Jump to content
Club-Monadire.Ge

პროფესიონალური კონსულტაცია !


Recommended Posts

პროფესიონალური კონსულტაცია !

 

Salamandra

 

მეგობრებო ! შემეკითხეთ-გიპასუხებთ!ეკვს წელზე მეტია სათევზაო მაღაზიაში ვმუშაობ კონსულტანტად. დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით აღჭურვილობისა და ხელსაწყოების ამორჩევისას სხვა და სხვა თევზის საჭერად..... ასე რომ მომმართეთ

Link to post
Share on other sites
  • Replies 115
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

Salamandra

 

 

 

მე ბოილების თემა მაინტერესებს, ვიცი რომ უკვე აპრობირებული მთელ მსოფლიოში და ჩვენთან მარტო ეხლა შემოდის, ვთქვათ რომ ვიყიდო რისი არომატით ჯობია და საერთოდ აქ იმუშავებს???

 

ბოილები მუშაობენ ! ოღონდ ტევზი მათ უნდა მიეჩვიოს.ამისათვის არა ერთი კილოგრამი ბოილი დაგჭირდება.მაგრამ ეს თავიდან,მერე კი ყველაფერი ხოშიანად იქნება.გემოსაც დიდი მნიშვნრლობა აქვს.თუ წყალი ძალიან თბილია ხილეულის გემოები სჯობს,ცივ წყალში კი ცხოველური გემო აჯობებს(თევზის ფქვილი,კიბოს ხორცი...)მაგრამ უნდა შეაჩვიო თავიდან...

Link to post
Share on other sites

Salamandra

 

 

SENSAS ფრანგული პრიკორმკაა,კილოგრამი 10$ მეტი ღირს მაგრამ ერთ ერთი საუკეთესოა მსოფლიოში

 

 

QUOTE(Irakli_13 @ Feb 13 2009, 06:48 PM)

 

 

პირველს არ ვიცნობ მაგრამ მეორე კაკრაზ ისაა რაც ჩამოტანილი მქონდა მაგრამ ინლისიდან მაგის წამოგება უაზრობაა და აქ კიდევ სამწუხაროდ ჯერ არ იყიდება რადგან არაპოპულიზირებული პროდუქტია.

თქვენი მაღაზია მოსკოვშია თუ სადმე სხვ

 

შიგ მოსკოვსი

 

 

 

QUOTE(Irakli_13 @ Feb 13 2009, 06:48 PM)

 

 

პირველს არ ვიცნობ მაგრამ მეორე კაკრაზ ისაა რაც ჩამოტანილი მქონდა მაგრამ ინლისიდან მაგის წამოგება უაზრობაა და აქ კიდევ სამწუხაროდ ჯერ არ იყიდება რადგან არაპოპულიზირებული პროდუქტია.

თქვენი მაღაზია მოსკოვშია თუ სადმე სხვ

 

შიგ მოსკოვში

Link to post
Share on other sites

შეკითხვა Salamandra-ს .... ხომ არ შეგიძლია ზუსტად აგვიხსნა თუ როგორ კეთდება "მანნაია ბალტუშკა"? ეხლახან გავიგე ამ სატყუარას არსებობის შესახებ ... რამდენადაც მოვისმინე ეს არისო ერთ ერთი საუკეთესო სატყუარა საზანზეო.

 

არა მარტო საზანზე.....როდესაც ცყალი ცივდება და ჭიაზე და მატლზე არ მოდის ბალტუშკა მშვენივრად მუშაობს.ბალტუშკა ჩვეულებრივი ,,მანი კრუპაა''.რაიმე ბანკაში ვყრით კრუპას.ცყალს ვუმატებთ იმ ცყალსატევიდან რომრლშიდაც თევზაობას ვაპირებთ.ოღონდ ერთია რომ ბალტუშკა ძალიან ნაზი ნასადკაა ამიტომ ნემსკავი,ტივტივა და ძუა ძალინ დელიკატურები უნდა იყვნენ

Link to post
Share on other sites

Salamandra

 

 

 

კითხვა სალამანდრასთან

gear ratio-რას ნიშნავს?

ჩემ კატუშკას აწერია 5.1:1

მეორეს 4.5:1

 

გადაცემითი რიცხვი....რუჩკის ერთი დატრიალება რამდენ ხვევას აკეთებს კოჭაზე სადაც ძუა ეხვევა: თუ ვხედავთ წარწერას 5.1:1 ეს ნიშნავს რუჩკის ერთი დატრიალება 5,1 ხვევას კოჭაზე.არსებობენ ძალიან სწრაფი 6.2:1 და ნელი 4.1:1 კატუშკები.სწრაფები სუსტები არიან და ნელები კი ძლიერები და დიდი თევზის ჭერისას გამოიყენებიან(კობრი,ლოქო....)

Link to post
Share on other sites

Salamandra

 

 

 

კარგი სალამანდრა ეს გიდოდა ხო.დავიწყოთ ანკესებიდან როგორც ვიცით ყველა სახის თევზაობისთვის სხვადასხვა ანკესი არსებობს(ანუ ჯოხი) გთხოვთ გვითხრათ რომელი თევზაობისთვის რა ანკესია საჭირო და რომლის ყიდვა ჯობია და რატომ.უმორჩილესად გთხოვთ დაწვრილებით მოგვითხროთ ყველაფერზე ვინაიდან და რადგანაც ამას დამწყებებიც წაიკითხავენ და ყველასათვის გასაგები იყოს წინასწარ გმადლობთ

 

გასაგებია ერთ პოსტში ყველაფერს ვერ ავღწერ მაგრამ თან და თან შევეცდები ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას..მაგალითად ფიდერი...საქართველოს სწრაფი მდინარეებისათვის დაგვჭირდება 70-160-მდე გრამმის მქონე ტესტის ჯოხი,რადგან სწრაფი და ძლიერი დინება თავისას მოითხოვს,ტბებსა და წყალსაცავებში 30-50-გრამამდე ტესტის მქონე ჯოხიც იკმარებს.ძუის ხარისხ დიდი მნიშვნელობა აქვს.ძუა უნდა იყოს წვრილი მაგრამ ძალიან კარგი ხარისხის,რადგან მსხვილი და უხეში ძუა წყლის დიდ დაწოლას განიცდის რაც ჯოხის მგრძნობიარობაზე უარყოფითად მოქმედებს....

Link to post
Share on other sites

სალამანდრა, მთის მდინარეში(საქართველოში) კალმახზე თევზაობის ტექნიკაზე რას იტყვი. ადგილობრივები ტყვია ნემსკავის მეტს არაფერს იყენებენ. ''მუშკა''(რა ჰქვია ქართულად) იმუშავებს?

 

იმუშავებს,თანაც ძალიან კარგად,და არა მარტო კალმახზე,ქაშაპზე,შამაიაზე,gold head-ი კი(ეს ოქროს ფერის თავიანი მძიმე მუშკაა)ფსკრულ თევზზეც იმუშავებს.

Link to post
Share on other sites

Salamandra

 

 

რიონზე როგორ ვითევზავო მასწავლეთ ვინმემმ რა საშუალებებით, ძირითადად მაინტერესებს ღლავი ანუ ლოქო .. რა მასალა უნდა და ა.შ

პირველ რიგში დაგვჭირდება ჯოხი რომლის ტესტი იქნება სადღაც არა ნაკლები 250-350 გრ.შემდეგ მძლავრი კატუშკა ბაიტრანერით,ან და უბაიტრანეროთ ოღონდ მძლავრი.შემდეგ დაწნული ძუა(плетёнка) 50-60 კილოს რომ უძლებდეს,200-300 გრამიანი ტყვია და კარგი ხარისხის ლოქოს ნემსკავები.ეს რაც აღჭურვილობას შეეხება,ხო კიდე ძირითად ძუასა და პავადოკს შორის უნდა იყოს ,,ვერტლიუჟოკი",ქართულათ არ ვიცი რა ქვია.შემდეგ კი დიდი მნიშვნელობა აქვს სათევზაო ადგილის ამორჩევას.დღისით ლოქო ღრმა მორევებში ისვენებს ღამე კი სანადიროდ გამოდის უფრო თხელ წყალში,ხო და სიღრმისა და დაბალი წყლის საზღვარზე უნდა მოვსინჯოთ ჭერა.

Link to post
Share on other sites

Salamandra

 

 

 

ზურაბ

ახალი ტრიალა გამოუშვია კუუსამოს Kuusamo VOLFRAMI-LIPPA. ვოლფრამისგანაა დამზადებული გულარი. ძალიან მძიმეა. მეფსის #2 10 გრამია, #3 - 14გრ. საინტერესოა რამდენად სტაბილურად იმუშავებენ ჩვენს დინებებზე.

 

კუუსაოს კარგი რამეები აქვს საერთოდ,ეს ახალი ტრიალები კი სპეციალურად ჩრდილოეთის სწრაფ მდინარეებში ორაგულების საჭერად გამოუშვეს.ჩვენთან ღრმა ადგილებში იმუშავებს

Link to post
Share on other sites

Salamandra

 

 

 

გამარჯობათ მეთევზეებო. მაინტერესებს (უბრალოდ ვერ ვიპოვე თუ რა თემაში ჩამესვა ჩემი კითხვა) თუ რას ფიქრობთ ინერციული კოჭების შესახებ. რატომღაც ძალიან მიზიდავს ესეთი კოჭა და ჯერჯერობით კარგი ხარისხის სამწუხაროდ არ შემხვედრია.

Salamandra ძალიან მაინტერესებს რუსული წარმოების კაჭა нельма-ს შესახებ რამე ხომ არ გსმენიათ. და თუ კი, მისი მიახლოებითი ფასის შესახებ. ინტერნეთში სამწუხაროდ დიდათ ინფორმაცია ვერ მოვიძიე.

წინასწარ დიდი მადლობა ყველას.

 

 

ეს კოჭა,НЕЛЬМА მაქ მხედველობაში მე არ მინახავს ჯერ და მასსზე ვერაფერს ვიტყვი .ვიცი რომ პადშიპნიკები აქვს და ღირს სადღაც 50 $ .ასეთი სტილის ინგლისური კოჭები 100 $- ზე მატი ღირს .სპინინგისათვის კი მაინც უინეციო კოჭა სჯობს დამიჯერე...

Link to post
Share on other sites

motevsave

 

 

 

აბა, ამ საქმის პროფესიონალებთან მაქვს კითხვა. ჩვენთან მდინარე რიონში ბევრი წვერაა.. დინება მთლად სწრაფი არ არის, მაგრამ არც ნელია. რიონჰესის კასკადის გამო ხელოვნურ არხში მიედინება მდინარე რიონი, რის გამოც წყალი საკმაოდ ღრმაა.

 

რას მირჩევთ, რა საშუალებებით და რა ასალებით შეიძლება წვერაზე ეფექტური თევზაობა? ომელი ჯოხი მჭირდება, ძუა, სატყუარა.. რავი ყველაფერი მაინტერესებს. ხელოვნური სატყუარა გამოდგება? წვერა სპინინგით იჭირება? მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს.

 

 

MONADIRE-მე ღორტავს გირჩევ თუ რიონში მოიპოვება ღორტავი,მაგზე მაგრად არაფერზე მოვა,და ფსკრულს გირჩევ.პროფესიონალი არავარ,მაგრამ ცოტა რაგაც მესმის

Link to post
Share on other sites

levani

 

 

ბიჭებო!!!!!!!!! რუჩეინიკს ქართულად ქვია ნაკადულის მატლი, სანსალას ქვია რუისელა. მდინარეზე სათევზაოდ მაგაზე მაგარი სატყუარა არ არსებობს.

 

პ.ს თემის გარეშე. ამას წინ გამომყავდა ,,ოპარიში" საქონლის ტყავის ნაჭერით, სახლში ძლივს მოველაპარაკე. რომ რაც შეიძლება შორს დავდებ და სუნი და ამისთანა საძაგლობები არ შეგაწუხებთ მეთქი. რომ დაესია ოპარიშები ჩემმა გათახსირებულმა კატამ ტყავიანა მატლიანა შემოთრია სახლში და დიდხანს ვარწმუნებდი ოჯახის წევრებს რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება თუ განმეორდა შეუძლიათ ჩემი ოპარიშიანა გამაგდონ სახლიდან.

Link to post
Share on other sites

Salamandra

 

 

 

ручейник-ით უკრაინაში ვთევზაობდი. აქ არ შემხვედრია. დასავლეთის მდინარეებში მოიპოვება?

 

 

რუჩეინიკს ბევრი ნაირსახეობა ჰყავს.იგი დასავლეთ საქართველოშიც არის და აღმოსავლეთშიც.მე პირადად ბევრჯერ ვარ მითი ნათევზავები.მდინარიდან ქვას იღებ და მის ქვემო მხარეზე პატარა კვიშის ტრუბკებია რომელშიდაც ეს მატლი ბინადრობს

Link to post
Share on other sites

Salamandra

 

 

 

Salamandra, შეგიძლია მცირე სტატიასავით რომ დაწერო ლოქოზე კვოკ-ით როგორ თევზაობენ, რა დადებითი მხარეები აქვს, რამდენად გამართლებულია და ა.შ. საქართველოშიც თუ შეიძლება ამ მეთოდით თევზაობა? თუ შეგიძლია სურათიც რომ დაურთო? დიდი მადლობა წინასწარ.

 

 

გოგა,მე თვითონ კვოკით არასდროს მითევზავნია,ისე კი ბევრჯერ მისაუბრია მათთან ვინც ამ მეთოდით იჭერს ლოქოს,ერთ ხანს მაღაზიაშიდაც გვქონდა კვოკები გასაყიდად.

ერთი სიტყვით კვოკი,ხისგან დამზარებული ხელსაწყოა რომლის წყალში ჩარტყმა სპეციფიკურ ხმას გამოცემს,ეს ხმა კი ლოქოს იზიდავს.კვოკს ხმარობენ ნავიდან ჭერის დროს.საერთოდ კვოკს მაგარი დამუღამება უნდა,მის წყალში ჩარტყმას თავისებური სიხშირე და გარკვეული ძალა ჭირდება.მერე მეორე.კვოკს ყველა ვერ ამზადებს.კარგი კვოკი ძნელი საშოვნია.ისე კი კვოკით ყველგან შეიძლება ჭერა სადაც ლოქოა,მათ შორის საქართველოშიდაც !

Link to post
Share on other sites

motevsave

 

 

 

ლევან ახლა დამშვიდებულად შეგიძლია მაგ კატიდან გააკეთო აპარიში

 

 

ჩემი გამოცდილებით ბუზის მატლი,ანუ აპარიში ყველაზე კარგი თევზისგან გამოდის და ყველაზე დიდებიც იზრდებიან.

Link to post
Share on other sites

Salamandra

 

 

 

სალამანდრა, ახლა ვუყურბდი ,,ახოტა ი რიბალკას" და იქ აჩვენეს რუსეთში მცხოვრები ქართველი მეთევზე თამაზ ბოჭორიშვილი, როელიც ძალიან მაგრად თევზაობდა მართლაც.. პროფესიონალურად, მემგონი მოსკოვში უნდა ცხოვრობდეს, ინტერნეტში დავიწყე მოძიება მაგრამ ვერ ვიპოვე, ბოლოში ტიტრებში კიდევ ერთმა ქართულმა გვარმა გიორგი სალარიძემ გაიჟღერა, ხომ არაფერი გსმენია ამ ადამიანების შესახებ? მე ძლაიან მესიამოვნა მათი ამ გადაცემაში ხილვა..

 

 

ვიცი ამ ხალხის შესახებ,მაქვს ბევრი გადაცემა და მათი დაწერილი სტატიები წაკითხული და ნანახი.მათი ფორუმთან დაახლოვება ძალზე კარგი და სასარგებლო რამე იქნებოდა....ეს აზრი უკვე დიდი ხანია რომ მაქვს თავში.არ ვიცი რომელ აქაურ ფორუმზე იმყოფებიან თორემ აუცილებლად გავაცნობდი ჩვენ ფორუმს

Link to post
Share on other sites

dmoral

 

 

 

დაწერილია 21 June 2010 - 10:23 PM

 

აა გასაგებია.

 

ესეც ნახეთ მოსახერხებელია. ზომების გადამყვანი ტაბულა-კარკულატორი.

 

http://pishchour.ru/converter.htm

 

1 oz = 1 უნცია

 

1 in = 1 დიუმი

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

"კინდერ სიურპრიზის" კვერცხის გულიდან ღამის სიგნალიზატორის დამზადება.

 

Link to post
Share on other sites

მაგარი რამეა ეს ბევრ რამეში შეილება გამოადგეს ადამიანს :e025:

მე მაქვს კითხვა მატჩის ჯოხზე, ცოტა ხნის წინ შევიძინე mikado tachibana 3.9 up to 25gr 3 სექცია cik გამშვები რგოლებით 14 რგოლი აქვს და მაინტერესებს როგორი ჯოხია როგორ შეფასებას აძლევს ხალხი

:haha: და წვერი ძალიან წვრილია მეშინია თევზმა არ გამიტეხოს ყველა კი ამბობს ეგრე ადვილად არ ტყდებაო მარა მაინც

Link to post
Share on other sites

მაგარი რამეა ეს ბევრ რამეში შეილება გამოადგეს ადამიანს :hi:

მე მაქვს კითხვა მატჩის ჯოხზე, ცოტა ხნის წინ შევიძინე mikado tachibana 3 სექცია cik გამშვები რგოლებით 14 რგოლი აქვს და მაინტერესებს როგორი ჯოხია როგორ შეფასებას აძლევს ხალხი

:haha: და წვერი ძალიან წვრილია მეშინია თევზმა არ გამიტეხოს ყველა კი ამბობს ეგრე ადვილად არ ტყდებაო მარა მაინც

 

სატყუარის ტესტს თუ არ გადააჭარბებ არ გატყდება. ;)3.9 up to 25gr

 

:e025:

Link to post
Share on other sites

მაგარი რამეა ეს ბევრ რამეში შეილება გამოადგეს ადამიანს :haha:

მე მაქვს კითხვა მატჩის ჯოხზე, ცოტა ხნის წინ შევიძინე mikado tachibana 3.9 up to 25gr 3 სექცია cik გამშვები რგოლებით 14 რგოლი აქვს და მაინტერესებს როგორი ჯოხია როგორ შეფასებას აძლევს ხალხი

:haha: და წვერი ძალიან წვრილია მეშინია თევზმა არ გამიტეხოს ყველა კი ამბობს ეგრე ადვილად არ ტყდებაო მარა მაინც

 

ოთო გამარჯობა ძამიკელა).რაც შეეხება შენს მატჩს.mikado მშვენიერი ფირმაა.ფირმების უმერესობა პროდუქციის კონკრეტუს სახეობებზე აკეთებენ ძირითად აქცენტს.პირადად მე მიკადოსი ჯოხები მომცონს მისი სხვა პროდუქციიდან,კაუჭებიც კარგი აქვს ისე მიკადოს..ახლა რაც მატჩს შეეხება ძმა.მატჩით თევზაობის მთელი კაიფი ჯოხის ელასტიურობაზეა.რაც უფრო წკეპელივით არის ჯოხი მით უფრო მაგარია.ეგ მხოლოდ ჩემი აზრია ოთია.ჯერ იქედან დავიწყებ რომ მსუბუქია,მერე და მისი ელასტიურობა დიდი თევზის ამოხვანისას პროცესს მაღდ ორთაბრძოლად აქცევს.14 რგოლი სიმძიმეს თანაბრად ანაწილებს ანკესზე რაც მისი გატეხვის მინიმალიზაციას ქმნის.გაფრთხილება და მოვლა კი ჭირდება ძამი მარა შენი ამბავი რო ვიცი ქალივით უვლი შენ მაგას და ცივ ნიავსაც არ აკარებ).

Link to post
Share on other sites

:haha: :haha: :haha: მადლობა ზაზა ძამი გადავხედე რუსულ ფორუმებსაც და აქებენ იცინიც მიკადოს :haha:

გაფრთილება და მოვლა კი ნაღდად არ მოაკლდება ამ ჯოხს ჩემი აბავი კი იცი შენც :haha: გაიხარე ძმა

Link to post
Share on other sites

"კინდერ სიურპრიზის" კვერცხის გულიდან ღამის სიგნალიზატორის დამზადება.

უეჭველი ქართველის მოგონილია დავით, სიტუაციიდან გამოსავლის ძიების მიზნით :karochera:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...