Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Max Ern

 

 

 

 

dea4b3729b68.jpg

dfe158b3c89e.jpg

 

 

ეს წყვილი ფერლახში მაქს და ეველინ ერნის სახელითაა ცნობილი.

 

1975-79 წლებში მაქს ერნი მეიარაღის პროფესიას კიოლნში ედუარდ კეტნერთან ეუფლებოდა. შემდგომ ფრანც სოდიას საწარმოში მუშაობდა ფერლახში. ამ სკოლებმა მაქსზე დიდი გავლენა იქონია. ამ წლებში მან გაიცნო გოგონა, რომელიც შემდგომ მისი ცოლი გახდა. ეველინი ჯერ სწავლობდა სპეციალიზირებულ სკოლაში, სადაც გრავირების საიდუმლოებებს ეუფლებოდა, ხოლო შემდეგ 7 წლის განმავლობაში ცნობილ გრავიორებთან პრაქტიკას გადიოდა.

მაქსი და ეველინი გახდნენ მაღალი კლასის პროფესიონალები და 1986 წელს თავისი ბიზნესი წამოიწყეს. მათი საწარმოს სპეციალიზაცია უმაღლესი კლასის ხელნაკეთი სანადირო იარაღის წარმოებაა. ასორტიმენტი ხრახნილლულიანი ორიანებით, მსუბუქი გლუვლულიანებითა და მჭიდიანი თოფებით განისაზღვრება.

მაქსი თავად ამზადებს ხელით მექანიზმსაც და ლულასაც. ოსტატი შეგნებულად ამბობს უარს ე.წ. ნახევარფაბრიკატებზე, რაც თავის მხრივ თვითღირებულების ზრდას იწვევს.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ოსტატი საკეტს ანიჭებს. მისი დამახასიათებელი ნიშანია დაგრძელებული სამიზნე თამასა, რომელიც კალაპოტის ყელში ,,იძირება". ოსტატის აზრით საკეტის ეს სისტემა კერსტენის საკეტის ტოლფასია და ამასთან სიმაღლის გაბარიტების დაწევას უწყობს ხელს.

ყველაზე დიდი დადებითი რაც მაქს ერნის საკეტს ახასიათებს ესაა რეზონანსული რხევის განეიტრალება(გასროლის მომენტში ლულის რხევა). აქედან გამომდინარე მაქს ერნის თოფებში გამორიცხულია ლულათა რყევა, რაც ჟამთასვლისას დამახასიათებელია მსუბუქი თოფებისათვის მაღალმუხტიანი ვაზნების გამოყენების პირობებში.

 

 

eadee66a3627.jpg

 

ოსტატმა თავისი მსუბუქი თოფებისათვის სრულიად ახალი სასხლეტ-დამცემი მექანიზმი გააკეთა, რომელსაც ,,საკისრიანი ექსცენტრიკი" დაარქვა. მისი საშუალებით გაბარიტული სიმაღლე 32 მმ-ით შეამცირა.

 

 

df29dba7b81a.jpg

 

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე არაა გასაკვირი რომ მაქსი თავად ამზადებს კონდახსა და ტიბჟირსაც. ოსტატი შემკვეთის პროპორციების გარდა ითვალისწინებს მის ასაკსა და სანადირო ჩვევებს.

ფოლადის წრთობას მაქსი თავის საამქროში ახდენს და აღნიშნავს, რომ წრთობა ერთ-ერთი უმთავრესი პროცესია, რომელიც დიდი რესურსის განმაპირობებელია.

ეველინის გაკეთებული გრავირება უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ სამკაული თოფისათვის. გრავირება კლიენტის სურვილისამებრ სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, როგორც სიუჟეტის ასევე სიღრმის მხრივ. ეველინს რამდენიმე სათიანი გასაუბრება უწევს ყველა კლიენტთან ვიდრე განსაზღვრავს რა არის კონკრეტულ შემთხვევაში გასაკეთებელი...

 

 

20c365d97c53.jpg

 

565157f6463a.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...