Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 (edited) Galazan გალაზანის მარკით თოფები 1994 წლიდან გამოდის. ამ სავაჭრო მარკით კომპანია CSM(Connecticut Shotgun Manufacturing Company of New Britain, in Connecticut, USA) უშვებს გლუვლულიანების ძალიან მრავალფეროვან მოდელთა გამას. თითოეული ეს თოფი საცალო შესრულებისაა და განსაკუთრებით ცნობადი თავისი გრავირებით გახდა. საფირმო თოფების გრავირებას იტალიელი ძმები სტეფანო და ჯანკარლო პედრეტები და სტადუტო ჯოვანი აკეთებენ. ყველა თოფი მზადდება და გრავირდება კონკრეტული შემკვეთის სურვილისამებრ, სიგრძე, ლულათა შევიწროება და ა.შ. პარამეტრებს მხოლოდ კლიენტი ირჩევს. ამიტომ რომელიმე სტანდარტულ ტექნიკურ მონაცემზე საუბარი ზედმეტია. კონდახები უმაღლსი ხარისხის კაკლისაგან მზადდება, რომლის ექსპორტი თურქეთიდან ხორციელდება. გალაზანის თოფის ფასი გრავირების გარეშე საშუალოდ 38 ათასი დოლარია. Edited January 15, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 28, 2013 Author Report Share Posted June 28, 2013 (edited) ფირმამ შეზღუდული რაოდენობით ჰორიზონტალური სპორტული მოდელის გამოშვებას მიჰყო ხელი(დაიწყო 2009-ში და ერთი წელი აწარმოებდა. ამჟამად მოდელის წარმოება შესაძლებელია შეკვეთის შემთხვევაში). RBL Sporter ყალიბი 12; ერთ სასხლეტზე(სელექტორული); 5 საცვლელი ჩოკით; ლულა გათვლილია ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნას სანადიროდ(ფოლადის ვაზნით); კალაპოტის ფერადი ოქსიდირებით(ცემენტაციით); გრავირება ლაზერული და შემდეგ დაყვანილი ხელით; კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლისაა(ტექსტურა ე.წ. ,,საგამოფენო") და რეგულირდება როგორც შეესაბამება სპორტულ თოფებს; კონდახის ყელი შესრულებულია ,,უელსის პრინცის" სტილში; მცველი არაავტომატური; საბჟენები სამი ტიპის(სქელი, საშუალო და წვრილი); უკუცემის დამხშობით; წონა 4,08კგ ამ კლასისა და ფირმის თოფისათვის საკმაოდ მისაღებია ფასიც: 7-9 ათასი მწვანე Edited June 28, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.