jaba 2 Posted January 21, 2012 Report Share Posted January 21, 2012 ბრეტონული ეპანიოლი ბრეტონული ეპანიოლი ან, როგორც მას უწოდებენ, ბრეტანში სპანიელი, სეტერი, ეს ჯიში მიღებული იქნა ინგლისური სეტერიდან. ამ ჯიშის შესახებ ინფორმაცია გვხვდება ნახატებზე და სამონადირეო ჟურნალებში რომლებიც თარიღდება მე -18 საუკუნით. მაგრამ მაშინ, ჯერ კიდევ არ იყო ეს ჯიში , რომელიც ჩვენთვის ცნობილია დღეს. თანამედროვე ბრეტონული სპანიელის ისტორია იწყება მე -20 საუკუნის დასაწყისში. მე -20 საუკუნეში, გადაშენების გზაზე მყოფი ჯიშის გადახალისება, გაცოცხლება დაიწყეს არტურ ენოს მეთოდით ბრეტონული ეპანიოლი არის უნივერსალური სანადირო ძაღლი. იგი აკეთებს შესანიშნავ ნაბულს , ასევე იდეალურად მუშაობს წყალში, მოაქვს ნანადირევი, აქვს დახვეწილი ყნოსვა და ფართო ძებნის უნარი. ბრეტონულ სპანიელებს შეუძლიათ ინადირონ მთელი დღე და მზად არიან აკეთოს ეს საქმე ისევ და ისევ. ამ ჯიშის ძაღლები არიან ძალიან ამტანი, მორჩილი, ძალიან მშვიდი, და ძალიან ადვილი სამართავი. ეს არის იდეალური ძაღლი ოჯახისთვის,რადგან ძალიან მოსიყვარულე და ერთგულია. ბრეტონული ეპანიოლი არ იკავებს დიდ ადგილს არც ტრანპორტში და არც სახლში, მაგრამ მიუხედავად მისი კომპაქტური ზომისა, ამ ძაღლში არის სიცოცხლისუნარიანობა და არნახული ენერგია ჯიშის სტანდარტი FCI № 95: ჯიშის მახასიათებლები: აზარტული, დაუღალავი ძაღლი, რომ შეუძლია ინადიროს ნებისმიერ პირობებში.დასაჩუქრებულია შესანიშნავიყნოსვით , ის სწრაფად პოულობს ფრინველის და ზუსტად მიუთითებს ადგილს ნაბულით. ფლობს ძალიან კარგ აპორტირების უნარს როგორც ხმელეთზე ასევე წყალშიც. არის გაწონასწორებული, კეთილი, ჭკვიანი და მოსიყვარულე ძაღლი. მოვლა: ძალიან ადვილი მოსავლელია,ტავისუფლად შეიძლება ოთახის პირობებში მისი შენახვა, მაგრამ საჭიროებს ხანგრძლივ გასეირნებას.აუცილებელია მისი გამოვარცხნა 1 - 2 ჯერ კვირაში დანიშნულება: სანადირო ძაღლი, ძაღლი კომპანიონი თავი: ფართო, სეხე წაგრძელებული, ქალა მომრგვალებული, გადასვლა შუბლიდან დინგისკენ არის არაკუთხოვანი, დინგი-სწორი, ტუჩები-თხელი. თვალები: მუქი ან ღია ყავისფერი ფერის, ჰარმონიზებულია შეფერილობასთან ყურები : უდნავ წამოწეული, შედარებით მოკლე, ოდნავ მომრგვალებული, დაფარული ტალღოვანი ბეწვით ტანი: კვადრატული, კისერი- საშუალო სიგრძის. მკერდი- ღრმა, ნეკნები საკმაოდ კარგად მომრგვალებული, წელი-ძლიერი, გავა- მოკლე და ფართო. მენჯი ოდნავ დაქანებული, მუცლი-აწეული კიდურები: სწორი, კუნთოვანი. მჭიდროდ შეკრული თითები. კუდი: პირდაპირი ან დაშვებული, (გარდა უკუდო(კუპირებილი ან თანდაყოლილი)ეგზემპლიარებისა). ყოველთვის მოკლე, არა უმეტეს 10 სმ-ის,კუდის ბოლოს აღინიშნება გრძელი ბეწვი ბეწვი: საშუალო სიგრძის, სწორი ან ოდნავ ტალღოვანი. შეფერილობა: თეთრი წითურით, ყავისფერითაან შავით, სამფეროვანი (თეთრი, შავი და წითური). სიმაღლე მინდაოში: ხვადები: 48 -50 სმ , ძუები: 47 -49 სმ წონა: ხვადები: 15 - 18 კგ. ძუები: 14 - 15 კგ ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 18, 2012 Report Share Posted July 18, 2012 1000 დოლარად ყიდიან მაიმარკეტზე მაგრად მომწონს მარა 1000 დოლარი არ მაქვს ეხლა მაგ საქმისთვის პ.ს ეტყობა პირველ მუცელზევე უნდა რომ ამოიღოს ჩამოყვანის ხარჯები ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted July 18, 2012 Report Share Posted July 18, 2012 იეტი 10 თვის იყო, მაგ ლეკვების დედაც და მამაც დართვა რო მოხდა. ისედაც ეგ ფასი ძაან ძვირია და იმით არი გამოწვეული რომ, პირველად შემოვიდა საქარტველოში. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 19, 2012 Report Share Posted July 19, 2012 კარგი ძაღლია, ნაბულსაც აკეთებს, მაგრამ ჩვენი პირობებისთვის მაინც გერმანულ-ბრიტანულები მირჩევნია ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 2, 2012 Report Share Posted August 2, 2012 (edited) http://www.uahunter.com.ua/forum/shtenki-panxol-breton-kiev-t41955.html ეს ბრეტონული ეპანიოლის ლეკვების გაყიდვის რეკლამაა,მშვენიერი ლეკვებია,განსაკუთრებით ბოლო პოსტმა გამახარა:,,ისტამ ბოლო კვირაში 1კგ მოიმატა და ემზადება მზიურ ქალაქ ბათუმში გასამგზავრებლად!!!,,-ღმერთმა ხელი მოუმართოს მას,ვინც ახალი სისხლის შემოყვანას აპირებს,ყოჩაღ!!!! :hi: Edited August 2, 2012 by mamuka grigolia ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted August 4, 2012 Author Report Share Posted August 4, 2012 ვაა ძალიან მაგარი ინფორმაციაა ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted October 20, 2012 Report Share Posted October 20, 2012 ნახეთ რა კარგი ლეკვებია: http://www.uahunter.com.ua/forum/shtenki-panxol-bretona-odessa-t44974.html ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted October 20, 2012 Report Share Posted October 20, 2012 მომწონს მაგრად ეს ჯიში და აქვს კიდევაც ჩემი აზრით პერსპექტივა საქართველოში, თანაც ძალიან დიდი. ალბად პოინტერებს კურცჰაარებს, სპანიელებს და სეტერებს ჩაანაცვლებს ქალაქელ მონადირეებში, მაგრამ ისე არა რომ ამ უკანასკნელების რიცხოვნობას საფრთხე დაემუქროს. ასევე კარგი იქნება თუ საქართველოში ყურადღებას მიაქცევენ ვიჟლას და ფრანგულ და ინგლისურ მდევრებს, პრინციპში პრობლემა მხოლოდ ჩვენი ჯიბეა და მონადირეების რწმენა რომ ძაღლში ფული არ უნდა გადაიხადო, მაგრამ ბოლო დროს იზრდება ინტერესი ჯიშიანი ძაღლების მიმართ, მაგალითად უკანასკნელი გამოფენის მოყვანაც შეიძლება. ჩემი აზრით ქართველი მონადირეებს უკვე არსებული პოპულარული ჯიშებიც იდეალურად აკმაყოფილებს, მაგრამ დამეთანხმებით მრავალფეროვნება ამ საქმეში მაინც საჭიროა. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted October 20, 2012 Author Report Share Posted October 20, 2012 მონადირეების რწმენა რომ ძაღლში ფული არ უნდა გადაიხადო თედო ამაში ცდები,აქ არის ხალხი ვინც საკმაოდ ბევრი გადაიხადა ლეკვში,დამერწმუნე რომ მასე არ არის!უბრალოდ შესაძლებლობა არ არის ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted October 20, 2012 Report Share Posted October 20, 2012 კიი ვიცი ჯაბა, მაგრამ ეგ ნაწილი. პრინციპში მაინც ცუდად მიწერია, ზოგადად "ხალხი" ვიგულისხმე. კი ქალაქელ მონადირეების უმეტესობას უყვარს ჯიშიანი ძაღლები, მაგრამ სოფელში ჩადი ნახე... თერჯოლის რაიონ საზანოში ვიყავი წელს და იქ აბსოლუტურად ყველა ნადირობს და ყველას მეძებრები ყავს, მაგრამ რა რაზეა ნაჯვარი ვერ გაიგებ ათხიზულ დათხიზულია ერთმანეთში. ისიც აღვნიშნე რომ სიტუაცია საკმაოდ სწრაფი ტემპით სწორდება, მაგრამ კიდევ ბევრია ისეთი მონადირეები, რომლებიც ამბობენ: "მილიონი რო მქონდეს მაგდენ ფულს ძაღლში მაინც არ მივცემო". ნეტა მილიონი მომცა და ფერმა მექნებოდა ძაღლების. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted October 21, 2012 Report Share Posted October 21, 2012 ეეჰ,ნეტა იყოს ფული,თორემ,გერმანულ საიტებზე ვნახულობ ზღაპარ ლეკვებს,1-1,5 წლის,უკვე დაგეშლ,გამოფენა-შეჯიბრ გავლილებს,ასე 2000-3000 ევროს ფარგლებში,საუკეთესო სისხლებს,სიამოვნებით ვიყიდიდი დედალ-მამალს!!!!! :( ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 22, 2012 Report Share Posted October 22, 2012 ეეჰ,ნეტა იყოს ფული,თორემ,გერმანულ საიტებზე ვნახულობ ზღაპარ ლეკვებს,1-1,5 წლის,უკვე დაგეშლ,გამოფენა-შეჯიბრ გავლილებს,ასე 2000-3000 ევროს ფარგლებში,საუკეთესო სისხლებს,სიამოვნებით ვიყიდიდი დედალ-მამალს!!!!! :( შარშანწინ ვიყავი აქაურ ძაღლსაშენში, არც სურათები გადამაღებინეს და ვიდეოზე ხომ საუბარიც ზედმეტია. იქით გახედვა აღარ მინდა. ნუ, პინციპში ისე გამოვიდა რომ გამომაგდეს იქიდან, იმდენი შეკითხვა დავუსვი, რომ სამი კაცი მოვინელე ბოლოსთვის. ვერ გამიძლეს. :d030: როგორია ლეკვში 1000-დან 1200$-მდე გადახდა, თანაც კონტრაქტს აწერ ხელს, რომ გამრავლების უფლება არა გაქვს. დაკოდილს გატანენ ეს წამპლები. მეთქი ვიყიდი რამე იშვიათ ჯიშს და გამოვუშვებ საქართველოსკენ, ჩემს თავს არ ვჩივი, იოლას გავდივარ, კურდღელი და კნუტი მყავს სახლში. წარამარა ვათვალიერებ ლოკალურ ვებ-გვერდებს, სადაც განცხადებები იდება ყველაფერზე. ჰო, ყველაფერზე. ზოგს კაცი სჭირდება, ზოგს "ტრუბა" და "პილასოსი" და ზოგს კიდევ ლეკვი. რამდენიც გამომეხმაურა, იმდენი მომაკვდავი მეძებარი შემომთავაზეს, თანაც "კატებს" რომ ვეძახი ეგეთები. როგორი ამბავია? მოვქოქავ და გავრბივარ მინიმუმ 200კმ-ში, ვნახულობ ცუგრიას და საქართველომდე ჩამოსვლა-მგზავრობას ვინა სჩივის, იმ 200კმ-საც ვერ გაუძლებს სახლამდე რომ მოვიყვანო. არ ვიცი, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ "დვარნიაშკები" მოვაშოროთ სანადირო და საყოფაცხოვრებო ადგილებს. უჯიშო არის უჯიშო, მორჩა და დამთავრდა აქ ყველაფერი. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted October 22, 2012 Report Share Posted October 22, 2012 ეგრეა გიო გენაცვალე,ეგრე!!!!ყველა უნდა ვეცადოთ,რომ ჯიში გვყავდეს!!!! ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted October 22, 2012 Report Share Posted October 22, 2012 ეეჰ,ნეტა იყოს ფული,თორემ,გერმანულ საიტებზე ვნახულობ ზღაპარ ლეკვებს,1-1,5 წლის,უკვე დაგეშლ,გამოფენა-შეჯიბრ გავლილებს,ასე 2000-3000 ევროს ფარგლებში,საუკეთესო სისხლებს,სიამოვნებით ვიყიდიდი დედალ-მამალს!!!!! :( , საქართველოშიც ეძრობა ეგეთი ვარიანტები, ანუ უკვე დაგეშილ ძაღლებს რომ ყიდიან. გაზაფხულზე 600 დოლარას ითხოვდა ერთი კურცჰარში, მაგრამ გერმანიისგან განსხვავებით აქ გარანტია არ გაქ რომ გამოგადგება. თუ მართლა კარგი ძაღლია მაშინ ღირს 600-700 დოლარის გადახდა ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted October 22, 2012 Report Share Posted October 22, 2012 აქ ლაპარაკი არ არის ძაღლის გამოდგომა არ გამოდგომაზე,აქ ლაპარაკია ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის და ტრადიციების ძაღლსაშენების პროდუქტზე,უცნობილესი მუშა ხაზების სისხლებზე,რომელთა უმაღლესი სინჯი, უმკაცრესმა საველე შეჯიბრებმა და შემდეგ საექსტერიერო გამოფენებზე ექსპერტთა შეფასებებმა დაადასტურა.ასეთ სისხლში დიდი თანხის გადახდა,სამომავლოდ ჩვენს ქვეყანაში არსებული სისხლების უფრო გაკეთილშობილების საწინდარია,მე ვფიქრობ,რომ ჩიტი ბდღვნად ღირს!!!!მაპატიეთ თემას გადავუხვიეთ! :( ციტირება Link to post Share on other sites
geka 0 Posted March 23, 2013 Report Share Posted March 23, 2013 მოგესალმებით ყველას ძალიან მაინტერესებს ბათუმში ჩამოსული ბრეტონულის ბედი, იქნებ მიმასწავლოთ ვის ყავს. ბატონო მამუკა თქვენი ლინკებით ვნახე უკრაინელების საიტზე, მათაც დაადასტურეს რომ მშვიდობიანად ჩამოვიდა ბათუმში მაგრამ საკონტაქტო არ აქვთ. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 23, 2013 Report Share Posted March 23, 2013 მეც არ ვიცი ვის ყავს,ისე ძალიან მაიტერესებს,იქნებ ძმებმა მესხიძეებმა იცოდნენ!!! ციტირება Link to post Share on other sites
geka 0 Posted March 23, 2013 Report Share Posted March 23, 2013 მეც არ ვიცი ვის ყავს,ისე ძალიან მაიტერესებს,იქნებ ძმებმა მესხიძეებმა იცოდნენ!!! გმადლობთ შევეცდები მოვძებნო და გაცნობებთ ციტირება Link to post Share on other sites
aleko22 0 Posted March 24, 2013 Report Share Posted March 24, 2013 მე ვიცი ბათუმში ვისაც ყავს ეგ ჯიში ამ ზაფხულზე სტუმრად იყო ჩვენთან სანადიროდ. მოგვიანებით მის ფეისბუქის გვერდს დავდებ და დაათვალიერეთ... ციტირება Link to post Share on other sites
geka 0 Posted March 24, 2013 Report Share Posted March 24, 2013 გმადლობთ ციტირება Link to post Share on other sites
tornike527 0 Posted April 19, 2013 Report Share Posted April 19, 2013 650 დოლარად იყიდება ბრეტონის ლეკვები mymarket ზე ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 19, 2013 Author Report Share Posted April 19, 2013 საქართველოსთვის მგონი ძვირია,თან რა ხაზებისაა ვინ იცის ციტირება Link to post Share on other sites
tornike527 0 Posted April 19, 2013 Report Share Posted April 19, 2013 ხო მარტლა ძვირია არადა მაგარი ჯიშია ძაან მომწონს ციტირება Link to post Share on other sites
geka 0 Posted April 25, 2013 Report Share Posted April 25, 2013 ძვირი ერთია, რაღაც ლეკვიც ვერაა მთლად ექსტერიერით. ბათუმში რომ ჩამოვიდა უკრაინიდან ის კარგი ძაღლია, მაგრამ ვერ დავადგინე ვისია, უკრაინელს მივწერე მაგრამ არ მიპასუხა ვის მიყიდა, არადა ძაღლი შესახედავად ჯაბა იგივეა რაც თემის პირველ გვერდზე რომ სურათია. თუ არ ვცდები ხვადი უნდა იყოს. ჩემი აზრით ჩვენს პირობებში დრატჰაარს რაც არ უნდა უნივერსალური იყოს კონკურენციას ვერ გაუწევს ბრეტონული. ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted April 25, 2013 Report Share Posted April 25, 2013 (edited) ხაზი ძალიან კარგია, 1000 დოლარად დაყიდა პატრონმა ამის წინა ბუდობეი. იტალიიდან არიან თუარვცდები ჩამოყვანილები. მაგრამ ხარვეზი ისაა, რომ წინა (თუ წინისწინა ზუსტად აღარ მახსოვს) ბუდობის ლეკვები დაყარა ნაადრევი დართვის შედეგად ზუსტად მახსოვს 10 თვის იყო ძუ და მამალიც დაახლოებით ამდენივესი. ისე კი მართლა მაგარი ძაღლებია, ამ ლეკვების მშობლებi Edited April 25, 2013 by master ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.