Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Jan Nowotny

 

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარსა და მეოცეს დასაწყისში თავისი თოფებით სახელი გაითქვა პრაღელმა ოსტატმა იან ნოვოტნიმ, რომელმაც საკუთარი ფირმა 1865 წელს დააფუძნა. ამ დროისათვის ნოვოტნის დიდი გამოცდილება ჰქონდა მიღებული ლებედასა და სხვა კომპანიებში.

ფირმა მთელ ევროპაში გახდა ცნობილი თავისი გლუვლულიანებით, დრილინგებითა და შტუცერებით. თოფებზე პრაღის სკოლისათვის დამახასიათებელი რღმა ფონის გრავირება და არაბესკებია შესრულებული.

 

9ad06af900f1.jpg

 

ნოვოტნის ნაწარმმა სწრაფად მოიპოვა აღიარება და გამოფენებზე ჯილდოებს-ჯილდოებზე იღებდა. პირველი იყო 1866 წელს მიღებული დიდი ვერცხლის მედალი. ამას მოყვა სხვა ჯილდოები, მათ შორის ოქროს მედლები. მაგალითად, პარიზში 1878 და 1900 წლებში, ბარსელონაში 1888 წელს, მოსკოვში 1872 წელს, პრაღაში 1908 წელს.

იან ნოვოტნი იყო კარგი მეიარაღე და წარმატებული მეწარმე. მისი პროდუქცია არა მარტო ავსტრო-უნგრეთში იყო ცნობილი, არამედ შედიოდა გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთისა და რუსეთის ბაზარზე. სათაო ფირმა პრაღაში იყო განთავსებული. მას გააჩნდა წარმომადგენლობები ბუდაპეშტსა და კარლოვი-ვარში.

 

e910ac53936e.jpg

 

106cb439a514.jpg

 

 

 

საფირმო ლულები პირველად მზადდებოდა დამასკური ფოლადისაგან, მოგვიანებით კი ჩამოსხმული ფოლადის ნამზადისაგან. ფოლადს იღებდნენ კრუპის ქარხნიდან. რამდენიმე მოდელზე დაყენებულია ინგლისური წამოების ფოლადის ლულები. ნამზადი ფოლადისაგან ლულებს ფირმაში თავად აკეთებდნენ და საკუთარ დამღებს ასვამდნენ.

 

 

7f2d1ea2d0e4.jpg aaec2f24e1a8.jpg

 

 

4dea8e5b4257.jpg

 

 

 

 

კალაპოტზე ასვამდნენ წარწერას ფირმის სახელით, ხოლო სამიზნე თამასასა და ლულებზე აწერდნენ ჩეხურ, იგლისურ ან გერმანულ ენაზე, იმის გათვალისწინებით თუ სად იგზავნებოდა ნაკეთობა.

დიდი ხნის განმავლობაში ძირითადი მოდელები ჩახმახიანი თოფები იყო საკეტით ,,ყელში".

 

 

976f85086afa.jpg b0569e72875f.jpg

 

 

 

 

მოგვიანებით გადავიდნენ ბოქსლოკებზე და გვერდით დაფებზე განლაგებულ საკეტებზე. გლუვი ორლულიანები ძირითადად 12, 16 და 20 ყალიბის მზადდებოდა, ხოლო ხრახნილები კი 7x72R, 8x57R, 8x 72R, 9,3x72R ყალიბებისა.

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნების მიჯნაზე კარგად იყო ცნობილი საფირმო თოფები ენსონ-დილეის საკეტებსა და ეჟექტორებზე.

უფრო ძვირფასი და პრესტიჟული გახლდათ საიდლოკები ლულათა ჰორიზონტალური განლაგებით. ამ თოფებზე საუკეთესო ხარისხის ინგლისური ფოლადის ლულები ყენდებოდა(ინგლისური Sir Joseph Whitworth's Fluid Compressed Steel).

 

 

7e50956cf28e.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

Nowotny J

 

 

bb183b148287.jpg

 

ყალიბი 12; სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 70სმ(ფოლადი კრუპი. გამოცდილია 1914 წელს); ლულის შევიწროება 1,0/1,0; არხის დიამეტრი 18,4მმ, წონა 3კგ.

 

 

თოფი ეკუთვნოდა ბრეჟნევისდროინდელ ჯანდაცვის მინისტრს ე.ჩაზოვს.

 

 

 

fb1a005750dd.jpg

db5ccd29934b.jpg

b6a235259b6f.jpg

1d1842d52f24.jpg

70e8d2638c75.jpg

0f5c836b5615.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...