Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

კარლ ჰაუპტმანი Karl Hauptmann

 

8c521627f96a.gif

f6c59f55f900.jpg

 

ფირმა Karl Hauptmann არც თუ ისე ძველი საწარმოა. საგვარეულო მეიარაღეთა დინასტიის დამფუძნებლად გეორგ ჰაუპტმანი ითვლება, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ ფერლახში საიარაღო საამქრო გახსნა. დღეს ეს საამქრო აღარ არსებობს, თუმცა ოჯახში სათუთად ინახავენ დამფუძნებლის მიერ მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილ ბევრ შედევრს.

მამის კვალს შვილი კარლი გაყვა და სამუშაოდ ჯერ უდიდეს ავსტრიულ საქარმო Steyr-ში მოეწყო, ხოლო 1938 წელს მშობლიურ ფერლახში დაააფუძნა თავისი სახელობის კომპანია.

დღეს ფირმა Karl Hauptmann-ს ხელმძღვანელობს კარლის შვილი და შვილიშვილი.

საწარმო ამზადებს სანადირო იარაღს კომბინირებულ, ხრახნილ და გლუვლულიან ვარიანტში. წელიწადში იწარმოება არაუმეტეს 40 თოფისა. ფირმის სავიზიტო მოდელს წარმოადგენს ტრიპლი(სამლულიანი)_ შტუცერი სამი ჰორიზონტალურად განლაგებული ლულით.

 

9552646a004d.jpg

 

 

რატომ სამი ლულა ჰორიზონტალში??? სწორედ ესაა კონსტრუქციის გენიალურობა... სწორედ ეს იძლევა რიგ უპირატესობებს. პირველი უპირატესობა ისაა, რომ სხვა თანაბარ პირობებში ხრახნილი ლულების კლასიკური განლაგებისას(ორი ზემოთ და ერთი ქვევით) კალაპოტი უფრო მძიმეა, ვიდრე ჰაუპტმანის კალაპოტი. მეორე უპირატესობა გადატენვის სისწრაფეშია(კლასიკური კომბინირებულის ქვედა ლულა შედარებით მიუდგომელია) და ბოლოს, მესამე უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ხრახნილების კლასიკური შეერთებისას პირველ გასროლასა და შემდგომ გასროლას შორის უნდა გაკეთდეს 5-7 წამი პაუზა, რათა პირველმა ლულამ გაცივება მოასწროს(წინააღმდეგ შემთხვევაში სიზუსტე არაა აბსოლიტური). ჰაუპტმანის ლულების განლაგებისას შუა ლულა თერმო ბუფერის როლს ასრულებს და მზადდება კუთხოვანი. ეს 3 უპირატესობა იძლევა იმ წამების მოგების საშუალებას, რომელიც ზოგჯერ სასიცოცხლო მნიშვნელობის ხდება აფრიკულ ნადირობებში...

 

 

a97b3156ef6c.jpg

 

როგორც წესი ტრიპლები მზადდება 8х57IRS და 9,3х74R ყალიბებისა. შეიძლება სამთავე ლულა ერთნაირი ყალიბის იყოს ან კიდის ლულები აფრიკული ყალიბისა, შუა კი უფრო მცირე ყალიბის.

შტუცერი ორსასხლეტიანია. წინა მხოლოდ შუა ლულას ემსახურება, ხოლო უკანა კიდურა ლულებს, რიგითობით_ მარჯვენა, მარცხენა.

აფრიკული საფარისათვის ჰაუპტმანი მარჯვენა-მარცხენა ლულას .470NE, ხოლო შუა ლულას 8х75RS ყალიბის ამზადებს. ასეთ მოდელზე კიდურა ლულებიც დაკუთხულია.

 

 

 

9f0960a419a1.jpg

 

 

 

ჰაუპტმანის სამლულიანები შედარებით მსუბუქებია და იწონიან 3,66 კგ-ს. ლულები კი 1,665კგ-ს.

 

უფრო მძიმეა ,,აფრიკული" სამიანები 5,34კგ მთლიანი და 2,64კგ ლულა.

 

ავსტრიაში ოთხლულიანები საყვარელი იარაღია არა მარტო მონადირეთათვის, არამედ მეიარაღეებისათვისაც, რადგან ასეთი იარღის დამზადებას უდიდესი კლასი და ოსტატობა ჭირდება. ეს კი კიდევ ერთი ხაზგასმაა უდიდეს პროფესიონალიზმზე.

ჰაუპტმანის ოთხიანებში ლულების კომბინაცია ძალიან მრავალფეროვანია. თუმცა ლულის სიგრძე ყოველთვის შეზღუდულია, როგორც წესი სიგრძე შეადგენს 60 სმ-ს.

 

36387153de9a.jpg

 

 

როგორც ყველა დიდი ,,შტუჩნიკი" კარლ ჰაუპტმანი გრავირებას ძალიან მარალ დონეზე აკეთებს:

 

0cb37fca52fb.jpg

 

6678f1917447.jpg

 

მწარმოებელი თავის ნაწარმზე 15 წლიან გარანტიას იძლევა. ამ ხნის მანძილზე ფირმა ღებულობს ყველა პრეტენზიას, აღმოფხვრის მათ, უფრო მეტიც, ნებისმიერ დროს მზადაა უკან გამოისყიდოს თავისი თოფი.

მაგრამ ამ ფირმის არსებობის მანძილზე ჯერ არ წარმოქმნილა ასეთი საჭიროება!!! :haha:

Link to post
Share on other sites
  • 5 weeks later...

სამლულიანი შტუცერი 9,3х74R

 

6a71ca82895e.jpg

 

 

 

 

 

ყალიბი 9,3х74R, საერთო სიგრძე 1035მმ, ლულის სიგრძე 630მმ, წონა 3,635კგ(ოპტიკით 4,27კგ), ჰოლანდის სისტემის საიდლოკი, საკეტი ლულის კაუჭებზე(პერდე), ოპტიკა Zeiss V 1.5-6X42 T.

 

 

შტუცერი .375H&H

 

5d5595c38b19.jpg

 

 

ყალიბი .375 H&H, საერთო სიგრძე 1070მმ, ლულის სიგრძე 615მმ, წონა 4,12კგ(ოპტიკით 4,8 კგ), ჰოლანდის საიდლოკი, ეჟექტორზე, კალაპოტი Round Body, საკეტი ორმაგი(პერდე), ოპტიკა Zeiss VM 1.5-6 X 42 T.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ჟურნალში Основной инстинкт(2011წელი, N9) გამოქვეყნებულია ინტერვიუ ჰაუპტმანის დღევანდელ მმართველთან.

 

მინდა შემოგთავაზოთ მცირე ამონარიდი ამ ინტერვიუდან(თარგმანი ჩემია :old: )

 

 

ჰერდ ჰაუპტმანი: როგორც წესი, კლიენტს საფირმო თოფებზე საგრავირებლად ნებისმიერ სიუჟეტს ვურჩევ გარდა მისი ცოლის პორტრეტისა(!!!). საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენ გვყავდა შემკვეთი, რომელმაც გვთხოვა თოფზე ამოგვეტვიფრა მისი მეორე ნახევრის პორტრეტი. შეკვეთის დასრულების დროისათვის კლიენტი ცოლს გაეყარა, მეორედ იქორწინა და როცა ჩვენთან მოვიდა თოფის მისაღებად, ერთობ გაოგნებული იყო, რადგან ვერ ხვდებოდა როგორ მიეტანა სახლში თოფი_ მასზე გამოხატულ ყოფილი ცოლის სურათს ხომ ახლანდელი მეუღლე ნახავდა... :hi:

 

მეორე ისტორია უფრო სასაცილოა. ფირმაში გადმორეკა ქალბატონმა და გვითხრა, რომ მისმა ქმარმა იყიდა ჩვენთან თოფი, ძალიან კმაყოფილია... ქალბატონმა ისურვა შეეკვეთა ჩვენთვის ისეთივე თოფი, რომელსაც საყვარელს აჩუქებდა. შეკვეთის განსაკუთრებულ დელიკატურ დეტალს შეადგენდა თხოვნა-შეკითხვა: ,,შეგიძლიათ თოფზე დააგრავიროთ ჩემი შიშველი სხეული?".

ჩვენ მოვითათბირეთ დეტალების თაობაზე და შევთანხმდით, რომ შიშველი სხეულის გამოსახულებით დაგრავირდებოდა კონდახის პისტოლეტური ყელი. მე(ჰ.ჰ) დავინტერესდი თუ როგორ წარმოედგინა ქალბატონს გრავიორის მუშაობა, რომელსაც როგორც მინიმუმ კლიენტის შიშველი სხეულის ფოტო დაჭირდებოდა.

აღმოჩნდა, რომ ასეთი ფოტოები არ არსებობდა. ბოლოს შევთანხმდით შეხვედრაზე პრესის ჯიხურთან... ქალბატონმა იყიდა მამაკაცებისათვის განკუთვნილი რამდენიმე ჟურნალი და დაიწყო ჩემთვის მოდელების ფოტოების ჩვენება: ,,აი აქედან გადაიტანეთ ჩემი მკერდი, აქედან ფეხები" და ა.შ

შეკვეთა შესრულდა და არ ვიცი დაინახა თუ არა მსგავსება ქალბატონის საყვარელმა გრავირების ობიექტსა და მისი ტრფობის ობიექტს შორის, თუმცა შემკვეთი ქალბატონი ძალიან კმაყოფილი დარჩა ჩვენი შრომის შედეგით! :haha::hi:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...