Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

თეიმურაზ

 

 

მომილოცავს კარგ ნადირობებში მოგეხმაროს სულ.

 

ჰუგლუები თავის ფასში საუკეთესო ვარიანტებია, კი შეიძლება სადმე ნორმალური ძველი გამოშვების საბჭოთა თოფიც მოვძებნოთ, მაგრამ ეს უკანასკნელი იმათთვის არის მისაღები რომლებსაც უნდათ რომ ერთი იაფფასიანმა თოფით მთელი ცხოვრება ინადირონ.

 

მაგრამ ჰუგლუს და მის მსგავს თურქულებსაც აქვთ თავიანთი პლიუსები რომელთაც გათვალისწინებაც არც თუ ურიგო იქნებოდა, კერძოდ გარეგნობა, მოხერხეულობა და კომფორტი, სახსნელი ჩოკები რაც დამეთანხმებით რომ ძალიან დიდი ფუფუნებაა, ასევე 76 მილიმეტრიანი სავაზნე რაც მიანიშნებს რომ ლულები ასე თუ ისე დიდ მუხტზეა გათვლილი და რესურსიც შესაბამისად გაზრდილია.

 

რაც შეეხება მთლიანად თოფის რესურსს, ბევრის არაფრის თქმა არ შემიძლია, თუმცა ამერიკაში არის ერთი რომელიც ტესტავ ჰუგლუ 104-ს და 24 ათას ვაზნზეა ასული უკვე და მხოლოდ ნემსები გამოუცვალა, ასევე მეზობელ ფორუმზე 17 წლის ჰუგლუც ვნახე რომელიც თბილისში აქვთ.

 

ასე რომ არც მთლად დაბალი რესურსი აქვთ, ყოველშემთხვევისთვის 36 გრამამდე ვაზნებით რომ ვამუშაოთ, 10000-ს არ ჩამოცდება ჩემი ღრმა რწმენით.

სხვები კი ვინც ბოლო ხანს იყიდა ჰუგლუ და ასევე სხვა მსგავსი თურქული თოფი ვისაც ვიცნობ არავინ არ უჩივის,

ოხ თედო შენ უნდა მამკლა რა :d030:

ჰუგლუს ქარხანამ რომ გაიგოს საქართველოში ასეთ მაგარ რეკლამას უკეთებ,უფასოდ უნდა გააკეთონ შტუჩნი იარაღი წარწერით "თედო" და გაჩუქონ :dance:

Link to post
Share on other sites

ოხ თედო შენ უნდა მამკლა რა :d030:

ჰუგლუს ქარხანამ რომ გაიგოს საქართველოში ასეთ მაგარ რეკლამას უკეთებ,უფასოდ უნდა გააკეთონ შტუჩნი იარაღი წარწერით "თედო" და გაჩუქონ :dance:

 

 

გეთანხმები ჯაბაა :haha: :haha: :haha: :haha: :haha:

Link to post
Share on other sites

კარგით რა ხალხო, რეკლამა აზრად არ მომსვლია, მაგრამ რაც დავწერე მაგაში კი 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული,

თუ ვინმეს თანამედროვე თოფი უნდა იაფად, ჰუგლუ, ატა, სიბერგანი, სარსილმაზი, ყველაზე ხელსაყრელები ვარაინტებია.

ჰუგლუს ნახევრად ავტომატები ვერ არიან ისეთი პოპულარულები როგორც ატა არმსანი და შტოგერი, ამას გასაგები მიზეზი აქვს ჩემი აზრით.

 

ჯაბა და დუტა,

დაწერეთ რომელი თანამედროვე იარაღი უნდა იყიდოს 900-1600 ლარში ადამიანმა, ოღონდ ისე რომ დაასაბუთოთ თქვენი პოზიცია.

 

ოღონდ ეხლა ჰუგლუს და იჟ 27ს ან ატა-ს და მრ-ის შეჯიბრი არ გვინდა. ისედაც ვიცი ვინ არის გამრჯვებული.

Link to post
Share on other sites

იჟ 27.რესურსი მეტი აქვს,არ აქვს MDF-ის კონდახი,გაცილებით მუშაა,გინდა მექანიზმი და გინდა მეტალი.ჭრა და სიბურჯღლე ნორმალურია. მართალია კონდახი ცოტა უხეში ნამუშევარია მაგრამ ზემოთ ხსენებუილიდან გამომდინარე კონდხას მოევლება.არ იფიქრო რახან მე მაქვს მაგიტო ვამბობ,მე ზოგადად ჰორიზონტალი უფრო მირჩევნია და ეხლა ვაპირებ ყიდვას

არ დაიწყო ეხლა ;) კონდახზე ლაპარაკი,ჩემი თვალით მაქვს ნანახი,ჰუგლუზეც და შტოგერზეც რომ MDF-ია და გარედან არის დაშპონილი ხის თხელი შპონით

Edited by jaba
Link to post
Share on other sites

თეიმურაზ

 

გილოცავ, სულ კაი ნადირობებში :yes:

 

ისე, კონდახი მართლა სუსტი წერტილია ჰუგლუსი და კიდე სასხლეტები ძან მძიმეა.

 

შარშან ვიყიდე მეც 104ა. წელს უამინდობის პირობებში ვიყავი სანადიროდ რამოდენიმეჯერ და დასველდა თუ არა სულ აჭრელდა.

 

ჭრაში და მიტანაში კიდე არ ჩამოუვარდება მისი კლასის თოფებს (თუ არ ჯობია ზოგიერთს)

 

ისე,ჩემი პირადი აზრით დამწყები მონადირისთვის ძველი საბჭოთა წარმოების 80-ნებში გამოშვებული თოფის ყიდვას მაინც ახალი, უხმარი თოფის ყიდვა ჯობს. რესურსი და გამძლეობა როგორც მინიმუმ ერთნაირი ექნებათ და ბოლოსდაბოლოს ახალი თოფი ქვია. ლულებს რომ გახედავ გასრიალებული ერთ წერტილს ვერ უპოვი რაც საბჭოთა დროინდელი თოფებისთვის თუ ზალაში არ იყო კედელზე დაკიდებული იშვიათია.

 

ამას კიდე სახსნელი ჩოკები ემატება, რაც მართლა ძან პრაქტიკული და გამოსადეგი რამეა.

Link to post
Share on other sites

იჟ 27.რესურსი მეტი აქვს,არ აქვს MDF-ის კონდახი,გაცილებით მუშაა,გინდა მექანიზმი და გინდა მეტალი.ჭრა და სიბურჯღლე ნორმალურია. მართალია კონდახი ცოტა უხეში ნამუშევარია მაგრამ ზემოთ ხსენებუილიდან გამომდინარე კონდხას მოევლება.არ იფიქრო რახან მე მაქვს მაგიტო ვამბობ,მე ზოგადად ჰორიზონტალი უფრო მირჩევნია და ეხლა ვაპირებ ყიდვას

არ დაიწყო ეხლა ;) კონდახზე ლაპარაკი,ჩემი თვალით მაქვს ნანახი,ჰუგლუზეც და შტოგერზეც რომ MDF-ია და გარედან არის დაშპონილი ხის თხელი შპონით

მდფ-ის კონდახი მირჩევნია წიფლისას და ნედლი კაკლისგან გაკეთებულს, რამდენ ახალ იჟზე გამიგია რომ გაუსკდათ კონდახები. მე ჰუგლუს კონდახს ლაქის გარდა ნაკლი ჯერ ვერ ვუპოვე. არ ვიცი ჯაბა შენი იჟი როგორია, მაგრამ ეხლანდელების აბსოლუტური უმეტესობა ძალიან ადვილად იჟანგება როგორც შიგნით ასევე გარეთ, ნადირობისას სანამ სახლში მიიტანდე მანამ, თუ კი წვიმაში მოყევი. რომელ რესურსზე ლაპარაკი, როცა ძალიან ბევრ იჟს ლულებს შორის შედუღების წერტილები სუსტი აქვთ და მინახავს პლანკა ამძვრალი და Sუაზე გაპობილიები.

ხოო კიდევ არასიმეტრიული გაბურღულობა, ლულის კედლების არათანაბარი სისქე, მეტალის ცუდი დამუშავება.

 

ლულის მეტალი ბევრად სჯობს ჰუგლუსი ამაზე ნუ შემედავებით, ვიდრე სერიიული იჟების, ყოველშემთხვევაში საქართველოში შემოტანილის აბსოლუტურ უმრავლესობას iს ნაკლები ახასიათებს რაც ზემოთ დავწერე.

კარგებიც ბევრი მინახავს, მაგალიტად ჩვენს ძველ ფორუმელ ძერას კარგი იჟი აქვს, მაგრამ წიფლის კონდახითაა.

დინამოს უკან რო მარაზიაა მანდ ედოთ ლულებ გადაჭრილი იჟი რატოa ესეთქო რომ ვიკითხე ჩოკები ვეღარ მოვხსენით ზედო.

საიმედოობას რაც შეეხება ჯერ არავის პრობლემა არ ქონია ჰუგლუსთან.

მექანიზმი ჰუგლუსაც გამძლე აქვს მაგრამ იჟისას რათქმაუნდა ვერ ჯობია.

Edited by master
Link to post
Share on other sites

ჰუგლუს მექანიზმმზე დანამდვილებით ვიტყვი რომ პრობლემა არ ექნება თოფის რესურსი სრულ ამოწურვამდე.

Link to post
Share on other sites

დიდი მადლობა ყველას მოლოცვისათვის სულ ბედნიერები იყავით და თქვენც რაც გაქვთ კარგ ნადირობაში გამოგეყენოთ

Link to post
Share on other sites

თედო რაც შეეხება ლულების "ჟანგვას" ეგ ქიმიური პროცესია და ჟანგვას ოქსიდირება ქვია.ვინც ოდნავ ქიმიაში ერკვევა მოგეხსენებათ რომ რაც მაღალია ფოლადის შენადნობის ხარისხი მით მეტად მიდის მისი ჟანგვა ანუ ოქსიდირება,აი ესაა მიზეზი ჟანგის წერტილების გაჩენის გარედან.იმაში ვერ შეგედავები რომ შავი დაფარფა რუსებს არ უვარგათ.ეხლა რაც შეეხება ჩოკებს:იმ მაღაზიაში რაც გითხრეს მტკნარი სუცრუეა.ნუ შეიძლება ქარხნული ბრაკი იყო და იმიტომ ვერ მოხსნეს,მაგრამ ჩემს გარშემო ვინც ტრიალებს და თოფს უვლის გინდა იჟზე და გინდა სხვა მოდელზე ჩოკის მოხსნა არავის გაჭირვებია.თუ არ გიყვარს იარაღი და მისი წმენდა შეიძლება ნაღდ იტალიურ იარაღზეც ვერ მოხსნა თუ მიაჟანგებ ზედ.

ხოლო იმას რომ MDF ის კონდახი ჯობია ხისას-ყველა სახის სტერეოტიპებს ამტვრევ მაგით.ნედლი ხის კონდახი ჯერ არ შემვედრია არცერთ იარაღზე,კი გეთანმები რომ ბლაგვი გათლილია კონდახი რუსულებზე მაგრამ მაინც ხეა.თუ არ იცი გეტყვი რომ MDF-ი არის დაპრესილი ქაღალდი.ფიზიკურად არ შიეძლება დაპრესილმა ქაღალდმა აჯობოს მასიურ ხეს.რაც შეეხება კონდახის გატეხვა-გაბზარვას დაუდევარ ადამიანებს ხშირად მოსდით მასეთი რამეები.მაქვს ნანახი 6300 ლარიან ბერეტაზე გაბზარული კონდახი მაგრამ ის აშკარად პატრონის დაუდევრობით იყო.თუ გახსოვს ძველ ფორუმზე იყო ჯანო7774 (ეს ქონდა ნიკი ციფრები თუ სწორად მასოვს),რომელმაც დაახლოებით 20 ცალამდე მაგნუმი ისროლა და დარჩა ხელში ჰუგლუს კარდონის კონდახი.

ჩემს საახლობლოში ბევრს ავარჩევინე და ვაყიდინე იჟი ახალი,მოგვიწია წვიმაში,თოვლში,ჭყაპში სიარული მაგრამ არ დაჟანგებულა არავისი.აგერ დუტა და ელიზბარი დამემოწმება ჭალადიდში რო ვიყავით დახურვაზე 4-5 საათი კოკისპირულ წვიმაში ვედექით პერელიოტს,მერე კი მოგეხსენება ავთოს ამბავი იმ დღეს თოფის გაწმენდის თავი არ ექნებოდა არავის,მეორე დღეს პახმელიაზე გამოვედით და სახლში რომ ცამოვედი მერე გავწმინდე თოფი,არანაირი ჟანგი არ გასჩენია.ჩემნაირი აქვს ელიზბარსაც და ზაზა-13 საც(ვისაც შენ იცნობ). ორივემ ახალი წარმოების იჟები მაგრამ მეორე ხელიან იყიდეს,ორივეს ყიდვა არჩევას დავეწარი,შეეხმიანე და კითხე თუ ემდურის რომელიმე შენს მიერ ზემოთ მოყვანილ მაგალითებს.

Link to post
Share on other sites

 

დინამოს უკან რო მარაზიაა მანდ ედოთ ლულებ გადაჭრილი იჟი რატოa ესეთქო რომ ვიკითხე ჩოკები ვეღარ მოვხსენით ზედო.

 

საქართველოში გადაჭრილი სანადირო იარაღის შეძენა ქონა და გასხვისება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით

Link to post
Share on other sites

საქართველოში გადაჭრილი სანადირო იარაღის შეძენა ქონა და გასხვისება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით

მთლად მასეც არაა, ბევრი იარაღი მინახავს გადაჭრილი და გაფორმებული. შემიძლია დანამდვიოლებით ვთქვა როომ გადაჭრილი იყო, წუნი კი ქარხნული იყო მაგას ვამბობ მეც. მე დაახლოებით 250 ვაზნა მაქვს ნასროლი ამ თოფით, აქედან 12 მაგნუმი და პოლუ მაგნუმი და მასეთი ჯერ არაფერია, გარდა მაგისა ჩემი დატენილი დიდი ზარიადები, რომლებიც მაგნუმს არ ჩამოუვარდებოდა ბეჭში დარტყმით, (ამ სოკოლის ვერაფერი გავიგე)

იჟის კონდახები სროლისას შესკდომიათ ხოლმე ხელში. მდფ-ის კონდახი არ ნიშნავს იმას რომ სუსტია, პლასტიკისა არ იყოს, ეგეც შეიძლება იყოს გამოსული სპეციალური დამუშავებით.

Edited by master
Link to post
Share on other sites

საქართველოში გადაჭრილი სანადირო იარაღის შეძენა ქონა და გასხვისება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით

 

გარკვეულ ზომაზე შეიძლება გადაჭრა როგორ ვიცი :scratchchin:

Link to post
Share on other sites

ჯანოს ჰუგლუს არ ვიცი რა მოუვიდა მაგრამ, ამ ფორუნის გარდა კიდევ რამდენიმე იარაღთან და ნადირობასთან დაკავშირებულ ფორუმში ვარ გაწევრიანებული სადაც ბევრ იჟის და ჰუგლუს მფლობელს ვიცნობ, არავის აბსოლუტურად არ უთქვამს არაფერი ჰუგლუს იმ წუნებზე რაც ზემოთ დასახელდა, ჰუგლუს წუნი არის ლაქი და მძიმე სასხლეტები, ამ უკანასკნელის გამოსწორება სახლის პირობებშიც ძალიან ადვილია.

 

ხო და კიდევ კალაპოტზე გაოფლიანებული ხელის გულის მოკიდების გამო, ჩემს თოფს უკვე შესამჩნევად დააჩნდა კუთხეებში დაფერვის გაფერმკრთალება.

 

ჰუგლუს თემაა და მთლად იჟ 27-ის და 104-ის შედარება რომ არ გამოგვივიდეს და ასევე მაღაზია მაგნუმის რეკლამა..... :

 

მოკლედ ძალიან მომწონს "გორდაში" სარსილმაზ ტრაპერი კარგი იქნება თუ ცვლადი ჩოკებითაც შემოიტანენ, ჩემი აზრით ძალიან მაგარი თოფია სპორტსმენებისთვის და დიდი რესურსის მქონე.

"

ჰუგლუს მოდელებში კი "იგლი" და "ს 12 ე"

 

ატა არმსში კი "სპ" ჩემი აზრით თავის ფასში უკონკურენტოა

Edited by master
Link to post
Share on other sites

ერთ რამეს ადვილად შეამჩნევს კაცი ვისაც რა აქვს იმას აქებს კერძოთ თუ თურქული აქვს მაშინ რუსული ჟანგიანი და ნაგავია. თუ რუსული აქვს მაშინ პირიქით, ამიტომ ასეთი პოსტები ; (ჩემს ახლობელს ქონდა და გაუსკდა და დაიჟანგა და ასე შემდეგ) უნდა წაიშალოს თუ ვერ დაასაბუთებს სურათით. მე მაგალითად არ ვიტყვი ჩემი თოფი იმიტომაა კარგი რომ რომ თურქულს ჯობია მეთქი, კაი იმიტომაა რომ მე მომწონს და ესაა მთავარი. თავის საქმეს ყველა თოფი გააკეთებს თუ მოუვლის კაცი.

Link to post
Share on other sites

ერთ რამეს ადვილად შეამჩნევს კაცი ვისაც რა აქვს იმას აქებს კერძოთ თუ თურქული აქვს მაშინ რუსული ჟანგიანი და ნაგავია. თუ რუსული აქვს მაშინ პირიქით, ამიტომ ასეთი პოსტები ; (ჩემს ახლობელს ქონდა და გაუსკდა და დაიჟანგა და ასე შემდეგ) უნდა წაიშალოს თუ ვერ დაასაბუთებს სურათით. მე მაგალითად არ ვიტყვი ჩემი თოფი იმიტომაა კარგი რომ რომ თურქულს ჯობია მეთქი, კაი იმიტომაა რომ მე მომწონს და ესაა მთავარი. თავის საქმეს ყველა თოფი გააკეთებს თუ მოუვლის კაცი.

კარგი სხვაა მეგობარო და ჯობნა სხვა, კარგი რაცაა ამ ფორუმზე ყველამ ვიცით, ეს ვერც ჰუგლუ იქნება და ვერც იჟი.

სურათებს რაც შეეხება ნაწილობრივ გეთანხმები თუმცა ძველებურ რუსულ თოფებზე დამკვიდრებული სტერეოტიპები, რომ ისინი ყველაზე მაგრები არიან, ამას ძალიან ბევრი ამბობს, უბრალოდ იმით არის გამოწვეული რომ შემორჩენილები არიან ისევ და ხალხი ხმარობს, თორემ Nახევარიც ვერ დაამტკიცებს იმას რომ მათ ქარხნის მიერ მოცემული რესურსი სრულებით ამოწურეს.

 

აბა ტულკაზე როგორ შეიძლება თქმა რომ დიდ რესურსიანი და მაგარი თოფია, რაც მინახავს ყველა მიჟანგული და მორყეულია, და ნახევარზე მეტს მეეჭვება რესურსი ამოწურული ქონდეთ,მაგრამ მაინც გეტყვიან რომ კარგი თოფია, 50 წელი აქა-იქ ხმარობდნენ და ამით შემორჩათ.

Link to post
Share on other sites

მე პირადად მხოლოდ რესურსი ბევრს არაფერს მიწყვიტავს, ახალ იჟებს და ჰუგლუს შორის ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება 5 ათასი იყოს სხვაობა რესურში, ვამბობ საუკეთესო შემთხვევაში და ვგულისხმობ ნორმალურ იჟს.

რუსები უკვე ვეღარ მიყვებიან თანამედროვე ტენდენციებს, ამით მნიშვნელოვნად ჩამორჩება სამხრეთელ მეზობელს, რომელიც საირაღო მრეწველობას დღითი-დღე ავითარებს.

Link to post
Share on other sites

ერთ რამეს ადვილად შეამჩნევს კაცი ვისაც რა აქვს იმას აქებს კერძოთ თუ თურქული აქვს მაშინ რუსული ჟანგიანი და ნაგავია. თუ რუსული აქვს მაშინ პირიქით, ამიტომ ასეთი პოსტები ; (ჩემს ახლობელს ქონდა და გაუსკდა და დაიჟანგა და ასე შემდეგ) უნდა წაიშალოს თუ ვერ დაასაბუთებს სურათით. მე მაგალითად არ ვიტყვი ჩემი თოფი იმიტომაა კარგი რომ რომ თურქულს ჯობია მეთქი, კაი იმიტომაა რომ მე მომწონს და ესაა მთავარი. თავის საქმეს ყველა თოფი გააკეთებს თუ მოუვლის კაცი.

 

 

მე რუსუკიც მქონდა და თურქულიც. თურქული ვამჯობინე. დაბლიდან მეშვიდე პოსტია ჩემი ეს იმისთვის თუ როგორ რუსულს ვამჯობიმე და რამდგომარეობაში იყო

 

ჩემი ბმული

Link to post
Share on other sites

მე რუსუკიც მქონდა და თურქულიც. თურქული ვამჯობინე. დაბლიდან მეშვიდე პოსტია ჩემი ეს იმისთვის თუ როგორ რუსულს ვამჯობიმე და რამდგომარეობაში იყო

 

ჩემი ბმული

ამჯობინე და ძალიანაც კარგი ესეგი შენ ეგ გირჩევია მარა სხვას სხვანაირი გემოვნება აქვს ხო ასეა? რადგან შენ გირჩევია ხომ არ ნიშნავს რომ ეგ მასეა და წყალი არ გაუვა? გემოვნების ამბავია მშვიდობაში მოგვახმაროს მთავარია ყველას ჩვენი თოფები მე მაგალითად ჩემ თოფს თუ გავყიდი ვფიქრობ ფაუსტის შეძენას მარა ზოგს ფაბარმი მოწონს. არც თურქულია ცუდი და არც რუსული, სროლაა მთავარი მააააააააააააააააააააააააააააააააააააააააშ

Link to post
Share on other sites

3890081_1.jpg

 

ზემოთ დაიწერა რომ ჰუგლუს კონდახი მდფისაა, ამასაც ფანერის კონდახი აქვს, კალიბრი 300 ვინჩესტერ მაგნუმი.

მაიმარკეტზე ვნახე ადრე და ახლა წავაწყდი ისევ ხელმეორედ.

 

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=3890081

Edited by master
Link to post
Share on other sites
  • 3 months later...
  • 4 months later...

ჰუგლუს მფლობელებო მაპატიეთ,მაგრამ რაც მოხვდა ფაკტია.მე ვიყიდე ჰუგლუ 201-ბ 3 ტვის წინ,გადავიხადე 1150-GE.ვნადირობდი მწყერზე ცჰემი დატენილი ვაზნებით,დაახლოვებით 80-100 ვაზნა გავისროლე მწყერობაზე.შემდეგ,ქატამზე და იხვზე ვხმარობდი ფაბრიჩნი ვაზნებს,გავისრიდი დაახლოვებით 40-50 ვაზნას.2 კვირის უკან თოპს აგმოვუჩინე შატკა,ლულა მტლიანად მოირყა.დაახლოვებიტ 10 დგის უკან გატყდა მაშკა.ჩავიტანე მაგაზიაში სადაც ვიყიდე და შემიცვალეს მაშკა.შეცვლის შემდეგ არ გავსულვარ სანადიროდ და მხოლოდ გუშინ გავედი ტყის ქათმის პერელიოტზე,4 ფაბრიჩნი ვაზნა გავისროლე ბუგატის ფირმის და მაშკა ისევ გატყდა და ტოფუ უფრო მაგრად მოირყა.ხვალ ჩავიტანო უნდა ისევ მაღაზიაში,რას მეტყვიან დზაან მაინტერესებს.ერთი სიტყვით თოფი 3 თვეში დაიშალა.ეხლა ამ მდგომარეობაში ალბათ 300 ლარშიც არავინ იყოდის.შეხედულად თოპი იდეალურ მდგომარეობაშია,არანაირი ნაკაწრი არ აქვს.მოკლედ ამ ჰუგლუმ დამგუპა:D.დავრჩი უ თოფოთ.

Link to post
Share on other sites
  • 4 years later...

სეზონის დაწყებამდე შევიძენე huglu 104 A 66სმ ლულით 2 სასხლეტზე ჩოკების გარეშე. ძალიან მსუბუქია, პრაქტიკული და მოსახერხებელი. მთელი სეზონი ვინადირე არაფერი ეტყობა ახალივითაა.

მე მომწონს 😉

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...