსანისნავია ორი გლუვლულიანი ბატზე სანადიროდ და რამდენიმე 12 ყალიბის მოდელი, რომელთაც გააჩნიათ ხრახნები. ისინი განკუთვნილია ტყვიის სასროლად საშუალო ზომის ნადირზე სანადიროდ.

 

 

 

Marlin 50 DL Goose Gun

 

f097e5bc42d7.jpg

 

ერთლულიანი; გასწვრივ მოძრავი საკეტით; ყალიბი 12; სავაზნე 76; მჭიდის ტევადობა 2; წონა 3,2 კგ; სიგრძე 122,6 სმ; ლულის სიგრძე 71 სმ; ექსტრაქტორზე; ლულის შევიწროება ნახევარჩოკი; კონდახი კაკლის ან პლასტიკატის(პისტოლეტური ტიპის).

 

 

 

 

Marlin 512 Slugmaster

 

ee8ffdfe0678.jpg

 

 

ერთლულიანი; გასწვრივ მოძრავი საკეტით; ყალიბი 12; სავაზნე 76; მჭიდის ტევადობა 2; წონა 3,6 კგ; სიგრძე 114 სმ; ლულის სიგრძე 53 სმ; ექსტრაქტორზე; ლულის შევიწროება ცილინდრი; ოპტიკური სამიზით; კონდახი კაკლის ან პლასტიკატის(პისტოლეტური ტიპის).

Link to post
Share on other sites
  • 3 years later...

Gurulo

 

http://www.marlinfirearms.com/Firearms/bigbore/1895GSBL.asp

 

 

ერთი შენებურად მიმოიხილე მარლინის ბერკეტგადამტენი(lever action) იარაღების ახალი მოდელები. რომელი კალიბრი უკეთესია ისისც გვითხარი .45-70 თუ .30-30, მე მეორე უფრო მომწონს. საქართველოს პირობებში მაგარი არჩევანია.

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

http://www.marlinfirearms.com/Firearms/bigbore/1895GSBL.asp

 

 

ერთი შენებურად მიმოიხილე მარლინის ბერკეტგადამტენი(lever action) იარაღების ახალი მოდელები. რომელი კალიბრი უკეთესია ისისც გვითხარი .45-70 თუ .30-30, მე მეორე უფრო მომწონს. საქართველოს პირობებში მაგარი არჩევანია.

ახლა ისეთ ქსელთან მაქვს წვდომა, რომლის მეშვეობითაც რამდენიმე წინადადების დაწერაა მხოლოდ შესაძლებელი, ასე რომ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ, ოღონდ გულახდილად-მონადირულად მიპასუხე: საქართველოში კანონით დაშვებული სანადირო პირობებიდან გამომდინარე რა მნიშვნელობა აქვს რომელი ყალიბის ხრახნილი გაქვს?

ახლა არ მითხრა აფრიკაში ვაპირებ წასვლასო(სმაილიკებს ვერ ვდებ)...

თუ დიდი ხუთეულის მონადირებას აპირებ მაგ ყალიბი არ გეყოფა.

Link to post
Share on other sites

არაფერი, უბრალოდ მოსახერხებელია დღემდე. სრიალა ჩამკეტიანი შაშხანების გვერდით დგომას ხომ იმსახურებს?

 

marlin 1895GSBL

post-189-0-44787500-1436816285_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

არაფერი, უბრალოდ მოსახერხებელია დღემდე. სრიალა ჩამკეტიანი შაშხანების გვერდით დგომას ხომ იმსახურებს?

 

marlin 1895GSBL

ბაზარი არაა- ნამდვილად იმსახურებს. ჩემის მოკლე ჭკუით ეს მექანიზმი უფრო სწრაფიცაა...

ოღონდ ერთი ძალიან ნიშანდობლივი დეტალია: ე.წ. ბოლტის საკეტი გაცილებით უფრო მყარი და უსაფრთხოა!!!

თუ მხოლოდ იმ ყალიბებით შემოვიფარგლებით, რომლებიც ადამიანის მოსაკლავადაა საკმარისი(ამერიკაში გასული საუკუნის დასაწყისში ასე პოპულარული ეგ საკეტი სროლის სისწრაფემ განაპირობა. როგორც მოგეხსენებათ მაგ ეპოქაში მთავარი "სანადირო" ობიექტი ადამიანი გახლდათ უსაში), მაშინ ეგ საკეტი,რომელიც თანამედროვე პომპის წინაპარია ნაღდად უმჯობესია;

მაგრამ სახიფათო ნადირზე სანადიროდ, როცა ყალიბიც მსხვილი გვინდა და თანაც მორიგი გადატენვის სისწრაფეზე მეტად ჩაკეტვის უსაფრთხოებას და პირველი გასროლის კონცეფციას ეძლევა უფრო დიდი მნიშვნელობა, მაშინ ბოლტი მეტად უპირატესია!

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...