paraskeva 30 Posted April 23, 2013 Report Share Posted April 23, 2013 კიტრანა Ecballiuim elaterium ერთწლიანი მცენარეა. ღერო მხოხავია ან ამყოლო, 150 სმ სიმაღლისა. ფოთლები კვერცხის ან გულისებრია. ყვავილი ყვითელია. ყვავის ივლის–აგვისტოში. ნედლეული შეიცავს კუბრიცატინებს, კაროტონიოდებს, სტეროიდებს, ალკალოიდებს, ორგანულ მჟავებს, ალანტოიდს, ვიტამინ С–ს, ცხიმოვან მჟავებს. მისგან მიღებული პრეპარატები ხასიათდება დამარბილებელი, მალარიის საწინააღმდეგო, ანტიჰელმინური, ანტიბაქტერიული, სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებით. იყნებენ ნახარშებს, ნაყენებს, ფხვნილებს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 23, 2013 Report Share Posted April 23, 2013 კიტრისუნა Borago officinalis L ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე, ეძახიან კიტრის ბალახსაც. სახელი დაერქვა სუნის გამო. -არის არომატული და სამკურნალო. მისი ნედლი ფოთლები შეიცავს ვიტამინების მნიშვნელოვან რაოდენობას, ასკორბინის, ვაშლის, ლიმონის მჟავებს, კალიუმს, საპონინებს, ტანინებს, კაროტინს, მინერალურ მარილებს, რუტინს. მცენარე ძალიან სწრაფად იზრდება, ადვილად მრავლდება. შეიძლება მოედოს მთელ ფართობს. სიმაღლეში 20-60 სმ-ს აღწევს. ღერო დატოტვილა, მსხვილი; ფოთლები ხორციანია, მთლიანი, მორიგეობითი. ყვავილობს მაისიდან აგვისტომდე. მკუნალობენ ნიკრისის ქარს, თირკმლების ანთებას, ნევროზს, კუნთებს, შარდკენჭოვან და კანის დაავადებებს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 23, 2013 Report Share Posted April 23, 2013 კლდის დუმა Sedum caucasicum გურ., იმერ. ყურა, კაციყურა; გურ., ხევს. კლდისვაშლა; აჭარ. კილტავაშლა; რაჭ. კლდისტკეჩა; იმერ., ლეჩხ. პიტკეცა, ქვიტკეცა, ქვატკეცია; მეგრ. პასკერია, ფასქალი. მსუქანასებურთა ოჯახის მრავალწლიანი ბალახი. იზრდება ზღვის დონიდან 2500 მეტრზე. კავკასიის ენდემია. აქვს მწვანე ან ძოწისფერი ღეროები, ხორციანი, განიერი, მოხრილი მუქი მწვანე ფოთლები; ყვავილედი ფარისებრ-ცოცხისებრია; ყვავილედი მომწვანო-მოთეთრო. სამკურნალოდ იყენებენ ბალახს (Herba Sedi acris). შეიცავს ნახშირწყლებს, გლუკოზას, ფრუქტოზას, სახაროზას, საპონინებს, ალკალოიდებს, მჟავეებს, ვიტამინებს, ეთერზეთებს. ნახარშები და ნაყენი გამოიყენება არითმიის, ტაქიკარდიის, სახსრების ტკივილის, ძვლის ტკივილის, უშვილობის, რევმატიზმის, ჭრილობების, კანის დაავადებების, ნუჟრების, ბუასილის სამკურნალოდ. ხალხურ მედიცინაში მკურნალობენ მალარიას, ბოტკინს, ეპილეფსიას. იყენებენ შარდმდენად და ჭრილობების დასამუშავებლად. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 23, 2013 Report Share Posted April 23, 2013 კოწახური Benderis vulgaris L ფშ. ეკალძმარა; ხევს. ესკალძმარა; მთ. კოწმახური; რაჭ. კვაწახური; ჭან. კაწახური; მეგრ. კორწოხული; სვან. გვაწხირ, გოწხირ. 3 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქი ძლიერი ფესვით და გამერქნებული ფესურით. ღეროები დაფარულია მონავისფრო ქერქით. ყლორტები ეკლიანია; ფოთლები ელიფსური, დაკბილული და მკვრივი. ნაყოფი მოწითალო კენკრაა. ნაყოფი ზოგჯერ დაფარულია მკრთალი ცვილისებური ნაფიფქით. თესლები მოგრძოა, მუქი-ყავისფერი, ოდნავ გაბრტყელებული. კოწახურის მიწისქვეშა ნაწილი წარმოადგენს ღეროს მსხვილ ფუძეს, საიდანაც გამოდის წვრილი ჰორიზონტალური ფესურები; მძლავრად განვითარებული მთავარი ფესვი და გვერდითი ფესვები. კოწახურის გვერდითი ფესვები აღწევს 10-30 სმ-ს. ფესურაზე მრავალრიცხოვანი კვირტებია, რომლებიც მცენარის ვეგეტატიური გამრავლებისათვის ძალზედ ხელსაყრელია. კოწახური ყვავის აპრილ-მაისში. ნაყოფი მწიფდება ივლის-მაისში. ნაყოფი მწიფდება ივლისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე. შეიცავს ალკალოიდებს. ფესვების ქერქიდან და ფოთლებიდან გამოყოფილია ალკალოიდები ბერბერინი, ბერბერუბინი, კოლუმბამინი, ასევე პალმატინი, იატრორიზინი; ბერბამინს, იზოტეტრანდრინს და ოქსიაკანთინს აქვთ ბისბენზილ-იზოქინოლინური სტრუქტურა; მაგნოფლორინს გააჩნია აპორფინული სტრუქტურა; განსხვავებული სტრუქტურა გააჩნია ბერვულცინსა და ვულრაცინს. კოწახური შეიცავს ასევე ორგანულ მჟავებს: ვაშლის, ღვინის და ლიმონმჟავას, ასევე C ვიტამინს და კაროტინოიდებს. სამკურნალოდ გამოიყენება გულის დაავადებების დროს, ასევე C - ავიტამინოზის დროს. უძველეს ქართულ ხელნაწერებში არის მინიშნება კოწახურის სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენების შესახებ. კოწახურისაგან ფარმაცევტული მრეწველობა უშვებს სხვადასხვა პრეპარატებს, რომლებიც ნაჩვენებია ჰეპატიტის, ჰეპატოქოლეცისტიტის, ნაღვლკენჭოვანი დაავადებების დროს. ბერბერინის შემცველი პრეპარატები უპირატესად გამოიყენება ნაღვლისა და სანაღვლე გზების დისკინეზიის ჰიპერტონული ფორმის დროს. კოწახურის ნაყენს იყენებენ სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ატონიური სისხლდენის შემთხვევაში, რომელსაც ადგილი აქვს მშობიარობის შემდგომ პერიოდში და საშვილოსნოს სუბინვოლუციისა და ანთებითი პროცესებით გამოწვეული სისხლდენის დროს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 23, 2013 Report Share Posted April 23, 2013 კოჭა, ჯანჯაფილი Ginger საბა კოჭი; ლ. კ. ზანჯაბილი.(რუსულად Имбирь) ჯანჯაფილი, იგივე კოჭა, ერთ–ერთი სუნელია, იგი წარმოადგენს მცენარე Zingiber officinale–ის გამხმარ ფესვს. ჯანჯაფილის სამშობლოა სამხრეთ აზია. მას სწორი ღერო აქვს. მუქი-იისფერი ფოთლები -მორიგეობითი, მარტივი, ლანცეტურია. ყვავილები- მოკლე ყუნწებზეა განთავსებული. ნაყოფი-კოლოფია. ფესვი განტოტვილია. იგი თავისებური ბოლქვია. მცენარე შეიცავს ეთერულ ზეთს, რომლის მთავარი კომპონენტია ზინგიბერენი, აგრეთვე კამფენი, ცინეოლი, ბისაბოლენი, ბორნეოლი, ციტრალი, ლინალოლი, ვიტამინები - C, B1, B2, A და ამინომჟავა. ჯანჯაფილის ნაყენი, ჩაი და ფხვნილი გამოიყენება ღვიძლის წყლულის დროს, მადის მოსამატებლად, გაციებისსას, გრიპისას, ნევრასტენიის, ღებინების, მუცლის ტკივილისას, არბილებს ორგანიზმს. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 15, 2015 Report Share Posted July 15, 2015 მწვანე მეგობრები სამკურნალო მცენარეები გვირილა–ეთერზეთოვანი მცენერე; აქვს სადეზინფექციო, ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება კუნელი– ფშავში ფართოდაა გავრცელებული; ყვავის მაისში და მწიფდება აგვისტო–სექტემბერში. სამკურნალოა ფოთლები და ნაყოფი; ნაყოფს ვაშრობთ 50–60 გრადუს ტემპერატურაზე. ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში, აქვს დამამშვიდებელი თვისება,იყენებენ ასევე გულსისხლძარღვთა სამკურნალოდ. პიტნა–ეთერზეთოვანი მცენარე. აქვს დამამშვიდებელი ზემოქმედება, აფართოებს სისხლძარღვებს. ტავშავა– დამამშვიდებელ ზემოქმედებას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ვირისტერფა–იყენებენ ნახველის ამოსაღებად ძახველი– მის ნაყოფს იყენებენ სისხლის შემადედებელ საშუალებად, აქვს ანტისეპტიკური თვისებები ქრისტესისხლა–მის ნაყენს იყენებენ მეჭეჭების, ბებერების ამოსაყვანად,წყლულების , ჭრილობების და კანის დაავადებების სამკურნალოდ. ამავე დროს ის ძლიერ შხამს შეიცავს; მისი არასწორი გამოყენება იწვევს კანის ანთებას, ღებინებას, მუცლის ტკივილს. ძლიერი მოწამვლისას ადამიანს ეწყება კრუნჩხვა , უვითარდება კუნთების დამბლა, სუნთქვისა და გულის გაჩერება. ძირტკბილა–იყენებენ შარდმდენ საშუალებად ცაცხვის ყვავილი–დამამშვიდებელი საშუალება, იყენებენ ასევე გაციების საწინაარმდეგოდ ასკილი– შეიცავს C ვიტამინს, იყენებენ ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ. ჯორისძუა– იყენებენ თირკმლებისა და ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ. მუხის ქერქი–მის ნაყენს იყენებენ ღრძილების ანთების დროს. გულბანდი–დამამშვიდებელი საშუალება. გამოიყენება ასევე კუჭ–ნაწლავის პრობლემების დროს. მატიტელა– იყენებენ თავის ტკივილის დროს, , აგრეთვე გულის მანკის შეტევის დროს. ნიახური–გამოიყენება თირკმლების სამკურნალოდ , ანთებითი პროცესების დროს. შინდის ყვავილი–წმენდს თირკმლებს. დიდგულა–გამოიყენება გაციების დროს მრავალძარღვა–ჭრილობის დასამუშავებლად,ხოლო თავთავი საუკეთესო მკურნალია. დეკა–ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ვარდკაჭკაჭა–იყენებენ მადის აღსაძვრელად, კუჭ–ნაწლავის პრობლემებისთვის. ჟოლო–საუკეთესო ოფლმდენი საშუალებაა, გამოიყენება გაციების დროს მელისკუდა–სისხლის შემადედებელი საშუალება. მოცვი–იყენებენ შარდის ბუშის ანთების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე კუჭში ჭვალიანობის დროს უკვდავა–ნაღვლის გასაწმენდი საუკეთესო საშუალება ჭინჭარი–იყენებენ თმის ძირების გასამაგრებლად. ფითრი–იყენებენ ეპილეფსიის, ისტერიკის, თავბრუსხვევის დროს. ტუხტი–ანთების საწინააღმდეგოდ და ნახველის ამოსაღებად ველური მარწყვი–იყენებენ შარდმდენ საშუალებად,ავიტამინოზის დროს.ამაღლებს გულის კუნთის შეკუმშვას. ლენცოფა–კბილების სამკურნალოდ შალშავი–კუჭ–ნაწლავის საუკეთესო მკურნალი კლდის ქონი–ნერვის ანთების დროს. კრაზანა–იყენებენ ანთებისა და მიკრობების საწინააღმდეგო საშუალებად. კოწახური–ამცირებს ნაღვლის ბუშტის ტონუსს,ამცირებს ტკივილებსა და ანთებით მოვლენებს. ხახვი–მადის აღმძვრელი; აძლიერებს საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფას, იყენებენ შეშუპების დროს. ზოგიერთი სამკურნალო საშუალების რეცეპტი გულბანდი–წარმოადგენს ბალახს, სამკურნალოდ გამოიყენება მისი ფესვები. ძირითადად იყენებენ კუჭ–ნაწლავის პრობლემების დროს .ერთი მუჭი გულბანდის ფესვი უნდა მოდუღდეს 3 ლიტრ წყალში. შემდეგ გავწურავთ და გავხსნით თბილ თაფლ–წყალში. დილა –საღამოთი დავლევთ ნახევარ კოვზს. კრაზანა–არის ღვიძლისა და ნაღველის წამალი. მისი ყვავილისაგან უნდა გავაკეთოთ ნაყენი და დავლიოთ დღეში სამჯერ: დილით, შუადღეზე და საღამოთი. მრავალძარღვა– არის ბალახი. თუკი ჭილობაზე დაიდებ , სისხლდენას აჩერებს ცაცხვის ყვავილი– უნდა გავაკეთოთ მისი ნაყენი და დავლიოთ. აქვს ოფლმდენი და სიცხის დამწევი თისებები. ვარდკაჭკაჭა– არის ბალახი. უნდა მოვხარშოთ და დავლიოთ დღეში სამჯერ.. არის ღვიძლის წამალი. მელიკუდა–არის წყლულის წამალი. უნდა დასრისო და წყლულზე დაიდო, თავიდან აირიდებ ინფექციის შეჭრის საფრთხეს. დეკა– ფშავში ფართოდაა გავრცელებული. უნდა მოვხარშოთ და მისი წვენი დავლიოთ; აქვს სიცხის დამწევი თვისებები. http://shuapkho2.blogspot.com/p/blog-page_5307.html ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.