Jump to content
Club-Monadire.Ge

Husqvarna Vapenfabriks Aktiebolag


Recommended Posts

Husqvarna Vapenfabriks Aktiebolag

 

21d56e24515b.jpg

 

 

საწარმო 1689 წელს დააფუძნა შვედეთის მეფემ. სპეციალიზაცია არმიისათვის საბრძოლო იარაღის წარმოება იყო. საწარმოს აყვავების პერიოდში ის 11000 მუშკეტსა და პისტოლეტს აწარმოებდა წლიურად. ფირმა 1757 წელს კერძო მფლობელის ხელში მოხვდა. შემდეგი რეორგანიზაცია 1867 წლით თარიღდება, როცა კომპანია სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა.

 

6d284f15eb3d.jpg

 

შვედთა ლეგენდარული მეიარაღე, ავგუსტ ფრედერიკ ჰაგსტრემი, ამ საწარმოში მუშაობდა. მისი ერთ-ერთი გამოგონებაა საკეტი, რომელიც უკუცემის ძალით მუშაობს. ამ საკეტთა გამოყენებით საგრძნობლად ამაღლდა უსაფრთხოება. ჰაგსტრემის შვილი კარლ ვილჰელმი მამის კვალს გაყვა. მას სამეფო ტექნიკური ინსტიტუტის განათლება ჰქონდა და საწარმოს ხელმძღვანელად 1877 წლიდან მოვიდა. ამ პერიოდიდან ფირმამ სანადირო თოფების გამოშვებაც დაიწყო.

კარლ ვილჰელმი თანამდებობაზე მისმა შვილმა შეცვალა.

 

f3fd726a7753.jpg

 

1970 წელს Husqvarna-მ იარაღის წარმოება გადასცა საწარმო FFV (Fцrsvarets Fabriksverk)-ს, თუმცა რამდენიმე ტიპის თოფს ძალიან მცირე რაოდენობით მაინც აწარმოებდა 1989 წლამდე. ამავე წელს კომპანიის დაფუძნების 300 წლისთავის აღსანიშნავად გამოუშვეს 15 უკანასკნელი ეგზემპლიარი(აი ესენი იქნება კოლექციონერთა ოცნება ).

როგორც წესი, საწარმოს ლოგოს გამოსახულებიანი დამღა ლულებს ზემოდან ერტყა, იქვე დასმული იყო მეორე დამღა ფოლადის მარკის აღნიშვნით.

ფოლადის მაღალი ხარისხი განაპირობებდა სროლის სტაბილურობას. ამასთან ლულები თავის პირვენდელ სახეს ძალიან დიდ ხანს ინარჩუნებდნენ.

3d927d10c5ad.jpg

 

საფირმო ფოლადი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება თოფებზე არის svenska stal(შვედური ფოლადი), თუმცა იყო სხვა მარკებიც: უჟანგავი nickeistal ან antioxid.

 

 

7d1c4e647f1e.jpg

 

 

298ae35d9fba.jpg

 

თოფების გრავირება მოკრძალებული გახლდათ. ისინი ავსტრიულ და გერმანულ ანალოგებთან შედარებით ნაკლებად თვალშისაცემია. მაგრამ ეს მოკრძალება ნაკლად არ უნდა ჩავთვალოთ. ეს უფრო შვედური სტილის მიმანიშნებელია.

 

0c75bfb0d4ad.jpg

 

კალაპოტს ზოგჯერ ფერადი ოქსიდირება გააჩნდა. მოდელების უმრავლესობა ენსონ-დილის საკეტებზეა, ლულები ბრწყინვალედაა ოქსიდირებული. ლულის ჩაკეტვა კალაპოტში ორმაგია. კონდახების კეფა საფირმო ნიშნითაა დამშვენებული.

 

da1fe2c8a978.jpg

 

 

საწარმოს მუზეუმში სხვადასხვა ტიპის იარაღია დაცული 1735 წლის მოდელებიდან დაწყებული, 1989 წლის საიუბილეო მოდელებით დამთავრებული.

ამჟამად კომპანია მოტოციკლების, მინი ტრაქტორების, ხე-ტყის დამამუშავებელი და სხვა ტიპის პროდუქციას უშვებს.

Link to post
Share on other sites
  • 5 years later...
1970 წელს Husqvarna-მ იარაღის წარმოება გადასცა საწარმო FFV (Fцrsvarets Fabriksverk)-ს, თუმცა რამდენიმე ტიპის თოფს ძალიან მცირე რაოდენობით მაინც აწარმოებდა 1989 წლამდე. ამავე წელს კომპანიის დაფუძნების 300 წლისთავის აღსანიშნავად გამოუშვეს 15 უკანასკნელი ეგზემპლიარი(აი ესენი იქნება კოლექციონერთა ოცნება ).

 

ამით, Husqvarna-ს, როგორც სანადირო თოფების მწარმოებლის, ისტორია არ შეწყვეტილა. არ ვიცი ზუსტად როდის, მაგრამ, შემდგომში, Husqvarna-ს ბრენდი იტალიელებმა შეისყიდეს და თუ არ ვცდები, დღესაც უშვებენ ამ მარკის სანადირო თოფებს.

ყოველ შემთხვევაში, მე მაქვს Husqvarna-ს მარკის სანადირო თოფი 20 კალიბრის, რომელიც გამოშვებულია იტალიაში 2002 წელს (Husqvarna 300 prestige)

Link to post
Share on other sites

ჩემი ნადირობის ისტორიებში ეს თოფი ხშირად ჩანს, მაგრამ აქაც დავდებ რამოდენიმე სურათს, სადაც ამ მარკის თოფით მოპოვებული ფრინველ-ნადირი ჩანს

 

i-676.jpg

 

i-147.jpg

 

i-1535.jpg

 

i-1498.jpg

 

i-1223.jpg

 

i-1224.jpg

Link to post
Share on other sites

გემრიელ ნადირობებში ჩემო კობა, მაგარია :yes: მაგრამ ეს საუცხოო ფრინველი, ბატონი ყურუალა ჩემი ოცნების სანადირო ფრინველია. ყველაფერს ვიზამ და მაგაზე მაინც ვინადირებ. არც იმას დავმალავ, რომ ტყის ფრინველი მიყვარს ძალიან.

Link to post
Share on other sites

გაიხარე ჩემო ლევან!

რაც შეეხება ყრუალას, ზუსტად ახლო მომავალში იწყებენ მაგენი "საქორწილო" დღესასწაულის ზეიმს :alfons: ასე რომ, თუ შესძლებ და ჩამოხვალ ან ჩემთან, ან ბელორუსიაში, შევეცდები მაგ ოცნება აგისრულო :drinks:

Link to post
Share on other sites

მე მგონი ყრუალაზე კი არა ყველაფერზე მაქეთ მომიწევს ჩამოსვლა ჩემო კობა აქ ისე მიდის ნადირობასთან დაკავშირებული საქმე. :(

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...