Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Johann Springer's Erben იოჰან შპრიგერი უნგრული წარმოშობის ოსტატია. ის 1819 წელს დაიბადა. 30 წლის ასაკში საცხოვრებლად ვენაში გადავიდა, სადაც საიარაღო იარაღის მაღაზია გახსნა, რომელშიც პირველად ოსტატ ნოვოტნის პროდუქციას ყიდდა. ამ პერიოდში მაღაზიას ერქვა Johann Springer, vorm. Matthias Nowotny.JOHANN SPRINGER მალე მაღაზიასთან ერთად საიარაღო საამქრო გაიხსნა, სადაც სანადირო თოფების წარმოება და რემონტი ხდებოდა. 1872 წელს შპრინგერი იღებს განსაკუთრებულ შეკვეთას: დაამზადოს თოფი იმპერატორ ფრანც იოსებ პირველისათვის. ამ შეკვეთამ საწარმო ძალიან ცნობილი გახადა. დამფუძნებლის სიკვდილის შემდეგ(1875წ) კომპანიამ რამდენჯერმე შეიცვალა სახელი, თუმცა შპრინგერი იქ მუდმივად ფიგურირებდა. შპრინგერს დარჩა სამი შვილი პირველი, და ორი შვილი მეორე ქორწინებიდან . ვაჟების არასრულწლოვანების გამო კომპანიის ხელმძღვანელობა ქალიშვილმა ლეოპოლდამ ითავა. უფროსმა ვაჟმა რუდოლფმა ჯერ ბირმინგემში საიარაღოს სასწავლებელი დაამთავრა, ხოლო შემდეგ კი ლიეჟში ფრანკოტთანაც კი მუშაობდა. 1901 წელს რუდოლფი გარდაიცვალა(მას მცირეწლოვანი და ბაბუის სეხნია ვაჟიშვილი დარჩა). ამის შემდეგ საქმეს სათავეში დამფუძნებლის მეორე ვაჟი ჰუსტავი ჩაუდგა, რომელსაც მალე ძალიან პრესტიჟული ტიტული: ,,საიმპერატორო კარის მეიარაღე" უბოძეს. 1899-1912 წლები აღინიშნება ავსტრო-უნგრეთში, ესპანეთში, რუსეთში, ინდოეთში და ა.შ. ელიტარული იარაღის მიწოდებით. შპრინგერის თოფები სხვადასხვა დროს ევროპის მეფეების, იმპერატორების, დიპლომატების, თავადებისა და არისტოკრატების, ინდოეთის მახარაჯების არსენალს ამშვენებდნენ. ასე რომ, მთელ მსოფლიოში გაიფანტა პრესტიჟული შპრინგერის იარაღი. 1914 წელს ჰუსტავ შპრინგერმა თავისი ძმიშვილი(იოჰანი) აიყვანა მოსწავლედ, რომელიც ბიძის სიკვდილის შემდეგ ხელმძღვანელობდა საწარმოს. იოჰან პაულ შპრინგერი გარდაიცვალა 1963 წელს. 87 წლის განმავლობაში დამზადებულია სულ 5662 ერთეული თოფი(აი რატომაა უნიკალური ისინი). ამ სახელობის იარაღი კარგადაა ცნობილი კოლექციონერებისათვის. შპრინგერის თოფებს ერთობ ორიგინალური მარკირება და დამღები აქვთ. ლულებზე რამდენიმე ქვეყნის დამღაა დასმული. საქმე იმაში გახლავთ, რომ შპრინგერისათვის იარაღის დეტალებს ბელგიელი, ჩეხი, და გერმანელი ოსტატები ამზადებდნენ. ბუნებრივია, ისინი საკუთარ დამღებს ასვამდნენ. თოფებს, რომლებიც უშუალოდ ავსტრიაშია დამზადებული, დასმული აქვთ ვენის საცდელი სადგურის დამღა(Vienna Proof House). შპრინგერის საამქრო იარაღის დიდ ასორტიმენტს უშვებდა: გლუვი ორლულიანები, კომბინირებულები, ორლულიანი შტუცერები(მ.შ. აფრიკული ყალიბების). იარაღის ექსპერტები და კოლექციონერები თვლიან, რომ შპრინგერის ნაწარმს ცოტა მოუხეშო სახე აქვთ, მაგრამ გააჩნიათ საუკეთესო ბალანსი, მორგებულობა და პროპორციები. ამასთან ყველა ნაკეთობა განსაკუთრებული დეკორითაა გალამაზებული, რომელშიც ტრადიციული ინგლისური და ბელგიური სტილი იკითხება. თანამედროვე ეტაპზე კომპანია დამფუძნებლის უშუალო შთამომავალთა საკუთრებაშია, თუმცა ფირმა მხოლოდ ვაჭრობით(არა წარმოებით) შემოიფარგლება. ამ იარაღის მფლობელთათვის და კოლექციონერთათვის საინტერესო იქნება იმის გაგება, რომ სერიული ნომრის მიხედვით შესაძლებელია დამზადების წელის დადგენა(პირველ სვეტში მოცემულია სერიული ნომერი, მეორეში კი გამოშვების წელი). 5000--------1870 6000--------1877 7000--------1883 8000--------1892 9000--------1899 10000-------1912 10300-------1928 10500-------1936 10600-------1948 10662-------1957 შპრინგერის ყველა თოფი მაღალი კლასის უნიკალური ეგზემპლიარია. ამ შპრინგერს განსაკუთრებით ავთომ მინდა მიაქციოს ყურადღება. დააკვირდი ქვისლო, რაფერ გავს შენი თოფის რქის სახელურს. დამღები რომ ბელგიური აქვს ეგ არაა გასაკვირი, ჰოდა იქნება შპრინგერი გაქვს და დღემდე არ იცოდი. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.