Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

A.H. Fox

 

 

94637fa5cab0.jpg

 

 

კომპანია ფოქსი 1905 წელს იქნა დაფუძნებული ფილადელფიაში. თუმცა მისი მოღვაწეობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. წარმოების ბუმი 1909 წელს დაემთხვა, როცა ამერიკის პრეზიდენტს თეოდორ რუზველტს აჩუქეს ამ ფირმის თოფი . ეს კარგი სარეკლამო სვლა გამოდგა.

უკვე 1931 წელს სამრეწველო დეპრესიის პერიოდში საწარმომ არსებობა შეწყვიტა. ფირმის არსებობის ამ ეტაპზე ჯამში 3500 ერთეული თოფი ქნა დამზადებული(უმეტესად 20 და 12 ყალიბის). ამ პერიოდის თოფების დახასიათებისას უნდა აღინიშნოს, რომ კონსტრუქციულად პროდუქცია დიდი სირთულით არ გამოირჩევა(მექანიზმი ენსონ-დილი), ორ სასხლეტზე, არც თუ ისე მდიდარი გრავირება, კონდახი წიფლის ან იაფფასიანი კაკლის. თუმცა მეტალის ხარისხი მაღალი იყო.

 

 

f361c95a51c7.jpg

 

გაკოტრების შემდეგ კომპანია ,,სევეჯ არმმა" შეიერთა, რომელმაც არ გააუქმა სახელი და მოდელთა რიგი, გამოიყენა რა ეს უკანასკნელი სარეკლამო მიზნით. ამის შედეგად ფოქსის ორლულიანებს მეორე სიცოცხლე ებოძათ.

,,სევეჯ არმმა" ფოქსის მოდელების გამოშვება 90-იანი წლების შუა პერიოდამდე გააგრძელა და საერთო ჯამში მილიონზე მეტი თოფი იქნა წარმოებული.

 

1994 წელს ამერიკულმა ფირმამ Connecticut Sotgun Manufacturing Co დაიწყო ფოქსის მოდელების გამოშვება მხოლოდ ხელნაკეთი წარმოებით. თითოეული თოფი მხოლოდ შეკვეთით მზადდება. კონდახის მასალად მხოლოდ უმაღლესი ხარისხის კაკალია გამოყენებული. თოფები ტრადიციულად ლულათა ჰორიზონტალური წყობითაა, ხოლო გრავირებას ნებისმიერ ხარისხსა და მოთხოვნის დაკმაყოფილება ძალუძს.

ეს თოფები აშშ-ში კაპიტალის დაბანდების კარგ საშუალებად ითვლება. მათი საბაზო ფასი(გრავირების გარეშე) 9,5-26,0 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს.

 

 

Fox XE Grade

57a28144ad3a.jpg

 

 

ყალიბი12,16 ან 20; სავაზნის სიგრძე 76მმ; ორმაგი საკეტი; ორ სასხლეტზე; წონა 2,7-3,2 კგ; საერთო და ლულის სიგრძე კლიენტის სურვილისამებრ; ვაზნის ექსტრაქცია, ლულათა შევიწროება კლიენტის სურვილისამებრ; სამიზნე ოქროს; მცველი განლაგებულია ყელზე; უმაღლესი ხარისხის კაკლის კონდახი(ინგლისური ტიპის); კლიენტის სურვილისამებრ შესაძლებელია ოქროს ინკუსტაცია.

 

 

Fox Special Grade

328e7fb959ee.jpg

 

 

ყალიბი12,16 ან 20; სავაზნის სიგრძე 76მმ; ორმაგი საკეტი; ორ სასხლეტზე; წონა 2,7-3,2 კგ; საერთო და ლულის სიგრძე კლიენტის სურვილისამებრ; ვაზნის ექსტრაქცია, ლულათა შევიწროება კლიენტის სურვილისამებრ; სამიზნე ოქროს; მცველი განლაგებულია ყელზე; უმაღლესი ხარისხის კაკლის კონდახი(ინგლისური ტიპის); კლიენტის სურვილისამებრ შესაძლებელია ოქროს ინკუსტაცია.

Link to post
Share on other sites
  • 7 years later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...