Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Stoeger შტოგერი ყველა სახისა და მოდიფიკაციის იარაღს აწარმოებს, რომლების ნადირობისა და სპორტისთვისაა განკუთვნილი. კომპანიის ისტორია 1924 წელს დაიწყო, როცა ავსტრიელმა ემიგრანტმა შტოგერმა იარაღის საამქრო-მაღაზია დააფუძნა. იმ პერიოდისათვის დამფუძნებელი აღნიშნავდა, რომ წარმოადგენს ერთადერთ ექსპორტიორს აშშ-სა და კანადაში. შტოგერს ამ ქვეყნებში გერმანული პისტოლეტები შეჰქონდა. დაფუძნების შემდგომ წელს ფირმამ საკუთარი კატალოგიც დაბეჭდა. 1990 წელს საწარმო იყიდა ფინურმა კომპანია საკომ და შენაძენს Stoeger Industries უწოდა. 2000 წელს კი თავად საკო შევიდა Beretta Holding SpA-ს შემადგენლობაში. შტოგერი ამ შემადგენლობაში დღემდე რჩება. იტალიურ კომპანიასთან შეერთებამ და მოწინავე ტექნოლოგიების შემოტანამ შტოგერის რეპურაცია და გაყიდვები ერთიორად გაზარდა. Stoeger 2000 Stoeger 2000 Defense შტოგერ 2000 გამოდის მრავალი მოდიფიკაციის. იარაღი საკმაოდ ხარისხიანი ნახევარავტომატია. მართალია ის ჩამოუვარდება იტალიურ ანალოგებს(მოდელი ბენელის ბაზაზეა დამზადებული), მაგრამ მიმართება ფასი-ხარისხი დაცულია. გამოირჩევა მკვეთრი სიბურჯღლით. ნახევარავტომატი ინერციულ ავტომატიკაზეა(Benelli M1 Super 90 ბაზა), ლულის არხი ქრომირებულია. სანადირო მოდელებს სახსნელი ჩოკები აქვთ(მოდელ Stoeger 2000 Defense-ის ლულა ცილინდრია). ტევადობა 4+1 ვაზნა; კონდახი კაკლის ან პლასტიკატის; გააჩნია რეზინის ამორტიზატორი; უმეტესად ვენტილირებადი სამიზნე თამასით(Stoeger 2000 Defense-ს თამასა არა აქვს) condor სპორტული მოდელი condor გამოდის 12 და 20 ყალიბის. 70 ან 76 მმ სავაზნით. აქვს კარგი ბალანსი, ერთსახლეტიანი სელექტორული მექანიზმი. აღჭურვილია ავტომატური ეჟექტორებით. კაკლის კონდახი ორ სიბრტყეში რეგულირდება(ვერტიკალი-ჰორიზონლალი), რითაც შესაძლებელს ხდის გამოყენებული იქნას როგორ მემარჯვენეთათვის ისე მემარცხენეთათვისაც. ლულას გააჩნია გაზოდინამიური კომპენსატორები. ციტირება Link to post Share on other sites
lasha777 0 Posted August 20, 2012 Report Share Posted August 20, 2012 http://www.gandermountain.com/modperl/product/details.cgi?r=view&i=GM421252 500$ ღირს სტოგერ-2000 ამ საიტზე და ჩვენთან კიდე რა ფასებიაქვს..... ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted December 14, 2012 Report Share Posted December 14, 2012 სტოგერ-3500 ვნახე ძალიან მძიმე და მოუქნელია ნამდვილი ჩაქუჩია. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 21, 2013 Author Report Share Posted January 21, 2013 კომპანიამ ახალი სანადირო მოდელები გამოუშვა სახელწოდებით Longfowler. წარმოდგენილია რამდენიმე მოდიფიკაცია 12 ყალიბში, ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ლულების წყობით. ლულის სიგრძე 30 დიუმს შეადგენს, კონდახი და ტიბჟირი კაკლისაა, ხოლო კალაპოტი ფოლადის. განსაკუთრებით საყურადღებოა(სასიხარულოც) მათი ფასი, რომელიც ამერიკის კონტინენტზე საშუალოდ 499 მწვანეს შეადგენს. ციტირება Link to post Share on other sites
kakulia 0 Posted January 24, 2013 Report Share Posted January 24, 2013 გელას შემოვევლე,როგორახა ძმაო გელა შტოგერ-3500-ზე რა აზრის ხარ,საყიდლად ვფოქრობ,და რამაინტერესებს 76-სავაზნით თუ გამოდის,და 89-ით 70-ების გასროლა ხომარ გაუჭირდება? ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted January 24, 2013 Report Share Posted January 24, 2013 (edited) გელას შემოვევლე,როგორახა ძმაო გელა შტოგერ-3500-ზე რა აზრის ხარ,საყიდლად ვფოქრობ,და რამაინტერესებს 76-სავაზნით თუ გამოდის,და 89-ით 70-ების გასროლა ხომარ გაუჭირდება? არ გამოდის, გაჭირვებით არ გაუჭირდება. რაც ვნახე მ 3500-ში განსხვავება არის უკან რო მომრგვალებული შტირი აქ ის აქ გრძელი და გამყიდველი თქმით რესურსსაც ის მატებს. მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ კარგი იარაღია, სხვა საკითხია დაგჭირდება თუარა სუპერმაგნუმები, მაგრამ წესით რესურსი 89-იან თოფებს მეტი უნდა ქონდეს, ჩვეულებრივთან (ამ შემთხვევაში მ 2000თან შედარებით) Edited January 24, 2013 by master ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 25, 2013 Author Report Share Posted January 25, 2013 (edited) გელას შემოვევლე,როგორახა ძმაო გელა შტოგერ-3500-ზე რა აზრის ხარ,საყიდლად ვფოქრობ,და რამაინტერესებს 76-სავაზნით თუ გამოდის,და 89-ით 70-ების გასროლა ხომარ გაუჭირდება? არჩევანი ერთობ ინდივიდუალური საკითხია. ამას ემატება კიდევ ის, რომ გემოვნებაზე არ დაობენ... შტოგერ 3500 76-იან სავაზნეზე არ გამიგია. შეიძლება სპეცშეკვეთით დაამზადეს კიდეც, მაგრამ მე არ გამიგია ჩემი მოკრძალებული აზრი შემიძლია მოგახსენო სავაზნეზე(შტოგერ 3500 სპეციალურად ფოლადის საფანტიანი ვაზნებისთვისაა გათვლილი წყალმცურავებზე საბრახუნებლად): 89-იან სავაზნეს არ გაუჭირდება არც 76-იანი და არც 70-იანი ვაზნის გადამუშავება, მაგრამ აქ მეორე საკითხია: როგორი ბალისტიკა ექნება ნასროლს??? დამერწმუნე, რომ 89-იან სავაზნეში თავისუფალი ადგილი(ანუ ის თავისუფალი არე, რაც რჩება 89-იან სავაზნეში 70-იანი ვაზნის ჩადებისას) არ წაადგება არც ჭრას, არც დაჯგუფებას. რაც შეეხება რესურსს, ეგ თოფი მძიმე მუხტებზეა გათვლილი და შესაბამისად რესურსი გაზრდილი აქვს Edited January 25, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
kakulia 0 Posted January 25, 2013 Report Share Posted January 25, 2013 kakulia, დრო 24 January 2013 - 14:42, თქვა: გელას შემოვევლე,როგორახა ძმაო გელა შტოგერ-3500-ზე რა აზრის ხარ,საყიდლად ვფოქრობ,და რამაინტერესებს 76-სავაზნით თუ გამოდის,და 89-ით 70-ების გასროლა ხომარ გაუჭირდება? არჩევანი ერთობ ინდივიდუალური საკითხია. ამას ემატება კიდევ ის, რომ გემოვნებაზე არ დაობენ... შტოგერ 3500 76-იან სავაზნეზე არ გამიგია. შეიძლება სპეცშეკვეთით დაამზადეს კიდეც, მაგრამ მე არ გამიგია ჩემი მოკრძალებული აზრი შემიძლია მოგახსენო სავაზნეზე(შტოგერ 3500 სპეციალურად ფოლადის საფანტიანი ვაზნებისთვისაა გათვლილი წყალმცურავებზე საბრახუნებლად): 89-იან სავაზნეს არ გაუჭირდება არც 76-იანი და არც 70-იანი ვაზნის გადამუშავება, მაგრამ აქ მეორე საკითხია: როგორი ბალისტიკა ექნება ნასროლს??? დამერწმუნე, რომ 89-იან სავაზნეში თავისუფალი ადგილი(ანუ ის თავისუფალი არე, რაც რჩება 89-იან სავაზნეში 70-იანი ვაზნის ჩადებისას) არ წაადგება არც ჭრას, არც დაჯგუფებას. რაც შეეხება რესურსს, ეგ თოფი მძიმე მუხტებზეა გათვლილი და შესაბამისად რესურსი გაზრდილი აქვს რედაქტირებულია Gurulo-ის მიერ, დღეს, 12:33 გაიხარე.მადლობ ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted January 26, 2013 Report Share Posted January 26, 2013 მე საერთოდ ვერ ვხედავ 89 მმ-იანი სავაზნის არსს ისევე როგორც სუპერმაგნიმების და მაგნუმების. მაგაში ფულის ყრას სროლა ისწავლოს კაცმა ჯობია.. 12 კალიბრიდან ჩემი აზრით მაქსიმუმ 34 გრამიანი საფანტი უნდა ისროლო. ინგლისში ხო საერთოდ 28 გრამიანზე სხედან. ესეც რაღცას ნიშნავს... ციტირება Link to post Share on other sites
lasha777 0 Posted April 25, 2013 Report Share Posted April 25, 2013 (edited) -ესეც ჩემი stoeger m2000..... როგორციქნა შევიძინე და ამით ოცნებაც ამიხდა,რამდენი ხანი ველოდებოდი და როგორც იქნა საკუთრებაშია.....რამოდენიმე 30გრ პატრონა გავისროლე და შესანიშნავი იარაღია.... Edited April 25, 2013 by lasha777 ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 25, 2013 Report Share Posted April 25, 2013 გილოცავ ლაშა ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted April 25, 2013 Report Share Posted April 25, 2013 გილოცავ კაი რამეა ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted April 26, 2013 Report Share Posted April 26, 2013 გილოცავ ციტირება Link to post Share on other sites
lasha777 0 Posted April 27, 2013 Report Share Posted April 27, 2013 მადლობა სუყველას მოლოცვისათვის ციტირება Link to post Share on other sites
PREDATOR 0 Posted April 28, 2013 Report Share Posted April 28, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted June 22, 2013 Report Share Posted June 22, 2013 (edited) კომპანიამ ახალი სანადირო მოდელები გამოუშვა სახელწოდებით Longfowler. წარმოდგენილია რამდენიმე მოდიფიკაცია 12 ყალიბში, ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ლულების წყობით. ლულის სიგრძე 30 დიუმს შეადგენს, კონდახი და ტიბჟირი კაკლისაა, ხოლო კალაპოტი ფოლადის. განსაკუთრებით საყურადღებოა(სასიხარულოც) მათი ფასი, რომელიც ამერიკის კონტინენტზე საშუალოდ 499 მწვანეს შეადგენს. გურულო ზემოთ აღნიშნული მოდელი თუ იცი სად იწარმოება? ქარავანში ვნახე ვერტიკალებიც და ჰორიზონტალებიც, მაგრამ მთლად კარგი ნამუშევარი ვერაა,რუსულივით "ნაჯახითაა გათლილი" ცევიოც და კონდახიც,თან იწარმოება ბრაზილიაში,ზედ აგრეთვე აწერია "from georgia,ltd caravani",თუ მაგდაგვარი რაღაც.ეტყობა შეუკვეთეს. თურქეთში გავიკითხე და ვერ მიაგნეს,ეტყობა მარტო ბრაზილიის ქარხნები უშვებს მაგ მოდელებს. საიტებზეც რომ ვნახულობ ამერიკაში რა ღირს ეგ ინფოებია,ევროპას ვერ წავაწყდი,არადა ვიდზე კარგი ჩანს,თან კალაპოტიც ფოლადია, სხვათაშორის კონდორებიც ვნახე და ისიც ბრაზილიურია,ლულის კომპენსატორებით. Edited June 22, 2013 by SOSO K. ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted June 22, 2013 Report Share Posted June 22, 2013 კონდახი ხომ მაგრამ რკინის დეტალებს თუ მიაქციე ყურადრება?? მემგონი ისინი ნამდვილად არ უნდა ჰგავდეს "ქართულ" იჟ 27-ბს. ხოლო კონდახი და ცევიო რაც დავაკვირდი მეც საკმაოდ მოუხერხებელი მეჩვენა. ისე კი მგონი სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ ტაპორნი მაგრამ საიმედოებს.... ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted June 23, 2013 Report Share Posted June 23, 2013 თურქულ სტოგერს ბრაზილიაში აწყობილი ვერანაირად ვერ აჯობებს, ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted June 23, 2013 Report Share Posted June 23, 2013 თურქულ სტოგერს ბრაზილიაში აწყობილი ვერანაირად ვერ აჯობებს, მეც მაგიტომ მოვიძიე თურქეთში და ვერ მივაგენი ვერსად ვერტიკალებს,არადა თურქეთის ქარხნებში გამოშვებული კარგი იქნებოდა.ბრაზილიური რაღაც ხელშიც ვერ ჯდება და თან მაინცდამაინც ვერ უნდა იყოს კარგი. ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted June 23, 2013 Report Share Posted June 23, 2013 ბრაზილიაში მზადდება ორლულიანები, თურქეთში ნახევრად ავტომატები, იადეაში ხარისხში სხვაობა არ უნდა იყოს რადგან ორივე ერთი და იგივე ფირმის მიერ იწარმოება. მაგრამ ბრაზილია ცოტა მაინც ხომ წინ დგას ხარისხიანი ცეცხლასასროლი იარაღი წარმოების საქმეში ვიდრე თურქეთი, ეს კი განაპირობებს განსხვავებულ დამოკიდებულებას თურქეთში წარმოებულებისგან. ისე ამ შტოგერებს ისევე როგორც ნახევარავტომატებს ცოტა არ იყოს გარეგნობა აკლიათ. თუმცა მე, თუ ძაან იჟ27 არ არის, ორლულიან მოდელზე დავფიქრდებოდი. ციტირება Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted June 23, 2013 Report Share Posted June 23, 2013 მეც მაგიტომ მოვიძიე თურქეთში და ვერ მივაგენი ვერსად ვერტიკალებს,არადა თურქეთის ქარხნებში გამოშვებული კარგი იქნებოდა.ბრაზილიური რაღაც ხელშიც ვერ ჯდება და თან მაინცდამაინც ვერ უნდა იყოს კარგი. თუ არ მოგწონს არ იყიდო, ნადირობას ვერ დაუდებ მერე გულს. თურქულს თუ იყიდი ისევ ნახევარავტომატი იყიდე მაგეებს მოეშვი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 24, 2013 Author Report Share Posted June 24, 2013 (edited) გურულო ზემოთ აღნიშნული მოდელი თუ იცი სად იწარმოება? ქარავანში ვნახე ვერტიკალებიც და ჰორიზონტალებიც, მაგრამ მთლად კარგი ნამუშევარი ვერაა,რუსულივით "ნაჯახითაა გათლილი" ცევიოც და კონდახიც,თან იწარმოება ბრაზილიაში,ზედ აგრეთვე აწერია "from georgia,ltd caravani",თუ მაგდაგვარი რაღაც.ეტყობა შეუკვეთეს. თურქეთში გავიკითხე და ვერ მიაგნეს,ეტყობა მარტო ბრაზილიის ქარხნები უშვებს მაგ მოდელებს. საიტებზეც რომ ვნახულობ ამერიკაში რა ღირს ეგ ინფოებია,ევროპას ვერ წავაწყდი,არადა ვიდზე კარგი ჩანს,თან კალაპოტიც ფოლადია, სხვათაშორის კონდორებიც ვნახე და ისიც ბრაზილიურია,ლულის კომპენსატორებით. ჩემს ხელთ არსებული ინფოთი ბრაზილიაში იწარმოება(კაკ მინიმუმ იწყობა). გათვლილია ძირითადში წყალმცურავებისათვის. აქედან გამომდინარე კონდახები ზეთითაა დამუშავებული და გააჩნია დამცავი ფენა ქიმიური რეაგენტებისაგან. გარდა ამისა კალაპოტი უჟანგი ფოლადის აქვს... ყოველივე ზემოთთქმულს მწარმოებელი იძახის, თუმცა აქ(ჩვენთან) ნანახ მოდელებზე თუ შესაბამისი წარწერა არის_ "from georgia,ltd caravani", არ გამოვრიცხავ, რომ ნახსენები პლიუსები არ გააჩნდეს, რამეთუ ქართული ბაზარის ამოსავალი მოთხოვნაა სიიაფე. იაფი ისედაცაა შესაბამისი თოფები, მაგრამ კიდევ უფრო გაიაფება დიდი ალბათობით გამოიწვევდა ხარისხის დაწევას. Edited June 24, 2013 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted June 24, 2013 Report Share Posted June 24, 2013 მე ვნახე ეგ თოფები,ყველამ იცით ჰორიზონტალს ვეძებ.მაგრამ როგორც თედო მოგვიხსენიებს "27 ტაპორით" მონადირეებს მთლად მასეც არა საქმე.თედო იმედები უნდა გაგიცრუო "ტაპორზე" საშინლადაა ნამუშევარი თან გაცილებით. დააკვირდით ფოტოებს და ნახავთ სურათზეც რამდენად შესამჩნევია კონდახსა და კალაპოტს შორის "ზაზორები" დამუშავებით ჰუგლუ ჯობია აშკარად ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted June 24, 2013 Report Share Posted June 24, 2013 ხელში ვერ დავიჭირე ეგ მოდელი იმიტომ რომ თქმით ვეღარ მითხრეს მაგრამ 23-ე რაღაც რო მოვითხოვე, აშკარად ეტყობოდა ქარავანის ბიჭს სახეზე გააჯვი ახლა აქედანოოოოო!!!!! :alfons: გარეგნულად ვერ ქაჩავს და მე არც ვიქნები მაგის მომთხოვნი მაგრამ ვიღაცეებს უნდა დააინტერესოს.... ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted June 24, 2013 Report Share Posted June 24, 2013 ხელში ვერ დავიჭირე ეგ მოდელი იმიტომ რომ თქმით ვეღარ მითხრეს მაგრამ 23-ე რაღაც რო მოვითხოვე, აშკარად ეტყობოდა ქარავანის ბიჭს სახეზე გააჯვი ახლა აქედანოოოოო!!!!! :alfons: :haha: აუ ეს მაგარი იყო ძმაო ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.