Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Gebruder Bittner ჰუსტავ ბიტნერი(1843-1908წწ)მეიარაღეების შათამომავალი გახლდათ, რომლებიც ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნიდან იყვნენ ცნობილი. ბიტნერის დიდ ბაბუას ჯერ კიდევ 1618-1648 წლებში ჰქონდა ლულების დასამზადებელი სახელოსნო. საწარმო Gebruder Bittner 1860 წელს დააფუძნეს ბიტნერმა თავის ძმასთან და ვენცელ ფიუკერტთან ერთად ვეიპერტში. 1908 წელს დამფუძნებლის სიკვდილის შემდეგ კომპანიის მმართველობა მისი შთამომავლების ხელში გადავიდა. კომპანია სანადირო იარაღის, პისტოლეტების, ლულებისა და სხვა დეტალების წარმოებით იყო დაკავებული. ლულებსა და დეტალებს საწარმო ევროპის სხვადასხვა მწარმოებლებს აწოდებდა. მათ შორის შპრინგერს, ნოვოტნის, კალეცკის და სხვას. ფირმა აგრეთვე დაკავებული იყო საბრძოლო იარაღის რემონტითაც, რასაც ავსტრო-უნგრეთის ხელისუფლების შეკვეთით ასრულებდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ბიტნერმა დააპატენტა ორლულიანის(Genial-Gewehr) ძალიან ორიგინალური კონსტრუქცია. ამ კონსტრუქციამ ათწლეულებით გაუსწრო დროს. ლულების ჩეკეტვის სისტემა ეყრდნობოდა არა ორი ლულის კაუჭს, არამედ ოთხს. ჩაკეტვა ხდებოდა გვერდიდან; სასხლეტ-დამცემი მექანიზმი შედგებოდა მხოლოდ 5 დეტალისაგან(იმ დროში ყველაზე მარტივი ანალოგიური მექანიზმი 7-8 დეტალს ითვლიდა). ლულების მასალად გამოყენებული იყო დამასკური, კრუპისა და კოკერილის ფოლადი. 1908 წლიდან კი სრულად გადავიდა Bohler-ის ფოლადზე. ამ ფოლადის განმასხვავებელ ნიშას წარმოადგენდა კოროზიისადმი მედეგობა და დამუშავების გაადვილება. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 26, 2012 Author Report Share Posted July 26, 2012 თოფი დამზადებულია 1902 წელს ჰუსტავ ბიტნერის მიერ; შეკვეთა გაფორმებულია მოსკოვურ სავაჭრო ორგანიზაციაში A. BITKOFF A MOSCOU(,,ა. ბიტკოვი მოსკოვში"). ლულები დამზადებულია კრუპის სამრგოლიანი ფოლადით; სამმაგი საკეტი(პერდე). სხვა პარამეტრები უცნობია პ.ს. ყურადღება მიაქციეთ კონდახის ე.წ. ცრემლს, რომელსაც ამ შემთხვევაში ისრის წვერის(შეიძლება რომბსაც შევადაროთ) ფორმა აქვს. აღნიშნული დამახასიათებელია ამ ეპოქის ენსონ-დილეის საკეტებიანი თოფებისათვის. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 5, 2015 Author Report Share Posted November 5, 2015 ცნობილი მრავალკვანძიანი საკეტი(საკეტების თემაში არის შესაბამისი ინფო). მაღალი კლასის თოფი ბიტნერის შესრულებით დამზადებულია 1905 წელს, 16 კალიბრი, კრუპის ფოლადი KRUPP PRIMA-ESSEN, ლულის სიგრძე 75 სმ ნახეთ რა მაგრობაა ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted November 5, 2015 Report Share Posted November 5, 2015 გეთანხმები მაგარი რამეა!!!! ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted November 5, 2015 Report Share Posted November 5, 2015 კუკლაა რა,დახვეწიილ!!!!გელა რა უნდა გთხოვო,მე ვერ ვიპოვე ზაუერის თემაში,იქნებ სხვაგან დევს,ზაუერის მე-18-ე მოდელის ,,მაისტერვერკის,, სურათები მოიძიე და დადე რა,ისიც მაგარი კუკლა თოფებია!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 5, 2015 Author Report Share Posted November 5, 2015 კუკლაა რა,დახვეწიილ!!!!გელა რა უნდა გთხოვო,მე ვერ ვიპოვე ზაუერის თემაში,იქნებ სხვაგან დევს,ზაუერის მე-18-ე მოდელის ,,მაისტერვერკის,, სურათები მოიძიე და დადე რა,ისიც მაგარი კუკლა თოფებია!!! მამუ უკვე ტელეფონის ნეტზე ვარ და "ძალა" არ ეყოფა მოსაძიებლად. ხვალისათვის გადავდოთ ეგ საქმე. თუ სწორად მახსოვს ზაუერის მე-18 მოდელი კაი დაგრავირებული ბოქსლოკია ხომ??? ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.