Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

peter hofer

 

წარმოგიდგენთ ერთ–ერთ უნიკალურ სამლულიანს პიტერ ჰოფერის შესრულებით(ფერლახი, ავსტრია).

 

f5ad5bcec6e1.jpg 9a791e5abc8e.jpg

 

 

ამ უნიკალური იარაღის შექმნა შესაძლებელი გახდა მხოლოდ .17 HMR კალიბრის ტყვიის გამოსვლის შემდეგ. ლულის შიდა დიამეტრი ამ ტყვიისათვის შეადგენს 6,5მმ-ს. ლულის სიგრძე 76 სმ, ხრახნის სიღრმე 0,1მმ.

ჰოფერმა აღნიშნული ლულა განათავსა ორ ჰორიზონტალურად განლაგებულ გლუვ ლულას შორის. ასეთმა კომბინაციამ განაპირობა მისი მსგავსება კლასიკურ ორლულიანთან წონით, ბალანსითა და ზომებით. აქვე აღვნიშნავ, რომ ჰოფერი თავის ყველა თოფში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იარაღის სიმსუბუქეს.

 

 

eda95e99107a.jpg

 

ამ თოფის ცალკეული დეტალებისა და კვანძების დამზადება ძალიან დიდ შრომასა და სიზუსტეს მოითხოვდა(დამერწმუნებით ალბათ, რომ ძალიან რთულია სამიზნე თამასის ქვეშ მესამე ლულის განთავსება).

თოფს გააჩნია ორმაგი საკეტი(გვერდით დაფებზე) გლუვი ლულისათვის და ერთი ხრახნილისათვის. გლუვ ლულებს აქვთ ეჟექტორები, ხოლო ხრახნილს კი ექსტრაქტორი.

თოფს გააჩნია 2 სასხლეტი_ წინა გლუვებისათვის, რიგითობით ,,მარჯვენა-მარცხენა" და უკანა ხრახნილისათვის.

ამ თოფმა მოხსნა ყველა რეკორდი სამლულიანებისათვის წონის სიმცირეში. მისი წონა 3 კგ-ზე ნაკლებია. გლუვი ლულები შეიძლება იყოს 12,20 და 28 ყალიბებისა. ჰოფერის რეკომენდაციით, ხრახნილი ლულით ზუსტი სროლა შესაძლებელია 150 მეტრში.

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...
  • 11 months later...

პიტერ ჰოფერმა თოფების ახალი კომპლექტი წარმოადგინა...

კომპლექტში შედის 5 გლუვლულიანი თოფი(ყველა საიდლოკი): ჰორიზონტალურები 12, 20, 28 და 36 ყალიბში და ვერტიკალური ასევე 36 ყალიბში.

კალაპოტი თითოეული თოფისათვის დამზადებულია ფოლადის თითო ნამზადისაგან. ამასთან მათი ზომები პროპორციულად მცირდება ყალიბის შესაბამისად; ჩაკეტვა ორმაგი; ეჟექტორები, ორ სასხლეტზე; იარაღის ელეგანტურობასა და ბალანსზე აღარ განვმეორდები...

კონდახები დამზადებულია ერთი კაკლის მასალისაგან(ერთი ნაჭერიდან გამოიყვანა 5 ნამზადი). კაკალი კავკასიური წარმოშობისაა(!!!)

თითოეული ეგზემპლიარი განსხვავდება გრავირებით, თუმცა კომპოზიციები ერთნაირია. გრავირების მოტივები შეესაბამება ყალიბსა და სანადირო ობიექტებს, თუმცა კომპლექტის საერთო ხაზი შენარჩუნებულია ხუთივე თოფზე...

 

 

აგერ ბატონო, დატკბით:

 

 

60ab6f0e567a.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

კარგა ხნის ნაწვალებია ეტყობა. :nyam:

Link to post
Share on other sites

mamuka grigolia

 

კაცია და გუნებაო და მე ფერებში "აჭრელებული" თოფები არ მომწონს.

 

მიუხედავად ხარისხისა, სათამაშოს ემსგავსება მერე.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...