Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Ljutic Industries Inc ელ ლიუტიკი, სერბი ემიგრანტის შვილი, ამერიკაშია დაბადებული. მან 1952 წელს დააფუძნა მცირე საოჯახო საწარმო ნევადის შტატის ქალაქ რენოში(ამჟამად ვაშინგტონის შტატის ქალაქ იაკიმაშია განლაგებული). ოსტატმა გადაწყვიტა გაეკეთებინა ისეთი იარაღი, რომელსაც სუსტი ადგილი არ ექნებოდა. მისი პირველი არაორდინალური მოდელები დაცინვის საგანი გახდა, მაგრამ ქილიკი იმთავითვე შეწყდა, როცა ლიუტიკის იარაღებმა რიგითობით დაიწყეს სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვება. კომპანია ,,ლიუტიკის" მთავარი მიღწევა იმაში მდგომარეობს, რომ სპორტული ნაწარმის შექმნისას, არ მიუბაძია არავისათვის, არამედ დამოუკიდებელი გზით წავიდა. ამის გამო საფირმო იარაღს ვერცერთი ფირმის ნაწარმში ვერ აურევთ და შედარებაც კი არა მართებული. დამფუძნებლის მეუღლე, ნადინი, უამრავი შეჯიბრების გამარჯვებულია სასანგრე სტენდში ქალთა შორის. მისი თოფიდან_ ,,ლიუტიკი ნომერი 2" განხორციელებულია 1,5 მილიონზე მეტი გასროლა და ახლაც ექსპლოატაციაშია. დამფუძნებლის შვილმა ჯომ, ამერიკის პირველობა მამის გაკეთებული თოფით 15 წლისამ მოიგო(ბოლო წლებია საოჯახო საწარმოში მუშაობს). 1966-1990 წლებში ლიუტიკის ოჯახის წევრებმა სულ 36 შეჯიბრება მოიგეს. საფირმო თოფები, რომლებმაც მილიონ გასროლას უპრობლემოდ გაუძლეს, კოლექციონერთა სანუკვარი ოცნება გახდა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ლიუტიკის ნაწარმი ტექნიკურად უნაკლოა. ერთ-ერთი ორიგინალური კონსტრუქციული გადაწყვეტაა გასახსნელი ბერკეტის ფარის წინ მდებარეობაა. თოფებისათვის რესურსი საშუალოდ 0,5- 1,0 მილიონი გასროლით განისაზღვრება!!! ყველა თოფის კონსტრუქტორი თავად ელ ლიუტიკია. მას აგრეთვე ეკუთვნის პატენტი მექანიზმისა გაზების უკუქცევაზე, რომელიც ,,სპრინგფილდ M-14"-ში და ,,კოლტ M-16"-შია გამოყენებული. საფირმო თოფებზე სამიზნე ვენტილირებადი თამასა ძალიან მაღლაა აწეული. ფირმა ერთლულიანების გარდა ორლულიანებსაც უშვებს ლულათა ვერტიკალური წყობით. ლიუტიკს კონსტრუირებულია აგრეთვე თოფების სერია ,,სპეისი" რომლებიც მინიმალური უკუცემის ძალით გამოირჩევიან. მათ გააჩნიათ ამორტიზაციის სისტემა, რომელიც უკუცემას 20%-ზე მეტად ახშობს. საფირმო თოფებზე ფასები 5,0 ათასიდან 18,0 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს(LM-6). Ljutic Classic Mono Gun Hunter I ერთლულიანი; ყალიბი 12; სავაზნე 70მმ ან 76მმ; წონა 3,3-3,4 კგ; საერთო სიგრძე არჩევით; ლულის სიგრძე 76-86 სმ; ეჟექტორზე; სახსნელ ჩოკებზე; ვენტილირებადი სამიზნე თამასა; მცველი არ გააჩნია; კონდახი კაკლის(პისტოლეტური ტიპის). Ljutic LTX Mono Gun High grade ერთლულიანი; ყალიბი 12; სავაზნე 70მმ ან 76მმ; წონა 3,7-4,0 კგ; საერთო სიგრძე არჩევით; ლულის სიგრძე 71-86 სმ; ეჟექტორზე; სახსნელ ჩოკებზე; მაღალი ვენტილირებადი სამიზნე თამასა; მცველი არ გააჩნია; კონდახი უმაღლესი კლასის კაკლის(პისტოლეტური ტიპის). Ljutic LM6 over-and-under ყალიბი 12; სავაზნე 70მმ; ერთ სასხლეტზე; წონა 3,2- 3,9 კგ; საერთო სიგრძე არჩევით; ლულის სიგრძე 71-81 სმ; ეჟექტორზე; სახსნელ ჩოკებზე; მაღალი ვენტილირებადი სამიზნე თამასა; მცველი არ გააჩნია; მასალა ფოლადი; კონდახი უმაღლესი კლასის კაკლის(პისტოლეტური ტიპის). Ljutic Recoiless Space Gun ერთლულიანი გასწვრივ მოძრავი საკეტით; ყალიბი 12; სავაზნე 70მმ; წონა 3,9 კგ; საერთო სიგრძე არჩევით; ლულის სიგრძე 76 სმ(შესაძლებელია სხვადასხვა სიგრძის ლულათა გაკეთება); ეჟექტორზე; სახსნელ ჩოკებზე; მაღალი ვენტილირებადი სამიზნე თამასა; მცველი არ გააჩნია; მასალა ფოლადი ან უჟანგავი ფოლადი; კონდახი უმაღლესი კლასის კაკლის. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 Ljutic Selka ყალიბი 12, ლულის სიგრძე 76სმ, სავაზნე 70მმ, ერთ სასხლეტზე, წონა 3,9კგ; საერთო სიგრძე შემკვეთის სურვილისამებრ(შესაძლებელია სხვა სიგრძის ერთი ან წყვილი ლულების შეკვეთა), ეჟექტორზე, სახსნელი ჩოკები, მცველი არა აქვს, მაღალი სამიზნე თამასა, ლითონის ნაწილები_ ფოლადი და უჟანგი ფოლადი; გრავირება შემკვეთის სურვილისამებრ, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლის. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.