Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Sarsilmaz

 

c3bd0948965b.jpg

 

 

თურქული კომპანია SARSILMAZ დაფუძნებულია 1880 წელს ქალაქ დიუზჯეში. თავისი არსებობის მანძილზე ის სამართლიანად ითვლება წამყვან თურქულ საწარმოდ პომპებისა და თვითდამტენი თოფების კუთხით. პროდუქცია ექსპორტზე გააქვს 66 ქვეყანაში. ორლულიანების წარმოებაში კი პირველობას ჰუგლუსთან ერთად იყოფს. სანადირო იარაღის გარდა კომპანია საბრძოლო პროდუქციასაც უშვებს.

 

cobra

d6892ae20b78.jpg

 

ფირმის ყველაზე ცნობილი პომპაა ,,კობრა", რომელიც პისტოლეტური ტიპის სინთეტიკის კონდახითაა აღჭურვილი. ყალიბი 12, სავასნის სიგრძე 76, ლულა ქრომომოლიბდენის ფოლადისაა და წარმოადგენს ცილინდრს, არხი ქრომირებულია, ლულის სიგრძე შეადგენს 47 ან 61 სმ-ს, არ აქვს სამიზნე თამასა;

მექანიზმი ექსპერტთა შეფასებით საკმაოდ რბილად და კარგად მუშაობს, აქვს კარგი ბალანსი; სასხლეტზე დაწოლის ძალა 1,0-1,3 კგ-ს შეადგენს; ვაზნების ტევადობაა 6+1; მცველი განლაგებულია სახლეტი ფარის წინ; შემკვეთის სურვილისამებრ შესაძლებელია ლულა იყოს სახსნელ ან ფიქსირებულ ჩოკებზე. შესაძლებელია დასაკეცი კონდახის შეკვეთაც.

 

 

 

 

 

 

 

SA-X-700 CS ნახევარავტომატი

566000a81d0d.jpg

 

 

ყალიბი 12; სავაზნე 76მმ; ლულის სიგრძე 61-66-71სმ; ვაზნების ტევადობა 5+1; სახსნელ ჩოკებზე.

 

 

 

 

SP 304

 

1ed5a436f34b.jpg

 

ყალიბი 20; სავაზნე 76მმ; ლულის სიგრძე 66 ან 71 სმ; ეჟექტორებზე; წონა 3,23- 3,28 კგ.

Link to post
Share on other sites
  • 4 years later...

Gurulo

 

ამ პიშტოზე რას მეტყვი? http://www.sarsilmaz.com/en/catalog/product//17/91

ვერაფერს, რადგან სურათიდან მაქვს მხოლოდ ინფო... ფაქტიურად ჰუგლუა.

საკეტი რა სისტემაა არ ჩანს. ეჭვი მაქვს, კალაპოტი რბილი მეტალისა აქვს, რაც ჩემის მოკლე ჭკუით, გადასახსნელ ორლულიანებს მხოლოდ ხიბლს მატებს და რესურსს ამცირებს.

 

ზოგადად კი ჩარხის გრავირება კალაპოტზე და საშუალო კლასის ხე ტარზე, ესაა რაც ზედაპირზე დევს...

Link to post
Share on other sites

გელა თუქებს სანადირო იარაღის მწარმოებელი რამდენი ფირმა ანუ კომპანია აქვს ? და კიდევ ირანი რა იარაღს უსვებს ?

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

გელა თუქებს სანადირო იარაღის მწარმოებელი რამდენი ფირმა ანუ კომპანია აქვს ? და კიდევ ირანი რა იარაღს უსვებს ?

ზურა,

თურქებს ძალიან ბევრი იარაღის მწარმოებელი საწარმო აქვთ.

მათ შორის მეტნაკლებად სოლიდური და მოზრდილი ფირმა ერთ ათეულს ითვლის და ამათ გარდა არის კიდევ დაახლოებით 25 ფირმაა, რომელიც პატარა, საამქროების ტიპის საწარმოებია(მათი უმრავლესობა მზა ლულასა და კალაპოტს ყიდულობს და დანარჩენს თვითონ აკეთებს.

ზოგადად თურქული იარაღთწარმოების ბუმი დაახლოებით 20-30 წელს ითვლის და გათვლილია საშუალო და დაბალ ფასიან(შესაბამისად ხარისხიან) სეგმენტზე.

 

ირანელებს კი სანადირო იარაღი ეწარმოებინოთ, არ გამიგია...

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

https://www.google.ge/search?q=SARSILMAZ+SP-XS512&biw=1920&bih=974&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjX2MD2_5bRAhWJDBoKHV8SABYQ_AUIBigB#imgrc=chAtE0b4eVdhrM%3A

 

 

 

ამ მოდელზე რას მირჩევთ, იჟ-27-ს 85-ში გამოშვებულს ვამჯობინო ? :)

 

SARSILMAZ SP-XS512

 

a287d6dcc21e.jpg

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...