Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Charls Parker

 

f33b18d02ccc.jpg

 

დღეისათვის უკვე არ არსებულ ამ ფირმას ამერიკელთა ჰოლანდს ეძახიან. ექსპერტთა შეფასებით მეოცე საუკუნის დასაწყისში პარკერის თოფები მსოფლიო რეიტინგში მერვე ადგილზე იდგნენ. დასავლეთში ნებისმიერი მუზეუმი თუ კოლექციონერი დიდ პატივად თვლის ამ ფირმის თოფების ფლობას. ფასიც შესაბამისად ძალიან მაღალია. მაგალითად, უმაღლესი კლასის ორლულიანი, რომელიც 1930 წელს 625 დოლარი ღირდა, ამ დროისათვის 10 000 დოლარადაა შეფასებული. კიდევ უფრო ძვირია მცირეყალიბიანი თოფები...

 

b31c958c4624.jpg

 

 

 

ამ ფირმის ისტორია მეწარმე ჩარლზ პარკერთანაა დაკავშირებული, რომელმაც სამოქალაქო ომის პერიოდში საბრძოლო იარაღის წარმოება სცადა. ექსპერიმენტმა გაამართალა.

პირველი გლუვლულიანი პარკერმა 1868 წელს დაამზადა. აღსანიშნავია, რომ პარკერის თოფები მხოლოდ ნადირობისათვის იყო განკუთვნილი.

 

602ef34c8638.jpg

 

პარკერი ნოვატორული მიდგომით ნაკლებად გამოირჩეოდა. ის აპრობირებულ და გამოცდილ სისტემებს იყენებდა. ენსონ-დილეის, ლულათა ბლოკის ორმაგ ჩაკეტვას, ე.წ. თოჯინის თავს და ა.შ, თუმცა მისი პროდუქტი უზუსტესად იყო დაყვანილი, რამაც განაპირობა თოფების პოლულარობა. კონდახი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის კაკლით მზადდებოდა; ხე და მეტალი ძალიან სადად მხოლოდ ხელით მუშავდებოდა. პარკერმა თავისი თოფები 3 კატეგორიად დაჰყო: რიგითი, საშუალო და უმაღლესი. კატეგორიები მასალებით არ განსხვავდებოდნენ, მათი სხვადასხვაობა დამუშავების ხარისხში გახლდათ.

პარკერის მოდელებში ყველაზე იაფი მოდელი იყო Trojan, რომელიც 12,16 და 20 ყალიბის მზადდებოდა.

 

 

Trojan

a1ad0598633f.jpg

პარკერის ყველა მოდელს დამოუკიდებელი აღნიშვნა გააჩნდათ: VP, PH, GH, DH, CH, BH, AAH A-1 Special. პირველი ასო მოდელის გრადაციას აღნიშნავდა, H-შიდაჩახმახიანს, თუ ემატებოდა E მაშინ მოდელი ავტომატურ ეჟექტორზე იყო.

აღსანიშნავია, რომ პარკერმა თავისი თოფების კალაპოტებისათვსაც შემოიღო გრადაცია. ასე მაგალითად, ყველაზე დიდი კალაპოტი №3 განკუთვნილი იყო 10 ყალიბის თოფებისათვის, ხოლო №000 კი 36 ყალიბისათვის.

 

06b1a57f1e66.jpg

 

 

1930 წლისათვის აშშ-ში ეკონომიკური დეპრესია დაიწყო და ამ მოვლენამ შესაბამისი ასახვა ჰპოვა პარკერის საწარმოზეც. გაკოტრებისაგან დასაცავად ფირმა რემონგტონს მიეყიდა. წარმოება ქალაქ მერიდენში 1937 წლამდე შენარჩუნებული იყო(რემიგტონ-პარკერის ერთობლივი სახელით თოფები სულ 235 100 ერთეულია გამოშვებული). მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წარმოება გაჩერებული იყო. 1945 წელს თოფების გამოშვება განახლდა, მაგრამ 2 წელიწადში რემინგტონმა საბოლოოდ შეწყვიტა პარკერის წარმოება.

 

c06493ea3d3f.jpg

Link to post
Share on other sites

პარკერმა რუსეთის ბოლო იმპერატორს ნიკოლოზ მეორეს სპეციალურად დაუმზადა თოფი, კარგი იარაღით განებივრებული იმპერატორი (ლებო მისი კარის მეიარაღედ ითვლებოდა),უბრალო თოფს ხელში არ დაიჭერდა,ასე რომ დასკვნები თქვენთვის მომინდია.

 

 

მამუკა ისეთ კაი კომენტარებს აკეთებ, რომ ძალაუნებურად სტიმულს მაძლევ მეტი ინფო დავდო .

 

 

პარკერის თოფები იმდენად პრესტიჟული და ცნობილი იყო, რომ ნაკეთობით სამეფო პერსონები ინტერესდებოდნენ.

პარკერის ერთ-ერთი განსაკუთრებული ორლულიანი რუმინეთის მეფის შეკვეთით დამზადდა.

ნიკილოზ მეორეს კი პარკერის A-1 მოდელი ჰქონდა თავის არსენალში. ეს სამეფო ფარკერი ფირმას პოლკოვნიკმა ტარნოვსკიმ შეუკვეთა(მეფეს თოფი ოფიცრებმა აჩუქეს).

ეს შეკვეთა 1914 წლის მარტში შესრულდა. თოფის ნომერი იყო 168304.

არსებობს დაუდასტურებელი ვერსია, რომ დღეს თოფი ერთ-ერთი ნიუ-იორკელი კოლექციონერის საკუთრებას წარმოადგენს.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...