Jump to content
Club-Monadire.Ge

სასტენდო სროლა.


Recommended Posts

  • Replies 134
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

  • 2 weeks later...

ს პ ო რ ტ ი ნ გ ი

 

 

 

f15b799ab96c.jpgf8c8a0733916.jpgc8137459386a.jpg

 

 

 

 

 

სპორტინგი დაიბადა ევროპაში დაახლოებით 100 წლის წინ. სპორტის ეს სახე თავიდან განკუთვნილი იყო მონადირეების მოსამზადებლად. მისი მთავარი მიმართულება იყო სროლის ტექნიკის დახვეწა(თვალთახედვის არეში მოხვედრილი სამიზნის დაზიანება). თავდაპირველად სამიზნე იყო მტრედები, შემდეგ კვამლით გავსებული შუშის ბურთები. დროთა განმავლობაში კი გადავიდნენ თევშებზე. უკვე დიდი ხანია სამიზნის გაშვება(მიწოდება) ხელით აღარ ხდება, ამ ფუნქციას ასრულებენ სპეციალური მანქანები. თანამედროვე სპორტინგის მანქანები მრავალმხრივ ცვლიან სამიზნის ტრაექტორიას, აკეთებენ(აწვდიან) გამფრინვალე ფრინველის ან მორბენალი კურდღლის იმიტაციას.

 

 

448b0e55a252.jpg

 

 

 

 

სტატისტიკით ევროპაში განხორციელებული ყოველი 10 ,,სანადირო" გასროლიდან, 9 სპორტინგის მოედანზე ხდება.

საბჭოთა კავშირში სპორტის ეს სახეობა არ არსებობდა. იყო მხოლოდ კლასიკური სტენდი...

განახსვავებენ სპორტინგის 3 სახეს: ავტომატურ მულტი ტრაპი, კომპაქტსპორტინგი და დიდი სპორტინგი.

ავტომატურ მულტი ტრაპის შემთხვევაში მოქმედებაშია მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მანქანა, რომელიც სამიზნეს აწვდის სხვადასხვა ტრაექტორიით. მანქანამდე მანძილი შეადგენს 15 მეტრს, ხოლო პოზიცია კი 5.

კომპაქტ სპორტინგის შემთხვევში მოქმედებაშია 5 ან მეტი მიმწოდებელი მანქანა, რომელთა(თითოეულის) მიწოდების ტრაექტორია არ იცვლება, მაგრამ თითოეული მიმართულია სხვადასხვა მხარეს. სამიზნემდე მანძილი არ სცილდება 35 მეტრს.

დიდი სპორტინგის შემთხვევაში მიმწოდებელი მანქამები განლაგებულია დიდ პერიმეტრზე, სავალდებულოა მათი განთავსება მცენარეულ(ხეები) საფარველში. ხშირად სამიზნის სტარტს მსროლელი ვერ ხედავს და ამით მისი დაზიანების ალბათობა მცირდება. სპორცმენი სწრაფად გადაადგილდება სხვადასხვა პოზიციებზე და სროლის ტექნიკის გარდა ითხოვს სპორტულ ფორმაში ყოფნას.

Link to post
Share on other sites

სწორედ სტენდების არარსებობაა მიზეზი იმისა, რომ დღევანდელ საქართველოში ყველაფერს ესვრიან რაც მოძრაობს და დადის მოდას აყოლილი ვითომ მონადირეები.

ქვეყანას რომელსაც ელემენტარულად სტენდი არ აქვს და კანონებს ღებულობს იარაღთან და ნადირობასთნ დაკავშირებით ისეთს, რომ ყველაზე ჩამორჩენილი სახელმწიფოს მესვურებსაც გააოცებს, პრეტენზიები აქვს რეგიონში ყველაზე მაგარ სახელმწიფოობაზე

 

:hi: :hi: :hi: :hi: :hi: :hi: :hi:

Link to post
Share on other sites

მარტო სტენდი რომ იყოს კიდევ რა გვიჭირს(თუმცა მაგ ფაქტიც ნიშანდობლივია). შენ ფარმაცევტული სექტორი ნახე, ან თუნდაც ელემენტარული ინტელექტუალური საკუთრების დაცვის და ავტორთა უფლებების საკანონმდებლო ბაზა...თმები ყალყზე დაგიდგება...პატენტი ავტორს არ ეკუტვნის, ფულადი შემოსავალიდან ერთ კაპიკსაც ვერ მიიღებს ავტორი. მაშინ როცა დასავლეთში 50%მდე ავტორისაა.

 

ესაა დასავლური მიმართულება?????!!!!!!

 

მილიონამდე შემოსავალს აძლევს წელიწადში საკუტარი ორიგინალური წამლების გაყიდვა ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს, და ავტორები კაპიკსაც ვერ ირებენ. ავტორებს ვინ ჩივის, ტავად ინსტიტუტიც ვერ ფლობს საკუტარ შემოსავალს.....

 

გადავუხვიე, მაგრამ მაფორიაქებს, ამ ქვეყნის ასე მოუსავლეთისკენ მიბრუნება

 

 

 

ქვეყანას რომელსაც ელემენტარულად სტენდი არ აქვს და კანონებს ღებულობს იარაღთან და ნადირობასთნ დაკავშირებით ისეთს, რომ ყველაზე ჩამორჩენილი სახელმწიფოს მესვურებსაც გააოცებს, პრეტენზიები აქვს რეგიონში ყველაზე მაგარ სახელმწიფოობაზე [/b]

 

:friends::yes::hi::friends::yes::hi::karochera:

Link to post
Share on other sites

ვივლიდი სტენდზე! და ეს ჩემთვის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მეტჩზე დასწრებაზე მეტად სასიამოვნო იქნებოდა :friends:

 

პ.ს. რასაც რაგბიზე ვერ ვიყტვი

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ისე კლუბს სტენდის აპარატი რო ქონდეს არ იქნებოდა ცუდი, არასეზონზე სტენდზე სასროლად გავიდოდით სადმე, სროლაშიც გავეჯიბრებოდით ერთმანეთს :flirt:

 

sasroli-manqana.jpg

 

პ.ს. ქუთეისში 300 ლარი ღირს.

Link to post
Share on other sites

ჩუბინი

რავი თეფშები 0.30 ლარი ღირს ცალი, მართლა ძვირია, მარა გასვლისას ყველამ თავისტვის წამოიღოს ხოლმე :P :pardon:

 

30 ლარი 100 ცალი, პლუს 100 პატრონა... ეუფ, ხარჯიანი სიამოვნებაა ისე... :scratchchin:

Link to post
Share on other sites

30 ლარი 100 ცალი, პლუს 100 პატრონა... ეუფ, ხარჯიანი სიამოვნებაა ისე...

100 ლარის ბაზარია.

ღირს სიამოვნებათ, რამდენჯერმე რომ გავიდეთ ხოლმე!

Link to post
Share on other sites

აფსუს, ახლოში მაინც ვიყვე. :karochera:

შევიარე ორიოდე დღის წინ აქაურ საველე სტენდზე, ახლოში ვთევზაობდი და ბათქა-ბუთქი გაუდიოდათ.

როცა მივედი აღარავინ იყო, წამოვუარე მინდორს და 200-ზე მეტი თეფში ავკრიფე. :karochera:

 

ესენიც კაი "მაზილები" ყოფილან. :haha:

Link to post
Share on other sites

როცა მივედი აღარავინ იყო, წამოვუარე მინდორს და 200-ზე მეტი თეფში ავკრიფე. :karochera:

ესენიც კაი "მაზილები" ყოფილან. :haha:

:haha:

 

100 ცალ თეფშზე პირველ ეტაპზე 200 ტყვიაც დაგჭირდება, მერე ჩამოხვალ 150-ზე

გასაგებია ვახო, მარა ღიირს რა, როცა საშუალება იქნება მაშინ გავალთ ან კიდევ სეზონის მორჩენის მერე ქვეყანა ტყვიები რჩება ხოლმე :mad: ზოგიც ისე წამოვა, ლუდს დალევს, დენთით გაჟღენთილ ჰაერს ჩაისუნთქავს, კუმირი ეყოლება უბალეშიკებს და ა.შ... :haha:

Link to post
Share on other sites

:haha:

 

 

გასაგებია ვახო, მარა ღიირს რა, როცა საშუალება იქნება მაშინ გავალთ ან კიდევ სეზონის მორჩენის მერე ქვეყანა ტყვიები რჩება ხოლმე :mad: ზოგიც ისე წამოვა, ლუდს დალევს, დენთით გაჟღენთილ ჰაერს ჩაისუნთქავს, კუმირი ეყოლება უბალეშიკებს და ა.შ... :haha:

100%ით გეთახმები ძმაო! :yes:

Link to post
Share on other sites

კაი აზრია, ოღონდ თუ ყიდვაა ნორმალური ვიყიდოთ !

 

100 ნუ გავისვრით, 30-40 გავისროლოთ, ლუდი მივაყოლოთ და გადაგორდება დღეც . . .

Link to post
Share on other sites

კარგი და პრაქტიკულია ეს

 

217488_ts.jpg

 

ჯამში ღირს 130 $+300 $ = 430 $

http://www.amazon.com/Do-All-Outdoors-Automatic-Trap-Limo/dp/B004MXAVE6/ref=pd_sim_sg_2

 

http://www.amazon.com/Do-All-Outdoors-White-Wing-Automatic/dp/B001UI5IVM/ref=pd_bxgy_sg_img_b

 

მარტო აპარატის ყიდვა უფრო გამართლებულია (ურიკას აქ გააკეთებ 130 $ არ დაჯდება)

 

ეს თითქმის იგივეა, ოღონდ ცოოტა იაფი ღირს

http://www.amazon.com/Champion-40909-WheelyBird-Auto-Feed-Trap/dp/B004U8HZWY/ref=sr_1_1?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1332810156&sr=1-1

Link to post
Share on other sites

პ.ს. ქუთეისში 300 ლარი ღირს.

 

ამაზონზე 60 $

 

http://www.amazon.com/Do-All-Outdoors-Clayhawk-Full-Cock/dp/B000FDVMRC/ref=sr_1_1?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1332809728&sr=1-1

 

მაგრამ ფარჩაგი რაღაცაა

Link to post
Share on other sites

ხელით სასროლი ჯოხებიც არსებობს, მაგრამ კაი ჯანის პატრონი გვინდა :haha:

 

კი, ესეთებია, ვისაც მკლავზე კუნთების დაყენება უნდა მისწრებაა :D

 

http://www.cabelas.com/product/Shooting/Shooting-Accessories/Clay-Shooting|/pc/104792580/c/104769180/sc/104269680/MTM174-Clay-Target-Throwers/706694.uts?destination=%2Fcatalog%2Fbrowse%2Fshooting-shooting-accessories-clay-shooting%2F_%2FN-1100229%2FNs-CATEGORY_SEQ_104269680%3FWTz_l%3DSBC%253BMMcat104792580%253Bcat104769180&WTz_l=SBC%3BMMcat104792580%3Bcat104769180%3Bcat104269680

Link to post
Share on other sites

ბევრი დამიგროვდა, 500-მდეა უკვე, დიდი სიმძიმეც არა აქვთ, გამომწვარი თიხაა.

მე კიდევ სეზონის გახსნისას მაქსიმუმ 20 ცალი მჭირდება.

იარაღებს სამიზნეები რომ გადავუმოწმო 5-6-ს ვთხლიშავ ხოლმე თითოდან, საკმარისია ჩემთვის.

 

ვნახოთ, ჩემები როცა დააპირებენ წამოსვლას, ავკიდებ როგორმე ომარის. :haha:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

სპორტული თოფები

 

 

0dee2c75b3a8.jpg

 

სპორტული იარაღი ხარისხისა და საუკეთესო ბალისტიკური მაჩვენებლების ეტალონია. თოფების ეს ტიპი ყველა მონადირის ოცნებაა. შემთხვევითი არაა, რომ ყველაზე პრესტიჟულ, ლონდონის აუქციონებზე წარმოდგენილი ექსპონატების ნახევარზე მეტი სპორტული ეგზემლიარებია.

როგორც მოგეხსენებათ, პირველი სპორტული შეჯიბრებები მტრედებზე სროლაში ტარდებოდა, შესაბამისად ამ ტიპის თოფებს ,,სამტრედეს" უწოდებდნენ(Pigeon Guns-ინგლისური; Taubenflinten- გერმანული; Fusil pour le tir aux pigeons-ფრანგული).

ახლა ძნელია განისაზრვროს, როდის დაკარგა სპორტულმა თოფებმა სახელი_,,სამტრედე". მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მტრედებზე სროლა თანდათან შეიცვალა სტენდზე თეფშებზე სროლით. როგორც ისტორიული წყაროები ცხადყოფენ, პირველად ამ ტერმინზე უარი ინგლისელებმა თქვეს და გადავიდნენ უფრო ზუსტ სახელზე_ სპორტული.

ორლულიანი სანადირო თოფების სისტემა კლასიკური სახით(იმ სახით, რომელიც დღესაა წარმოდგენილი) საბოლოოდ ჩამოყალიბდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. ის თავისი კონსტრუქციასა და დახვეწილ სახეს სპორტულ თოფს უნდა უმადლოდეს. ნადირობაზე მეტად სპორტულმა სროლამ გააღვივა ინტერესი გლუვლულიანი თოფისადმი.

სულ პირველი სპორტული თოფები ზუმბიანი ერთლულიანები იყო. დახლოებით მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან შეჯიბრებებში დაიწყეს სანადირო თოფების გამოყენება. სპორცმენების სურვილმა საწყისშივე, იარაღის ქონით, უპირატესობა მიეღოთ მოწინააღმდეგის მიმართ, სტიმული მისცა იარაღის მწარმოებლებს, რათა შეემუშავებინათ სპეციალური სისტემები. კონსტრუქციებში კვანძთა უმრავლესობა ინგლისური წარმოშობისაა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ სალულე ფოლადი, რომელიც ჯოზეფ ვიტვორტის დამსახურებაა. მან 1871 წელს მიიღო მაღალი ხარისხის სალულე ფოლადი, რომელიც მალევე დააყენეს უმეტესობა სპორტულ თოფებზე.

უილიამ ველინგტონ გრინერის საკეტი ურდული, ჯეიმს პერდეს ჩარჩო, ვესტლი რიჩარდსის გასახსნელი, ენსონ-დილის კალაპოტი, ენსონის ტიბჟირის საკეტი, უილიამ სკოტის და პერდე-ბიზლის საკეტები გვერდით დაფებზე, ჩარლზ ლანკასტერის ექსტრაქტორი, დილისა და ჰოლანდის ეჟექტორები, ეს გამოგონებათა ჩამონათვალია, რომლებიც სპორტული თოფების ევოლუციას ემსახურებოდა.

სპორტული თოფებისადმი წაყენებული იყო ძალიან მაღალი მოთხოვნები. ყალიბი მკაცრად განსაზღვრული გახლდათ_12. მათი განმასხვავებელი ნიშანი გახლდათ: დიდი წონა, როგორც წესი 3,2-დან 3,7 კგ-მდე; მასიური კალაპოტი; საკეტები გვერდით დაფებზე ჩახმახების დამჭერებით; საიმედო ჩაკეტვა(არანაკლებ სამმაგი); საუკეთესო ბალანსი და მორგებულობა; საბრძოლო ზამბარის მსუბუქი შეყენება და მექანიზმის ელასტიური მუშაობა; მაღალი სამიზნე თამასა; არაავტომატური მცველი; ინგლისური ტიპის კონდახი; საკიდი კავების(ანტაბკები) არარსებობა.

სპორტულ თოფებზე ლულები უფრო გრძელი კეთდებოდა სანადირო თოფებთან შედარებით(წონა 1,5-1,7კგ), რაც უზრუნველყოფდა დამიზნების გრძელ ზონას და შესაბამისად სიზუსტეს. სავაზნეები 70მმ სიგრძისა გახლდათ, ხოლო შევიწროება ორთავე ლულაში ერთნაირი იყო. ყოველივე ეს უზრუნველყოფდა კარგ ჭრასა და საფანტის თანაბარ გაშლას.

მასალები უმაღლესი ხარისხის იყო და დაყვანაც შესაბამისად განსაკუთრებული სკურპულოზურობით ხდებოდა.

ყველაზე მაღალი ხარისხის სპორტულ თოფებს, როგორც წესი, ინგლისელები ამზადებდნენ, თუმცა აღსანისნავია ბელგიური ფირმებიც. აქვე ხაზი უნდა გავუსვათ ბელგიურების შედარებით იაფ ფასს.

კარგ სპორტულ თოფებს ამზადებდნენ გერმანული ზაუერი და კეტნერი; ჩეხი ნოვოტნი; ფრანგი ლეპაჟი;

სპორტული თოფები მათი საუკეთესო ბალისტიკით, დაყვანით, ტექნიკური გადაწყვეტებით, ესთეტიური სრულყოფილებით და რესურსით უკვე საუკუნეზე მეტია ეტალონად ითვლება.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...