Jump to content
Club-Monadire.Ge

Colt's Manufacturing Company Inc


Recommended Posts

Colt's Manufacturing Company Inc

 

 

8e9572fed286.jpg

c6d512b6d768.jpg

 

 

 

ეს კომპანია მსოფლიოში კარგადაა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებით. განსაკუთრებით პოპულარულია კოლტის პისტოლეტები და რევოლვერები. 1847 წელს დაფუძნებული ეს კომპანია განლაგებულია კონეკტიკუტის შტატში ქალაქ ჰარტფორდში. დასაწყისში კომპანია მხოლოდ რევოლვერებს უშვებდა, მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან კოლტმა ნახევარავტომატური პისტოლეტების წარმოებაც დაიწყო. 1911 წელს საწარმომ ჯონ ბრაუნინგის პისტოლეტის, მოდელი .45 ACP-ის გამოუშვა.

მეოცე საუკუნის ბოლო წლებამდე კომპანია აწარმოებდა Colt Colteer და Stagecoach თოფების სერიას; აგრეთვე მცირეყალიბიან კარაბინებს .22 LR. გარდა ამისა იწარმოებოდა პომპა Standard Pump და განთქმული Colt M-16 ინდექსით Colt AR-15(სამოქალაქო ვარიანტი). Colt M-16 სულ გამოშვებულია 3 440 000 ერთეული. დღეისათვის ფირმის ასორტიმენტში ზემოთაღნიშნული მოდელები აღარაა წარმოდგენილი.

1995 წელს კომპანიამ წარმოებაში ჩაუშვა ვერტიკალური ორლულიანი Armsmear.

 

 

 

Colt Armsmear

ad4e163238e3.jpg

 

ყალიბი 12; სავაზნე 70მმ; ერთ სასხლეტზე; წონა 2,8 კგ; სიგრძე 113,7-118 სმ; ლულის სიგრძე 71-76 სმ; ეჟექტორზე; სახსნელ ჩოკებზე; ვენტილირებადი სამიზნე თამასა; მცველი განლაგებულია ყელზე; კალაპოტი cas 1000 გრავირებულია, ხოლო cas 2000 შესრულებულია ოქროს ინკუსტაციით დეკორატიულ გვერდით დაფებზე; კონდახი კაკლის(პისტოლეტური ტიპის).

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...