Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Johann Kalezky

 

2e8f81eb522f.jpg

 

იოჰან კალეცკის(მამა) დაბადების თარიღი ცნობილი არაა. ამ მეიარაღემ თავისი საქმე 1845 წელს წამოიწყო. აქედან 30 წლის შემდეგ ის ვენაში Mariahilferstrasse, 17 მისამართზე მუშაობდა. აღნიშნული მისამართი ამ პერიოდის თოფების იდენტიფიცირებისთვისაა გამოსადეგი(ეს თოფები კოცექციონერთა ოცნებას წარმოადგენენ).

როგორც ბევრი საცალო შემსრულებელი კალეცკიც არ აკეთებდა იარაღს სრული ციკლით. ძირითად ნაწილებს ოსტატი ყიდულობდა ცნობილი საწარმოებიდან, შემდეგ უკეთებდა გრავირებას, დაყვანას, ასვამდა საკუთარ დამღებს და ისე მიაწოდებდა შემკვეთს.

1872 წელს კალეცკიმ თავისი პირველი თოფი გააკეთა ავსტრიის იმპერატორისათვის. აქედან 4 წელიწადში ოსტატს სამეფოკარის ოსტატის წოდება მიენიჭა. იმპერატორისა და მისი მემკვიდრის არსენალში ხრახნილლულიანებისა და გლუვლულიანების დიდ ნაწილს კალეცკის თოფები წარმოადგენდა.

 

8f475768bd53.jpg

 

 

1883 წელს იოჰანს ვაჟი შეეძინა_ იოჰან კალეცკი უმცროსი. 1889 წელს დამფუძნებლის სიკვდილის შემდეგ, ფირმას სათავეში მისი ქვრივი(ბერტა) ჩაუდგა და თავისი სიცოცხლის ბოლომდე მართავდა საწარმოს. ამ პერიოდის თოფების ლულებზე არის წარწერები Jon. Kalezky Witwe К. და К. Hoflieferant, Wien (იოჰან კალეცკის ქვრივი). საინტერესოა, რომ საკეტებზე სიტყვა ,,ქვრივი" არაა. თოფების უმეტესობაზე სიტყვა ,,ქვრივი" შემოკლებით ეწერა_W-we. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ფირმის საუკეთესო გლუვლულიანები და შტუცერები, სწორედ ბერტას მმართველობის წლებში გამოდიოდა( 1889-1918წწ)

ფირმის აყვავების პერიოდია 1910-1913 წლები. ამ პერიოდში იწარმოებოდა 50-დან 80 ერთეულამდე თოფი წელიწადში, ამასთან მათი 70% ტყუპები იყო.

1918 წლიდან ფირმის სათავეში შვილი კალეცკი მოდის, რომელმაც საწარმოს ძველი სახელი დაუბრუნა_ Joh. Kalezky, Wien.

ომისშემდგომმა კრიზისმა და ავსტრო-უნგრეთის მონარქიის დაშლამ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა საწარმო. 1918-1928 წლებში ფირმა მხოლოდ 7-10 თოფს უშვებდა. ისიც ლიეჟში ნაყიდი მზა თოფები იყო, რომლებზეც კალეცკის დამღა ესმებოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ მზა თოფების გადაყიდვას მამა კალეცკი და ქვრივი ბერტაც ახდენდნენ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მამა კალეცკი ჩეხურ ვეიპერტში ყიდულობდა, ხოლო ბერტა გერმანიის ზულში.

ამ ,,გადაყიდული" თოფების ნომერაცია სამნიშნიანი ან ოთხნიშნიანია. მხოლოდ მათი საუკეთესო ეგზემპლიარებს ესმებოდათ ორმაგი(აუცილებლად წყვილი) ნომერი. მაგალითად N1820/3448, აქ პირველი ოთხნიშნა რიცხვი კალეცკის ნომერაციაა, ხოლო შემდეგი ოთხნიშნა კი მომწოდებელი ფირმის.

ერთი ცნობით კალეცკის მიერ არსებობის 92 წლის განმავლობაში სულ წარმოებულია 2900 ერთეული თოფი, ხოლო მეორე წყაროზე დაყრდნობით კი მხოლოდ 1000 ცალი.

საფირმო მარკა Joh. Kalezky, Wien-ით გამოშვებული თოფები 3 კატეგორიად იყოფა: 1) უშუალოდ ფირმაში აწყობილი თოფები; 2) ე.წ. ,,თეთრი"(გრავირებისა და შებოლვის გარეშე) სახით ნაყიდი თოფები და ფირმაში დასრულებული; 3) გადაყიდული, ანუ სხვა ფირმებიდან ნაყიდი და ცვლილებების გარეშე გაყიდული.

ნებისმიერ შემთხვევში იოჰან კალეცკის თოფები უმაღლესი ხარისხისაა. მასალად გამოყენებულია იმ დროის საუკეთესო ფოლადი, ხის მასალად საუკეთესო კაკალი. თოფებს გააჩნიათ ძალიან მაღალი რესურსი.

 

 

5ecdd284dbe3.jpg

efacc75bd472.jpg

 

 

სურათზე მოცემული თოფი გამოშვებულია 1912 წელს; საიდლოქი; ყალიბი 20; სავაზნე 65მმ; წონა 2,7 კგ; ლულის სიგრძე 72სმ; ეჟექტორებზე;

 

 

117d7d63101b.jpg

cd170d264406.jpg

 

 

გასახსნელ ბერკეტზე კარგად ჩანს რიცხვი 3 რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს თოფი ერთ-ერთია სამეულის ტყუპებისაგან.

 

1864d3b329b8.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...