Jump to content
Club-Monadire.Ge

ქარიყლაპია სპინინგით


Recommended Posts

reziko82

 

კარგი ნადავლია, თან კოვზისგან გაკეთებულ სატყუარაზე :yes:

 

მეც მაქვს ჩემს მიერ გაკეთებულ კოვზზე ერთი ღერი დაჭერილი :)

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გავხსენი სეზონი გუშინ. სატყუარების კორიანტელი ვცადეთ მარა სილიკონმა ივაჟკაცა 3-4 ცალი დაიჭირა. მერე დავაგე ,კუსავთო,, და წავიდაააა !   3 მმა დავიჭირეთ(სამივემ კუსავთოზე) ალბათ 100 ცალზე მეტი. წამოვიღე

კიდე ერთი გასვლა ქარიყლაპიაზე. სატყუარა ,,კუსავთო,,. საერთო ჯამში ალბათ 70 ცალამდე 3 მა კაცმა. წამოვიღეთ 20 ცალი. სხვა სატყუარებს მაშინ ვაგებ ჭერა რო მომწყინდება.იყო 4 ცალი მონსტრის დაჯენის მომენტი.3

ახალი ადგილები და ახალი ადრნალინი. 3-4-5-6 კგიანები.  

Posted Images

ძლივს არ ვისიამოვნე კაცმა სპინინგით თევზაობით :scratchchin: მთელი რადიუსით შემოვიარე ყველაფერი და ნული საერთოდ ....ისეთი პრესინგია ქარიყლაპიაზე რომ არ დარჩა არაფერი..ძალიან კარგი რომ არსებობს ეგ ფასიანი ტბა,დაცულია და ხშირი სტუმარი რომ არ ყავს თევზი ასწრებს გამრავლებას :iscavlet:

რაც შეეხება ჩემს თევზაობას:

კამერის ელემენტები დამიჯდა თორემ ბევრ კარგ კადრს გადავიღებდი ,დიდ ქარიყლაპიასთან ჭიდაობა იყო ყველაზე სანახაობა .ქართულად არ ვიცი მაგრამ ასე ვთქვათ ამოხტომები და ტრიალი გააკეთა ჰაერში რამოდენიმეჯერ .

ასევე იყო მომენტიც და გინდა დაიჯერეთ და გინდა არა,ქარიყლაპია გამომყავდა "ფანქარი" და დიდი ქარიყლაპია ეძგერა ,ძლივს მოვათრიე ნაპირამდე და მეგონა ორივეს ამოვაგდებდი მაგრამ ნაპირთან არ მოსული გაუშვა დიდი ზომის ქარიყლაპიამ )) მეტი კამერის ელემტი მინდა და დავაფიქსიერებ კაი მომენტებს )

რაც შეეხება ქარიყლაპიებს არ გაუშვი და სხვა ადგილას გადავასახლე

 

ელემენტების ჩუქება არ მინდა უბრალოდ ავღნიშნე რომ ვერ მოვასწარი კაი კადრების გადაღება.ჯერ უფასო ველურ ტბებზე გამოვცალე კამერის ელემენტი და 30 წუთის გადასაღები ელემენტი დამრჩა და კიც მოვასწარი გადარება მაგრამ უფრო საინტერესო მომენტებიც იყოს და ზუსტად მათი გადაღება მინდოდა :) ეჰ რეები აკეთა ამ დიდმა ზომის ქარიყლაპიამ :dance:

Edited by Kot
Link to post
Share on other sites

ძლივს არ ვისიამოვნე კაცმა სპინინგით თევზაობით :scratchchin: მთელი რადიუსით შემოვიარე ყველაფერი და ნული საერთოდ ....ისეთი პრესინგია ქარიყლაპიაზე რომ არ დარჩა არაფერი..ძალიან კარგი რომ არსებობს ეგ ფასიანი ტბა,დაცულია და ხშირი სტუმარი რომ არ ყავს თევზი ასწრებს გამრავლებას :iscavlet:

რაც შეეხება ჩემს თევზაობას:

კამერის ელემენტები დამიჯდა თორემ ბევრ კარგ კადრს გადავიღებდი ,დიდ ქარიყლაპიასთან ჭიდაობა იყო ყველაზე სანახაობა .ქართულად არ ვიცი მაგრამ ასე ვთქვათ ამოხტომები და ტრიალი გააკეთა ჰაერში რამოდენიმეჯერ .

ასევე იყო მომენტიც და გინდა დაიჯერეთ და გინდა არა,ქარიყლაპია გამომყავდა "ფანქარი" და დიდი ქარიყლაპია ეძგერა ,ძლივს მოვათრიე ნაპირამდე და მეგონა ორივეს ამოვაგდებდი მაგრამ ნაპირთან არ მოსული გაუშვა დიდი ზომის ქარიყლაპიამ )) მეტი კამერის ელემტი მინდა და დავაფიქსიერებ კაი მომენტებს )

რაც შეეხება ქარიყლაპიებს არ გაუშვი და სხვა ადგილას გადავასახლე

 

ელემენტების ჩუქება არ მინდა უბრალოდ ავღნიშნე რომ ვერ მოვასწარი კაი კადრების გადაღება.ჯერ უფასო ველურ ტბებზე გამოვცალე კამერის ელემენტი და 30 წუთის გადასაღები ელემენტი დამრჩა და კიც მოვასწარი გადარება მაგრამ უფრო საინტერესო მომენტებიც იყოს და ზუსტად მათი გადაღება მინდოდა :) ეჰ რეები აკეთა ამ დიდმა ზომის ქარიყლაპიამ :dance:

იხვი არ შემოდის აქ?

Link to post
Share on other sites

იხვი არ შემოდის აქ?

ავთო (2პოსტით ზემოდ)გაგცემთ ალბათ მაგაზე უფრო ვრცელ პასუხს ,მე ხშირი სტუმარი არ ვარ მანდ და მეორეჯერ ვიყავი მხოლოდ ჯერ

Link to post
Share on other sites

მირზა

რავა არ შემოდის ძია,კაი გუნდებიც მინახავს და სანამ ვიღაცის საკუთრება გახდებოდა ხშირადაც ვნადირობდი,

ახლა ბევრს აჭმევენ იხვებს, ზრდიან და ღამე თბილ ლოგინში აძინებენ მწვანე ბალახის ვახშმად მირთმევის შემდეგ. ამიტომაა რო სულ რაღაც 25 ლარს ითხოვენ შესვლაზე. :karochera:

Link to post
Share on other sites

ავთო

 

ავთო გასულ კვირას ორჯერ ვიყავი ნოღელას ტბებში, მე და ჩემი დის შვილი მე ვთევზაობდი ის კი ნადირობდა, ნადირობაზე 10 ლარი გადავიხადეთ. იყო იხვი.

Edited by zaza-04
Link to post
Share on other sites

pescatore

არმენ. კამერა მქონდა მაგრამ 15 გრადუს ყინვაში მალე დაჯდა. ისე შუკაზე არც ვაპირებდი თევზაობას, ნაფოტას დასაჭერად ვიყავი წასული და მაინც 4 ჟერლიცი კარავთან ახლოს დავაყენე. მე კი ვიჯექი კარავში და ვიჭერდი ნაფოტას და ვიღებდი ვიდეოს კამერაც მაშინ დაჯდა. მობილური კი მქონდა მაგრამ არ ველოდი ასეთ ქარიყლაპიას.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

კაი მოზრდილები დაგილაგებია ავთია. :yes:

 

ბარაქა ძამია.

 

შენი რეცეპტიც დაგვიწერე მეთევზეების სამზარეულოში, თუ როგორ აკეთებ ქვირითისგან ხიზილალას?

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

აბა მოემზადეთ გუშინდელი უნდა მოგიყვეთ ! :e025: ახლა მეცინება კაი გამოძინებული ვარ ,გუშინ საღამოს კი ნამდვილად არ ვიყავი მსგავს ხასიათზე.

მოკლედ გუშინ უთენია წავედით ქარიყლაპიაზე სათევზაოთ 3 კაცი. მშვენიერი ამინდი იყო ,გადავცურეთ 3 ჭაობი რეზინის ნავით და დავიწყეთ თევზაობა.ნაკლებათ აქტიურია ჯერ ქარიყლაპია გამოსვლები ბევრი იყო მარა არ ჭამს ,სატყუარას მოკლე მანძილზე მოსდევს და აფრთხობს ,ქვირითს დარაჯობს . 2-3 ცალი მაინც დაჯდა ,სულ მამრები. 1 საათი ვითევზავეთ ,მერე ქარი ამოვარდა და გამოსვლებიც შეწყდა. რარა უნდა გვექნა ვიქნიეთ ეს სპინინგები წაქცევამდე და წავიქეცით კიდეც დასასვენებლად. ცოტა წევიხემსეთ და დავიწყეთ ტყუილ-მართალის მოყოლა ძველი ნადირობა თევზაობებიდან.საუბრებს გვაწყვეტინებდა ყველა მხრიდან შემოსული იხვის გუნდები,მათზე მასდევარი ქორების მძაფრი სცენები. საულ რაღაც 20 -30 მეტრში ვუყურეთ როგორ დაედევნა მამრ ხარაზულას ,იხვი ქვემოთ დაეშვა წყლისკენ,ქორმა ეგრევე ქვემოდან მოექცა და ამობრუნდა ფეხებით ზემოთ . წვდა მკერდში იხვს და იქვე ნაპირთან დაანარცხა. წამოხტა ჩემი ახალგაზრდა მეგობარი მიირბინა ,ქორმა საფრთხეს აარიდა თავი და არინდა, იხვი კი ლამის სახეში მიაფრინდა მშველელ-გადამრჩენელს,რაღაცა თავის ენაზე მიაძახა ორჯერ ,სავარაუდოთ მადლობაო და გაეშურა უფრო საიმედო ადგილლებისკენ.

წამოვწექით ისევ ხმელი ბალახისგან გამზადებულ ლეიბებზე და დავიწყეთ ქორის და იხვის მეგობრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა. :e025:

ერთი საათიც არ იქნებოდა გასული ეს ახლალგაზრდა მონადირე წამოდგა მუხლს გავმართავო.წამოდგა , რაღაცაზე მზერა მიიტანა,ყბა ჩამოუვარდა ,თვალები დაქაჩა შეშინებულივით ,ხელი წინ გაიშვირა და ჩვენ გადმოგვხედა.თვალებით გვითხრა ადექით შეხედეთო. ეგრევე წამოვიჭერი ფეხზე და რას ვხედავ ! სულ რაღაც თხუთმეტ მეტრში დგას მდედრი შველი ! დიდი ლურჯი თვალებით,შავი წამწამებით,მოღერებული გრძელი კისრით და გაპეყილი მუცლით.მაკეობს ახლა მაგ დალოცვილი,რო დიდი მუცელი არა სუხიშვილების მოცეკვავე გოგონებს გავდა,აი იმათ სამაიას რომ ასრულებენ. .ჩემს მერე მეორე ახალგაზრდა წამოდგა ,შეხედა და უიმე შველიო იმხელა იკივლა ჩვენმა თვალხილულმა სილამაზემ მთიულურის რამოდენიმე ილეთი შეასრულა და წამში თვალს მიეფარა.

ამასობაში მოსაღამოვდა ,ქარმა იკლო იკლო და სრულიად დაგვტოვა,იფიქრა ალბათ ცოტა ისიამოვნონ უჩემოდაც ამ ხალხმა ,მთელი დღეა საშველი არ მივეციო. დაიწყო დამშვიდება ბუნებამ ,ხმელი ისლის ღეროების შრიალი ჩიტების ჭიკჭიკმა ჩაანაცვლა,ეგერ აგერ იხვი წამოიყვირებდა,ჭაობიდან ახლადგაღვიძებული ბაყაყების სუსტი ყიყინიც ისმოდა. აღელვებული ტბორი დამშვიდდა ,ზედაპირი ძველ ვერცხლის სარკეს დაემმსგავსა რომელზეც მოწითალო ცის კიდის ანარეკლი ჩანდა. მოვიმარჯვეთ სპინინგები და დავსცხეთ ამ სარკეს სატყუარების კორიანტელი. დაიწყო თევზაობა როგორც იქნა მარა ეს გავარვარებული დიდი ბურთი ჰორიზონტს ძალიან სწრაფად უახლოვდებოდა.

დავიჭირეთ საკმარისად,ბევრიც უკანვე დავაბრუნეთ ,კარგადაც გავერთეთ მაგრამ ამ განცხრომაში ისე დაგვაღამდა თვალთან თითს ვერ მიიტანდი. ავიბარგეთ დავიწყეთ ნავის დატვირთვა ,გადავიდა პირველი მონადირე ნავზე და აქ დასრულდა ჩვენი კმაყოფილი გამომეტყველება. ნავს ფსკერი გასძვრა!

ისეთ ადგილზე ვიყავითსადაც ტელეფონი არ იჭერს და არც არავინ გამოივლის დახმარება რომ თხოვო. მოკლედ პანიკის დრო ნამდვილად არ გვქონდა ,შევკარით აზრების კონა უცბად და შევუდექით საქმეს,ამოვაგდეთ ნავი დავბერეთ რაც შეიძლებოდა და 2 კაცი ზემოდან გადაჩაჩხული შეუყვა ამ უკუნეთ ღამის წყვდიადს ნელი მოსმებით.მე ნავზე მიბმული სათევზაო წნულის ბოლო მეჭირა და მუხლები მიკანკალებდა მანამ სანამ ნაპირს მიაღწევდნენ. ვინც ჭაობს იცნობს კარგად იცის რას უდრის ჭაობში ჩავარდნილი კაცის ბედი. აქედან ვუნათებდი ,ვატყობდი როგორ ხტოტა ფანრის შუქი.100 მეტრამდე იყო გადასაცური მაგრამ კილომეტრებად მეჩვენებოდა.ქურთუკიც კი გავიხადე ,შევემზადე მაინც,ყოფილი წყალბურთელი ვარ და თავს უფლებას ვერ მივცემდი ბიჭებს არ მივხმარებოდი საჭიროების შემთხვევაში. მართალია შანსი ათასი ერთთანაა მასეთ დროს მაგრამ იმ ერთის გაშვებას არცერთი მეგობარი არ დაუშვებს. როგორც იქნა მიადგნენ ნაპირს, ამოვისუნთქე ღრმად და სიცილ ტირილით დავიწყე წნულით ნავის გამოცურება ჩემსკენ.მოვათრიე და გადავედი ნავზე,ვაისვაგლახით შემოვჯექი ცხვირის ნაწილზე და დავიწყე ნიჩბების მოსმა. ყოველ მოსმაზე წყალი ჩემსკენ ტალღებად შემოვარდებოდა ხოლმე ჩვენმა ნავმა ისე აპრიხა კუდი ერთი ცუდი მოძრაობა და ზურგით გავადენდი ზღართანს ჭაობში.იქედან ბიჭები მამხნევებდნენ და გზას მინათებდნენ ,მეც შევატყვე მათ ხმებში ბზარებს.კაი გვარიანად მიგულშემატკივრეს ბებერ კაცს.გავცურე მშვიდობიანად.ორივე ჩამაფრინდა მკლავებში ამათრიეს ნაპირზე,გახალისდნენ .სიცილ კისკისით გავედით მანქანამდე. მივირეცხ მოვირეცხეთ ჭაობის ტალახები და გამოვეშურეთ სახლისაკენ.არცერთი ხმას არ ვირებდით. დაღლილ გასავათებულები ალბათ ყველა იმაზე ფიქრობდა რაზეც მე. ვფიქრობდი იმაზე რაც შეიძლებოდა მომხდარიყო,რას გადავურჩით. მერე ჭაბუკამ ამოირო ხმა და მხიარულ ნოტაზე დაიწყო, ბიჭო სახში არ მოყვეთ ეს ამბავი თორე ამ ჩვენ აღჭურვილობას დაგვიწვავენო და ვეღარც სათევზაოდ წასვლას ვახსენებთ სახლებშიო.ავყევით ერთმანეთს სხვადასხვა სასაცილო ვერსიების მოფიქრებაში და მოვდივართ ასე მხიარულად ამ ტალახიან ჭაობიან გზაზე ,იმდენი ვიცინეთ სანამ ჩვენი მანქანა ჭაობიან არხში არ გადავარდა ))))).ვიწრო და ტალახიანი ადგილი იყო გასავლელი ,მოგვასრიალა და ტყაპ ცხვირით ჭაობში.იმარჯვა მძღოლმა და როგორც იქნა უკანა 2 ბორბალი გზაზე დარჩა! ბევრი არ გვინერვიულია იმის ფონზე რაც წინა 1-2 საათის წინ გადაგვხდა,ეგრევე საქმეს შევუდექით,იქვე ხის კუნძი მოვთხარეთ,ხან მარჯვნიდან ვეჭიდავეთ ხანაც მარცხნიდან ვერ დავძარით მანქანა ,თურმე ხე ყოფილა მონაჭრელი და იმაზე იყო დადებული ძარის ფსკერი. აბა ,,დომკრატი,,ჩქარაო ნიკოლოზა ჩეერთო საქმეში,დაუდეთ წამოვწიეთ რაც შეიძლებოდა და უკანა სვლით გადმოვაგდეთ ცოტაზე უკან ,ერთიც გავიმეორეთ და მასცდა იმ კუნძს რაც აკავებდა ,მერე ..პაჯეროს.. ხიდებმა გააკეთეს თავისი და კი ამოვაგდეთ გზაზე.

აბა ახალგაზრდებო როგორ განწყობაზე ხართთქო ვიკითხე.ახლა მშვიდობით მიგვიყვანა სახლში და ეს დღე კაი ხან გვემახსოვრებაო. როგორც იქნა დავადექით ასფალტიან გზას ამ ამოთხუპნული მანქანით,აბსოლიტური სიჩუმე ისევ მანქანაში,ჩაფიქრებული თვალები და სპინინგები მომავალ თევზაობას გეგმავდნენ და გულში იცინოდნენ. ამასობაში ქუთაისშიც მივედით ,უფალს მადლობა გადავუხადეთ ერთმანეთს გადავეხვიეთ და ოჯახებს მივაშურეთ. ღამის პირველი იქნებოდა მეუღლემ გამიღო კარები,რატო არ გზინავსმეთქი? რავიციო რაც გიცნობ სულ ტყე-ღრეში ხარ და არასდროს მინერვიულიაო დღეს კი ვერაფრით თვალი ვერ მოვხუჭეო,ხომ არაფერი შეგემთხვათო მკითხა ? ხალიასიანად მოვუყევი შვლის და იხვის ისტორია ,ამისთვის დავდივარ იქ და სანერვიულო არაფერიათქო. რატომ ინერვიულა მე არ ვიცი ,სამაგიეროდ არც მან იცის რა გადაგვხდა.დღეს მთელი დღეა წვიმს,2 დღეს კიდე იწვიმებსო, ასე რომ შემდეგ გასვლას პირველივე ამინდის გამოსვლისას ვაპირებ !

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

საღამომდე აწი რა მოიცდის ავთო :karochera: ისეთი საინტერესო გასვლა გქონიათ, რომ, მოუთმენლად ველოდებით გაგრძელებას

Link to post
Share on other sites

კარგი ხანია დიდი არ დამიჭერია და დღეს მოვარტყი. 8 კგ.

 

 

5176215bc91b.jpg

 

 

მართლა ჩემპიონი ხარ ზაზა! სულ საამაყო ეგზემპლიარები ამოგეყვანოს ძმაო :drinks:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...