Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Colt's Manufacturing Company Inc ეს კომპანია მსოფლიოში კარგადაა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებით. განსაკუთრებით პოპულარულია კოლტის პისტოლეტები და რევოლვერები. 1847 წელს დაფუძნებული ეს კომპანია განლაგებულია კონეკტიკუტის შტატში ქალაქ ჰარტფორდში. დასაწყისში კომპანია მხოლოდ რევოლვერებს უშვებდა, მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან კოლტმა ნახევარავტომატური პისტოლეტების წარმოებაც დაიწყო. 1911 წელს საწარმომ ჯონ ბრაუნინგის პისტოლეტის, მოდელი .45 ACP-ის გამოუშვა. მეოცე საუკუნის ბოლო წლებამდე კომპანია აწარმოებდა Colt Colteer და Stagecoach თოფების სერიას; აგრეთვე მცირეყალიბიან კარაბინებს .22 LR. გარდა ამისა იწარმოებოდა პომპა Standard Pump და განთქმული Colt M-16 ინდექსით Colt AR-15(სამოქალაქო ვარიანტი). Colt M-16 სულ გამოშვებულია 3 440 000 ერთეული. დღეისათვის ფირმის ასორტიმენტში ზემოთაღნიშნული მოდელები აღარაა წარმოდგენილი. 1995 წელს კომპანიამ წარმოებაში ჩაუშვა ვერტიკალური ორლულიანი Armsmear. Colt Armsmear ყალიბი 12; სავაზნე 70მმ; ერთ სასხლეტზე; წონა 2,8 კგ; სიგრძე 113,7-118 სმ; ლულის სიგრძე 71-76 სმ; ეჟექტორზე; სახსნელ ჩოკებზე; ვენტილირებადი სამიზნე თამასა; მცველი განლაგებულია ყელზე; კალაპოტი cas 1000 გრავირებულია, ხოლო cas 2000 შესრულებულია ოქროს ინკუსტაციით დეკორატიულ გვერდით დაფებზე; კონდახი კაკლის(პისტოლეტური ტიპის). ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.