Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Weatherby Inc

 

16a9a2e079bb.jpg

 

ფირმის დამფუძნებელია როი ედვარდ ვეზერბი, რომელმაც 1945 წელს საკუთარი მცირე საწარმო დააფუძნა 5000 დოლარის საწესდებო კაპიტალით. დამფუძნებელი საკუთარი კონსტრუქციის გაკეთებას შეუდგა. ამ მიზნით ოსტატი სხვადასხვა მოდელების გადაკეთებას ახდენდა.

თავის პირველ თოფში ვეზერბიმ მაუზერის საკეტი და ვინჩესტერ-რემინგტონის მექანიზმი გამოიყენა. გარდა ამისა საკუთარი სერიის ვაზნებიც შეიმუშავა.

1957 წელს ვეზერბიმ ახალი ტიპის საკეტი დააპატენტა, რომელსაც Mark V Magnum უწოდა. საკეტი მაღალი მდგრადობით გამოირჩეოდა(3-ჯერ აღემატებოდა იმ დროისათვის არსებული საკეტების სიმყარეს), ამან ამერიკელებში დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომპანიის თანამედროვე ასორტიმენტია: მრავალი სახის კარაბინები, გლუვლულიანები, პისტოლეტები, ვაზნები და აქსესუარები.

ხრახნილლულიანებში ყველაზე ცნობილი მოდელია Mark V Deluxe'it, რომელიც .257, .270, .300, .340, .378, .416, და . 460 ყალიბის იწარმოება.

მოდელი Accumark სპეციალურად სნაიპერებისათვისაა განკუთვნილი.

კომპანიის გლუვლულიანების კლასიკურ მოდელს წარმოადგენს Orion Upiand.

ფირმამ კარგად გაითვალისწინა ამერიკელთა მოთხოვნილება სპორტულ იარაღზე და გააკეთა სპორტული მოდელი Orion Grade II Classic Sporting, რომელიც ,,ორიონის" ბაზაზეა გაკეთებული, გაუმჯობესებული აქვს ბალანსი და გამოდის მხოლოდ 12 ყალიბზე(მაგნუმი).

პროდუქციის ასორტიმენტში არის სხვადასხვა მოდიფიკაციის 12 და 20 ყალიბის ნახევარავტომატურები. სპეციალურად ინდაურზე ნადირობისათვის შემუშავდა ნახევარავტომატური თოფი 660 და 710მმ ლულის სიგრძით, რომელიც ე.წ. პოლიჩოკითაა აღჭურვილი(რეგულირებადი ჩოკი). თოფის მასა არ აღემარება 3,5 კგ-ს(კამუფლირებულია).

 

Weatherby Athena

6a176e2abf75.jpg

 

კომპანია ამ თოფს აწარმოებს 2002 წლიდან(ესპანური ,,ზაბალას" მოდელი). ყალიბი 12 ან 20; 76 მმ სავაზნით; 71 სმ ლულის სიგრძით; საერთო სიგრძე 110 ან 116 სმ; წონა 3,1-3,2 კგ; ენსონ-დილის საკეტზე; დეკორატიული დაფებით; ერთ სასხლეტზე; სპირალურ საბრძოლო ზამბარებზე; ეჟექტორზე; სახსნელ ჩოკებზე(7 სახის); კონდახი თურქული კაკლის.

 

 

Weatherby Orion

 

95ee9c8a8845.jpg

კომპანია ამ თოფს აწარმოებს 2002 წლიდან(ესპანური ,,ზაბალას" მოდელი). ყალიბი 12, 20, 28, 36; 12, 20 და 36 ყალიბებისათვის 76 მმ სავაზნით, 28 ყალიბისათვის 70მმ; 66 ან 71 სმ ლულის სიგრძით; საერთო სიგრძე 110 ან 116 სმ; ერთ სასხლეტზე; სახსნელ ჩოკებზე(36 ყალიბს აქვს ფიქსირებული ჩოკები); კონდახი თურქული კაკლის.

 

 

Weatherby Orion

 

b4a3e944cf56.jpg

 

ყალიბი 12, 20, 28; 12 და 20 ყალიბისათვის 76 მმ სავაზნით, 28 ყალიბისათვის 70მმ; 66, 71, 76 სმ ლულის სიგრძით; საერთო სიგრძე 109-114-119 სმ; წონა 3,0-3,3-3,6 კგ; ერთ სასხლეტზე; მცველი განლაგებულია ყელზე(იგივეა სროლის რიგითობის გადამრთველი); ეჟექტორზე; ვენტილირებადი სამიზნე თამასა; სახსნელ ჩოკებზე; კონდახი თურქული კაკლის.

 

 

Weatherby Sas single barrel უკუქცეულ გაზებზე

 

7d9ff77734b3.jpg

 

12 ყალიბი; სავაზნე 76მმ; პოლიჩოკი ან სახსნელი ჩოკები; ლულის სიგრძე 66-71 სმ; საერთო სიგრძე 109-114სმ; წონაქ 3,3-3,5 კგ; კონდახი პლასტიკატი(კამუფლირებული).

Link to post
Share on other sites
  • 11 months later...

რას არ გაიგონებს კაცი და რას არ მოესწრება :91:

 

 

 

კომპანია ვეზერბი უკან ითხოვს ყველა თოფს, რომელიც Vanguard® სახელითაა წარმოებული 1970-დან 1993 წლამდე. მათი სერიული ნომრებია: 00001 - 03810; V00001 - V80966; VX00001 - VX44065; VS00001 - VS23699; VL00001 - VL46984; W0001 - W0099; NV0001 - NV0099.

ამ თოფებში შესაცვლელია საკეტის ღერძი(არშეცვლა გამოიწვევს საკეტის რყევას და სასხლეტ-დამცემი მექანიზმის გაუთვალისწინებელ დასხლეტას).

კომპანია თავის მიმართვაში იარაღის მფლობელებს თხოვს თავი შეიკავონ ამ თოფების ექსპლუატაციისაგან და რაც შეიძლება მალე მიმართონ ფირმის ტექნიკურ ცენტრებს. შესაბამისად აქვეყნებს ამ ტექ.ცენტრების მისამართებს. ფირმა ბოდიშს უხდის მომხმარებლებს უხერხულობისათვის და შეახსენებს მათ, რომ ყველა ხარჯი ანაზღაურებული იქნება მწარმოებლის მიერ.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

Weatherby PA-08 Synthetic

 

1b778b4178ce.jpg

 

ვეზერბიმ შეავსო თავისი პომპების მოდელთა რიგი 20 ყალიბის PA-08 Synthetic TR-ით. სულ გამოდის 3 მოდიფიკაცია, რომლებიც კონდახებით განსხვავდებიან.

მწარმოებლის თქმით ეს მოდელი შექმნილია სპეციალურად თავდაცვისათვის და პირველ პლანზე აქვს წამოწეული მორგებულობა და ერგონომიკა.

საკმაოდ მსუბუქი თოფია, კარგი საიმედოობითა და მცირე უკუცემით(თავალშისაცემია მისაღები ფასიც). კომპლექტდება 18,5; 26 ან 28 დიუმის სიგრძის ქრომირებული ლულებით, კალაპოტი ფოლადისაა, კონდახი პლასტიკატი, ტევადობა 5+1(4+1 მაგნუმისათვის), წონა 2,95 კგ.

 

ფასი აშშ-ში 399 მწვანე.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Gurulo

 

 

 

ასევე დავამატებდი, რომ ამ მოდელის ფასი/399$/ ყველაზე დაბალია მათ მიერ წარმოდგენილი ახალი 2013 წლის კატალოგიდან.

ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, მათი წლევანდელი კოლექციიდან, თითქმის 85%-ს სინთეთიკის კონდახი აქვს.

 

ერთია კიდევ, მათი თოფები ადვილად ამოსაცნობია, კალაპოტზე მკვეთრად აწერია კომპანიის სახელი.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

რას არ გაიგონებს კაცი და რას არ მოესწრება :91:

 

 

 

კომპანია ვეზერბი უკან ითხოვს ყველა თოფს, რომელიც Vanguard® სახელითაა წარმოებული 1970-დან 1993 წლამდე. მათი სერიული ნომრებია: 00001 - 03810; V00001 - V80966; VX00001 - VX44065; VS00001 - VS23699; VL00001 - VL46984; W0001 - W0099; NV0001 - NV0099.

ამ თოფებში შესაცვლელია საკეტის ღერძი(არშეცვლა გამოიწვევს საკეტის რყევას და სასხლეტ-დამცემი მექანიზმის გაუთვალისწინებელ დასხლეტას).

კომპანია თავის მიმართვაში იარაღის მფლობელებს თხოვს თავი შეიკავონ ამ თოფების ექსპლუატაციისაგან და რაც შეიძლება მალე მიმართონ ფირმის ტექნიკურ ცენტრებს. შესაბამისად აქვეყნებს ამ ტექ.ცენტრების მისამართებს. ფირმა ბოდიშს უხდის მომხმარებლებს უხერხულობისათვის და შეახსენებს მათ, რომ ყველა ხარჯი ანაზღაურებული იქნება მწარმოებლის მიერ.

 

ამ ცნობილ კომპანიას რატომღაც "შეეჩვია" პრობლემები. :scratchchin:

 

53a87e46c5aa.jpg

 

კომპანია ვეზერბიმ ამჯერად Weatherby SA-08 მოდელის 28 ყალიბიანების უკან გამოთხოვაზე გააკეთა განცხადება. ეს გახლავთ ლუქს კლასის ნახევარავტომატი, რომელსაც პრობლემა აღმოუჩინეს მომხმარებლებმა. მართალია აღნუსხულია რამდენიმე არასანქცირებული გასროლა გადატენვისას, მაგრამ ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა მოდელის უკან გამოსათხოვნელად.

ყველა პირი, რომლის მფლობელობაშია AN00001-დან AN02802-მდე სერიული ნომრით აღჭურვილი თოფი, ვალდებულია მიმართოს ვეზერბის ოფიციალურ დილერს, რათა მან(დილერმა) მოახდინოს იარაღის რევიზია და საჭიროების შემთხვევაში შეაკეთოს იარაღი.

კომპანია თავის თავზე იღებს გადაგზავნისა და რემონტის ხარჯებს, თუმცა მფლობელებისათვის, რომლებიც არაამერიკასა და არაევროკავშირში ცხოვრობენ არის გარკვეული შეზღუდვები(აღნიშნული შეზღუდვების თაობაზე დაინტერესებული პირები კომპანიის ხცელი ხაზიდან გაიგებენ).

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...