Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Winchester

 

 

12e7e6207961.jpg

 

 

ოლივერ ვინჩესტერი დაიბადა 1810 წელს. ის არ იყო ბუმბერაზი ინჟინერ-კონსტრუქტორი, მაგრამ იყო კარგი ბიზნესმენი. 1850 წელს მან გადაწყვიტა კაპიტალი დაებანდებინა ახლადშექმნილ კომპანია Volcanic Repeating Arms-ში, რომელიც უშვებდა თვითდამტენ თოფებს. 6 წელიწადში ვინჩესტერი გახდა ამ კომპანიის ძირითადი მეწილე(ამ დროისათვის კომპანიას დაარქვეს New Haven Arms). ამავე პერიოდში ვინჩესტერს მოყავს ფირმაში ბენჟამინ ჰენრი, რომელმაც გააუმჯობესა თოფი Volcanic და ამით შეიძლება დამთავრებულიყო ამ ფირმისა და ჰენრის პროფესიული ზრდა, მაგრამ აშშ_ში განვითარებულმა სამოქალაქო ომმა ახალი ბიძგი მისცა იარაღის წარმოებასა და შესაბამისად New Haven Arms-ისა და ჰენრის შემოქმედებით ზრდას.

ამ პერიოდში თვითდამტენები იშვიათობას წარმოადგენდა, თუმცა ფედერალური არმიის შეიარაღებაში შემოდიოდა Henry-ის თოფები(მაშინ ღირდა 42 დოლარი, რაც ძალიან დიდი ფასი იყო), რომლებიც წუთში 28 გასროლას აკეთებდნენ. სწორედ ეს თოფი გახდა ლეგენდარული Winchester model 1866-ის პროტოტიპი, რომელიც შევიდა ისტორიაში სახელით ,,ველური დასავლეთის იარაღი-ლეგენდა”. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ვინჩესტერის ბიზნესის საქმე ძალიან კარგად წავიდა. ოლივერმა ფირმაზე საბოლოო კონტროლი დაამყარა 1866 წელს და შესაბამისად დაარქვა Winchester Repeating Arms.

 

 

Winchester 1300

 

e3cef237c446.jpg

 

 

 

იმ დროში იარაღი და საბრძოლო მასალები გამუდმებით იხვეწებოდა, მალე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ განვითარება მუხტისა და ტყვიის ზრდაში იყო. თავისი საკონსტრუქტორო ბიუროს არქონის პირობებში, ვინჩესტერმა დაიწყო სახვადასხვა პატენტების ყიდვა.

ოლივერ ვინჩესტერი გარდაიცვალა 1880 წელს(მალე მისი ვაჟიც გარდაიცვალა). 1883 წლიდან კომპანიაში სათანამშრომლოდ ჯონ ბრაუნინგი მოდის. მან თავისი კონსტრუქცია კომპანიას 50 ათას დოლარად მიჰყიდა და გამოვიდა ახალი Winchester 1886. ამ მოდელში ჩადებული იყო ახალი კონსტრუქციული გადაწყვეტები, რომლებიც შემდგომში ბაზისს წარმოადგენდა უფრო ახლებისათვის. ასე გამოვიდა Winchester 1892 და Winchester 1895. ბრაუნინგისვე მონაწილეობით 1903 წლიდან გამოდის .22 კალიბრის მოდელები. ბრაუნინგმა ''ვინჩესტერთან'' მუშაობისას დაამთავრა მუშაობა მის ცნობილ Browning Automatic Rifle (BAR)-ზე. ჯონ ბრაუნინგთან თანამშრომლობა 1911 წლამდე გრძელდებოდა.

1932 წელს კომპანია შეერწყა Western Cartridge Company-ს, ხოლო 1940 წელს Olin Industries-ს.

გლუვლულიანი(პომპა) Winchester 1300 გამოჩნდა 1980-იანი წლების დასაწყისში, როცა კორპორაცია Olin/Winchester-მა მიყიდა წარმოების უფლება US Repeating Arms Company-ს. მის საფუძველს წარმოადგენს

Winchester 1200, რომელსაც ვინჩესტერი უშვებდა 1964-1980 წლებში.

 

 

 

Winchester 1200

 

2bd4d50e3e80.jpg

 

 

Winchester 1300 თავისი საიმედოობისა და სისწრაფის გამო პოპულარობით სარგებლობს ამერიკაში და მის ფარგლებს გარეთ მონადირეებში, სპორცმენებში, ძალოვნებში და ა.შ.

Winchester 1300 გლუვლულიანი პომპაა. ტევადობა 4,5 ან 7 ვაზნა. ლულის სიგრძე 457-დან 711მმ-მდე. სავაზნე 76მმ; კალაპოტი ალუმინის შენადნობისაა, ლულა(მრავალსპექტრიანი) საცვლელ ჩოკებზე აქვს, მჭიდი ცილინდრული, რომელშიც ვაზნები იწყობა კალაპოტის ქვემოდან. კონდახი პლასტიკის ან ხის(ამორტიზატორით).

 

Model 1001

 

89552d993b59.jpg

 

მოდელი 1001 ბრაუნინგის ,,სიტორი 2" -ის კლონი. მოდელი მხოლოდ 12 ყალიბის იწარმოება.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 9 months later...

SX 3

 

 

91263aba1358.jpg

 

ამ ნახევარავტომატს ახასიათებენ როგორც მაღალი ხარისხის თოფს მისაღებ ფასად(დაახლოებით 1000 მწვანე). ის ძირითადად განკუთვნილია წყალმცურავებზე სანადიროდ, ამიტომ ბრწყინვალედ მუშაობს ,,მძიმე" ვაზნებით.

სუპერ X3-ის მოდელთა გამაში განსაკუთრებით აღსანიშნავია Super X3 Field და Super X3 Composite. არის კიდევ კამუფლირებული მოდიფიკაციები.

მექანიკა უკუქცეულ გაზებზე(ავტომატურად რეგულირდება სხვადასხვა წნევაზე_ ასევე ეძახიან ,,ინტელექტუალურ სისტემას"), კონდახი ამორტიზატორზეა, რომელსაც გააჩნია სიგრძის სარეგულირებელი საფენები, სამიზნე თამასა ვენტილირებადია; ლულის სიგრძე 660 ან 711მმ, სავაზნე 76 და 89მმ, 76მმ-იან სავაზნეში უპრობლემოდ შესაძლებელია 70მმ-იანი ვაზნების გამოყენება(28გრამამდე წონით);

წონის შესამცირებლად კონსტრუქტორებმა მჭიდი დაამზადეს მსუბუქი მეტალის შენადნობისაგან. ლულის სიგრძის შესაბამისაც კონკრეტული ეგზემპლიარების წონა შეადგენს 3-დან 3,3 კგ-მდე. მცველი განლაგებულია სასხლეტი კავის უკან.

თოფის დაშლა შესაძლებელია ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე(სპეცებს დაშლაზე აგვიანდებათ მხოლოდ 1 წუთი!!!).

 

ძალიან აქებენ მონადირეები...

 

 

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ვაგრძელებთ მიმოხილვას_ რას არ გაიგონებს და მოესწრება კაცი :alfons:

 

 

 

ვინჩესტერის რამდენიმე წლის წინანდელ პრეს-რელისში გამოქვეყნებულ ტექსტში ვკითხულობთ: კომპანიის მიერ წარმოებული ვაზნები სახელწოდებით SUPREME® 7 mm Remington Magnum 150 Grain BALLISTIC SILVERTIP® (BST) სერიული ნომრებით VL82, VL92 და VM10 უსაფრთხო არაა(!!!). აღნიშნული პროდუქცია სავაჭრო ქსელიდან ამოღებულია, მაგრამ თუ ვინმემ მოასწრო ყიდვა, ვინჩესტერი უმორჩილესად ითხოვს თავი შეიკავონ მათი გამოყენებისაგან, დააბრუნონ ვაზნები და საფასური აუნაზღაურდებათ.

ვაზნებში გადაჭარბებულია დენთის რაოდენობა და შესაძლებელია მათი გამოყენების გამო მოხდეს უბედური შემთხვევა.

 

eb5762e32a29.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

კომპანიის წლევანდელ მოდელთა რიგში სპეციალისტები გამოარჩევენ პომპების მოდიფიკაციებს Extreme Defender(მგონი ითარგმნება როგორც ,,ექსტრემალური დამცველი").

ცალკეულ მოდელთა ლულები უჟანგი ფოლადისაგანაა დამზადებული(სიგრძე 18 დიუმი). გამოირჩევა ახლებური დიზაინით. კალაპოტი მსუბუქი ლითონის, გათვალისწინებულია ოპტიკის დაყენება; კონდახი დასაკეცი(ATI)

 

ფასი 500 მწვანე.

 

 

1a19f6ea2774.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...
  • 2 years later...

თორნიკე დაინტერესდა აღნიშნული სისტემის თოფით ამ რამდენიმე დღის წინათ. გუშინ მის დაბადების დღეზე მინდოდა ამ ინფოს დადება, მაგრამ მოგზაურობის სურათებმა გადამიყოლა... თუმცა სჯობს ერთი დღის დაგვიანებით, ვიდრე არასდროს :alfons:

 

სულ ცინცხალი ამბავი!

 

Winchester Model 1873

 

d9d4bdf83490.jpg

 

კომპანია ვინჩესტერმა წარმოადგინა მოდელი "1873 Sporter Octagon", რომელიც აშშ-ში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ყველაზე პოპულარული თოფის სრული კოპიაა. ის იწარმოება მოწინავე თანამედროვე ტექნოლოგიებით.

მისი კალაპოტი ფოლადისაა და ფერადი ოქსიდირებითაა დამშვენებული; კონდახი მაღალი ხარისხის კაკალია. რვაკუთხედი ფორმის ლულა 24 დიუმი სიგრძისაა; მჭიდის ტევადობა 13 ვაზნაა 357 Magnum-სთვის, 14 ვაზნა 38 Special-სთვის და 44 ვაზნა 40 Winchester-სთვის. სამიზნე მოოქროვილია.

სავადაუდო ფასი აშშ-ში 1740$

Link to post
Share on other sites

კაი რამეა, მაგრამ მე მარლინი ჩამივარდა გულში, თანაც 1000 დოლარამდე უნდა იმას.

 

 

ვერ დაგიწუნებ არჩევანს! თან მაგ საკითხში დავა(გემოვნებას ვგულისხმობ) ფუჭი საქმეა.

 

 

ჩემი სუბიექტური ხედვა:

 

მექანიზმის სისტემა ისტორიული და ლეგენდარულია, ამიტომ ბმაში უნდა განვიხილოთ ფასი-ხარისხი-ბრენდი-კლასიკა.

აქედან გამომდინარე პლასტიკატი მთლად ის მასალა არაა რაც ტარად ვარგა :hi:

Link to post
Share on other sites

მაპატიეთ ჩემი დილეტანტობა ხრახნილლულებიანებში,მარა აგი რაზე სანადირო თოფია საქართველოში,თუ ისეა მოსასიყვარულებლად????

Link to post
Share on other sites

ლეგენდებში დღეს ფასის გადახდა ცოტა არასწორია. მარლინი ვინჩეს მხოლოდ ლეგენდარულობით თუ ჩამოუვარდება დღეს, ჩემი აზრით. ტარი კი ხისაცაა და ლამინატისაც. კალიბრი კი სულმცირე 30-30 უნდა იყოს. თან მარლინის ახალი მოდელები უფრო ბუდრუგუნები არიან, მოკლე და მსხილკალიბრიანები. მაგრად მომწონს ეს მოდელები: 1895GBL, 1895SBL, 1895GSBL, 336BL.

Edited by თორNიკე
Link to post
Share on other sites

მაპატიეთ ჩემი დილეტანტობა ხრახნილლულებიანებში,მარა აგი რაზე სანადირო თოფია საქართველოში,თუ ისეა მოსასიყვარულებლად????

:haha: :haha: :haha:

Link to post
Share on other sites

ლეგენდებში დღეს ფასის გადახდა ცოტა არასწორია. მარლინი ვინჩეს მხოლოდ ლეგენდარულობით თუ ჩამოუვარდება დღეს, ჩემი აზრით. ტარი კი ხისაცაა და ლამინატისაც. კალიბრი კი სულმცირე 30-30 უნდა იყოს. თან მარლინის ახალი მოდელები უფრო ბუდრუგუნები არიან, მოკლე და მსხილკალიბრიანები. მაგრად მომწონს ეს მოდელები: 1895GBL, 1895SBL, 1895GSBL, 336BL.

სწორედ მაგას ვგულისხმობდი, როცა გემოვნებასთან დაკავშირებით დავაზე ვწერდი...

 

თუ მაგ სისტემას ყიდულობ მთავარი ლეგენდაა, ჩემის მოკლე ჭუით, და მერე სხვა დანარჩენი.

 

ბუდრუგუნა, მსხვილი და წვრილი ყალიბი(დღეს ნებისმიერი მწარმოებლისათვის "პუსტიაკია" ნებისმიერი ყალიბის ლულის წარმოება) და ა.შ... ვერცერთი ეს არგუმენტი ვერ გადაწონის არგუმენტს:

 

ბენჯამინ ჰენრის სისტემას ყიდულობ? ლეგენდა უნდა იყიდო!!! თან ისეთი ლეგენდა მთელი მსოფლიო რომ იცნობს.

 

თუ არა და უამრავი ამაზე განვითარებული, უსაფრთხო და უმჯობესი თოფებია სანადიროდ... :hi:

Link to post
Share on other sites

მართალი ხარ, მაგრამ კონკრეტული მოდელისგან მოხიბლულობას ლეგენდა ვერ გადაწონის.

 

 

გეთანხმები 100%-ით და განვმეორდები: გემოვნებაზე არ დაობენ! :hi:

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

Winchester Model 21

 

7752f8ee28c3.jpg

 

Winchester Model 21-ს პირველად "იარაღს ღარიბებისათვის" ეძახოდნენ, ხოლო ახლა მას ამერიკულ კლასიკას უწოდებენ.

მოდელი ყველაზე ძვირფასი თოფების ათეულში შედის. მართალია მას კატალოგებში შეხვდებით სახელწოდებით Connecticut Shotgun Manuf. Co. Model 21, თუმცა ის დღესაც მზადდება 1920 წლის პატენტით და ყოველთვის დამშვენებულია საფირმო წარწერით.

მოდელი წარმოებაში აშშ-ში ჩაშვებულია 1930 წელს, თუმცა სახელწოდებაში მოცემული 21 აღნიშნავს მისი გამოშვების თარიღს, მაგრამ არა ამერიკაში, არამედ ინგლისში. ამ მოდელის პირველი ნაკეთობანი ამერიკული ფირმის დაკვეთით ინგლისში მზადდებოდა.

c917f27fd862.jpg

კონსტრუქტორები გახლავან ჯორჯ ლუისი, თომას ჯონსონი და უილიამ რომერი. მათ მართლაც ძალიან მარტვი და საიმედო კონსტრუქცია შეიმუშავეს. ყველა დეტალი დამზადებულია ერთი და იმავე მარკის უჟანგი ფოლადისაგან. კონსტრუქციის თავისებურება გახლავთ ერთიორად გრძელი კალაპოტი, რაც სახსრის ჭანჭიკის ცვეთას ხელს უშლის, ამასთან საკეტზე დატვირთვას ამცირებს; უჟანგი ფოლადის ლულების დაწყვილებაში გამოყენებულია ე.წ."მერცხლისკუდა" შეერთება. საბრძოლო ზამბარები სპირალურია. თავდაპირველად მოდელი ორ სასხლეტზე მზადდებოდა, თუმცა 1944 წლიდან კი გამოდის ერთი სასხლეტით.

1960-იან წლებში ფირმა ვინჩესტერის მიერ გამოქვეყნებული იქნა მოდელის ბალისტიკური გამოცდის შედეგები. ისინი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ობიექტურმა მაკონტროლებლებმა ორგანოებმა გადაწყვიტეს გადაემოწმებინათ ისინი...

გამოცდა გაიარა რამდენიმე ძვირფასმა ინგლისურმა მოდელმა და "ვინჩესტერ 21"-მა. გასროლილი იქნა 2000 ცალი ვაზნა ზეზღვრული დენთითა და ჭურვით.

ყველა თოფი გამოვიდა მწყობრიდან გარდა "ვინჩესტერ 21-სა". ამის შემდგომ გამოსაცდელმა ეგზემპლიარმა კიდევ გაისროლა დამატებითი 10 000(!!!) ვაზნა. შედეგად აბსოლუტურად დადასტურდა საფირმო გამოცდის მონაცემები.

1931-1960 წლებში მოდელი მზადდებოდა დიდი რაოდენობით სტანდარტული შესრულებით, ლულის სიგრძით 660-711-762მმ.

ამჟამად მოდელის წარმოება ხდება მხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთებით Custom, Pigeon და Grand American მოდიფიკაციებით. რაც ძალიან საინტერესოა, ინდშეკვეთით დამზადებული იარაღის ფასი 20 000 მწვანედან იწყება(!!!)

 

eb7a6b0569af.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

Winchester და ამერიკის პრეზიდენტები

 

 

ალბათ არ არსებობს კომპანია, რომელიც ასეთ რეკლამას სათავისოდ არ გამოიყენებდა, არც ვინჩესტერია გამონაკლისი:

 

საკუთარ ინტერნეტ გვერდზე კომპანია აქვეყნებს სტატიას, რომელშიც მოთხრობილია ვინჩესტერის მფლობელ ყველაზე ცნობილ ადამიანებზე_ამერიკის პრეზიდენტებზე.

ამ ქვეყნის პირველი პირები, როგორებიცაა ლინკოლნი, რუზველტი, ეიზენჰაუერი და კენედი, იყვნენ ამ კომპანიის ნაწარმის თაყვანისმცემლები. კერძოდ, თეოდორ რუზველტს თავის არსენალში გააჩნდა მოდელი "1876 Centennial", რომლითაც ნადირობდა და ამავე დროს ხელს უწყობდა სამონადირეო კლუბებს. მოგვიანებით, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ის წერდა: "ვინჩესტერი საუკეთესო იარაღია, რომელიც ოდესმე მქონია".

პრეზიდენტი ეიზენჰაუერი თავგადაკლული მონადირე არ გახლდათ, თუმცა მას გააჩნდა 1960 წელში წარმოებული ვინჩესტერის "Model 1894"; საინტერესოა ამ იარაღის სერიული ნომერი_ 2 500 000.

პრეზიდენტმა კენედიმ აირჩია უფრო თანამედროვე იარაღი - Winchester Model 70, რომელიც სპეციალურად მისთვის იყო დამზადებული. კენედი იყო მსროლელთა ასოციაცია "NRA"-ს წევრი, უყვარდა ნადირობა და სპორტული სროლა.

თუმცა ყველაზე საინტერესო მოდელი, რომელიც სხვადასხვა დროს ამერიკის პრეზიდენტებს გააჩნდათ, გახლავთ "Henry" და იგი ეკუთვნოდა ლეგენდარულ აბრაამ ლინკოლნს. იარაღი გამოშვებულია აშშ-ს სამოქალაქო ომის პერიოდში და უსაჩუქრა პირადად კომპანიის დამფუძნებელმა, ოლივერ ვინჩესტერმა. ოლივერი ამ დროს გახლდათ ფირმა "Henry"-ის დირექტორი. ამ იარაღს მოოქროვილი რესივერი(კალაპოტი) და სადა გრავირება აქვს. იგი დღეს მუზეუმის საკუთრება გახლავთ(იხილეთ სურათზე).

 

33a5aed96bd7.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 years later...
  • 2 years later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...