Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Ludwig Borovnik 1848 წელს ავსტრიის ქალაქ ფერლახის ბურგომისტრმა ლუდვიგ ბოროვნიკმა(მაშინ 24 წლის იყო) თავისი საიარაღო საამქრო დააფუძნა. საწარმო თავიდანვე ელიტ კლასის შტუცერების წარმოებაზე იყო ორიენტირებული. ბოროვნიკი თავისი არსებობის 160 წლის მანძილზე არ ღალატობს ავსტრიული იარაღისათვის დამახასიათებელ უმაღლეს ხარისხს, სტილსა და დიზაინს. თოფები ელეგანტურებია და გამოირჩევიან ძალიან მაღალი სიზუსტით. საწარმოს მართვა თაობიდან თაობაში ოჯახის წევრებზე გადადის. მათ შორის უმეტესობა ლუდვიგ ბოროვნიკია. საწარმოში ნებისმიერი სახის სანადირო იარაღის შეკვეთაა შესაძლებელი ლულათა სხვადასხვა კომბინაციით. ამასთან თითოეული ეგზემპლიარი ინდივიდუალიზმითაა გაჟღენთილი. ლითონი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ფოლადია, ხოლო ხე კი მხოლოდ ელიტარული კაკალი, რომელიც საწარმოს საწყობებში მინიმუმ 20 წელი ყოვნდება. ამ ხნის მანძილზე მასალა იძენს იმ თვისებებს, რომლებიც შემდგომი დამუშავებისას საუკეთესო შედეგს იძლევა. ბოროვნიკის თოფებზე გრავირებას ავსტრიის საუკეთესო ოსტატები ასრულებენ(მაგ. ობილჩინიგი), რომლებიც სხვადასხვა სტილს გამოიყენებენ, უფრო მეტად კი ღრმა გრავირებას. გრავირებისას ხშირად გამოიყენება ოქროს ინკუსტაცია. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.