Jump to content
Club-Monadire.Ge

ქარიყლაპია სპინინგით


Recommended Posts

სიღრმე რა აქვს ამ ტბას ხომ არ იცით.და კიდევ გლდანის დიდი ტბა ფასიანია და რა თევზი შიგ?..

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites
  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გავხსენი სეზონი გუშინ. სატყუარების კორიანტელი ვცადეთ მარა სილიკონმა ივაჟკაცა 3-4 ცალი დაიჭირა. მერე დავაგე ,კუსავთო,, და წავიდაააა !   3 მმა დავიჭირეთ(სამივემ კუსავთოზე) ალბათ 100 ცალზე მეტი. წამოვიღე

კიდე ერთი გასვლა ქარიყლაპიაზე. სატყუარა ,,კუსავთო,,. საერთო ჯამში ალბათ 70 ცალამდე 3 მა კაცმა. წამოვიღეთ 20 ცალი. სხვა სატყუარებს მაშინ ვაგებ ჭერა რო მომწყინდება.იყო 4 ცალი მონსტრის დაჯენის მომენტი.3

ახალი ადგილები და ახალი ადრნალინი. 3-4-5-6 კგიანები.  

Posted Images

სიგრძე 250 მეტრი, სიგანე 150. დიდი კერძოა მარა უფასოა საეთევზაოდ, მე რამდენჯერაც ვიყავი არასდროს არაფერი გადამიხდია. მაგ ტბაზე სხვა გეგმები ჰქონდათ მაგრამ ვერ განახორციელეს ბოლომდე. დიდი თევზებიც ყავს, ამური და საზანი.5-10 კილოიანები, მე რაც მინახავს ჩემი თვალით იქ დაჭერილი.

Link to post
Share on other sites

სიგრძე 250 მეტრი, სიგანე 150. დიდი კერძოა მარა უფასოა საეთევზაოდ, მე რამდენჯერაც ვიყავი არასდროს არაფერი გადამიხდია. მაგ ტბაზე სხვა გეგმები ჰქონდათ მაგრამ ვერ განახორციელეს ბოლომდე. დიდი თევზებიც ყავს, ამური და საზანი.5-10 კილოიანები, მე რაც მინახავს ჩემი თვალით იქ დაჭერილი.

250 მ.ეს პატარა თუ დიდი ?

Link to post
Share on other sites

მუხლი 4. თევზჭერის აკრძალვის ვადები, ადგილები

 

1. თევზჭერის ვადები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

2. აკრძალულია თევზჭერა:

 

ა) ელექტროსადგურების, სათევზმეურნეო, სამელიორაციო, მაგისტრალური სისტემის მიმყვან და გასავალ არხებში;

 

ბ) კაშხლებთან და რაბებთან არა უხლოეს 500 მეტრისა და ხიდებთან არა უახლოეს 50 მეტრისა;

 

გ) კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ (თევზსავალ) არხებში;

 

3. აკრძალულია თევზჭერა, გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა:

 

ა) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, კერძოდ: ფსოუ, ხაშუფსა, ბზიფი, მჭიშთა (შავწყალა), ხიფსთა (თეთრწყალა), ააფსთა (ბაკლანოვკა), გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვი, ღალიძგა, ოქუმი, ერისწყალი, ენგური (ენგურის ჰიდროელექტრო სადგურამდე), ხობი, რიონი(რიონის ჰიდროელექტრო სადგურამდე), სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჭოროხი, აჭარისწყალი და მათ შენაკადებსა და განშტოებებში;

 

ბ) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეთა შესართავებში და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 300 მეტრის მანძილზე;

 

გ) მტკვარი ყველა შენაკადით – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;

 

დ) ალაზანი თავისი შენაკადებით და იორი – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;

 

ე) ზღვის ხუთმილიან სანაპირო ზონაში ქალაქ ფოთიდან ქალაქ ოჩამჩირემდე 60-მეტრიანი იზობათის ფარგლებში, ხოლო ფოთი ანაკლიის უბანზე – 120-მეტრიანი იზობათის ფარგლებში;

 

ვ) რიწის ტბაში;

 

ზ) შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტალურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში 1 მაისდან 1 ივლისამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მოლუსკების აკვალანგებით ან სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობებით შეგროვება და მომსასმელი ბადით კეფალ-პილენგასის ჭერა;

 

თ) ფარავანი – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; ველური კობრი – 15 მაისიდან 1 აგვისტომდე;

 

ი) სანტას ტბაზე–15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;

 

კ) ტაბაწყურის ტბაზე – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;

 

ლ) ხრამის (წალკის) წყალსაცავში – სქელშუბლაზე, კობრზე, პელიადზე, ევროპულ რიაპუშკაზე და ლადოგურ სიგზე - 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე, ხოლო მტკვრის წვერაზე, მურწაზე, ხრამულზე, კავკასიურ ქაშაპზე, მტკვრის ნაფოტაზე და ჭანარზე - 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე. 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე კარჩხანას, სქელშუბლას, კობრის, პელიადის, ევროპული რიაპუშკის და ლადოგური სიგის მოპოვება განხორციელდეს მხოლოდ მოსასმელი ბადეებისა და თევზმახეების გამოყენებით, ხოლო აღნიშნულ ბადე იარაღებში თევზის სხვა სახეობის მოხვედრის შემთხვევაში სავალდებულოა მათი ცოცხალ მდგომარეობაში გარემოში დაბრუნება.

 

მ) თბილისის წყალსაცავი – 15 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;

 

ნ) საქართველოს მთავრობის სპეციალურ განკარგულებამდე, ახლად ან ხელახლად შექმნილ წყალსატევებზე;

 

ო) შიდა წყალსატევების გამოსაზამთრებელ ღრმულებში.

 

პ) პალიასტომის ტბაში:

 

პ.ა) კეფალი (ლობანი) – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;

 

პ.ბ) კეფალი-პილენგასი – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;

 

პ.გ) ოქროსფერი კეფალი – 1 მაისიდან 1 ივლისამდე;

 

პ.დ) ქარიყლაპია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

 

პ.ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე და 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

 

პ.ვ) შემაია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

 

პ.ზ) მცირე ვიმბა – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

 

პ.თ) კარჩხანა – 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე;

 

პ.ი) კობრი – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

 

პ.კ) ლოქო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე და 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე;

 

პ.ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

 

პ.მ) მრგვალი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

 

პ.ნ) შავი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;

 

ჟ) შაორის წყალსაცავში - 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

რ) ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა, რომლებზედაც სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის მიერ, მიიღება ცალკე გადაწყვეტილება) – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.

 

 

 

გამოვკვეთო მინდა

პ.დ) ქარიყლაპია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე

 

ეხლა ამათ შიგ არა აქვთ?და თებერვალში ესეიგი,როდესაც ქარიყლაპია ქვირითობს მისი ჭერა შეიძლება?!

 

გადავდე ანკესი გვერძე.

Link to post
Share on other sites

ლიფსიტა

 

ამაში გამარკვიე ერთი რა:

 

3. აკრძალულია თევზჭერა, გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა: ამ მუხლში ჩამოთვლილი აკრძალვები და ვადები ვის ეხება ვინც რეწვას ახდებს თევზისას ხო? ანკესით მოთევზავეს არ ეხება წესიტ, პირობიდან გამომდინარე.

 

რა გაუხდატ რომ სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერაზე ცალკე დაწერონ ყველაფერი, ისე ჩაახუჭუჭებენ აგიბნევენ თავგზას.

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites

თორნიკე რეხვიაშვილიდა ვინ ეწევა რო სარეწარო თევზაობას?ან სადღაა ეგ.სავსეა ქუთაისის ბაზარი 200 გრამიანი ქარიყლაპიებით.აქ საქმე სხვაშია.ქარიყლაპია თებერვალი-მარტი ქვირითობს.აპრილი-სექტემბერი რა შუაშია საერთოდ???და რატო არაა აკრძალული თებერვალში მისი ჭერა?

Link to post
Share on other sites

მესმის შენი ზაზა. მე ის მაინტერესებს რაც გკითხე ეგ ეგრეა? ორაზროვნად და ქარაგმებით არ უნდა იწერებოდეს კანონი, ყველაფერი გასაგები უნდა იყოს ერთი წაკითხვით. პირობა როგორც არის კანონში თევზაობის ის ვადები არ ეხება მოყვარულებს. ქარიყლაპია რა არის საერთოდ თუ იციან ეგეც გასაკვირი იქნება, რომელ გამრავლების პერიოდზეა საუბარი და ა.შ.

Link to post
Share on other sites

DMORAL დავით,სარეწაროს როგორ აწარმოებენ ქარიყლაპიაზე და სად?

 

აწარმოებენ არა ტოროლა! უაზროდ უწერიათ.

 

შენ მთლად გამიინტრიგანდი ამ ბოლო დროს ხო იცი :)

Link to post
Share on other sites

DMORAL დავით,სარეწაროს როგორ აწარმოებენ ქარიყლაპიაზე და სად?

კონკრეტულად არსად მაგრამ აი რომ მოგინდეს რეწვა შიგა წყალსატევებში,ლიცენზიის აღების შემდეგ შეგიძლია დაიჭირო ქარიყლაპია არანაკლებ 32-ი სანტიმეტრისა ბადით სექტემბრიდან მარტის ბოლომდე!მაშინ როდესაც იგი სავსეა საქვირითო პროდუქტით და მოსპო პოპულაცია 2-3 წლით სანამ პატარები გაიზრდებიან ((((

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

ჯაკალის მაგარი ბაყაყი შევიძინე, ხვალ დავდებ სურათებს.

 

ვიცი ეგ სატყუარა, ეგ თავისით დაცურავს და თან ყიყინებს.

მაგარი იქნება აპა რავა, ჩვეულებრივი ცოცხალი ბაყაყია, უღონდ ტურა ჰქვია./ტურა ქართულად, ინგლისურად-JACKAL./ :d030: :d030:

 

პ.ს. ვახტანგის მოკლე პოსტების შეგროვება ნამდვილად ღირს.

მე და აქ დამსწრე საზოგადოებამ იცის რაზეც სწერს, ახლა წარმოიდგინეთ ჩვეულებრივ, სხვა ფორმატის ქართულ ფორუმზე ზემოთ დაწერილი პოსტი დაიდოს, პასუხი დაახლოებით ის იქნება, რაც მე დავწერე. :d030:

Link to post
Share on other sites

ყველაფერი კარგად თუ იქნა :)წელს ბევრ ქარიყლაპიას გავუშვებთ თბილისის ზღვაზი

 

თუ ვინმე მაგ აქციას გააკეთებთ, სახელ-გვარები მომწრეთ, თავის მისამართებიანად.

 

 

ხვდებით რის გაკეთებას აპირებთ?

 

 

შარშან სხვა ვიდეო ვნახე, კარჩხანებიც გააყოლეს გაშვებულებს, ესეც იყოი რაო.

 

გინდათ ხალხო ნორმალური ქვეყანა???

 

სერიოზულად გეკითხებით, რა ქარიყლაპია, რის ქორჭილა და რა კარჩხანა?

 

კალმახის, ორაგულის და ზუთხის ქვეყანა ვართ, ნუ გადამრევთ თქვენი ჭირიმე, რის გამრავლებას აპირებთ? ქარიყლაპიის????

 

არ გამარეკინოთ.

თხოვნა მაქვს ასეთი.

 

FSIXO-დავდოთ ყველამ.

 

ძალიან იმოქმედა, თავი ვერ შევიკავე, ბოდიშს არ მოვიხდი, მაგრა მეწყინა და მაგარი შტერობა და უაზრობაა ეგ იდეა.

ორგანიზატორები გამაცანით.

 

ე ბიჯო, არ გააკეთოთ ეგ შტერობა, სად ქარიყლაპია და სად თბილისის ზღვა.

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

დამშვიდდი გიო, არ იქნება ეგ ჩვენგან. მაქსიმუმ აქ გავუშვათ http://wikimapia.org/#lang=en&lat=41.810684&lon=44.827405&z=17&m=b

post-189-0-23186000-1391251541_thumb.jpg

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites

ელჩი

ლუ-მი-ნა-ლიი :d030:

რეის ორგანიზატორები გიო არა გრცხვენია))?აი ძააან თუ გამაბრაზებ აწი უკვე ვიცი როგორ უნდა აგანერვიულო)).ეგრევე ყველა ჩემს დაჭერილ ქარიყლაპიას გავადენინებ ტყლაპანს თბილისში))).არა გიო რა უნდა იქ ქარიყლაპიას.კალმახი მაგას არ ვაჭამოთ რა,განა ბაყაყზე უარზეა).ჯერ და ვინაა თბილისში მაგის წამყვანი?ქუთაისში გავუშვებთ სადმე საბაყაყიაოზე.რა ფეთქებადი ხარ კაცოუ რა გჭირს))?ან სად გვაქ ჩვენ კიდე ფსიქო დადეთო რო გვთხოვ :e025: ?

 

p.s სულ ფეხები იწმინდა ჩემ ქარიყლაპიაზე :karochera: :(

Edited by ლიფსიტა
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

დღეს მე,ავთიამ და ირაკლიმ (ბრაიტნესმა) ნაბადას ვეწვიეთ.როგორც კი მივედით ეგრევე დავსვი ერთი ლიფსიტა.

675aab8ad769.jpg

 

893d3ed1f43d.jpg

 

შემდეგ ფასიანში გადავინაცვლეთ.

1bf2b1d92e05.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...