Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Johann Fanzoj წარმოგიდგენთ ერთ-ერთ დიდ ავსტრიულ ფირმას, რომელსაც სუსტი სქესის წარმომადგენელი უდგას სათავეში. ფანზოის გვარი თავის სახელობით იარაღს 1790 წლიდან აკეთებს ფერლახში. ამდენწლიანმა სტაჟმა ინდივიდუალური ხელწერა და ესთეტიკა შემატა მათ სამლულიანებს(ოთხიანებსაც), ექსპრესებსა და კლასიკურ ორიანებს. ნადირობის სიყვარული და იარაღის წარმოების საიდუმლოებანი მამისაგან შვილებზე გადადიოდა თაობიდან თაობაში(აღსანიშნავია, რომ დღეს ამ გვარს გააჩნია უზარმაზარი სანადირო სავარგულები საკუთრებაში). 1998 წლიდან ფირმის ხელმძღვანელობა დანიელა ფანზოიმ ჩიბარა. თავიდან ეს მოულოდნელობა იყო, რადგან მამას(იოჰან ფანზოის) ვაჟიშვილიც ყავდა, თუმცა დანიელა მიზანმიმართულად ემზადებოდა ამ ეტაპისათვის: სწავლობდა იარაღთწარმოებას, სანადირო იარაღის ბაზარს და მუშაობდა ამ სფეროში. მან იმთავითვე განსაზღვრა თავისი ნიშა_,,ხელით შრომას+საცალო ეგზემპლიარები+ ხელოვნება". როგორც წესი, ფირმის კლიენტები უმდიდრესი ხალხია, რომლებსაც შესაბამისად ელიტარული მოთხოვნები აქვთ ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. იარაღი , რომელსაც უკვეთავენ უდა იყოს პირველრიგში უნიკალური, დამზადებული უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით, იდეალური მორგებულობით, საუკეთესო ლითონისა და ხის მასალებით და ერთადერთი !!! ამ მოთხოვნების შესრულებით ფირმა მხოლოდ 20-მდე თოფის წარმოებას ახერხებს წელიწადში. ფირმა სალულედ იყენებს Boehler Super Blitz-ის ავსტრიულ ფოლადს. ლულები დემიბლოკია, რომლებშიც მაქსიმალური დასაშვები წნევა 1100-1200 ატმოსფეროს შეადგენს(შეადარეთ რიგით სტანდარტულებს_ 650-700-750!). ამასთან ერთად ხაზგასასმელია ამ ფოლადის სიმსუბუქე. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 16, 2012 Author Report Share Posted March 16, 2012 Triple-Express rifle ყალიბი შემკვეთის სურვილისამებრ(შესაძლებელია ნებისმიერი კომბინაცია), საერთო სიგრძე 107სმ; ლულის სიგრძე 61სმ; ექსტრაქტორზე; ლულათა გასროლის რიგითობის გადამრთველი გაერთიანებულია მცველთან; ჩაკეტვა ორმაგი საკეტი და კერსტენი; ორ სასხლეტზე, წონა დაახლოებით 4,5კგ; კონდახი უმაღლესი კლასის კაკალი(პისტოლეტური ან ინგლუსური ტიპის). ფანზოის ,,დათვი" ჰოლანდის საიდლოკი; ყალიბი 9,3X74R(მარჯვენა-მარცხენა) და 12/76(ზედა ქვედა); გლუვი ლულები ეჟექტორზე; ლულლის სიგრძე 65სმ; ორ ორმაგ სასხლეტზე(სასხლეტის წინ მიწევისას შესაძლებელია ხრახნილის მომსახურებიდან გლუვებზე გადაყვანა); ოპტიკის დაყენების შესაძლებლობა; წონა 5,5კგ. განთავსებულია მუხის ქეისში(ქეისზე გადაკრულია ტყავი), რომელშიც სხვა აქსესუარების გარდა არის ხელნაკეთი დანაც. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 16, 2012 Author Report Share Posted March 16, 2012 ექსკლუზიური საიდლოკი ჰოლანდის საიდლოკი, ყალიბი შემკვეთის სურვილისამებრ(700NE-ის ჩათვლით), ჩაკეტვა ორმაგი პერდე, ეჟექტორზე, ლულები დემიბლოკი, არაავტომატური მცველი, ორ სასხლეტზე(წინა ამორტიზატორზე), კონდახი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის კავკასიური კაკლით(მისი სტილი და ტიპი შემკვეთის სურვილისამებრ). ექსკლუზიური ბოქსლოკი ყალიბი შემკვეთის სურვილისამებრ(600NE-ის ჩათვლით), ჩაკეტვა სამმაგი Doll´s head, ეჟექტორზე, ლულები დემიბლოკი, არაავტომატური მცველი, ორ სასხლეტზე(წინა ამორტიზატორზე), ლითონის ზედაპირი დამუშავებულია anti-corrosion Nitro-hardening ან „color case hardening“ მეთოდით; კონდახი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის კაკლით(მისი სტილი და ტიპი შემკვეთის სურვილისამებრ). ექსკლუზიური სამლულიანი კერსტენის ჩაკეტვა; ყალიბები 7x65R – 20/76 – 5,6x50RM. ყველა სხვა პარამეტრი შემკვეთის სურვილისამებრ. ექსკლუზიური ორლულიანი ვერტიკალური წყობით კერსტენის ჩაკეტვა; ყალიბი და ყველა სხვა პარამეტრი შემკვეთის სურვილისამებრ. Big-Game ჰოლანდის საიდლოკი; ყალიბი .470/.470NE/ .222Rem ეჟექტორი ემსახურება .470/.470NE ლულებს, შეყენების მაჩვენებელი მოოქროვილი, .222Rem ყალიბის ლულის შეყენება ხდება დამოუკიდებლად კალაპოტის მარჯვნივ განთავსებული ბერკეტის მეშვეობით(!!!) ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 Big-Game ჰოლანდის საიდლოკი; ყალიბი .470/.470NE/ .222Rem ეჟექტორი ემსახურება .470/.470NE ლულებს, შეყენების მაჩვენებელი მოოქროვილი, .222Rem ყალიბის ლულის შეყენება ხდება დამოუკიდებლად კალაპოტის მარჯვნივ განთავსებული ბერკეტის მეშვეობით(!!!) 470 ნიტროექსპრესი და 222 რემი ერთად? 222 რემი რას უნდა ესროლო აფრიკაში ვერ ვხვდები. ყვავს?? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 16, 2012 Author Report Share Posted March 16, 2012 470 ნიტროექსპრესი და 222 რემი ერთად? 222 რემი რას უნდა ესროლო აფრიკაში ვერ ვხვდები. ყვავს?? კაცია და გუნება... ვის რა მოსწონს რას გაიგებს ფანზოი?! ისიც მდიდარი(აბუდაბიელი, აბუსირიელი და ბარეორსირიელი ) კლიენტის ხუშტურის დასაშოშმინებლად სხვადასხვა კომბინაციებს იგონებს... მთავარია კლიენტს ფარა უჭყაოდეს ჯიბეში თორემ ქვემოთ მოცემული სურათის გარდა იმდენ ,,ახალ" კომბინაციებს მოიგონებს ,,ალახმა უწყის" ლულათა და ვარიანტთა ეს კომბინაციები ამ ფირმის ოფ საიტიდანაა მოხსნილი ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 მე ვიცი,222 რემინგტონით ,,ნოუსერებს,, კლავენ აფრიკაში!!!! ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 მართლაც რომ ახირებაა გურულო თორემ მაგ შტუცერზე 222 რემის დამატება სისულელე მგონია. რას უნდა ესროლო აფრიკის სავანებში ვფიქრობ და აზრზე ვერ მოვდივარ. ტყუილად თოფის დამძიმებაა, თუმცა მაგ თოფის პატრონი თავად არც დაატარებს ალბათ და მსახური აწვდის როცა სროლას გადაწყვეტს :D ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 მე ვიცი,222 რემინგტონით ,,ნოუსერებს,, კლავენ აფრიკაში!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 16, 2012 Author Report Share Posted March 16, 2012 მართლაც რომ ახირებაა გურულო თორემ მაგ შტუცერზე 222 რემის დამატება სისულელე მგონია. რას უნდა ესროლო აფრიკის სავანებში ვფიქრობ და აზრზე ვერ მოვდივარ. ტყუილად თოფის დამძიმებაა, თუმცა მაგ თოფის პატრონი თავად არც დაატარებს ალბათ და მსახური აწვდის როცა სროლას გადაწყვეტს :D წაწყმენდა არაა მე იჟ-27-ით ვნადირობდე და მაგის შემოტანილი ნავთობპროდუქტის ჩასხმის საშუალება არ მქონდეს სანადიროდ წასასვლედად ჩემს ტანჯულაში??????!!!!!!!! :closed_t: ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 რას იზამ... ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 19, 2012 Author Report Share Posted March 19, 2012 Ischler–Short–Rifle ეს შტუცერი პირველად დაამზადა ფირმის ამჟამინდელი მფლობელისა და ხელმძღვანელის დიდმა ბაბუამ. შტუცერი გაკეთდა ავსტრიის იმპერატორ ფრანც იოსებ პირველისათვის. თოფი მზადდება ამ დროშიც. ისინი მაღალმხატვრულობით, ესთეტიურობითა და ტექნიკური სრულყოფით გამოირჩევიან. გარე ჩახმახები და რვაკუთხა ლულა განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს ნაკეთობას. თოფი მზადდება ყველა ყალიბში(სურათზე 8x75RS). კონდახი უკეთდება უმაღლესი ხარისხის კავკასიური კაკლისაგან! ძალიან ლამაზი კიპლაუფი(ცალიანი შტუცერი), რვაკუთხა ლულითა და ქვედა გასახსნელი ბერკეტით. თოფი მზადდება ყველა ყალიბში(5,6მმ ყალიბისათვის სიგრძე 98სმ; წონა 2 კგ). შესაძლებელია რამდენიმე ლულის კომპლექტაცია.კონდახი უკეთდება უმაღლესი ხარისხის კავკასიური კაკლისაგან! პ.ს. დააკვირდით ლითონისა და ხის შეერთებას(უფრო სწორად გადასვლის ადგილებს) :yes: ამ შემთხვევაში მესამე წვრილი ლულა არა მგონია ,,ზედმეტი ბარგი" იყოს ყალიბი 12 - 20 -20Mag და 22 Hornet. საკეტი ჰოლანდის საიდლოკი ან ბოქსლოკი; ეჟექტორზე ან ექსტრაქტორზე(ხრახნილი ყველა შემთხვევაში ექსტრაქტორზე); წინა სასხლეტი ემსახურება მარჯვენა მარცხენას, უკანა სასხლეტი კი ხრახნილს; ლულის სიგრძე 70სმ, წონა 3,2 კგ;კონდახი მზადდება უმაღლესი ხარისხის კავკასიური კაკლისაგან! ექსკლუზიური საიდლოკი სამთავე გლუვი ლულით(გრავირებულმა სეტერმა მომხიბლა განსაკუთრებით) ჰოლანდის საიდლოკი; სამთავე ლულა ერთი ყალიბისაა(ვარიანტები_ 12-20-28-36); წინა სასხლეტი ემსახურება მარჯვენა მარცხენა, ხოლო უკანა კი ქვედა ლულას. ლულის სიგრძე 71სმ; წონა 3 კგ; შემკვეთის სურვილისამებრ შესაძლებელია ერთი სასხლეტის თამთავე ლულისათვის და ეჟექტორების დაყენება. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 19, 2012 Report Share Posted March 19, 2012 ბოლოდან მეორე სურათში სავაზნის კედლის სისქეს დააკვირდით ! საინტერესოა რა ფოლდას ხმარობენ 22 Hornet რა უბედურებაა, ბარემ 22 lr დაეყენებინათ ვარმინტინგის ვაზნას რა უნდა ტრაინიკზე :blink: ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 19, 2012 Author Report Share Posted March 19, 2012 ბოლოდან მეორე სურათში სავაზნის კედლის სისქეს დააკვირდით ! საინტერესოა რა ფოლდას ხმარობენ 22 Hornet რა უბედურებაა, ბარემ 22 lr დაეყენებინათ ვარმინტინგის ვაზნას რა უნდა ტრაინიკზე :blink: თავად ფირის მესვეურები შემდეგი ტექსტით არეკლამებენ სამიზნე თამასაში ,,დამალულ" ლულას: ,,ესაა გლუვლულიანი ,,დამატებითი ფუნქციით". დამზადებულია იმათთვის, ვისაც შეუძლია შეაფასოს ,,უხილავი" ხრახნილი ლულა, რომლიდანაც შესაძლებელია ზუსტად გაისროლოთ იმ მანძილზე, სადაც გლუვი ვერ მიუწვდება(მაგალითად, დამჯდარი ფრინველი, კურდღელი, პატარა მტაცებლები, მელა და ა.შ.). ეს ბრწყინვალე სამლულიანი პასუხობს კარგად დაბალანსებული, მორგებული და ესტეტიური იარაღის ყველა კრიტერიუმს". ფოლადს რაც შეეხება, ფირმა უმეტესად სალულედ იყენებს Boehler Super Blitz-ის ავსტრიულ ფოლადს, რომელიც სხვა ღირებულებებთან ერთად ძალიან მსუბუქია. დააკვირდით ლულების ნებისმიერ კომბინაციასა და რაოდენობას( ოთხლულიანის პირობებშიც კი წონა 5,5 კგ-ს არ აღემატება)... ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 19, 2012 Report Share Posted March 19, 2012 გურულო 22 Hornet-ი ფრინველს რომ ესროლო დაგხვდება მარტო ნაწლავები, მცირე კალიბრის 5.6 მმ და მაღლი სიჩქარის გამო 800 მ/წმ ხეთქავს (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) მცირე მასის მქონე ობიექტს. ნადირს მოკლავ მაგრამ მაგის სროლა მსხვილ ნადირზე მე საცოდაობათ მიმაჩნია. სანამ მოკვდება საშინლად დაიტანჯება,ანუ გამაჩერებელი ძალა არ აქვს. მაგ ვაზნა ყველაზე ეფექტურია ვარმინტიგისათვის მაღალი სიზუსტის გამო მოკლე და საშუალო დისტანციებზე. ჩემი აზრით ძაან არაპრაქტიკული გადაწყვეტები აქვს კომბინირებულებში. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 19, 2012 Report Share Posted March 19, 2012 ბიოლერი რომ კარგი სალულე ფოლადია ბაზარი არაა, მაგრამ სავაზნე უჩვეულოდ თხელი მეჩვენება ბოლოდან მეორე სურათზე. შენ არა? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 19, 2012 Author Report Share Posted March 19, 2012 გურულო 22 Hornet-ი ფრინველს რომ ესროლო დაგხვდება მარტო ნაწლავები, მცირე კალიბრის 5.6 მმ და მაღლი სიჩქარის გამო 800 მ/წმ ხეთქავს (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) მცირე მასის მქონე ობიექტს. ნადირს მოკლავ მაგრამ მაგის სროლა მსხვილ ნადირზე მე საცოდაობათ მიმაჩნია. სანამ მოკვდება საშინლად დაიტანჯება,ანუ გამაჩერებელი ძალა არ აქვს. მაგ ვაზნა ყველაზე ეფექტურია ვარმინტიგისათვის მაღალი სიზუსტის გამო მოკლე და საშუალო დისტანციებზე. ჩემი აზრით ძაან არაპრაქტიკული გადაწყვეტები აქვს კომბინირებულებში. მე მაგ სამიანის მყიდველი ვერა ვარ(მხოლოდ იმის გამო რომ ფარა არა მაქვს) . მარა როგორც ეტყობა ეყიდება მაგ თოფი(სხვებიც) ფანზოის. როგორ ფიქრობ, არაპრაქტიკული გადაწყვეტილებები რომ ედოს საფუძველში მაგ საწარმოს ასე პოპულარული და ცნობილი იქნებოდა? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 19, 2012 Author Report Share Posted March 19, 2012 ბიოლერი რომ კარგი სალულე ფოლადია ბაზარი არაა, მაგრამ სავაზნე უჩვეულოდ თხელი მეჩვენება ბოლოდან მეორე სურათზე. შენ არა? საზოგადოდ, დემიბლოკებში სავაზნის კედელი უფრო თხელია ვიდრე მონოებში. დარწმუნებული ვარ რომ იცი რატომაც... ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 19, 2012 Report Share Posted March 19, 2012 მე მაგ სამიანის მყიდველი ვერა ვარ(მხოლოდ იმის გამო რომ ფარა არა მაქვს) . მარა როგორც ეტყობა ეყიდება მაგ თოფი(სხვებიც) ფანზოის. როგორ ფიქრობ, არაპრაქტიკული გადაწყვეტილებები რომ ედოს საფუძველში მაგ საწარმოს ასე პოპულარული და ცნობილი იქნებოდა? გურულო მე არ ვიცი რამდენად პოპულარულია მაგ ფირმის იარაღი, თუმცა ვფიქრობ უფრო შესრულების ხარისხი განაპირობებს ალბათ მის პოპულარობას ვიდრე პრაქტიკულობა. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 19, 2012 Report Share Posted March 19, 2012 კომბინირებულებზე მაქვს საუბარი. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 19, 2012 Report Share Posted March 19, 2012 გურულო მე არ ვიცი რამდენად პოპულარულია მაგ ფირმის იარაღი, თუმცა ვფიქრობ უფრო შესრულების ხარისხი განაპირობებს ალბათ მის პოპულარობას ვიდრე პრაქტიკულობა. ვეთანხმები იეტის!!! ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 19, 2012 Report Share Posted March 19, 2012 საზოგადოდ, დემიბლოკებში სავაზნის კედელი უფრო თხელია ვიდრე მონოებში. ბაზარი არაა მაგრამ მაინც. მე არ ვამბობ რომ ეს ცუდია, პირიქით. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 19, 2012 Author Report Share Posted March 19, 2012 კომბინირებულებზე მაქვს საუბარი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლულები დემიბლოკებია ჩემის აზრით. ამიტომაც საკმაოდ თხელია სავაზნის კედელი. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 19, 2012 Report Share Posted March 19, 2012 ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლულები დემიბლოკებია ჩემის აზრით. ამიტომაც საკმაოდ თხელია სავაზნის კედელი. ფაქტია სალულე ფოლადი მაღალი ღირსებისაა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 20, 2012 Author Report Share Posted March 20, 2012 ფირმის ცნობადობასა და პოპულარულობაზე: საფირმო ნიშა არის ძვირფასი და ექსკლუზიური იარაღის წარმოება; უმაღლესი სტანდარტები; იარაღის ყოველი დეტალი მზადდება ინდივიდუალურ რეჟიმში ადგილზე; ყველაფერ ამას ისტორიული ფესვები აქვს, რის შესახებაც პირველ პოსტში ნაკლებადაა მოთხრობილი. ამიტომ დღეს ისტორიაში ჩავიხედოთ. ფირმისა და ქალაქ ფერლახის ისტორია გადაჯაჭვულია ერთმანეთთან... ფერლახის საიარაღო წარმოება მეთექვსმეტე საუკუნეში იღებს სათავეს. 1558 წელს კაიზერ ფერდინანდმა ასამდე ოსტატი მოიწვია ნიდერლანდებიდან(შედიოდნენ ჰაბსბურგების იმპერიაში). სწორედ მათ რიგებში იყვნენ ფანზოების წინაპრები. ოცდაათწიანი ომის პერიოდში(1618-1648წწ) იარაღის წარმოებამ განსაკუთრებით სწრაფი განვითარება ჰპოვა. წარმადობა საგრძნობლად გაიზარდა... სწოდერ ამ პერიოდს მიეკუთვნება ფერლახის იარაღის მსოფლიო ცნობადობა. 1740 -1780 წლები იმპერატორ მარია-ტერეზას მართველობის ხანაა. ამ პერიოდს ფერლახის აყვავების ხანას უწოდებენ. ეს ქალაქი ჰაბსბურგების იმპერიის საიარაღო ცენტრი ხდება. 1751 წელს მარია ტერეზამ პირველი სახელოსნო წესდება გამოაქვეყნა ფერლახის მეიარაღეთათვის, ხოლო 1793 წელს კი პირველი ლოგო ამ ქალაქში წარმოებული იარაღისათვის. წესდებაცა და ლოგოც ,,ფერლახის იარაღის ნამდვილობისა და მაღალი ხარისხის" დაცვას ემსახურებოდა. 1878 წელს საიარაღო მრეწველობის საიმპერატორო სასწავლებელი დაფუძნდა, რომელიც დღემდე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ,,სამჭედლოდ" კადრების მომზადების საკითხში. იოჰან ფანზოის მეიარაღის ატესტატი(1885წ) 1906 წელს ფირმა Johann Fanzoj გამოდის ისტორიის ჩრდილიდან და საიარაღო ბაზარზე მკვიდრდება როგორც საიმპერატორო კარზე იარაღის მომწოდებელი. ამ პერიოდში ფანზოის ფირმა თავისი პროდუქციის ექსპორტს ბოჰემიაში, უნგრეთში, იუგოსლავიასა და იტალიაში აწარმოებდა. ფირმის ამჟამინდელი მმართველის დიდი ბაბუა იმპერატორ ფრანც იოსებთან ერთად ნადირობისას(1906წ) პირველმა და მეორე მსოფლიო ომებმა მძიმედ დაარტყეს საოჯახო ბიზნესს. ოჯახის წევრი ჰანს ფანზოი, ნიჭიერი მეიარაღე, იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო აშშ-ში. 1945 წლის შემდეგ მოთხოვნილება კვლავ გაჩნდა სანადირო იარაღზე. 1965-1980 წლებში ფირმა 200 თოფს აწარმოებდა წელიწადში. ფირმის მმართველს პირადი ნაცნობობა ჰქონდა სხვადასხვა სახელმწიფო მოღვაწეებთან. მაგალითად, მარშალ ტიტოსთან(იუგოსლავიის დიქტატორი). 70-იან წლებში ფანზოის იარაღი ბევრი სახელმწიფოს მმართველის კოლექციას ამშვენებდა. მარშალი ტიტო ფანზოის იარაღის უდიდესი თაყვანისმცემელი 80-იან წლებში დოლარის დევალვაციამ იარაღის წარმოების სამანქანო-კონვეიერულ სისტემას(იაფ პროდუქციას) გაუხსნა გზა და ფერლახში კვლავ კრიზისმა დაისადგურა... თუ 1946 წელს ქალაქში 56 საიარაღო მანუფაქტურა იყო, 1989 წლისათვის მათი რიცხვი 16-მდე დავიდა, ხოლო 2007 წელს კი ეს რიცხვი შვიდამდე შემცირდა. ამ არც თუ ისე ადვილ დროს ფანზოის ფირმამ მოახერხა მსოფლიოში ცნობილი ცალობრივი მწარმოებლის რეპუტაციის შენარჩუნება. კომპანია აგრძელებს განვითარებას, დღეისათვის მას აქვს წარმომადგენლობები სლოვენიასა და ხორვატიაში. ფირმის თანამედროვე ოფისი სადაც წარმოებისა და გამოცდის სრული ციკლი მიმდინარეობს ფანზოები არასაწარმოო გარემოში(იოჰანი, დანიელა(დიანა), პატრიკი) ბარემ ერთი კაი საიდლოკიც მივაყოლოთ მოდელების ჩამონათვალს Super Luxus ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, საერთო სიგრძე115სმ, ლულის სიგრძე 70სმ, ერთ სასხლეტზე, ეჟექტორზე, წონა 2,8კგ, კონდახი უმაღლესიხარისხის კაკალი(ინგლისური ტიპის), საკიდი სარტყელის გარეშე, განთავსებულია ტყავის ქეისში. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 4, 2012 Author Report Share Posted May 4, 2012 შტუცერი DERHUNTER ყალიბი .375/.375 HH Mag; საიდლოკი(მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ ფირმა Torx-ის სპეციალური ინსტრუმენტებით); სამმაგი საკეტი; გრავირება რიჩი მეიერის; ლულის სიგრძე 61სმ(დემიბლოკი); ეჟექტორებზე; კონდახი უმაღლესი კლასის კავკასიური კაკლის; სვაროვსკის ოპტიკა; განთავსებულია ტყავის ქეისში, რომელშიც თოფისა და დანის გარდა არის მოსახსნელი ინსტრუმენტები; დანის სახელური დამშვენებულია მამონტის ძვლით!!! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.