Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Sturm, Ruger & Co კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებლის, უილიამ რუგერის წინაპარი ჩრდილოეთ ამერიკაში გერმანიიდან წავიდა ემიგრაციაში 1848 წელს. ტექნიკის სიყვარული უილიამს ბავშვობიდანვე მოსდევდა. ის ჩრდილოეთ კაროლინას უნივრსიტეტში სწავლობდა, მაგრამ არ დაუმთავრებია სასწავლებელი. სდუდენტობის წლებში რუგერი ექსპერიმენტებს ატარებდა მჭიდიან კარაბინზე, რომელიც გადააკეთა გაზების უკუქცევაზე მოქმედ ნახევარავტომატად. თავისი ნახელავი ვაშინგტონელ სამხედრო ოფიცრებს აჩვენა, რომლებმაც მოუწონეს ის. შედეგად 1939 წელს რუგერი სამუშაოდ აიყვანეს კომპანიაში ,,სპრინგ- ფილდ არმორი". ამ კომპანიაში მუშაობა რუგერს ვერანაირ შემოქმედებით თვითკმაყოფილებას ვერ ანიჭებდა. ის გადადის გრინსბოროში(ჩრდილოეთ კაროლინა) და დაიწყებს ტყვიამფრქვევის კონსტრუქციაზე მუშაობას, რომელიც ერთი წლის შემდეგ მიჰყიდა კომპანია ,,აუტო-ორდნანსს". ტყვიამფრქვევების კონსტრუქციებზე ოსტატი მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც მუშაობდა. გარდა ამისა რუგერი მცირეყალიბიანი პისტოლეტის შექმნაზეც მუშაობდა, თუმცა ფინანსური პრობლემები მათ განხორციელებას ხელს უშლიდა. ყველაფერი შეიცვალა უილიამის მწერალ ალექსანდრე შტურმთან შეხვედრის შემდეგ. შტურმმა რუგერში დიდი პოტენციალი დაინახა და გადაწყვიტა ფინანსურად უზრუნველეყო მისი პროექტები. შედეგად 1948 წელს ქალაქ საუტპორტში შეიქმნა საწარმო Sturm, Ruger & Co, რომელიც ნაქირავებ ავტოფარეხში განთავსდა. საწარმომ თავისი პირველი მცირეყალიბიანი პისტოლეტი 1949 წელს გამოუშვა. იმ დროს კომპანიის პერსონალი 12 ადამიანი იყო. შტურმი მალე ავიაკატასტროფაში დაიღუპა. კომპანიამ 1959 წელს პირველი ნახევრადავტომატური კარაბინი გააკეთა .44 მაგნუმის ყალიბზე. მომავალ წელს საწარმო უფრო დიდ და კომფორტულ შენობაში გადავიდა. 1964 წელს კომპანიამ ახალი საწარმო ააგო ქალაქ ნიუპორტში. 1966 წელს გამოშვებულმა კარაბინმა ,,რუგერ N1"-მა ამერიკის იარაღის ბაზარზე სენსაცია მოახდინა. კონდახების ფორმების დამუშავებისათვის ამ სფეროს ცნობილი ოსტატი ლეონარდო ბროუნელი მოიწვიეს, რომელიც შემდგომ ნიუპორტის საწარმოს მთავარი ტექნოლოგი გახდა. 1968 წელს ფირმამ გამოუშვა მჭიდიანი კარაბინი ,,მოდელი M 77" , რომელსაც ბროუნელის კონდახი ამშვენებდა. 1977 წელს კომპანიამ თავისი პირველი გლუვლულიანი გამოუშვა(20 ყალიბი). პირველი 12 ყალიბიანი გლუვლულიანი კი 1982 წელს აწარმოეს. 2002 წელს 86 წლის ასაკში უილიამ რუგერი გარდაიცვალა. მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კომპანიის ხელმძღვანელობა მის შვილს გადაეცა. Ruger gold label 2002 წლის მოდელი 12 ყალიბი;ლულა ცივი წრთობის ფოლადისაა; კალაპოტი უჟანგავი ფოლადის; საერთო სიგრძე 114სმ; ლულის სიგრძე 71სმ; სავაზნე 76მმ; 5 სახსნელ ჩოკზე; წონა2,8 კგ; ერთ სასხლეტზე; მცველი განლაგებულია კონდახის ყელზე(შეთავსებული აქვს სროლის რიგითობის გადამრთველის ფუნქცია); ეჟექტორზე; კონდახი კაკლის(ინგლისური ან პისტოლეტური ტიპის); Ruger red label 1977 წლის მოდელი ეს მოდელი 1982 წლამდე გამოდიოდა მხოლოდ 20 ყალიბისა. ამის შემდეგ დაემატა 12 ყალიბიც. 20 ყალიბის ლულათა სიგრძე შეადგენს 66სმ ან 71 სმ; სავაზნე 76 მმ; 1985 წლიდან კლიენტის სურვილისამებრ მზადდება უჟანგი ფოლადისაგან. 1989 წლიდან კალაპოტი მზადდება მხოლოდ უჟანგავი ფოლადისაგან; 1988 წლიდან ამ მოდელზე ჩოკები სახსნელია; ავტომატურ მცველზე(სროლის რიგითობის გადამრთველით); ერთ სასხლეტზე; 1995 წლიდან გამოშვებულ ეგზემპლიარებს ლულის არხის დიამეტრი გაეზარდათ 18,9მმ-მდე; კონდახი კაკლის(ინგლისური ან პისტოლეტური ტიპის); Ruger woodside 1995 წლის მოდელი 12, 20 ყალიბი(1996 წლიდან 20 ყალიბის წარმოება შეწყდა); მოდელს ძალიან ლამაზს ხდის კაკლის კონდახის ორიგინალური ფორმა, რომელიც კალაპოტის გვერდებში შედის; ლულა ცივი წრთობის ფოლადისაა(მონობლოკი, ვერცხლის შედუღებით); ვერცხლია გამოყენებული ვენტილირებადი სამიზნე თამასის შედუღებაშიც; კალაპოტი უჟანგავი ფოლადის; ლულის არხის დიამეტრი გაზრდილია 18,9მმ-მდე; საერთო სიგრძე 103-114-119 სმ; ლულის სიგრძე 66-71-76 სმ; წონა 3,4-3,5-3,6 კგ; სავაზნის სიგრძე 76მმ; ერთ სასხლეტზე(სროლის რიგითობის გადამრთველით); ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 29, 2012 Author Report Share Posted June 29, 2012 Ruger-ისათვის მილიონი ზღვარი არაა კომპანიამ დაისახა ამოცანა, რომ 12 თვის განმავლობაში გაეყიდა მილიონი ერთეული იარაღი(დრო მოიცავდა 2011 წლის ივნისიდან 2012 წლის ივნისამდე პერიოდს). ამ ამოცანის გადაწყვეტა საწარმოს მარკეტინგის ბოსებმა გადაჭარბებით შეძლეს_ 2012 წლის 12 ივნისს გამოაქვეყნეს ცნობა, რომ აღნიშნულ პერიოდში გაყიდეს 1253000 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი(!!!), რაც 20%-ით აჭარბებს დაგეგმილი გაყიდვების მოცულობას. აქვე შეგახსენებთ, რომ კომპანია ყოველი გაყიდული ერთეული იარაღის ღირებულებიდან ერთ დოლარს რიცხავს NRA-ს ფონდში(ნაციონალური საიარაღო ასოციაცია, რომელიც იცავს იარაღის მფლობელთა ინტერესებს). ამის დასტურად სენტ-ლუისში კომპანია Ruger-ის წარმომადგენელმა საზეიმო ვითარებაში გადასცა ასოციაციის ხელმძღვანელობას 1253000 დოლარიანი ქვითარი იფფფფფფფფფფფფ ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 29, 2014 Author Report Share Posted January 29, 2014 კომპანიამ მოდელი Red Label განაახლა... გლუვლულიანი Red Label გასული წლის ბოლოდან ახალი სახით წარსდგა მყიდველის წინაშე. ექსპერტთა განმარტებით ის უფრო თანამედროვე, უფრო პრაქტიკული და უფრო დაბალანსებული გახდა. როგორც მწარმოებელი აღნიშნავს, მან ყურად იღო ამ იარაღის მფლობელთა და სპეციალისტთა შენიშვნები და სურვილები, დამატებით გადაამუშავა თოფი და მიიღო განახლებული ვარიანტი, რომელიც აშშ-ში 1400 მწვანე ღირს(მისი წინამორბედი დაახლოებით 1500 დოლარი ღირდა). გადამუშავებულმა მოდელმა მიიღო უკუცემის დახშობის ახალი სისტემა, უკეთესადაა დაბალანსებული და სასხლეტის დიზაინიც შეიცვალა. ახალი გლუვლულიანი წარმოდგენილია 12 ყალიბში, 26, 28 ან 30 დიუმის სიგრძის ლულებით, ფოლადის კალაპოტით და კაკლის კონდახ-ტიბჟირით. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 2, 2014 Author Report Share Posted October 2, 2014 საკოლექციო Ruger 10/22 კომპანიამ წარმოადგინა შეზღუდული რაოდენობის სერია(თანაც საიუბილეო) Ruger Collector’s 10/22. გამოშვება დაამთხვიეს ამ მოდელის წარმოების 50 წლის იუბილეს(მოდელი იწარმოება 1964 წლიდან). Ruger 10/22 ამ ნახევარსაუკუნოვან პერიოდში გახდა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი აშშ-ში და სამართლიანად ითვლება ყველაზე პოპულარულ თოფად .22 ყალიბში. სერიულ მოდელთან შედარებით საიუბილეო რუგერი უფრო მდიდრულადაა გრავირებული, ახალია მასალები და მაკომპლექტებელი ელემენტებიც(ოპტიკა). Ruger Collector’s 10/22-ს აქვს გაუმჯობესებული მჭიდი BX-25, მუქი სინთეტიკის კონდახი, ოპტიკური სამიზნე და საიუბილეო თარიღი "50". სულ დაგეგმილია აწარმოონ 25 ათასი ცალი(!!!) საიუბილეო რუგერი. მისი ფასი აშშ-ში შეადგენს 329 მწვანეს(ჩემის მოკლე ჭკუით ძალიან იაფია ). ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.