Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Franz Sodia 1558 წელს ავსტრიის იმპერატორმა ფერდინანდმა, ფერლახში დააფუძნა სახელმწიფო საიარაღო ფაბრიკა, რომლის ხელმძღვანელობა ჰოლანდიიდან მოწვეულ სპეციალისტებს დაავალა. ამ საწარმოში დაიწყო ავსტრიული საიარაღო წარმოების ეპოპეა. ამ ფაბრიკაში შეისწავლეს პროფესია და შემდგომი განვითარება ჰპოვეს ავსტრიელმა ოსტატებმა. თაობიდან თაობას გადაეცემოდა ჭედურობის, გრავირების, ლულის წარმოებისა და კონდახის დამზადების საიდუმლოებანი... მე–17 საუკუნიდან ამ საწარმოდან გამოსვლა და საკუთარი საქმის წამოწყება დაიწყეს მთელმა რიგმა ოსტატებისა, რომლებიც უმეტესად ძვირფასი იარაღის დამზადებით დაკავდნენ. 1869 წელს ახალგაზრდა ანტონ ზოდია ჩამოდის ფერლახში. ის ცოლად ირთავს გოგონას შეძლებული ოჯახიდან(იარაღის ოსტატის ოჯახიდან), ხოლო 1871 წელს კი ისაკუთრებს სიმამრის საიარაღო საამქროს. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. 40 წლის შემდეგ მისი ექვსი შვილიდან ერთ–ერთი, ფრანცი(სწორედ მისი სახელობისაა ფირმა) ქალაქის ცენტრში აშენებს დიდ საწარმოს სადაც კიდევ უფრო უფრო გაზრდილი მასშტაბით იწყებს იარაღის გამოშვებას. ზოდიას წარმოებული შტუცერები და გლუვლულიანები იყიდებოდა ვენაში, პრაღაში, ბერლინსა და სოფიაში. წარმოება კიდევ უფრო განვითარდა პირველი მსოფიო ომის შემდგომ. 1929 წელს ფრანც ზოდიამ საწარმოს შენობას ახალი კორპუსი დაუმატა, შეიძინა ახალი დაზგები და დაიქირავა 30–ზე მეტი ოსტატი. ამ პერიოდიდან გაჩნდა შესაძლებლობა ეწარმოებინა თოფი თავიდან ბოლომდე_ ეწარმოებინა ყველა დეტალი ადგილზე. ფრანც ზოდიას სიკვდილის შემდეგ 1935 წელს ბიზნესის აღმასვლამ იკლო. ბაზრის მოთხოვნილება უფრო იაფ პროდუქციაზე გაკეთდა... მეორე მსოფლიო ომიც კარზე იყო... ომის წლებში საწარმო რეიხსვერზე მუშაობდა და სანადირო პროდუქციის გამოშვება თითქმის შეწყდა. 1952 წლიდან საწარმო იბრუნებს თავის ძირითად სპეციალიზაციას და იმატებს კიდევ 2 საამქროს, რომლებიც დროის შესაფერისად უახლესი ტექნიკით დაკომპლექტდა. ძნელია აწარმოო იარაღი სერიულად და ამავდროულად შეინარჩუნო უმაღლესი ხარისხი. სწორედ ამ ნიშას მიწვდა ზოდია. 1961 წელს ზალცბურგში საწარმოს ფილიალი გაიხსნა, რომელიც 30 წლის შემდეგ მისი სავაჭრო კომპანიის შტაბბინა გახდა. ოთხმოციან წლებში საწარმოს მსოფიო ბაზარზე გაჰქონდა შტუცერები და კლასიკური სამიანები, ბოქსფლინდები და კარაბინები. აღნიშნული იარაღი ფერლახის სტილისა და მაღალი ხარისხის იყო, თუმცა ღირდა გაცილებით იაფი. წარმოების საუკეთესო წლებში ფირმა უშვებდა წელიწადში 1200 ერთეულ თოფს. მასალისა და აწყობის ხარისხით, ბალისტიკითა და რესურსით ზოდია უცილობლად დგას ევროპის საუკეთესო მწარმოებელთა რიგში. ამასთან ერთად გამოირჩევა სიიაფით(!!!) 1992 წელს ფერლახში ქარხანა Franz Sodia დაიხურა, თუმცა სავაჭრო მარკა არ გამქრალა. დღეისათვის მარკა Franz Sodia-ს წარმოადგენს ზალცბურგის ფირმა. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.