Jump to content
Club-Monadire.Ge

ქარიყლაპია სპინინგით


Recommended Posts

სრული და ნატურალური წარმოსახვით დავინახე ყოველივე...

მხოლოდ ნავის ამბავი არ მსურს დავინახო...

 

მშვიდობით რომ დაბრუნდით სახლში, ამ სასიხარულო ამბავს გილოცავთ(ჩემს ზარს ნახავდი ალბათ მობილურზე), თუმცა სულმოუთქმელად ველოდები გაგრძელებას.

 

რაცხა მაგ ადგილმა ამ ბოლო დროს გამოცდების მოწყობა დაგვიწყო:

 

მე ტანჯულაზე ჯერ გიტარა მომიწყდა, მერე ტრავერსი...

ახლა თქვენ ნავზე ძირი გაგძვრათ.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გავხსენი სეზონი გუშინ. სატყუარების კორიანტელი ვცადეთ მარა სილიკონმა ივაჟკაცა 3-4 ცალი დაიჭირა. მერე დავაგე ,კუსავთო,, და წავიდაააა !   3 მმა დავიჭირეთ(სამივემ კუსავთოზე) ალბათ 100 ცალზე მეტი. წამოვიღე

კიდე ერთი გასვლა ქარიყლაპიაზე. სატყუარა ,,კუსავთო,,. საერთო ჯამში ალბათ 70 ცალამდე 3 მა კაცმა. წამოვიღეთ 20 ცალი. სხვა სატყუარებს მაშინ ვაგებ ჭერა რო მომწყინდება.იყო 4 ცალი მონსტრის დაჯენის მომენტი.3

ახალი ადგილები და ახალი ადრნალინი. 3-4-5-6 კგიანები.  

Posted Images

სრული ვერსია! :e025:

 

 

 

 

აბა მოემზადეთ გუშინდელი უნდა მოგიყვეთ ! :e025: ახლა მეცინება კაი გამოძინებული ვარ ,გუშინ საღამოს კი ნამდვილად არ ვიყავი მსგავს ხასიათზე.

მოკლედ გუშინ უთენია წავედით ქარიყლაპიაზე სათევზაოთ 3 კაცი. მშვენიერი ამინდი იყო ,გადავცურეთ 3 ჭაობი რეზინის ნავით და დავიწყეთ თევზაობა.ნაკლებათ აქტიურია ჯერ ქარიყლაპია გამოსვლები ბევრი იყო მარა არ ჭამს ,სატყუარას მოკლე მანძილზე მოსდევს და აფრთხობს ,ქვირითს დარაჯობს . 2-3 ცალი მაინც დაჯდა ,სულ მამრები. 1 საათი ვითევზავეთ ,მერე ქარი ამოვარდა და გამოსვლებიც შეწყდა. რარა უნდა გვექნა ვიქნიეთ ეს სპინინგები წაქცევამდე და წავიქეცით კიდეც დასასვენებლად. ცოტა წევიხემსეთ და დავიწყეთ ტყუილ-მართალის მოყოლა ძველი ნადირობა თევზაობებიდან.საუბრებს გვაწყვეტინებდა ყველა მხრიდან შემოსული იხვის გუნდები,მათზე მასდევარი ქორების მძაფრი სცენები. საულ რაღაც 20 -30 მეტრში ვუყურეთ როგორ დაედევნა მამრ ხარაზულას ,იხვი ქვემოთ დაეშვა წყლისკენ,ქორმა ეგრევე ქვემოდან მოექცა და ამობრუნდა ფეხებით ზემოთ . წვდა მკერდში იხვს და იქვე ნაპირთან დაანარცხა. წამოხტა ჩემი ახალგაზრდა მეგობარი მიირბინა ,ქორმა საფრთხეს აარიდა თავი და არინდა, იხვი კი ლამის სახეში მიაფრინდა მშველელ-გადამრჩენელს,რაღაცა თავის ენაზე მიაძახა ორჯერ ,სავარაუდოთ მადლობაო და გაეშურა უფრო საიმედო ადგილლებისკენ.

წამოვწექით ისევ ხმელი ბალახისგან გამზადებულ ლეიბებზე და დავიწყეთ ქორის და იხვის მეგობრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა. :e025:

ერთი საათიც არ იქნებოდა გასული ეს ახლალგაზრდა მონადირე წამოდგა მუხლს გავმართავო.წამოდგა , რაღაცაზე მზერა მიიტანა,ყბა ჩამოუვარდა ,თვალები დაქაჩა შეშინებულივით ,ხელი წინ გაიშვირა და ჩვენ გადმოგვხედა.თვალებით გვითხრა ადექით შეხედეთო. ეგრევე წამოვიჭერი ფეხზე და რას ვხედავ ! სულ რაღაც თხუთმეტ მეტრში დგას მდედრი შველი ! დიდი ლურჯი თვალებით,შავი წამწამებით,მოღერებული გრძელი კისრით და გაპეყილი მუცლით.მაკეობს ახლა მაგ დალოცვილი,რო დიდი მუცელი არა სუხიშვილების მოცეკვავე გოგონებს გავდა,აი იმათ სამაიას რომ ასრულებენ. .ჩემს მერე მეორე ახალგაზრდა წამოდგა ,შეხედა და უიმე შველიო იმხელა იკივლა ჩვენმა თვალხილულმა სილამაზემ მთიულურის რამოდენიმე ილეთი შეასრულა და წამში თვალს მიეფარა.

ამასობაში მოსაღამოვდა ,ქარმა იკლო იკლო და სრულიად დაგვტოვა,იფიქრა ალბათ ცოტა ისიამოვნონ უჩემოდაც ამ ხალხმა ,მთელი დღეა საშველი არ მივეციო. დაიწყო დამშვიდება ბუნებამ ,ხმელი ისლის ღეროების შრიალი ჩიტების ჭიკჭიკმა ჩაანაცვლა,ეგერ აგერ იხვი წამოიყვირებდა,ჭაობიდან ახლადგაღვიძებული ბაყაყების სუსტი ყიყინიც ისმოდა. აღელვებული ტბორი დამშვიდდა ,ზედაპირი ძველ ვერცხლის სარკეს დაემმსგავსა რომელზეც მოწითალო ცის კიდის ანარეკლი ჩანდა. მოვიმარჯვეთ სპინინგები და დავსცხეთ ამ სარკეს სატყუარების კორიანტელი. დაიწყო თევზაობა როგორც იქნა მარა ეს გავარვარებული დიდი ბურთი ჰორიზონტს ძალიან სწრაფად უახლოვდებოდა.

დავიჭირეთ საკმარისად,ბევრიც უკანვე დავაბრუნეთ ,კარგადაც გავერთეთ მაგრამ ამ განცხრომაში ისე დაგვაღამდა თვალთან თითს ვერ მიიტანდი. ავიბარგეთ დავიწყეთ ნავის დატვირთვა ,გადავიდა პირველი მონადირე ნავზე და აქ დასრულდა ჩვენი კმაყოფილი გამომეტყველება. ნავს ფსკერი გასძვრა!

ისეთ ადგილზე ვიყავითსადაც ტელეფონი არ იჭერს და არც არავინ გამოივლის დახმარება რომ თხოვო. მოკლედ პანიკის დრო ნამდვილად არ გვქონდა ,შევკარით აზრების კონა უცბად და შევუდექით საქმეს,ამოვაგდეთ ნავი დავბერეთ რაც შეიძლებოდა და 2 კაცი ზემოდან გადაჩაჩხული შეუყვა ამ უკუნეთ ღამის წყვდიადს ნელი მოსმებით.მე ნავზე მიბმული სათევზაო წნულის ბოლო მეჭირა და მუხლები მიკანკალებდა მანამ სანამ ნაპირს მიაღწევდნენ. ვინც ჭაობს იცნობს კარგად იცის რას უდრის ჭაობში ჩავარდნილი კაცის ბედი. აქედან ვუნათებდი ,ვატყობდი როგორ ხტოტა ფანრის შუქი.100 მეტრამდე იყო გადასაცური მაგრამ კილომეტრებად მეჩვენებოდა.ქურთუკიც კი გავიხადე ,შევემზადე მაინც,ყოფილი წყალბურთელი ვარ და თავს უფლებას ვერ მივცემდი ბიჭებს არ მივხმარებოდი საჭიროების შემთხვევაში. მართალია შანსი ათასი ერთთანაა მასეთ დროს მაგრამ იმ ერთის გაშვებას არცერთი მეგობარი არ დაუშვებს. როგორც იქნა მიადგნენ ნაპირს, ამოვისუნთქე ღრმად და სიცილ ტირილით დავიწყე წნულით ნავის გამოცურება ჩემსკენ.მოვათრიე და გადავედი ნავზე,ვაისვაგლახით შემოვჯექი ცხვირის ნაწილზე და დავიწყე ნიჩბების მოსმა. ყოველ მოსმაზე წყალი ჩემსკენ ტალღებად შემოვარდებოდა ხოლმე ჩვენმა ნავმა ისე აპრიხა კუდი ერთი ცუდი მოძრაობა და ზურგით გავადენდი ზღართანს ჭაობში.იქედან ბიჭები მამხნევებდნენ და გზას მინათებდნენ ,მეც შევატყვე მათ ხმებში ბზარებს.კაი გვარიანად მიგულშემატკივრეს ბებერ კაცს.გავცურე მშვიდობიანად.ორივე ჩამაფრინდა მკლავებში ამათრიეს ნაპირზე,გახალისდნენ .სიცილ კისკისით გავედით მანქანამდე. მივირეცხ მოვირეცხეთ ჭაობის ტალახები და გამოვეშურეთ სახლისაკენ.არცერთი ხმას არ ვირებდით. დაღლილ გასავათებულები ალბათ ყველა იმაზე ფიქრობდა რაზეც მე. ვფიქრობდი იმაზე რაც შეიძლებოდა მომხდარიყო,რას გადავურჩით. მერე ჭაბუკამ ამოირო ხმა და მხიარულ ნოტაზე დაიწყო, ბიჭო სახში არ მოყვეთ ეს ამბავი თორე ამ ჩვენ აღჭურვილობას დაგვიწვავენო და ვეღარც სათევზაოდ წასვლას ვახსენებთ სახლებშიო.ავყევით ერთმანეთს სხვადასხვა სასაცილო ვერსიების მოფიქრებაში და მოვდივართ ასე მხიარულად ამ ტალახიან ჭაობიან გზაზე ,იმდენი ვიცინეთ სანამ ჩვენი მანქანა ჭაობიან არხში არ გადავარდა ))))).ვიწრო და ტალახიანი ადგილი იყო გასავლელი ,მოგვასრიალა და ტყაპ ცხვირით ჭაობში.იმარჯვა მძღოლმა და როგორც იქნა უკანა 2 ბორბალი გზაზე დარჩა! ბევრი არ გვინერვიულია იმის ფონზე რაც წინა 1-2 საათის წინ გადაგვხდა,ეგრევე საქმეს შევუდექით,იქვე ხის კუნძი მოვთხარეთ,ხან მარჯვნიდან ვეჭიდავეთ ხანაც მარცხნიდან ვერ დავძარით მანქანა ,თურმე ხე ყოფილა მონაჭრელი და იმაზე იყო დადებული ძარის ფსკერი. აბა ,,დომკრატი,,ჩქარაო ნიკოლოზა ჩეერთო საქმეში,დაუდეთ წამოვწიეთ რაც შეიძლებოდა და უკანა სვლით გადმოვაგდეთ ცოტაზე უკან ,ერთიც გავიმეორეთ და მასცდა იმ კუნძს რაც აკავებდა ,მერე ..პაჯეროს.. ხიდებმა გააკეთეს თავისი და კი ამოვაგდეთ გზაზე.

აბა ახალგაზრდებო როგორ განწყობაზე ხართთქო ვიკითხე.ახლა მშვიდობით მიგვიყვანა სახლში და ეს დღე კაი ხან გვემახსოვრებაო. როგორც იქნა დავადექით ასფალტიან გზას ამ ამოთხუპნული მანქანით,აბსოლიტური სიჩუმე ისევ მანქანაში,ჩაფიქრებული თვალები და სპინინგები მომავალ თევზაობას გეგმავდნენ და გულში იცინოდნენ. ამასობაში ქუთაისშიც მივედით ,უფალს მადლობა გადავუხადეთ ერთმანეთს გადავეხვიეთ და ოჯახებს მივაშურეთ. ღამის პირველი იქნებოდა მეუღლემ გამიღო კარები,რატო არ გზინავსმეთქი? რავიციო რაც გიცნობ სულ ტყე-ღრეში ხარ და არასდროს მინერვიულიაო დღეს კი ვერაფრით თვალი ვერ მოვხუჭეო,ხომ არაფერი შეგემთხვათო მკითხა ? ხალიასიანად მოვუყევი შვლის და იხვის ისტორია ,ამისთვის დავდივარ იქ და სანერვიულო არაფერიათქო. რატომ ინერვიულა მე არ ვიცი ,სამაგიეროდ არც მან იცის რა გადაგვხდა.დღეს მთელი დღეა წვიმს,2 დღეს კიდე იწვიმებსო, ასე რომ შემდეგ გასვლას პირველივე ამინდის გამოსვლისას ვაპირებ !

Link to post
Share on other sites

მშვიდობით მისულიყოს ყველა მონადირე-მეთევზე სახლში_ დაღლილი და კმაყოფილი!

 

 

მტრისას ქვისლო მაქ ჩავარდნა... მანდ ისეთი ადგილებია, სადაც ჭაობი არაა, იქ წყალმცენარეებია ვოი დედა იქედან ამოსვლა არ გინდა?!

 

დანამდვილებით ვიცი, ჩემნაირი მოცურავე ათიდან ათჯერ ჩარჩება!!!

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

თავიდან რომ დავიწყე კითხვა მეგონა მხოლოდ ბუნების სილამაზეზე და ხიბლე იქნებოდა საუბარი...მთავარია ასეთი თავგადასავლები ასე სრულდებოდეს...მშვიდობით გევლოს ავთო შენც და ყველა მეთევზე-მონადირეს..

Link to post
Share on other sites

თვალი არ დამიხამხამებია, ისე წავიკითხე თავიდან ბოლომდე.

 

შენა ძმაო ჩემზე უარესი შარიანი ყოფილხარ.

 

მაგრა ხართ გადარჩენილები ძმაო.

Link to post
Share on other sites

ერიჰაააააა ! ეგ ძმაო ხუმრობა გადარჩენა არაა ნაღდად.....კი მარა ძრო რაფერ გაძვრა ვერ ვიგებ ? რომელი და რანაირი ნავია ? :blink: :blink: :blink: ......ღმერთმა მშვიდობით გატაროს ავთო ძმა შენც და ყველა მონადირე-მეთევზე

Link to post
Share on other sites

ავთო

 

გილოცავთ გადარჩენას. სახუმარო საქმე ნაღდად არაა რაც თავს გადაგხდათ :( .

 

ნავს რომ აწყობდი ეგ საქმე როგორაა? გასაბერ ნავს ჩემი მტერი ენდო ჩვენს ტბებში. გადაჭრილი ხეებით და ათასი უბედურებით სავსე.

Link to post
Share on other sites

სრული ვერსია! :e025:

 

 

 

 

აბა მოემზადეთ გუშინდელი უნდა მოგიყვეთ ! :e025: ახლა მეცინება კაი გამოძინებული ვარ ,გუშინ საღამოს კი ნამდვილად არ ვიყავი მსგავს ხასიათზე.

მოკლედ გუშინ უთენია წავედით ქარიყლაპიაზე სათევზაოთ 3 კაცი. მშვენიერი ამინდი იყო ,გადავცურეთ 3 ჭაობი რეზინის ნავით და დავიწყეთ თევზაობა.ნაკლებათ აქტიურია ჯერ ქარიყლაპია გამოსვლები ბევრი იყო მარა არ ჭამს ,სატყუარას მოკლე მანძილზე მოსდევს და აფრთხობს ,ქვირითს დარაჯობს . 2-3 ცალი მაინც დაჯდა ,სულ მამრები. 1 საათი ვითევზავეთ ,მერე ქარი ამოვარდა და გამოსვლებიც შეწყდა. რარა უნდა გვექნა ვიქნიეთ ეს სპინინგები წაქცევამდე და წავიქეცით კიდეც დასასვენებლად. ცოტა წევიხემსეთ და დავიწყეთ ტყუილ-მართალის მოყოლა ძველი ნადირობა თევზაობებიდან.საუბრებს გვაწყვეტინებდა ყველა მხრიდან შემოსული იხვის გუნდები,მათზე მასდევარი ქორების მძაფრი სცენები. საულ რაღაც 20 -30 მეტრში ვუყურეთ როგორ დაედევნა მამრ ხარაზულას ,იხვი ქვემოთ დაეშვა წყლისკენ,ქორმა ეგრევე ქვემოდან მოექცა და ამობრუნდა ფეხებით ზემოთ . წვდა მკერდში იხვს და იქვე ნაპირთან დაანარცხა. წამოხტა ჩემი ახალგაზრდა მეგობარი მიირბინა ,ქორმა საფრთხეს აარიდა თავი და არინდა, იხვი კი ლამის სახეში მიაფრინდა მშველელ-გადამრჩენელს,რაღაცა თავის ენაზე მიაძახა ორჯერ ,სავარაუდოთ მადლობაო და გაეშურა უფრო საიმედო ადგილლებისკენ.

წამოვწექით ისევ ხმელი ბალახისგან გამზადებულ ლეიბებზე და დავიწყეთ ქორის და იხვის მეგობრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა. :e025:

ერთი საათიც არ იქნებოდა გასული ეს ახლალგაზრდა მონადირე წამოდგა მუხლს გავმართავო.წამოდგა , რაღაცაზე მზერა მიიტანა,ყბა ჩამოუვარდა ,თვალები დაქაჩა შეშინებულივით ,ხელი წინ გაიშვირა და ჩვენ გადმოგვხედა.თვალებით გვითხრა ადექით შეხედეთო. ეგრევე წამოვიჭერი ფეხზე და რას ვხედავ ! სულ რაღაც თხუთმეტ მეტრში დგას მდედრი შველი ! დიდი ლურჯი თვალებით,შავი წამწამებით,მოღერებული გრძელი კისრით და გაპეყილი მუცლით.მაკეობს ახლა მაგ დალოცვილი,რო დიდი მუცელი არა სუხიშვილების მოცეკვავე გოგონებს გავდა,აი იმათ სამაიას რომ ასრულებენ. .ჩემს მერე მეორე ახალგაზრდა წამოდგა ,შეხედა და უიმე შველიო იმხელა იკივლა ჩვენმა თვალხილულმა სილამაზემ მთიულურის რამოდენიმე ილეთი შეასრულა და წამში თვალს მიეფარა.

ამასობაში მოსაღამოვდა ,ქარმა იკლო იკლო და სრულიად დაგვტოვა,იფიქრა ალბათ ცოტა ისიამოვნონ უჩემოდაც ამ ხალხმა ,მთელი დღეა საშველი არ მივეციო. დაიწყო დამშვიდება ბუნებამ ,ხმელი ისლის ღეროების შრიალი ჩიტების ჭიკჭიკმა ჩაანაცვლა,ეგერ აგერ იხვი წამოიყვირებდა,ჭაობიდან ახლადგაღვიძებული ბაყაყების სუსტი ყიყინიც ისმოდა. აღელვებული ტბორი დამშვიდდა ,ზედაპირი ძველ ვერცხლის სარკეს დაემმსგავსა რომელზეც მოწითალო ცის კიდის ანარეკლი ჩანდა. მოვიმარჯვეთ სპინინგები და დავსცხეთ ამ სარკეს სატყუარების კორიანტელი. დაიწყო თევზაობა როგორც იქნა მარა ეს გავარვარებული დიდი ბურთი ჰორიზონტს ძალიან სწრაფად უახლოვდებოდა.

დავიჭირეთ საკმარისად,ბევრიც უკანვე დავაბრუნეთ ,კარგადაც გავერთეთ მაგრამ ამ განცხრომაში ისე დაგვაღამდა თვალთან თითს ვერ მიიტანდი. ავიბარგეთ დავიწყეთ ნავის დატვირთვა ,გადავიდა პირველი მონადირე ნავზე და აქ დასრულდა ჩვენი კმაყოფილი გამომეტყველება. ნავს ფსკერი გასძვრა!

ისეთ ადგილზე ვიყავითსადაც ტელეფონი არ იჭერს და არც არავინ გამოივლის დახმარება რომ თხოვო. მოკლედ პანიკის დრო ნამდვილად არ გვქონდა ,შევკარით აზრების კონა უცბად და შევუდექით საქმეს,ამოვაგდეთ ნავი დავბერეთ რაც შეიძლებოდა და 2 კაცი ზემოდან გადაჩაჩხული შეუყვა ამ უკუნეთ ღამის წყვდიადს ნელი მოსმებით.მე ნავზე მიბმული სათევზაო წნულის ბოლო მეჭირა და მუხლები მიკანკალებდა მანამ სანამ ნაპირს მიაღწევდნენ. ვინც ჭაობს იცნობს კარგად იცის რას უდრის ჭაობში ჩავარდნილი კაცის ბედი. აქედან ვუნათებდი ,ვატყობდი როგორ ხტოტა ფანრის შუქი.100 მეტრამდე იყო გადასაცური მაგრამ კილომეტრებად მეჩვენებოდა.ქურთუკიც კი გავიხადე ,შევემზადე მაინც,ყოფილი წყალბურთელი ვარ და თავს უფლებას ვერ მივცემდი ბიჭებს არ მივხმარებოდი საჭიროების შემთხვევაში. მართალია შანსი ათასი ერთთანაა მასეთ დროს მაგრამ იმ ერთის გაშვებას არცერთი მეგობარი არ დაუშვებს. როგორც იქნა მიადგნენ ნაპირს, ამოვისუნთქე ღრმად და სიცილ ტირილით დავიწყე წნულით ნავის გამოცურება ჩემსკენ.მოვათრიე და გადავედი ნავზე,ვაისვაგლახით შემოვჯექი ცხვირის ნაწილზე და დავიწყე ნიჩბების მოსმა. ყოველ მოსმაზე წყალი ჩემსკენ ტალღებად შემოვარდებოდა ხოლმე ჩვენმა ნავმა ისე აპრიხა კუდი ერთი ცუდი მოძრაობა და ზურგით გავადენდი ზღართანს ჭაობში.იქედან ბიჭები მამხნევებდნენ და გზას მინათებდნენ ,მეც შევატყვე მათ ხმებში ბზარებს.კაი გვარიანად მიგულშემატკივრეს ბებერ კაცს.გავცურე მშვიდობიანად.ორივე ჩამაფრინდა მკლავებში ამათრიეს ნაპირზე,გახალისდნენ .სიცილ კისკისით გავედით მანქანამდე. მივირეცხ მოვირეცხეთ ჭაობის ტალახები და გამოვეშურეთ სახლისაკენ.არცერთი ხმას არ ვირებდით. დაღლილ გასავათებულები ალბათ ყველა იმაზე ფიქრობდა რაზეც მე. ვფიქრობდი იმაზე რაც შეიძლებოდა მომხდარიყო,რას გადავურჩით. მერე ჭაბუკამ ამოირო ხმა და მხიარულ ნოტაზე დაიწყო, ბიჭო სახში არ მოყვეთ ეს ამბავი თორე ამ ჩვენ აღჭურვილობას დაგვიწვავენო და ვეღარც სათევზაოდ წასვლას ვახსენებთ სახლებშიო.ავყევით ერთმანეთს სხვადასხვა სასაცილო ვერსიების მოფიქრებაში და მოვდივართ ასე მხიარულად ამ ტალახიან ჭაობიან გზაზე ,იმდენი ვიცინეთ სანამ ჩვენი მანქანა ჭაობიან არხში არ გადავარდა ))))).ვიწრო და ტალახიანი ადგილი იყო გასავლელი ,მოგვასრიალა და ტყაპ ცხვირით ჭაობში.იმარჯვა მძღოლმა და როგორც იქნა უკანა 2 ბორბალი გზაზე დარჩა! ბევრი არ გვინერვიულია იმის ფონზე რაც წინა 1-2 საათის წინ გადაგვხდა,ეგრევე საქმეს შევუდექით,იქვე ხის კუნძი მოვთხარეთ,ხან მარჯვნიდან ვეჭიდავეთ ხანაც მარცხნიდან ვერ დავძარით მანქანა ,თურმე ხე ყოფილა მონაჭრელი და იმაზე იყო დადებული ძარის ფსკერი. აბა ,,დომკრატი,,ჩქარაო ნიკოლოზა ჩეერთო საქმეში,დაუდეთ წამოვწიეთ რაც შეიძლებოდა და უკანა სვლით გადმოვაგდეთ ცოტაზე უკან ,ერთიც გავიმეორეთ და მასცდა იმ კუნძს რაც აკავებდა ,მერე ..პაჯეროს.. ხიდებმა გააკეთეს თავისი და კი ამოვაგდეთ გზაზე.

აბა ახალგაზრდებო როგორ განწყობაზე ხართთქო ვიკითხე.ახლა მშვიდობით მიგვიყვანა სახლში და ეს დღე კაი ხან გვემახსოვრებაო. როგორც იქნა დავადექით ასფალტიან გზას ამ ამოთხუპნული მანქანით,აბსოლიტური სიჩუმე ისევ მანქანაში,ჩაფიქრებული თვალები და სპინინგები მომავალ თევზაობას გეგმავდნენ და გულში იცინოდნენ. ამასობაში ქუთაისშიც მივედით ,უფალს მადლობა გადავუხადეთ ერთმანეთს გადავეხვიეთ და ოჯახებს მივაშურეთ. ღამის პირველი იქნებოდა მეუღლემ გამიღო კარები,რატო არ გზინავსმეთქი? რავიციო რაც გიცნობ სულ ტყე-ღრეში ხარ და არასდროს მინერვიულიაო დღეს კი ვერაფრით თვალი ვერ მოვხუჭეო,ხომ არაფერი შეგემთხვათო მკითხა ? ხალიასიანად მოვუყევი შვლის და იხვის ისტორია ,ამისთვის დავდივარ იქ და სანერვიულო არაფერიათქო. რატომ ინერვიულა მე არ ვიცი ,სამაგიეროდ არც მან იცის რა გადაგვხდა.დღეს მთელი დღეა წვიმს,2 დღეს კიდე იწვიმებსო, ასე რომ შემდეგ გასვლას პირველივე ამინდის გამოსვლისას ვაპირებ !

 

 

მთავარია რომ ყველაფერი მშვიდობით დასრულდა! ისე გასათვალისწინებელია. ავთო იქნებ აქაც http://club-monadire.ge/index.php?showtopic=1636 დადო ეგ პოსტი, უსაფრთხოების თემაში.

Link to post
Share on other sites

გადარჩენილხართ კაცო,მადლი უფალს!!!გეიყვანე ახლა აგენი და დახვრიტე,მარა ბევრი ვართ ამ ჭკუის და უარესისაც,არ გვეყოფა ტყვიამფრქვევის 10 ლენტაა!!! :d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

ავთო მალადეც კარგად გიმარჯვიათ არ დაბნეულხართ და კიც გამოხვედით სიტუაციიდან.ღმერთმა დაგიფაროთ ასეთი სიტუაციიდან თქვენ და საერთოდ ყველა მეთევზე-მონადირე ხალხს .

არ ჩამითვალო ჭკუის სწავლებათ და რამე ,უბრალოდ კაი მინდა ..სამაშველო ჟილეტი უნდა ჰქონდეს რა ყველას ვინც ნავით გადაადგილდება მდინარე,ტბა თუ ჭაობი იქნება.მესმის ყოფილი სპორტმენი კაცი ხარ ძალ ღონე არ გაკლია მაგრამ მაინც ,უსაფრთხოების წესები უნდა დავიცვათ მაქსიმალურად რომ ავირიდოთ ეგეთი სიტუაცია ;)

Edited by Kot
Link to post
Share on other sites

ღმერთი ყოფილა თქვენს მხარეს ავთო და ყოველთვის მასე ყოფილიყვეს.

 

მე ორჯერ მქონდა "ბედნიერება" ჭაობში ღრმად ჩავარდნის. მერე მოვიცლი და დავწერ დაწვრილებით :hi3:

Link to post
Share on other sites

ერთი პერიოდი, როცა ახალგაზრდა ვიყავი, თუ დაუსველებელი დავბრუნდებოდი ნადირობიდან, იმ დღეს "დაკარგულად" ვთვლიდი :alfons:

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

მართალია მამუკა რას იცინით? მე რო ჟილეტი მზიდავს ნავთობგადამზიდი ტანკერის ტოლა იქნება ზომაში :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

ხთფუი ბლიად.

 

ტყეში დავიკარგე ერთხელ.

 

ვეღარ გამოვდიოდი გზაზე.

 

ტელეფონი არ იჭერს და ტვინიც არეულია.

 

ბოლოს ვარსკვლავებს გამოვყევი.

 

ძაან მყრალი სიტუაციააა.

Link to post
Share on other sites

მაინც საჭიროა თუნდაც ერთი ჟილეტი. ავთო, მანდ იყიდება ჟილეტი?

 

არ ვიცი ვახო არ მიძებნია.

Link to post
Share on other sites

მაინც საჭიროა თუნდაც ერთი ჟილეტი. ავთო, მანდ იყიდება ჟილეტი?

ავთო ყველა ნორმალურ ქვეყანაში და რუსეთშიდაც კი ჟილეტის გარეშე ნავით წყალში შესვლა დანაშაულია.აქ ჯარიმა უჟილეტობაზე რამოდენიმე წლის წინ 500 რუბლი იყო,მაშინ ეს 18 $ იყო,ახლა არ ვიცი რამდენია,მაგრამ ვთვლი რომ ასეც უნდა იყოს.უჟილეტოდ შესვლა დაუშვებელია ! რა იცი რა ხდება....

Link to post
Share on other sites

წამიყვანე ერთხელ მაგ ჭაობებში. სხვა ადგილები გათელეს და ბაყაყიც აღარ დარჩა იქ :(

ნავი გარდამეცვალა ნიკა :( ჯერ მომიწევს მეც ფეხით თევზაობა სანამ რამეს არ ვიშოვი.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...