Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Dakota Arms

 

080de20fb780.jpg

93f66ef6cc3e.jpg

 

 

 

ეს კომპანია შედარებით ახალგაზრდაა. ფირმის დამფუძნებელი დონ ალენი 1984 წლამდე ,,ბოინგ 727-ის" პილოტი იყო. 1962 წლიდან ის გართობის მიზნით თოფებს ამზადებდა ვინჩესტერის 70-ე მოდელის ბაზაზე.

პენსიაზე გასვლის შემდეგ 1984 წელს მეუღლესთან ერთად ქალაქ სტერჯისში(შტატი სამხრეთ დაკოტა) დააარსა კომპანია Dakota Arms.

ფირმის პირველი იარაღი გახდა Dakota model 76, რომლის გამოშვება 1987 წლიდან დაიწყეს. დონ ალენმა შეიმუშავა 6 სხვადასხვა მოდელი, ხოლო 1995 წლიდან დაიწყო ჰორიზონტალური გლუვლულიანების გამოშვება. ეს მოდელი იწარმოება American Legend სახელით და ხასიათდება ძალიან მაღალი ხარისხით. თოფები განთავსებულია ტყავის შალითებში.

American Legend შესაძლებელია შეძენილ იქნას წყვილად: 20 და 12 ყალიბისა. ასეთი წყვილი დახლოებით 50 ათასი ამერიკული დოლარი ღირს.

ექსპერტთა დახასიათებით ეს იარაღი იმდენად მაღალი ხარისხისაა, რომ სანადიროზე მეტად კოლექციური ფასეულობა გააჩნია. ერთეულის საბაზო ღირებულება 18 ათასი ამერიკული დოლარიდან იწყება. დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში მოყვება პისტოლეტური სახელური(350 დოლარი) და ერთი სასხლეტი კავი(750 დოლარი).

 

American Legend

b4713bfdd295.jpg

 

 

ყალიბი 20(შეკვეთით 12 ყალიბი); სავაზნის სიგრძე 70მმ; ლულათა ჩაკეტვა ორმაგი; კალაპოტი ფოლადის; ორ სასხლეტ კავზე; წონა 3 კგ; სიგრძე 115 სმ; ლულის სიგრძე 69 სმ; ეჟექტორზე; ლულათა შევიწროება არჩევით; მცველი განლაგებულია კონდახის ყელზე; ხელნაკეთი გრავირება; კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი(ინგლისური ტიპის);

 

ფირმა ინდივიდუალური შეკვეთით სპეც მოდელებს ამზადებს.

 

 

2b0db697dad6.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...