Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 lebeda წარმოგიდგენთ ჩეხური სკოლის კორიფეს ანტონინ ვინცენტ ლებედას(1795-1857წწ) ლებედას თოფების სილამაზეზე, შორსმსროლელობაზე, სიმყარესა და განსაკუთრებულ ბალისტიკაზე ლეგენდები დადის. მისი იარაღის ყველა დეტალი გამოირჩევა სიმყარით, ლამაზი გრავიურითა და საუკეთესო მორგებულობით. ლებედას ლულები მრგვალი ან დაკუთხულია; სამიზნე თამასა ბრტყელი და განიერი. ოსტატი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა თოფების ბალანსს, სასროლი მანძილის სიდიდესა და განსაკუთრებულ ჭრას. ანტონინ ვინცენტ ლებედა დაიბადა 1795 წელს ჩერნოჩიცაში. 17 წლის ასაკში ის იწყებს იარაღთწარმოების შესწავლას გერმანელ და ავსტრიელ მეიარაღეებთან. მის სტილზე განსაკუთრებული გავლენა ცნობილმა ავსტრიელმა ოსტატმა კონტრინერმა იქონია. 1820 წელს ლებედა უბრუნდება სამშობლოს და ყიდულობს ბრენდეისის იარაღის საამქროს პრაღაში. აქედან 2 წელიწადზე ნაკლებ დროში იგი თავისი სახელობის იარაღის გამოშვებას იწყებს. ლებედა წარმატებით შედის შვედურ, ესპანურ და რუსულ ბაზრებზე. რამდენიმე წელიწადში ლებედას წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ ბელგიაში რამდენიმე ოსტატი აწარმოებდა თოფებს წარწერით ,,ლებედას მსგავსი". თვით ლებედა ლულებზე აწერდა: ,,ა. ვ. ლებედა პრაღაში" ლებედასათვის დამახასიათებელი გრავირების სტილი შემდგომში ,,პრაღის სკოლად" იქნა წოდებული. ლულის სახაზინო ნაწილი უფრო ღრმა გრავირებისაა, რომლებზეც გამოსახულია ფრინველები, ძაღლები, გარეული ცხოველები ან მონადირე; ზოგჯერ სახაზინო ნაწილის გრავირებაში დამატებულია ოქრო. კალაპოტსა და ფარზე, ჩახმახებსა და დაფებზე კი მცენარეული ორნამენტებია გამოსახული, რომლებშიც უფრო ღრმა გრავირებით მოცემულია სანადირო სიუჟეტები. ხშირად აღნიშნული სიუჟეტები გარშემორტყმულია ოქროს ძაფით. კიდევ უფრო მდიდრულ იარაღში კი ლებედა ფრინველებისა და ცხოველების ფიგურებს ოქროში ხატავს. მცველი ხშირად ძვირფასი რქითაა დაფარული. კონდახი უმეტესად ინგლისურია, რომელიც ხშირად ორნამენტებითაა დაფარული(აქაც მცენარეული და ცხოველური ნახატებით). გარდა იარაღის მაღალი ხარისხისა ლებედას წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო აქსესუარების კომპლექტაციაში იყო. თოფები(ან პისტოლეტები) ჩაწყობილი იყო მაღალხარისხოვანი ხის ფუტლიარებში, სადაც ძირითადი კომპონენტის გარდა იყო ზუმბა და ჩოთქები, დენთის საწყაო, ტყვიის ყალიბები, სახრახნისებისა და ქანჩების კომპლექტი. ოსტატი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ აქსესუარების ხარისხსა და სილამაზეს. ეს იმ დროისათვის ნოვატორული შეთავაზება იყო. ამ დიდი მეიარაღის სახელის ბრწყინვალებამ იკლო(1850 წლიდან), როცა მამის საქმის გაგრძელება შვილმა ლებედამ დაიწყო. სამწუხაროდ შვილმა არ მისდია მამის კვალს და არ გააგრძელა სიახლეების ძიება, არამედ დაიწყო მეასლეობა ფრანგული და ინგლისური იარაღებიდან. მიუხედავად იმისა, რომ შვილი ლებედას ხელიდანაც იარაღის რამდენიმე საუკეთესო ეგზემპლიარი გამოვიდა, ისინი ხარისხით მაინც ჩამოუვარდებოდა მამა-ლებედას ნაწარმს. 1888 წლიდან ფირმამ(საწარმომ) ლებედა არსებობა შეწყვიტა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 23, 2012 Author Report Share Posted January 23, 2012 თავისი პირველი შეკვეთა ახალგაზრდა ლებედამ თავადი როგანიდან მიიღო. შემკვეთმა ისურვა იარაღი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა ინგლისურ ნაწარმს. თოფის მიღებისას თავადს მოეწონა ნაკეთობა, შეაქო ოსტატი, თუმცა გაკვირვებული დარჩა მაღალი ფასით. ოსტატს მოუწია აეხსნა როგანისათვის, რომ ინგლისური იარაღის სადარი თოფის ფასი შესაბამისად ძვირი ღირს... მეორე დღეს, შენაძენის გამოცდის შემდეგ ოსტატმა არა მარტო თანხა მიიღო, არამედ თავადის სანაცნობოდან უამრავი შემკვეთიც. იარაღის მხატვრული დამუშავებისას ლებედა თანამშრომლობდა მხატვრებთან_ მანესთან და ნავრატილთან, გრავიორ კოტნერთან, ხის დამუშავების ოსტატ ფორლიჩეკთან და სხვებთან. ლებედა არა მარტო უმაღლესი კლასის იარაღს აწარმოებდა, არამედ სრულყოფდა მათ ტექნიკური თვალსაზრისით. 1829 წელს მან მიიღო პატენტი საკეტზე, რომელიც პირველი ჩეხური პატენტი გახლდათ. შემდეგი პატენტი თარიღდება 1831 წლით. მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში, ლებედას სიკვდილის შემდეგ, გაფორმდა კიდევ ერთი მისი სახელობის პატენტი სახაზინო თოფის გასახსნელ ბერკეტზე. ბერკეტი მდებარეობდა ფარის წინ(იხილეთ სურათზე ზემოთ). ლებედას ნაწარმი არაერთხელ დაჯილდოვდა უმაღლესი შეფასებით გამოფენებზე_1829წ, 1831წ, 1836წ პრაღაში(პირველი პრიზი); 1851წ ლონდონში(ბრინჯაო); 1854წ მიუნხენში(დიდი ოქროს მედალი); 1858წ შვედეთში (ვერცხლის მედალი). 1835 წელს ლებედას საწარმოში 18 ოსტატი მუშაობდა, 1845 წელს_ 54, 70-იანი წლების დასაწყისში მუშაკთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა. ლებედას საფირმო თოფების ნომერაცია იარაღის ტიპის მიუხედავად თანმიმდევრული ანუ რიგითი იყო. იარაღზე პირველად ოსტატი აწერდა А. Lebeda, Аnt. Lebedа ან Аnton. Lebeda. 20-იანი წლების ბოლოდან კი А.V. Lebedа, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში Ant.Vinc.Lеbеdа. როგორც წესი, ეწერებოდა გერმანულ, ჩეხურ ან ფრანგულ ენებზე. გარდა ამისა არც თუ იშვიათად კლიენტის ეროვნების შესაბამისად გვხვდება წარწერები უნგრულ და სერბულ ენებზე. ოსტატი ზოგიერთ ნაწარმზე საკუთარ მისამართს აწერდა А V Lеbеdа Gewehrfabr. in Ргаg N 685/1(ზოგჯერ სახლის ნომერს წყვილი იარაღის სერიულ ნომერში ურევენ). წარწერებში აგრეთვე გვხვდება მასალის სახელი, მაგ. Саnon Тогdu. ლებედას ფირმის მიერ გამოშვებული ბოლო იარაღის სერიული ნომერია 11368. დღევანდელ ეტაპზე მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში ინახება 400-ზე ცოტათი მეტი ლებედას საფირმო იარაღი(მთელი პროდუქციის მხოლოდ 3,5%). ამასთან ერთად სამუზეუმო კატალოგებსა და სხვა პუბლიკაციებში ამოტივტივდება ხოლმე ლებედას მანამდე უცნობი ნაკეთობა. არაა გასაკვირი, რომ ლებედას თოფები ძალიან ძვირი ღირს. მაგალითად, მე-19 საუკუნის შუა წლების შტუცერის ფასი 1996 წლის კატალოგში შეადგენს 18 ათას დოლარს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 25, 2013 Author Report Share Posted February 25, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted February 26, 2013 Report Share Posted February 26, 2013 უდაოდ უდიდესი ოსტატი იყო,იმდენად სახელოვანი და მოთხოვნადი,რომ ახლახან ერთ წერილში გახსნილი იყო,ლებედას ნამუშევრების გაყალბების მაგალითები,პისტოლეტების წყვილი იყო უდიდესი ოსტატობით გაყალბებული,ხის ყუთის იარლიყიც კი ფალსიფიცირებული იყო!!!!გათვლა რა თქმა უნდა,ფულიან ვითომ კოლექციონერებზე კეთდებოდა!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 26, 2013 Author Report Share Posted February 26, 2013 უდაოდ უდიდესი ოსტატი იყო,იმდენად სახელოვანი და მოთხოვნადი,რომ ახლახან ერთ წერილში გახსნილი იყო,ლებედას ნამუშევრების გაყალბების მაგალითები,პისტოლეტების წყვილი იყო უდიდესი ოსტატობით გაყალბებული,ხის ყუთის იარლიყიც კი ფალსიფიცირებული იყო!!!!გათვლა რა თქმა უნდა,ფულიან ვითომ კოლექციონერებზე კეთდებოდა!!! ფალსიფიცირება რომ ოსტატმა მოინდომოს პროტოტიპი ძალიან ღირებული უნდა იყოს. მერე კიდევ ფალსიფიკატორიდან მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს, ამასთან საკმაოდ ძვირიც ჯდება... ყველა ეს კომპონენტი ერთობლიობაში_ ,,ჩიტი ბდღვნად ღირდეს" უნდა! ლებედა სწორედ ასეთი ბრენდია ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.