Jump to content
Club-Monadire.Ge

ქარიყლაპია სპინინგით


Recommended Posts

:yes:

 

ყოჩაღ!!!

 

ზაზას ველაპარაკე, მითხრა ლევანი იყო ჩამოსული და ფოტოები თუ ნახეო.

 

 

რა სატყუარებზე ითევზავეთ? ქორჭილა თუ დაიჭირეთ??

 

levani

 

ჩაი ნემიროვის გიყვარს შენ!

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,4k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გავხსენი სეზონი გუშინ. სატყუარების კორიანტელი ვცადეთ მარა სილიკონმა ივაჟკაცა 3-4 ცალი დაიჭირა. მერე დავაგე ,კუსავთო,, და წავიდაააა !   3 მმა დავიჭირეთ(სამივემ კუსავთოზე) ალბათ 100 ცალზე მეტი. წამოვიღე

კიდე ერთი გასვლა ქარიყლაპიაზე. სატყუარა ,,კუსავთო,,. საერთო ჯამში ალბათ 70 ცალამდე 3 მა კაცმა. წამოვიღეთ 20 ცალი. სხვა სატყუარებს მაშინ ვაგებ ჭერა რო მომწყინდება.იყო 4 ცალი მონსტრის დაჯენის მომენტი.3

ახალი ადგილები და ახალი ადრნალინი. 3-4-5-6 კგიანები.  

Posted Images

:yes:

 

ყოჩაღ!!!

 

ზაზას ველაპარაკე, მითხრა ლევანი იყო ჩამოსული და ფოტოები თუ ნახეო.

 

 

რა სატყუარებზე ითევზავეთ? ქორჭილა თუ დაიჭირეთ??

 

levani

 

ჩაი ნემიროვის გიყვარს შენ!

დათკა,ტრიალაზე მოვიდა ძამი სუყველა.ლევანამ ივაჟკაცა ეგ.ნავიდან დაიჭირეს.ერთი 9 ცალი გაუშვიათ კიდე,შნურკები.ქორჭილა არ დააჯდა დავითა.

Link to post
Share on other sites

მიუხედავად იმისა რომ ახალს,ჩვენი სპინინგისტებისათვის ვერაფერს ვიტყვი,მინდა პირადი გამოცდილება და დაკვირვება გაგიზიაროდ მეგობრებო.არსებობს მოსაზრება რომ ქარიყლაპია ისევე როგორც სხვა დანარჩენი თევზი შუადღეს არააქტიურია.პირადი დაკვირვების საფუძველზე შემიძლია ვთქვა რომ ქარიყლაპია მთელი დღის მანძილზე ნადირობს,რა თქმა უნდა არსებობს ზედმეტ–ნაკლებობა.დილით,გარიჟ

რაჟზე ის ნამდვილი აგრესორია და შედარებით აქტიურია ვიდრე შუადღეს,მაგრამ შუა დღეზეც კი არ მისცემს უფლებას რაიმე ბრჭყვიალას მშვიდად ჩაინარნაროს გვერდიდ.შუადღეს იცვლება გატარების მეთოდი.თუ კი დილით ვთევზაობთ უბრალო გატარებით,საშუალო სიჩქარის ბრუნვით,შუადღეს არა ერთხელ გაამართლა უხეშმა ტვიჩინგმა.ამორტყმა,ძუის დახვევა და კიდევ ამორტყმა.დავაკვირდი რომ დილით ქარიყლაპია ძალიან ფრთხილობს.სხვა დანარჩენი სატყუარებიდან თამამად იგერიებს ვობლერს.საღამოს კი გაცილებით თამამია და უფრო ფრიალას ეტანება.უნივერსალურ სატყუარად ფოთის მკვიდრები ტრიალას იყენებენ.რაზეც როგორც ქარიყლაპია ასევე ქორჭილაც მოდის.

 

არ იქნება ურიგო თუ კი პირველი ქარიყლაპიის დაჭერისას მას გამოვფატრავთ და დავაკვირდებით თუ რით იკვებება ის.ეს ძალიან მოგვეხმარება სატყუარის შერჩევაში.ბაყაყს მიირთმევს ის,მცირე ზომის წაგრძელო ტანის თეთრ თევზს თუ მოზრდილ ბინადრებს.ამის და მიხედვით ჩამოვყალიბდებით ვითევზავებთ ჩვენ minnow–ის ტიპის ვობლერით,fat–ის თუ სილიკონის ბაყაყით.

 

დავაკვირდი რომ ძალიან აქტიურია ის წვიმის დროს.როდესაც წყალსაცავი ჟანგბადით ივსება.წყლიდან ისე ამოხტება ხოლმე რომ გეგონება ჰაერში ჩიტს დაიჭერს).

a66ffd76320f.jpg

 

რაც შეეხება ძუას და სადავეს.აქ მე 2 ვარიანტს განვიხილავ.

1)წნული,და მავთულის სადავე.ეგეთი მონტაჟით თქვენი სატყუარა მაქსიმალურად დაცულია დაკარგვიდან.ზაცეპი თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს.უარყოფითი მხარე კი ის არის რომ რამოდენიმე თევზის ამოყვანის შემდეგ მავთული იგრიხება რაც სატყუარის თამაშზე უარყოფითად მოქმედებს.რაც შეეხება წნულს.მონო ძუა გვაძლევს საშუალებას უფრო შორს გავისროლოთ სატყუარა ვიდრე წნული,ამავე დროს წნული თავისი ნაკლებად დრეკადობის გამო უკეთესად ახატავს სატყუარის თამაშს ვიდრე მონო.

2)მონო და წნულის სადავე.გაცილებით სუსტი მონტაჟი.ეგ გვაძლევს საშუალებას სატყუარა შორს გავისროლოთ,სადავე არ უშლის ხელს სატყუარის სწორ გატარებას და არ ემატება მას წონაში,ანუ ატარებს მას საჭირო სირღმეზე.რაც შეეხება ზაცეპს.ტბის ზაცეპი,მდინარისგან განსხვავებით,სადაც ქვები და მრავალი მავტულია,ძირითადად ბალახია.რაც კარგი მონოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს.მაგრამ ეგეთი სადავეთი მისი ბასრი კბილების გათვალისწინებით არსებობს დიდი ალბათობა სატყუარის დაკარგვის.

57c64e7a0a8b.jpg

 

ასევე არ შეიძლება არ დავამატო.კოლლექციაში მაქვს ეგეთი სატყუარები როგორებიც არიან rapala minnow-spoon 15gr,kuusamo rasanen,williams,windigo,whisker-stinger.ჩემს და გასაკვირად,მიუხედავად იმისა რომ გატარება და თამაში საოცარი აქვს ამ სატყუარებს,ქარიყლაპია თითქმის აბსოლიტურ იგნორს უკეთებს მათ.გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა ეგრე წოდებულმა სუფრის გადაჭრილმა კოვზმა,რომლითაც ადგილობრივი სპინინგისტი თევზაობდა,და ჩემმა ჩინურმა 3 ლარიანმა უზაცეპო ფრიალამ.აბსურდია ამათი თამაში შევადარო მაღლა მოხსენიებულ სატყუარებს,დავასკვენი რომ საკმე ფერში უნდა ყოფილიყო.კოვზიც და ჩემი უზაცეპოც ვერცხლისფერებია.სხვა საერთო მათ არაფერი აქვთ.მზის სხივს კიდე ისე არაფერი ირეკლავს როგორაც ვერცხლი და ოქრო.

 

ჩვენთან,ძირითადად ქარიყლაპია ბინადრობს დაბალ სირღმის მქონე დაბალახებულ დაჭაობებულ ტბებში და ღელეებში,სადაც თითქმის და ერთადერთი საშუალებაა უზაცეპო სატყუარა (რამაც ჩემი სისხლი გააშრო).როგორც წესი ის ბალახებშია ჩასაფრებული,ახლოს,ნაპირის პირას საიდანაც აწარმოებს იერიშს.უმეტეს შემთხვევაში ძალიან ამართლებს გლისერი

 

47787db802a1.jpg

 

ამ სატყუარას როგორაც ტვიჩინგით ასევე უბრალოდ ნელი გატარებით ვატარებთ ბალახის ზედაპირზე.

Link to post
Share on other sites

ყოჩაღ ზაზა!

 

მშვენიერ!!! :yes:

 

ე მასე შე კაცო! ;)

 

:hi:

 

 

P.S.

 

აქ რეპორტებიც იქნებ დადო. ვიცი რომ ხშირად გადიხარ ქარიყლაპიაზე.

 

დაწერე ამინდი, პირობები, წყლის დონე, თევზის აქტიურობა, გამოყენებული აღჭურვილობა და სატყუარები, გატარების თავისებურებები და ასე შემდეგ.

 

აწი პოპერის და ვოლკერის სეზონიც მოდის.

Link to post
Share on other sites

მადლობთ მეგობრებო.აუცილებლად დავით.ცოტა გაგვიწვიმდა და როგორც კი ოდნავ გამოიდარებს ეგრევე გავალ.ერთი სული მაქვს როდის გავტესტავ ვახტანგის ნაჩუქარ კუუსამოს).

Link to post
Share on other sites

ამ დილით 4:10-ზე ტბაზე ვიყავი.ჯერ კიდე ბნელოდა.

191d3fdfac25.jpg

 

3a30465f405b.jpg

 

5-ზე რომ დაიწყო ,,კლიოვი,, საღამოს 4-მდე არ შემწყდარა,ერთია რომ პატარები მოდიოდნენ.სურათებისთვის არ მეცალა.ამ მცირედს დავდებ.

ტივტივა-სპინინგი.

a9e845b3a335.jpg

 

15811cafcdd8.jpg

 

f494fb384c26.jpg

2 ფარფლწითელა,2 ქორჭილა,1 გუწუ და 10 ქარიყლაპია.გვიშარაფია რა.......

 

P.S ნავი ვითრიე.ადგილობრივი მებადეები მთხოვნიან,გამანდეს თუ სად ინახავენ ნიჩბებს.ძაან მაგარი ყოფილა რა ნავით სპინინგაობა :yes:

Link to post
Share on other sites

ძაან მაგარი ყოფილა.მადლობა BROWNING–ს საჩუქრისათვის.

7bee3d584108.jpg

 

ჯულბასამ და ამან იმუშავა მაგრად დუეთში.

Link to post
Share on other sites

რაფრა მივატოვო სამსახური ,ოჯახი და გადმოვსხლდე ფოთში ამ დაჯღანული ქარიყლაპიიზა ა?! ზაზაია მაგარი სიამოვნება ქაQ თვალწინ! თეთრი შურით მშურს შენი! :*

Link to post
Share on other sites

ვაა ყოჩაღ ზაზა!

 

ფარფწითელას დანახვა მაგრად გამეხარდა!

 

დადე რა ფარფწითელებიანი ფოტო შესაბამის თემაში. აი აქ http://club-monadire.ge/index.php?showtopic=583

Link to post
Share on other sites

Supernatural

10-დან 2 შენმა ივარგა რამაზ)).2 კუუსამომ მაგარ რთული ადგილიდან ამოიკვანა და 6 ჯულბასამ).

დავდებ დავით ეხლავე)

Link to post
Share on other sites

ელჩიგაიხარე გიორგი.

DMORALქარიყლაპიამ მიკბინა დღეს თითზე.თან შნუროკმა.ერთი საათი სისხლი ვერ შევაჩერე)).მითხრეს სახიფათოაო).სპირტი,იოდი პერეკისიო).ზეგ გავალ კიდე კბილებს დავაძრობ ვისაწ დავიჭერ)).დავიწვი მაგრად).

Link to post
Share on other sites

რატომ, პირის გასაღები("ზევაკი") სად გქონდა???

შემომახტა დავით).კუკანი რომ მეკავა ხელში მაშინ დამითრია დამპალმა.

Link to post
Share on other sites

არ ვიცი თუ რამდენად შეესაბამისება ეგ სურათები ამ თემას,მე პირადად ქორჭილამ უფრო გამახარა.მეფსის 1 ნომერზე მოვიდა.დღეს დილით ერთი-ორი საათით გავედი,გავიხალისე.რამდენი ხანია დავდივარ კაცისშვილი არ დამხვედრია სპინინგისტებიდან.სდღაც ადგილი მოინაცვლეს წყლის სიდაბლის გამო.ვერა და ვერ მივაგენი სად დასპინინგაობენ.აი ის მცირედიც.

cbb3e3ba6997.jpg

 

b81d85c277e7.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...