tozi777 13 Posted November 29, 2016 Report Share Posted November 29, 2016 reziko82 კარგი ნადავლია, თან კოვზისგან გაკეთებულ სატყუარაზე მეც მაქვს ჩემს მიერ გაკეთებულ კოვზზე ერთი ღერი დაჭერილი ციტირება Link to post Share on other sites
Kot FishingTV 5 Posted December 2, 2016 Report Share Posted December 2, 2016 (edited) ძლივს არ ვისიამოვნე კაცმა სპინინგით თევზაობით მთელი რადიუსით შემოვიარე ყველაფერი და ნული საერთოდ ....ისეთი პრესინგია ქარიყლაპიაზე რომ არ დარჩა არაფერი..ძალიან კარგი რომ არსებობს ეგ ფასიანი ტბა,დაცულია და ხშირი სტუმარი რომ არ ყავს თევზი ასწრებს გამრავლებას რაც შეეხება ჩემს თევზაობას: კამერის ელემენტები დამიჯდა თორემ ბევრ კარგ კადრს გადავიღებდი ,დიდ ქარიყლაპიასთან ჭიდაობა იყო ყველაზე სანახაობა .ქართულად არ ვიცი მაგრამ ასე ვთქვათ ამოხტომები და ტრიალი გააკეთა ჰაერში რამოდენიმეჯერ . ასევე იყო მომენტიც და გინდა დაიჯერეთ და გინდა არა,ქარიყლაპია გამომყავდა "ფანქარი" და დიდი ქარიყლაპია ეძგერა ,ძლივს მოვათრიე ნაპირამდე და მეგონა ორივეს ამოვაგდებდი მაგრამ ნაპირთან არ მოსული გაუშვა დიდი ზომის ქარიყლაპიამ )) მეტი კამერის ელემტი მინდა და დავაფიქსიერებ კაი მომენტებს ) რაც შეეხება ქარიყლაპიებს არ გაუშვი და სხვა ადგილას გადავასახლე ელემენტების ჩუქება არ მინდა უბრალოდ ავღნიშნე რომ ვერ მოვასწარი კაი კადრების გადაღება.ჯერ უფასო ველურ ტბებზე გამოვცალე კამერის ელემენტი და 30 წუთის გადასაღები ელემენტი დამრჩა და კიც მოვასწარი გადარება მაგრამ უფრო საინტერესო მომენტებიც იყოს და ზუსტად მათი გადაღება მინდოდა ეჰ რეები აკეთა ამ დიდმა ზომის ქარიყლაპიამ Edited December 2, 2016 by Kot ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 3, 2016 Report Share Posted December 3, 2016 კაი გასართობია ნოღელა მარა დიდები აღარ დარჩა თითქმის. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 4, 2016 Report Share Posted December 4, 2016 კარგია, სტერილურ ტბებს თუ გავაშენიანებთ რა სჯობს, მაგრამ დაცვა მითხარი შენ. ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted December 4, 2016 Report Share Posted December 4, 2016 ძლივს არ ვისიამოვნე კაცმა სპინინგით თევზაობით მთელი რადიუსით შემოვიარე ყველაფერი და ნული საერთოდ ....ისეთი პრესინგია ქარიყლაპიაზე რომ არ დარჩა არაფერი..ძალიან კარგი რომ არსებობს ეგ ფასიანი ტბა,დაცულია და ხშირი სტუმარი რომ არ ყავს თევზი ასწრებს გამრავლებას რაც შეეხება ჩემს თევზაობას: კამერის ელემენტები დამიჯდა თორემ ბევრ კარგ კადრს გადავიღებდი ,დიდ ქარიყლაპიასთან ჭიდაობა იყო ყველაზე სანახაობა .ქართულად არ ვიცი მაგრამ ასე ვთქვათ ამოხტომები და ტრიალი გააკეთა ჰაერში რამოდენიმეჯერ . ასევე იყო მომენტიც და გინდა დაიჯერეთ და გინდა არა,ქარიყლაპია გამომყავდა "ფანქარი" და დიდი ქარიყლაპია ეძგერა ,ძლივს მოვათრიე ნაპირამდე და მეგონა ორივეს ამოვაგდებდი მაგრამ ნაპირთან არ მოსული გაუშვა დიდი ზომის ქარიყლაპიამ )) მეტი კამერის ელემტი მინდა და დავაფიქსიერებ კაი მომენტებს ) რაც შეეხება ქარიყლაპიებს არ გაუშვი და სხვა ადგილას გადავასახლე ელემენტების ჩუქება არ მინდა უბრალოდ ავღნიშნე რომ ვერ მოვასწარი კაი კადრების გადაღება.ჯერ უფასო ველურ ტბებზე გამოვცალე კამერის ელემენტი და 30 წუთის გადასაღები ელემენტი დამრჩა და კიც მოვასწარი გადარება მაგრამ უფრო საინტერესო მომენტებიც იყოს და ზუსტად მათი გადაღება მინდოდა ეჰ რეები აკეთა ამ დიდმა ზომის ქარიყლაპიამ იხვი არ შემოდის აქ? ციტირება Link to post Share on other sites
Kot FishingTV 5 Posted December 5, 2016 Report Share Posted December 5, 2016 იხვი არ შემოდის აქ? ავთო (2პოსტით ზემოდ)გაგცემთ ალბათ მაგაზე უფრო ვრცელ პასუხს ,მე ხშირი სტუმარი არ ვარ მანდ და მეორეჯერ ვიყავი მხოლოდ ჯერ ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 5, 2016 Report Share Posted December 5, 2016 მირზა რავა არ შემოდის ძია,კაი გუნდებიც მინახავს და სანამ ვიღაცის საკუთრება გახდებოდა ხშირადაც ვნადირობდი, ახლა ბევრს აჭმევენ იხვებს, ზრდიან და ღამე თბილ ლოგინში აძინებენ მწვანე ბალახის ვახშმად მირთმევის შემდეგ. ამიტომაა რო სულ რაღაც 25 ლარს ითხოვენ შესვლაზე. ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted December 5, 2016 Report Share Posted December 5, 2016 (edited) ავთო ავთო გასულ კვირას ორჯერ ვიყავი ნოღელას ტბებში, მე და ჩემი დის შვილი მე ვთევზაობდი ის კი ნადირობდა, ნადირობაზე 10 ლარი გადავიხადეთ. იყო იხვი. Edited December 6, 2016 by zaza-04 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 5, 2016 Report Share Posted December 5, 2016 ათი ლარი კი ღირს. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 6, 2016 Report Share Posted December 6, 2016 აბა მე დიდი რო ვარ მიტო მომთხოვეს 25 ალბათ ,როგორც ჩანს დაწიეს ფასი ნადირობაზე. ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted December 13, 2016 Report Share Posted December 13, 2016 კარგი ხანია დიდი არ დამიჭერია და დღეს მოვარტყი. 8 კგ. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted December 13, 2016 Author Report Share Posted December 13, 2016 საღოლ!!!!! ზაზა ეს ყინულიდან ამოათრიე? ლუნკიდან? ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted December 13, 2016 Report Share Posted December 13, 2016 ხო ლევან. გადავიტან ყინულქვეშა თვზაობაში. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted December 13, 2016 Report Share Posted December 13, 2016 საღოლ ზაზა... გამოატიე კი ხვრელში? მაგარია... ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted December 13, 2016 Report Share Posted December 13, 2016 ზაზა ვიდეოსაც ხომ არ დაველოდოთ? ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted December 14, 2016 Report Share Posted December 14, 2016 pescatore არმენ. კამერა მქონდა მაგრამ 15 გრადუს ყინვაში მალე დაჯდა. ისე შუკაზე არც ვაპირებდი თევზაობას, ნაფოტას დასაჭერად ვიყავი წასული და მაინც 4 ჟერლიცი კარავთან ახლოს დავაყენე. მე კი ვიჯექი კარავში და ვიჭერდი ნაფოტას და ვიღებდი ვიდეოს კამერაც მაშინ დაჯდა. მობილური კი მქონდა მაგრამ არ ველოდი ასეთ ქარიყლაპიას. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 2, 2017 Report Share Posted January 2, 2017 დავიბედე კილოზე მეტი ხიზილალა ჩავამზადე ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted January 3, 2017 Report Share Posted January 3, 2017 ავთო ჰე ჰეე, კარგი სათევზაო ამინდებია და ამის გამაზვა იქნებოდა? მე არ ვარ მაქეთ სამწუხაროდ :( ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 4, 2017 Report Share Posted January 4, 2017 კაი მოზრდილები დაგილაგებია ავთია. ბარაქა ძამია. შენი რეცეპტიც დაგვიწერე მეთევზეების სამზარეულოში, თუ როგორ აკეთებ ქვირითისგან ხიზილალას? ციტირება Link to post Share on other sites
Kot FishingTV 5 Posted January 4, 2017 Report Share Posted January 4, 2017 დავიბედე კილოზე მეტი ხიზილალა ჩავამზადე სად ეგ ფასიან ტბებზე თუ ველურზე? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 4, 2017 Report Share Posted January 4, 2017 სად ეგ ფასიან ტბებზე თუ ველურზე? ველურზე ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 18, 2017 Report Share Posted March 18, 2017 (edited) აბა მოემზადეთ გუშინდელი უნდა მოგიყვეთ ! ახლა მეცინება კაი გამოძინებული ვარ ,გუშინ საღამოს კი ნამდვილად არ ვიყავი მსგავს ხასიათზე. მოკლედ გუშინ უთენია წავედით ქარიყლაპიაზე სათევზაოთ 3 კაცი. მშვენიერი ამინდი იყო ,გადავცურეთ 3 ჭაობი რეზინის ნავით და დავიწყეთ თევზაობა.ნაკლებათ აქტიურია ჯერ ქარიყლაპია გამოსვლები ბევრი იყო მარა არ ჭამს ,სატყუარას მოკლე მანძილზე მოსდევს და აფრთხობს ,ქვირითს დარაჯობს . 2-3 ცალი მაინც დაჯდა ,სულ მამრები. 1 საათი ვითევზავეთ ,მერე ქარი ამოვარდა და გამოსვლებიც შეწყდა. რარა უნდა გვექნა ვიქნიეთ ეს სპინინგები წაქცევამდე და წავიქეცით კიდეც დასასვენებლად. ცოტა წევიხემსეთ და დავიწყეთ ტყუილ-მართალის მოყოლა ძველი ნადირობა თევზაობებიდან.საუბრებს გვაწყვეტინებდა ყველა მხრიდან შემოსული იხვის გუნდები,მათზე მასდევარი ქორების მძაფრი სცენები. საულ რაღაც 20 -30 მეტრში ვუყურეთ როგორ დაედევნა მამრ ხარაზულას ,იხვი ქვემოთ დაეშვა წყლისკენ,ქორმა ეგრევე ქვემოდან მოექცა და ამობრუნდა ფეხებით ზემოთ . წვდა მკერდში იხვს და იქვე ნაპირთან დაანარცხა. წამოხტა ჩემი ახალგაზრდა მეგობარი მიირბინა ,ქორმა საფრთხეს აარიდა თავი და არინდა, იხვი კი ლამის სახეში მიაფრინდა მშველელ-გადამრჩენელს,რაღაცა თავის ენაზე მიაძახა ორჯერ ,სავარაუდოთ მადლობაო და გაეშურა უფრო საიმედო ადგილლებისკენ. წამოვწექით ისევ ხმელი ბალახისგან გამზადებულ ლეიბებზე და დავიწყეთ ქორის და იხვის მეგობრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა. ერთი საათიც არ იქნებოდა გასული ეს ახლალგაზრდა მონადირე წამოდგა მუხლს გავმართავო.წამოდგა , რაღაცაზე მზერა მიიტანა,ყბა ჩამოუვარდა ,თვალები დაქაჩა შეშინებულივით ,ხელი წინ გაიშვირა და ჩვენ გადმოგვხედა.თვალებით გვითხრა ადექით შეხედეთო. ეგრევე წამოვიჭერი ფეხზე და რას ვხედავ ! სულ რაღაც თხუთმეტ მეტრში დგას მდედრი შველი ! დიდი ლურჯი თვალებით,შავი წამწამებით,მოღერებული გრძელი კისრით და გაპეყილი მუცლით.მაკეობს ახლა მაგ დალოცვილი,რო დიდი მუცელი არა სუხიშვილების მოცეკვავე გოგონებს გავდა,აი იმათ სამაიას რომ ასრულებენ. .ჩემს მერე მეორე ახალგაზრდა წამოდგა ,შეხედა და უიმე შველიო იმხელა იკივლა ჩვენმა თვალხილულმა სილამაზემ მთიულურის რამოდენიმე ილეთი შეასრულა და წამში თვალს მიეფარა. ამასობაში მოსაღამოვდა ,ქარმა იკლო იკლო და სრულიად დაგვტოვა,იფიქრა ალბათ ცოტა ისიამოვნონ უჩემოდაც ამ ხალხმა ,მთელი დღეა საშველი არ მივეციო. დაიწყო დამშვიდება ბუნებამ ,ხმელი ისლის ღეროების შრიალი ჩიტების ჭიკჭიკმა ჩაანაცვლა,ეგერ აგერ იხვი წამოიყვირებდა,ჭაობიდან ახლადგაღვიძებული ბაყაყების სუსტი ყიყინიც ისმოდა. აღელვებული ტბორი დამშვიდდა ,ზედაპირი ძველ ვერცხლის სარკეს დაემმსგავსა რომელზეც მოწითალო ცის კიდის ანარეკლი ჩანდა. მოვიმარჯვეთ სპინინგები და დავსცხეთ ამ სარკეს სატყუარების კორიანტელი. დაიწყო თევზაობა როგორც იქნა მარა ეს გავარვარებული დიდი ბურთი ჰორიზონტს ძალიან სწრაფად უახლოვდებოდა. დავიჭირეთ საკმარისად,ბევრიც უკანვე დავაბრუნეთ ,კარგადაც გავერთეთ მაგრამ ამ განცხრომაში ისე დაგვაღამდა თვალთან თითს ვერ მიიტანდი. ავიბარგეთ დავიწყეთ ნავის დატვირთვა ,გადავიდა პირველი მონადირე ნავზე და აქ დასრულდა ჩვენი კმაყოფილი გამომეტყველება. ნავს ფსკერი გასძვრა! ისეთ ადგილზე ვიყავითსადაც ტელეფონი არ იჭერს და არც არავინ გამოივლის დახმარება რომ თხოვო. მოკლედ პანიკის დრო ნამდვილად არ გვქონდა ,შევკარით აზრების კონა უცბად და შევუდექით საქმეს,ამოვაგდეთ ნავი დავბერეთ რაც შეიძლებოდა და 2 კაცი ზემოდან გადაჩაჩხული შეუყვა ამ უკუნეთ ღამის წყვდიადს ნელი მოსმებით.მე ნავზე მიბმული სათევზაო წნულის ბოლო მეჭირა და მუხლები მიკანკალებდა მანამ სანამ ნაპირს მიაღწევდნენ. ვინც ჭაობს იცნობს კარგად იცის რას უდრის ჭაობში ჩავარდნილი კაცის ბედი. აქედან ვუნათებდი ,ვატყობდი როგორ ხტოტა ფანრის შუქი.100 მეტრამდე იყო გადასაცური მაგრამ კილომეტრებად მეჩვენებოდა.ქურთუკიც კი გავიხადე ,შევემზადე მაინც,ყოფილი წყალბურთელი ვარ და თავს უფლებას ვერ მივცემდი ბიჭებს არ მივხმარებოდი საჭიროების შემთხვევაში. მართალია შანსი ათასი ერთთანაა მასეთ დროს მაგრამ იმ ერთის გაშვებას არცერთი მეგობარი არ დაუშვებს. როგორც იქნა მიადგნენ ნაპირს, ამოვისუნთქე ღრმად და სიცილ ტირილით დავიწყე წნულით ნავის გამოცურება ჩემსკენ.მოვათრიე და გადავედი ნავზე,ვაისვაგლახით შემოვჯექი ცხვირის ნაწილზე და დავიწყე ნიჩბების მოსმა. ყოველ მოსმაზე წყალი ჩემსკენ ტალღებად შემოვარდებოდა ხოლმე ჩვენმა ნავმა ისე აპრიხა კუდი ერთი ცუდი მოძრაობა და ზურგით გავადენდი ზღართანს ჭაობში.იქედან ბიჭები მამხნევებდნენ და გზას მინათებდნენ ,მეც შევატყვე მათ ხმებში ბზარებს.კაი გვარიანად მიგულშემატკივრეს ბებერ კაცს.გავცურე მშვიდობიანად.ორივე ჩამაფრინდა მკლავებში ამათრიეს ნაპირზე,გახალისდნენ .სიცილ კისკისით გავედით მანქანამდე. მივირეცხ მოვირეცხეთ ჭაობის ტალახები და გამოვეშურეთ სახლისაკენ.არცერთი ხმას არ ვირებდით. დაღლილ გასავათებულები ალბათ ყველა იმაზე ფიქრობდა რაზეც მე. ვფიქრობდი იმაზე რაც შეიძლებოდა მომხდარიყო,რას გადავურჩით. მერე ჭაბუკამ ამოირო ხმა და მხიარულ ნოტაზე დაიწყო, ბიჭო სახში არ მოყვეთ ეს ამბავი თორე ამ ჩვენ აღჭურვილობას დაგვიწვავენო და ვეღარც სათევზაოდ წასვლას ვახსენებთ სახლებშიო.ავყევით ერთმანეთს სხვადასხვა სასაცილო ვერსიების მოფიქრებაში და მოვდივართ ასე მხიარულად ამ ტალახიან ჭაობიან გზაზე ,იმდენი ვიცინეთ სანამ ჩვენი მანქანა ჭაობიან არხში არ გადავარდა ))))).ვიწრო და ტალახიანი ადგილი იყო გასავლელი ,მოგვასრიალა და ტყაპ ცხვირით ჭაობში.იმარჯვა მძღოლმა და როგორც იქნა უკანა 2 ბორბალი გზაზე დარჩა! ბევრი არ გვინერვიულია იმის ფონზე რაც წინა 1-2 საათის წინ გადაგვხდა,ეგრევე საქმეს შევუდექით,იქვე ხის კუნძი მოვთხარეთ,ხან მარჯვნიდან ვეჭიდავეთ ხანაც მარცხნიდან ვერ დავძარით მანქანა ,თურმე ხე ყოფილა მონაჭრელი და იმაზე იყო დადებული ძარის ფსკერი. აბა ,,დომკრატი,,ჩქარაო ნიკოლოზა ჩეერთო საქმეში,დაუდეთ წამოვწიეთ რაც შეიძლებოდა და უკანა სვლით გადმოვაგდეთ ცოტაზე უკან ,ერთიც გავიმეორეთ და მასცდა იმ კუნძს რაც აკავებდა ,მერე ..პაჯეროს.. ხიდებმა გააკეთეს თავისი და კი ამოვაგდეთ გზაზე. აბა ახალგაზრდებო როგორ განწყობაზე ხართთქო ვიკითხე.ახლა მშვიდობით მიგვიყვანა სახლში და ეს დღე კაი ხან გვემახსოვრებაო. როგორც იქნა დავადექით ასფალტიან გზას ამ ამოთხუპნული მანქანით,აბსოლიტური სიჩუმე ისევ მანქანაში,ჩაფიქრებული თვალები და სპინინგები მომავალ თევზაობას გეგმავდნენ და გულში იცინოდნენ. ამასობაში ქუთაისშიც მივედით ,უფალს მადლობა გადავუხადეთ ერთმანეთს გადავეხვიეთ და ოჯახებს მივაშურეთ. ღამის პირველი იქნებოდა მეუღლემ გამიღო კარები,რატო არ გზინავსმეთქი? რავიციო რაც გიცნობ სულ ტყე-ღრეში ხარ და არასდროს მინერვიულიაო დღეს კი ვერაფრით თვალი ვერ მოვხუჭეო,ხომ არაფერი შეგემთხვათო მკითხა ? ხალიასიანად მოვუყევი შვლის და იხვის ისტორია ,ამისთვის დავდივარ იქ და სანერვიულო არაფერიათქო. რატომ ინერვიულა მე არ ვიცი ,სამაგიეროდ არც მან იცის რა გადაგვხდა.დღეს მთელი დღეა წვიმს,2 დღეს კიდე იწვიმებსო, ასე რომ შემდეგ გასვლას პირველივე ამინდის გამოსვლისას ვაპირებ ! Edited March 18, 2017 by ავთო ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted March 18, 2017 Report Share Posted March 18, 2017 საღამომდე აწი რა მოიცდის ავთო ისეთი საინტერესო გასვლა გქონიათ, რომ, მოუთმენლად ველოდებით გაგრძელებას ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted March 18, 2017 Report Share Posted March 18, 2017 კარგი ხანია დიდი არ დამიჭერია და დღეს მოვარტყი. 8 კგ. მართლა ჩემპიონი ხარ ზაზა! სულ საამაყო ეგზემპლიარები ამოგეყვანოს ძმაო ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted March 18, 2017 Report Share Posted March 18, 2017 ავთო ველოდები გაგრძელებას ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.