Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Hambrusch

 

053497ad51d6.jpg

 

ყველა დიდი მეიარაღე იმითაა განსაკუთრებული, რომ თავისი სტილი და გამორჩეული ხაზი აქვს...

პეტერ ჰამბრუშმა(ავსტრია, ფერლახი) დაამზადა ორლულიანი, რომელშიც შერწყმულია კლასიკური ინგლისური და კონტინენტური იარაღის დეტალები. ამ თოფის ტექნიკურ თავისებურებას გვერდით დაფებზე განლაგებული მექანიზმი(HSSS) წარმოადგენს. თოფი განსაკუთრებულია თავისი გაფორმებითა და პრაქტიკული გამოყენებით. ის შექმნილია აფრიკული ნადირობისათვის და ამავე დროს ბრწყინვალედ შეიძლება იქნას გამოყენებული ნომრებზე ნადირობისას ან თუნდაც დათვზე.

ერთი შეხედვით ეს თოფი ძველი ინგლისური სკოლის ნაწარმს მოგაგონებთ, თუმცა უფრო ახლოდან მისი დათვალიერებისას გასაგები ხდება, რომ ორლულიანი .450/400 N.E. ყალიბით უფრო დიდ შესაძლებლობებს იძლევა, ვიდრე უბრალოდ ინგლისური კლასიკა.

ტყვიაზე გათვლილი ორლულიანი ხრახნილი თოფის სიზუსტით, ეს ნამდვილად შთამბეჭდავია!!!

ალბათ დამეთანხმებით, რომ მექანიზმი რომელიც გარე ჩახმახსაც და ავტომატურ შემყენებლებს ერთ თოფში აერთიანებს, არც თუ ხშირად გვხვდება.

 

7dae728dbf15.jpg

 

 

 

d6b922790444.jpg

 

 

a3cf7bcfcd08.jpg

 

თოფი აღჭურვილია კლასიკური პისტოლეტური კონდახითა და პერდეს ტიბჟირით. კონდახს აქვს გერმანული სალოყე და რეზინის ამორტიზატორი. ხის მასალა უმაღლესი ხარისხის კაკლის ფესვია. მცენარეთა გამოსახულებიანი გრავირება(მოოქროვების ჩათვლით) თოფის ნებისმიერ დეტალზე მხოლოდ უმაღლესი ეპითეტებით შემკობის ღირსია. თოფს გააჩნია ჰოლანდის ეჟექტორები.

 

1e3be48e67f1.jpg

 

 

ლულათა სიგრძე 61 სანტიმეტრია; მთლიანი სიგრძე 103,5 სმ; წონა 5,1 კგ; ლულის შიდა დიამეტრი 27მმ-დან 14,5 მმ-მდე ვიწროვდება. ლულათა მყარ ჩაკეტვას პერდეს საკეტი და ქვედა კაუჭები უზრუნველყოფს. სამიზნე სისტემა ბრწყინვალედაა მორგებული აფრიკულ სანადირო პირობებს. სამიზნური(მუშკა) აღჭურვილია დასაკეცი ,,მარგალიტით" რომელიც ბურუსში დასამიზნებლადაა განკუთვნილი. საკონტროლო მისროლა ხორციელდება 80- 100 მეტრში. მისროლისას 100 მეტრზე ცივი ლულით გაფანტვამ შეადგინა 4,3 სმ, ხოლო თბილი ლულით 9სმ. თოფი განთავსებულია მუხის ქეისში. აგრეთვე მოყვება საწმენდი აქსესუარები და საკიდი სარტყელი.

 

 

57d2ea79be38.jpg

 

ჰამბრუშის თოფს ამშვენებს Kahles Helia CSX 1,1-4×24 -ის ოპტიკა

 

 

82f473b0c2f8.jpg

 

კალაპოტი რაღათქმაუნდა უმაღლესი კლასის ფოლადისაა, რომელსაც დამატებითი სიმყარისათვის გვერდითი სარტელები ამშვენებს. გადასახსნელი ბერკეტი გამჭოლია და ზღაპრული ორნამენტებითაა მორთული.

 

 

761db684e5ee.jpg

 

 

 

 

 

როგორც ზემოთ აღვნიშნავდით ჰამბრუშის თოფის განსაკუთრებულობა HSSS სისტემაშია.

ეს სისტემა ავტომატურ შეყენებას მოიცავს იმასთან ერთად, რომ შესაძლებელია ხელით იქნას ჩახმახზე მექანიზმი დაყენებული ან მოხსნილი. ჩახმახებზე ძლიერი დარტყმის შემთხვევაშიც კი გამორიცხულია დასხლეტა, რამეთუ ამ შემთხვევაში ჩაქუჩი ნემსას ვერ მიწვდება. ჰამბრუში იძლევა გარანტიას_ დასხლეტა შესაძლებელია მხოლოდ სასხლეტ კავზე დაჭერისას(!!!)

ორმაგი გასროლის ალბათობის აღმოსაფხვრელად ჩამონტაჟებულია დამჭერები. ეს თოფი სრულიად უსაფრთხოდ შეიძლება ვატაროთ შეყენებული ჩახმახებით. სასხლეტი კავები მოოქროვილია.

Link to post
Share on other sites
  • 3 years later...

d5815701165d.jpg

 

 

 

1752 წელს ფერლახში იოზეფ ჰამბრუშმა დააფუძნა საწარმო, რომელიც დღემდე მხოლოდ ექსკლუზიურ და უმაღლესი კლასის იარაღს აწარმოებს. დაფუძნებიდან დღემდე ფირმა არ გასულა ოჯახის მფლობელობიდან. დღეს მისი მმართველია პეტერ ჰამბრუში, რომელიც დამფუძნებლის მეთერთმეტე შთამომავალია.

ფირმა უშვებს 40 სხვადასხვა მოდელს და ყველა მაღგანი ხელითაა ნაკეთები; წელიწადში მზადდება 20-30 ერთეული. თითო თოფის დამზადებას აგვიანდება 5-დან 18 თვემდე. შემკვეთის სურვილისამებრ შესაძლებელია უჟანგი ლულების დამზადება. ამასთან ერთად კომპლექტდება წყვილი გლუვი, წყვილი ხრახნილი და კომბინირებული ლულებით. კონდახები მზადდება შემკვეთის ანთროპოლოგიური მაჩვენებლებით.

ნებისმიერი საფირმო ნაკეთობა სპეციალისტების მიერ მაღალ შეფასებას იღებს, ხოლო ჰამბრუშის თოფის ქონა კი კარგი კაპიტალდაბანდებაა.

 

310ed2fed810.jpg

 

 

 

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...