Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Huglu

 

 

26b7c3e04659.jpg

 

 

 

სავაჭრო ნიშანი Huglu საკმაოდ კარგადაა ცნობილი. სახელი ჰუგლუ აღებულია ერთ-ერთი თურქული სოფლის საპატივცემულოდ. 1962 წელს ამ სოფელში გაერთიანდა რამდენიმე წვრილი სახელოსნო და ჩამოაყალიბეს ეს ფირმა.

ჩვენს დროში ფირმა მერკელისა და ფაბარმის პარტნიორია და უშვებს ერთლულიან, ორლულიან, ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ და ავტომატურ თოფებს. იარაღი არის ეჟექტორებსა და ექსტრაქტორებზე. ლულათა სიგრძე კი ძალიან მრავალფეროვანია. ამ ფირმის ყველა ლულა ქრომირებულია.

Huglu-ს თოფები შედარებით იაფი და საკმაოდ ხარისხიანია. გასათვალისწინებელია, რომ ხელით შრომა ფირმაში დიდ სეგმენტს მოიცავს.

მთელ მსოფიოშია ცნობილი ე.წ. ,,თურქული კაკალი"(ეს თურქულიული კაკალი არაა... მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს), რომლითაც დამშვენებულია Huglu. ამ ფირმაში იყენებენ 5 სხვადასხვა ხარისხისა და ღირებულების კაკლის მასალას(ფასიც ჯავარის შესაბამისი აქვთ). ამ მასალისაგან მზადდება კონდახის 9 ნაირსახეობა. სპორტული მოდელებისათვის ამზადებენ რეგულირებად კონდახებს.

კალაპოტი შეიძლება იყოს ქრომირებული ან ოქსიდირებული(ხშირად ჭრელი ანუ ფერადი). არ ავიწყდებათ გრავირებაც.

მოკლედ წარმოგიდგენთ ერთ-ერთ საინტერესო მოდელს, ესაა Huglu – 201-HRZ.

 

 

2295ed78ca18.jpge1e7b603eb5f.jpg

 

 

ესაა 12 ყალიბის ორლულიანი თოფი ჰორიზონტალურ ლულებზე და გარე ჩახმახებზე. ლულის სიგრძე 51 სმ, საერთო სიგრძე 103სმ, წონა 3,1კგ; სავაზნე 76მმ, ლულას აქვს 5 სახსნელი ჩოკი. საკეტი სამმაგია(ერთ-ერთი გრინერის ჭანჭიკი). არაა გასაკვირი, რომ თოფს ასეთი გაბარიტებით აქვს ძალიან კარგი ბალანსი. როგორც ამ თოფის მფლობელები აღნიშნავენ მოკლე დისტანციებზე აქვს საუკეთესო დაჯგუფება და ჭრა.

 

 

2fe7ceea772a.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ძალიან მომწონს ჰუგლუს ეს კონკრეტული მოდელი მგონია რო მიუხედავად მოკლე ლულისა იმის გატვალისწინებიტ რო ჩოკები საცვლელი აქვს ძალიან კარგი მოსახმარი იქნება ნებისმიერ ფრინვლეზე(ნუ ახლა მთლად სამტრედეთ არ ივარგებს ალბათ).

Link to post
Share on other sites

ძვირია ძალიან, ორი ლულითაც(76 და 56)იყიდება 1900 ლარი ღირს, მაგრამ ჩახმახიან თოფში თანაც ჰუგლუში მაგ ფასი რავიი აბა. ფაბარმს იყიდი, ცოტა რო დაამატო.

ისე ჰუგლუს უხარისხობაზე რაც საუბარი იყო, არ გამართლდა,ამ ეტაპზე მე ძალაინ კმაყოფილი ვარ ჩემი ჰუგლუს ხარისხით, რაც ღირს იმ ფას ხარისხიდან გამომდინარე ნამდვილად ამართლებს.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ეს ნახეთ ჰუგლუს ახალი მოდელია "სს 12 ე"

67k.jpg

 

66k.jpg

 

ეს მეორე ახალი მოდელი 103 "აჯ"

 

69k.jpg

 

 

ნაღდი ჰუგლუა! B)

Link to post
Share on other sites

პირველი ორი ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ტიბჟირი. რაცხა ვატყობ სიტუაციას მომავლისთვის ნახევრადავტომატზე ფიქრს დავანებო თავი. ეხლა ვნახე 1675 ლირა აქვს ფასი ერთ-ერთ მარაზიაში

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...
  • 5 months later...

maradi1998

 

ნადირობის სეზონი დაიხურა 28 თებერვალს.

ჰუგლუ 103 ნორმალური იარაღია თუმცა დაბალი რესურსით.

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ ვინმეს თუ სეუძლია რო მომწეროს პირად წერილებში huglu 103 c რა აქვს დადებითი ან უარყოფითი ან კარგია თუ არა გუდვილში აირგუნიდან ვიყიდე გთხოვთ მომწეროთ და კიდევ ნადირობის სეზონი როდისიხურება ახალბედა ვარ :scratchchin: ამ საკითხში

Link to post
Share on other sites

maradi1998

 

ნადირობის სეზონი დაიხურა 28 თებერვალს.

ჰუგლუ 103 ნორმალური იარაღია თუმცა დაბალი რესურსით.

 

 

ანუ დაბალ რესუსრსჰი რა არის ნაგულისხმები

Link to post
Share on other sites

გასროლათა დაბალი რიცხვი, რომელიც 1000 - ობით იზომება, ჰუგლუს შემთხვევაში რამდენია არ ვიცი. 10000 ზე ნაკლები ხომ არ ექნება.

Link to post
Share on other sites

გასროლათა დაბალი რიცხვი, რომელიც 1000 - ობით იზომება, ჰუგლუს შემთხვევაში რამდენია არ ვიცი. 10000 ზე ნაკლები ხომ არ ექნება.

დიდი მადლობა

Link to post
Share on other sites

თეიმურაზ

 

 

მომილოცავს კარგ ნადირობებში მოგეხმაროს სულ.

 

ჰუგლუები თავის ფასში საუკეთესო ვარიანტებია, კი შეიძლება სადმე ნორმალური ძველი გამოშვების საბჭოთა თოფიც მოვძებნოთ, მაგრამ ეს უკანასკნელი იმათთვის არის მისაღები რომლებსაც უნდათ რომ ერთი იაფფასიანმა თოფით მთელი ცხოვრება ინადირონ.

 

მაგრამ ჰუგლუს და მის მსგავს თურქულებსაც აქვთ თავიანთი პლიუსები რომელთაც გათვალისწინებაც არც თუ ურიგო იქნებოდა, კერძოდ გარეგნობა, მოხერხეულობა და კომფორტი, სახსნელი ჩოკები რაც დამეთანხმებით რომ ძალიან დიდი ფუფუნებაა, ასევე 76 მილიმეტრიანი სავაზნე რაც მიანიშნებს რომ ლულები ასე თუ ისე დიდ მუხტზეა გათვლილი და რესურსიც შესაბამისად გაზრდილია.

 

რაც შეეხება მთლიანად თოფის რესურსს, ბევრის არაფრის თქმა არ შემიძლია, თუმცა ამერიკაში არის ერთი რომელიც ტესტავ ჰუგლუ 104-ს და 24 ათას ვაზნზეა ასული უკვე და მხოლოდ ნემსები გამოუცვალა, ასევე მეზობელ ფორუმზე 17 წლის ჰუგლუც ვნახე რომელიც თბილისში აქვთ.

 

ასე რომ არც მთლად დაბალი რესურსი აქვთ, ყოველშემთხვევისთვის 36 გრამამდე ვაზნებით რომ ვამუშაოთ, 10000-ს არ ჩამოცდება ჩემი ღრმა რწმენით.

სხვები კი ვინც ბოლო ხანს იყიდა ჰუგლუ და ასევე სხვა მსგავსი თურქული თოფი ვისაც ვიცნობ არავინ არ უჩივის,

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...