Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

CZ Ceska Zbrojovka

 

33acdaf90a8a.jpg

 

კომპანია მდებარეობს ჩეხეთის ქალაქ უგერსკი-ბროდში.

იარაღის წარმოებამ ამ ქვეყანაში განვითარება პირველი მსოფლიო იმის შემდეგ დაიწყო. ფირმა Ceska Zbrojovka (როგორც ჩვენში მოიხსენიებდნენ_ ,,ჩეზე") დაფუძნებულია 1936 წელს. ის 1919 წელს დაფუძნებული დიდი საწარმოს ფილიალი გახლდათ.

მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელების მიერ ჩეხების ოკუპაციის პერიოდში, კომპანიას Bohmische Waffenwerke ერქვა. ომის დასრულების შემდეგ ეს რეგიონი საბჭოების კონტროლს დაექვემდებარა. 1947 წელს მოხდა საწარმოს ნაციონალიზაცია და ძირითადად სამხედრო იარაღის წარმოებას შეუდგა(მაგალითად, ავტომატი კალაშნიკოვი). 1956 წლიდან კომპანიამ მოტოციკლების გამოშვება დაიწყო. ბოლო ათწლეულების განმავლობაში საწარმომ რამდენიმე სტრუქტურული რეორგანიზაცია განვლო(გადადიოდა ერთი სახელმწიფო გაერთიანებიდან მეორეში). 1992 წლიდან მან ახალი სავაჭრო ნიშანი მიიღო.

ბოლო 60 წლიან პერიოდში კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტი საგრძნობლად გაფართოვდა და მოიცავს პისტოლეტების ბევრ მოდელს, თოფებსა და სხვა ცეცხლსასროლ იარაღს.

დღეისათვის CZ პისტოლეტების ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია, რომლებსაც მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის.

პროდუქციის ასორტიმენტში წარმოდგენილია: ხრახნილლულიანი თოფები, ნახევარავტომატური პისტოლეტები, გლუვლულიანი და პნევმატური თოფები.

ჩეხეთში კომუნისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ კომპანიის პროდუქციამ მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. მისი იარაღი მახასიათებლით ,,ფასი-ხარისხი" მისაღები გახდა მომხმარებლისათვის.

კომპანიას აგრეთვე იცნობენ სავაჭრო ნიშნით ,,ბრნო" და ,,ბრიუნერი".

 

 

 

 

 

CZ Model 581

8fc315130194.jpg

 

 

ყალიბი 12; სავაზნის სიგრძე 70მმ; ფოლადის კალაპოტი; კერსტენის საკეტზე; ერთ ან ორ სასხლეტზე; წონა 3,9 კგ; სიგრძე 115 სმ; ლულის სიგრძე 71 სმ; ეჟექტორზე; სახსნელ ჩოკებზე; ავტომატურ მცველს შეთავსებული აქვს სროლის რიგითობის გადამრთველი(განლაგებულია კონდახის ყელზე); დაცვის დამატებითი მექანიზმი გამორიცხავს სასხლეტის დაშვებას იარაღის დაცემის შემთხვევაში; კონდახი კაკლის(პისტოლეტური ფორმის)

 

 

 

 

CZ Model 584

fe552c0a9150.jpg

 

ყალიბი 12(გლუვლულიანი), .222 Rem, .223 Rem, 5,6x52 Savage, .243 Win., 7x57R, 7x65R, .308 Win., .30-06 Spr(ხრახნილები); სავაზნის სიგრძე 70მმ; ფოლადის კალაპოტი; კერსტენის საკეტზე; ორ სასხლეტზე; წონა 3,5 კგ; სიგრძე 105,5სმ; ლულის სიგრძე 62 სმ; ექსტრაქტორზე; ლულათა შევიწროება მყიდველის სურვილისამებრ; ავტომატურ მცველს შეთავსებული აქვს სროლის რიგითობის გადამრთველი(განლაგებულია კონდახის ყელზე); დაცვის დამატებითი მექანიზმი გამორიცხავს სასხლეტის დაშვებას იარაღის დაცემის შემთხვევაში; კონდახი კაკლის(პისტოლეტური ფორმის)

Link to post
Share on other sites
  • 3 years later...

როგორც დაინტერესებული მკითხველისათვის ცნობილია, ქალაქ უგერსკი-ბროდში მდებარე "ჩეზე"-ს საწარმო ამჟამად მხოლოდ ხრახნილლულიან იარაღს უშვებს, ხოლო გლუვლულიანების წარმოება გადატანილი აქვს თურქეთში "ჰუგლუს" საწარმოო სიმძლავრეებზე სახელწოდებით CZ-USA.

აქ მზადდება მოდელები: Sporter, Sporter Standard Grade, Redhead Target(სამთავე ლულათა ვერტიკალური განლაგებით), Ringneck Target(ლულათა ჰორიზონტალური განლაგებით) და ნახევარავტომატი უკუქცეულ გაზებზე 712 Target.

 

 

დღეს გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ Ceska Zbrojovka-მ ქალაქ ბრნოში(სიდიდით მეორე ქალაქი ჩეხეთში) თავის ფილიალში განაახლა იარაღის წარმოება, მათ შორის გლუვლულიანი სპორტული მოდელისა, სახელწოდებით Brno Competition. დამზადებულია BO802-ის ბაზაზე; ყალიბი 12; ლულათა სიგრძე 71სმ და 76სმ; საერთო სიგრძე 115/120სმ; წონა 3,25-3,35კგ.

 

 

 

8ee40fdc5f68.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...