Gurulo 138 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 B.C. Miroku მიროკუს ისტორია 1893 წლიდან იწყება, როცა კუნძულ სიკოკუზე ქალაქ კოტიში საიარაღო საამქრო გაიხსნა, ამ საწარმოში ძირითადად სანადირო თოფები მზადდებოდა. მეორე მსოფიო ომის შემდგომ პერიოდში იაპონიის ეკონომიკა საექსპორტო პროდუქციის წარმოებას დაეფუძნა. ამავე მიმართულება აიღო მიროკუმაც, რომელმაც მოწინავე ევროპული პროდუქციის კოპირებას მიჰყო ხელი. პირველი კოპირებული თოფი გახდა ბელგიური ბრაუნინგის მოდელი Superposed, რომელსაც ამერიკული ბაზარი წარმატებით ჰქონდა მოპოვებული. იაპონელებმა შეინარჩუნეს ყველა ძირითადი კონსტრუქცია და კვანძი, მხოლოდ ტიბჟირი გახადეს სახსნელი და საკეტის მცირე კორექტირება გააკეთეს. მოდელი შეიქმნა, მაგრამ ბაზრის სეგმენტის წარმატებით დასაკავებლად საჭირო იყო საიმედო და წარმატებული პარტნიორი. ასეთი პარტნიორი მოიძებნა და ის გახდა ამერიკული სავაჭრო კომპანია Charles Daly , რომელიც იარაღით ვაჭრობის ბიზნესში 1875 წლიდან იყო ჩართული. 1963 წლიდან ამერიკულ ბაზარზე გამოჩნდა მიროკუს ვერტიკალური მოდელი Charles Daly B.C. Miroku და იმთავითვე მოიპოვა კომერციული წარმატება(მისი დამზადება 1976 წლამდე ხდებოდა). ამას განაპირობებდა ის, რომ ხარისხი ბელგიურ საბაზო მოდელ Superposed-ზე ნაკლები არ იყო, ხოლო ფასი კი გაცილებით ნაკლები ჰქონდა(მაგ. Field ვარიანტი 279 დოლარი ღირდა). იაპონური კოპიები 12 და 20 ყალიბის იწარმოებოდა, ხოლო შესრულების ვარიანტი კი რამდენიმე გააჩნდა. ყველაზე ძვირფასი იყო Diamond Regent, რომელიც მდიდრული გრავირებით და ძვირფასი მეტალების ინკუსტაციით იყო შესრულებული. Miroku B. C. Charles Daly Superposed კომპანია ,,ბრაუნინგმა" მისი Superposed-ის კლონების წარმატებული გამოსვლის შემდეგ მოლაპარაკებები აწარმოა მიროკუსთან, რაც წარმატებით დაგვირგვინდა და შემდეგი სამი წლის განმავლობაში გამოვიდა ერთობლივი ნაწარმი, ერთლულიანი BT-99. 1972 წელს გამოდის ბრაუნინგისა და მიროკუს ერთობლივი ნაწარმი ლულათა ჰორიზონტალური წყობით BSS, რომელიც 2 ვარიანტით იწარმოებოდა(ბოქსლოქი და საიდლოქი). BSS ბრაუნინგისა და მიროკუს კავშირები კიდევ უფრო მყარი 1973 წელს გახდა, როცა გამოვიდა მოდელი Citori. ეს მოდელი ძალიან ბევრი მოდიფიკაციით გამოდიოდა და გამოდის. მოდელის დახასიათებისას ექსპერტები გამოყოფენ 3 მთავარ ასპექტს, ესენია: ხელმისაწვდომი ფასი, უდიდესი საიმედოობა და აბსოლიტური ფუნქციონალურობა. Citori ციტორი დღემდე გამოდის და ძალიან მაღალი მოთხოვნილებით სარგებლობს(ამ ცოტა ხნის წინ გამოვიდა 16 ყალიბიანი). 1977 წელს მიროკუმ ბელგიურ Fabrique Nationale-თან ერთად შეიძინა კომპანია ,,ბრაუნინგის" აქციების პაკეტი და ლეგენდარული ნახევარავტომატის ,,ავტო-5"-ის წარმოება იაპონიაში გადავიდა. 1988 წლიდან ბელგიური B 125-ის ნაწილები იაპონურ მიროკუში მზადება. 125-ე მოდელს მოყვა 225, 325, 425, 525... მორიგი ერთობლივი ნაწარმია 2004 წლის მოდელი Cynerjy, რომელიც სულ უფრო მეტად იპყრობს ბაზარს. Cynerjy თანემედროვე ეტაპზე მიროკუ 4 საწარმოს მოიცავს(ყველა განლაგებულია ქალაქ კოტიში), რომლებშიც დანერგილია ტექნიკისა და ტექნოლოგიების უკანასკნელი მიღწევები. ფირმის პროდუქციის დახასიათებისას ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ სანადირო იარაღის სამყარო გაცილებით ღარიბი იქნებოდა იაპონური Miroku-ს გარეშე. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 138 Posted January 17, 2013 Author Report Share Posted January 17, 2013 MK38 Sporter Teague ,,ლუქს" კატეგორია, ყალიბი 12, სავაზნე 76მმ; სახსნელ ჩოკებზე; ერთ სასხლეტზე; წონა 3,5 კგ; კარგი ბალანსით; პისტოლეტური ტიპის კონდახი მაღალი ხარისხის კაკლისაგან მზადდება. ფასი 2600 ევრო. ერთადერთი რაც არ შეესაბამება პრემიუმ კლასს ესაა, რომ თოფი განთავსებულია მუყაოს კოლოფში ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted January 17, 2013 Report Share Posted January 17, 2013 მაგარია!!!იყოს მუყაოს კოლოფში,იყოს!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 38 Posted January 17, 2013 Report Share Posted January 17, 2013 მაგარია!!!იყოს მუყაოს კოლოფში,იყოს!!!!!! მაგარი პრაქტიკული ხალხია ეს იაპონელები, მაგათ ყუთის გაკეთება არ შეეშლებათ და ბარხატსაც იშოვნიან როგორმე, მაგრამ მაგ სიამოვნება სადღაც 400ევრომდე მიარტყავს და თოფის ფასიც აიწევს. ისე, ვისაც მაინცადამაინც ყუთით უნდა და გადამხდელია, არა მგონია უარი უთხრან. კაი, მეც თანახმა ვარ მუყაოს ყუთზე, გამოუშვით ორლულიანი ვერტიკალი, ოღონდ 12-იანი, დიდძალი ამუნიცია დაგროვდა, ხომ უნდა გასაღება. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.