Jump to content
Club-Monadire.Ge

ბრაკონიერობასთან ბრძოლა


Recommended Posts

  • Replies 912
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

დღეს სათევზაოდ გავედი,მოვიცალე როგორც იქნა.ფოთში უბანია,მე–13 რაიონს ეძახიან,ნაბადაში.იქ სასაფლაოსთან ტბებია,სავსეა ჩაწყვეტილი პარაშუტებით.გზაზე მიდიხარ და ჩანს რა.პარაშუტები პარაშუტებით და ტბა სანაგაო გეგონება,ცელოფნებით და მაკულატურითაა სავსე და სამშენებლო მასალის მონარჩენებით.კაროჩე ვანაში უნდა გავუშვა თევზი და იქ ვითევზაო რა.

Link to post
Share on other sites

ზაზა,

 

ფოტოფაქტები იქნებ მოგვაწოდო.

ეგემ მოვახერხო და სპეციალურად მაგისთვის გავალ ხვალ დავით.

Link to post
Share on other sites

პასუხი ჩვენს წერილზე

 

 

http://www.facebook.com/MOEgeorgia/posts/331223290267981?ref=notif&notif_t=feed_comment

 

 

 

Goga Khachidze

პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირდაპირი და გულწრფელი წერილისათვის. ორმაგად დასაფასებელია საზოგადოების წევრების მხრიდან ნებისმიერი მცდელობა და დახმარების შეთავაზება გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის საქმეში.

რაც შეეხება თქვენს წერილში დასმულ საკითხს კალმახთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, გასული წლების განმავლობაში დადგა აღნიშნული პრობლემის წინაშე, როდესაც გამოიკვეთა 2 ძირითადი საკითხი:

• მხოლოდ ხისტი აკრძალვით დღევანდელ პირობებში შეუძლებელია კალმახის პოპულაციის დაცვა და შენარჩუნება, არამედ საჭიროა უფრო მოქნილი და ეფექტური, გონივრულად გათვლილი და არსებული რეალობის გათვალისწინებით შემუშავებული რეგულირების მექანიზმების დანერგვა, რომლებიც, როგორც სახეობების დაცვის, ასევე მოსახლეობის კეთილსინდისიერი ნაწილის ინტერესების გათვალისწინების საშუალებას იძლევა;

• მართალია ადამიანმის მიერ შეექმნა საფრთხე კალმახის პოპულაციას საქართველოში, მაგრამ მეთევზის, ამ შემთხვევაში - დაგესესხებით გამოთქმას - ”წესიერი მეთევზის” წილი, ამ საფრთხის წარმოქმნისას, მიზერულია, ან სულაც არ არის.

შესაბამისად, სამინისტროში აღნიშნული სფეროს ექსპერტებთან მსჯელობის შემდეგ მომზადდა ”საქართველოს ”წითელი ნუსხისა” და ”წითელი წიგნის” შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი, სადაც, სხვებთან ერთად, გათვალისწინებული იყო იმ საკითხების ახლებურად რეგულირებაც, რომლებსაც ამჟამად გვთავაზობთ თქვენი წერილით. თუმცა, ამ პერიოდს დაემთხვა საქართველოს მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები, როდესაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციების მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა უწყებაში გადავიდა. თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს რომ გარემოს დაცვის სამინისტრო და პირადად მე გვერდზე გავდექით ამ, და არამარტო ამ საკითხების გადაწყვეტაში.

თქვენს წერილში საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებს გვთავაზობთ კალმახის არა მარტო მოპოვების დაშვებული შემთხვევების, არამედ მისი პოპულაციების დაცვასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელების კუთხით. ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოსარებები რიგ შემთხვევაში თქვენსას ემთხვევა, რაც, როგორც ზემოთ ვახსენე, აისახა კიდეც ჩვენს მიერ მომზადებულ კანონპროექტში.

ამდენად, სიამოვნებით ვითანამშრომლებ თქვენთან. ასევე მზად ვარ და მხარს ვუჭერ სამინისტროსთან მუშა ჯგუფის შექმნის იდეას, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც განიხილავს თქვენს მიერ დასმულ საკითხებს. პატივისცემით გ. ხაჩიძე.

Link to post
Share on other sites

:yes:

 

კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიოა, მთავარია სწრაფი ტემპით და რეალურად გაკეთდეს ყველაფერი რაც ამ წერილში წერია

Link to post
Share on other sites

ალაზანი, შარშანდელი ფოტოებია, დენის შდეგი პატარა შენაკადში

 

post-8-0-36596800-1333111287_thumb.jpg

 

post-8-0-71160000-1333111295_thumb.jpg

 

post-8-0-47815100-1333111302_thumb.jpg

 

არჩილ,

 

გადავიტან და დავდებ ფეისბუკზე.

 

:yes:

Link to post
Share on other sites

DMORAL

კიბატონო,

 

ციფრული რომ დამქონდეს, 2 ტონა ფაქტების გადაღება შეიძლება

 

არჩილ,

 

მინდოდა მიმეწერა- ფოტოების ავტგორი არჩილ ქევხიშვილი, მაგრამ დაუკითხავად არ მივაწერე.

 

მივუთითო?????

Link to post
Share on other sites

პასუხი ჩვენს წერილზე

მადლობა ღმერთს, ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ნამდვილ ბუნების გულშემატკივრებს მონადირეებს და მეთევზეებს მოგვისმინეს. ძალიან მიხარია.!

Link to post
Share on other sites

ძალიან გამიხარდა პასუხი რომ მივიღეთ. იმედია ამ პასუხით არ დამთავრდება გარემოს დაცვასთან ურთიერთობა.

Link to post
Share on other sites

ძალიან გამიხარდა პასუხი რომ მივიღეთ. იმედია ამ პასუხით არ დამთავრდება გარემოს დაცვასთან ურთიერთობა.

 

კლუბმა უნდა იაქტიუროს მაგ მხრივ ავთო ;)

Link to post
Share on other sites

იმედია არ დამთავრდება. ვნახოთ რა გაგრძელება ექნება.

 

მეც ძალიან მაინტერესებს.

Link to post
Share on other sites

ძალიან კარგია რომ გვიპასუხეს!!!

თან დაინტერესებაც შეინიშნებოდა რაც უფრო მახარებს...

გარემოს დაცვის სამსახურმა უნდა მოინდომოს და რასაც ქვია რევოლუცია უნდა მოახდინოს ძალიან ბევრ საკითხში,თუარა მარტო კანონის განახლებით საქმე არ წავა წინ,ყველაზე მთავარი კი კონტროლი და დასჯის მეთოდები არის გადასახედი და გასაუმჯობესებელი.

იმედია რომ ეს უკვე დასაწყისია... :yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...