Jump to content
Club-Monadire.Ge

ბრაკონიერობასთან ბრძოლა


Recommended Posts

ბრაკონიერობასთან ბრძოლა

 

gurulo

 

 

ბრაკონიერობის ერთ-ერთი ფორმაა ეკრანით თევზაობა.

ეკრანი_წვრილ თვალზე ნაქსოვი ბადე, რომელსაც ჩაკიდებენ და მოგვიანებით მიაკითხავენ. არავითარი აზარტი და ემოცია, მხოლოდ მეხორცეობა.

Link to post
Share on other sites
  • Replies 912
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

salamandra

 

 

ჩვენ რა უნდა ვქნათ, სადაც შევხვდებით უნდა მოვთხოვოთ რომ არ ითევზაონ დენის აპარატით, თუ სხვაგვარად არ შეუძლიათ თევზაობა დახმარება შევთავაზოთ, ფორუმზე დავპატიჟოთ და ვუთხრათ რომ შემოგვიერთდი და გასწავლით თევზის დაჭერის ხერხებს და რეალურად რა ადნელანინი და სიამოვნებაა მაგაში მაგასაც გაიგებთქო...

აბა მეტი ჩვენ რა შეგვიძლია? ისე რასაც ჩვენ მაგათ ვაგინებთ არამგონია ვინმე ვინც ამ ფორუმზე შემოიხედვს დენის აპარატი აიღოს ხელში და იმით ითევზაოს.

 

მეკობრეები ეს სულ სხვა დონის ხალხია.....,მათ ფორუმით ვერ დააინტერესებ,და საერთოდ ეგ ხალხი ინტელექტთან არ მეგობრობენ.მათი პრინციპი მტაცებლობაა,აბსოლიტურად არ აინტერესებთ ის რომ დღეს თუ გაჯლიტე ყველაფერი,ხვალ იქ ცარიელი და უსიცოცხლო ადგილი დაგხვდება,მარტო საკუთარი ინტერესები ადარდებთ და იმას იქეთ ქვა ქვაზეც დადუღებულა...მეტ წილად ეს ბოროტი და ეგოისტი ხალხია....თუ ძალიან უხეშად გამომივიდა ბოდიშს მოვითხოვ...

Link to post
Share on other sites

salamandra

 

ერთ რამეს გიამბობთ....რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უკანონობაა მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.ტვერის ოლქში,მოსკოვიდან 220 კილომეტრში დავდივარ ხოლმე ხშირად სათევზაოდ,მაგარი ბუნებაა და თევზიც სუფთაა და კარგად იჭირება.ხო და იმ მხარეებში ადგილობრივები ბრაკონიერებს ახრჩობებ წყალში და თოფს სრვიან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.ბრაკების რიცხვმა ძალზე მოიკლო....შედეგიანი მეთოდია

Link to post
Share on other sites

BROWNING

 

 

 

ბუნების დაცვის სამინისტროს დედა რომ გავახარე.... ჩვენი ფულის აკრება ხომ არ გამოეპარებათ. სოფელში სამ პატიოსან და პატრიოტ კაცს გადაუხადე ხელფასი და მიამაგრე სექტორი. რა პრობლემაა. ეკოპოლიცია მაგათთან შეკრულია. ჩემთან მდინარე დადუღებულია, პოლიცია მანქანით აივლის და ჩაივლის. ჩემი სახლის ქვემოთ როცა ჩამოივლიან, ვთხოვ ხოლმე იქ არ გაატარონ, მაგრამ ადიან ზემოთ და იქ ატარებენ. არადა ყველა ნაცნობებია.

 

აგერ ვდებ ჩემი დისშვილის მიერ ლარზე და ჩანგლით დაჭერილი თევზის სურათებს, ნახეთ წვერა რა დეფორმირებულია. ეს არის ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული. არ არის ეს მსუბუქი რამ. ჩვენი კლუბის ერთერთი პრიორიტეტიც ეს უნდა იყოს: ყველანაირად ხელი შევუშალოთ ამ ქვეყნის გამნადგურებლებს. არის სოფლები სადაც ვერავინ ადის აპარატით, სოფელი იცავს თავის მდინარეს, მაგრამ ეს გამონაკლისებია. დინამიტი სატამაშოა დენით გამოწვეულ სედეგებთან შედარებით.

Link to post
Share on other sites

ავთო

 

 

 

გაუჭირდებათ მაგათმა მზემ აი!

 

 

ბიჭებო გარწმუნებთ რო ეს ელექტრიკები მოგვაცილებია საქართველოს მდინარეებში თევზი არ დაეტევა.

მე ძმებო სანამ ამ სატანას გამოიგონებდნენ პატარა მდინარეა სახლთან ახლოს და იქ 1.500-იან წვერას და 2 კილომდე ქაშაპებს ვიჭერდი.ახლა თვალით აღარ მინახავს იმ მდინარეში ამხელა კიარა 100 გრამიანზე მეტი დიდი.

მოსასპობია რა მაგ ოხრობა, და იმ ხალხმა თვითონ უნდა შეიგნოს თუ მასიურად არ მოკლავს თევზს, 2-3 წელიწადში ხელაობით და ანკესით დაიჭერს იმ აპარატზე მეტს. ღმერთმა ქნას რომ ამას დროზე მიხვდნენ.

Link to post
Share on other sites

levani

 

 

 

ხალხო! მონადირეებო ჩემო ძმებო და მეგობრებო. მადლობა ღმერთს კლუბი ჩამოვაყალიბეთ და თანაც ძალიან კარგი და მაგარი. დადგა დრო კლუბმა უნდა შეასრულოს თავისი უპირველესი და წმინდა მოვალეობა, ეს არის ბრძოლა ბრაკონიერებთან და ჩვენი სამშობლოს ფლორისა და ფაუნის დაცვა, მოვლა და პატრონობა. ამას ჩვენ აქ მყოფები ისედაც ვასრულებთ მაგრამ ერთობლივი ძალებით სულ სხვაა და გაცილებით იოლია ასეთი საპატიო საქმის კეთება. ბიჭებმა მითხრეს, რომ სხვადასხვა ფორუმის წარმომადგენლები იყვნენ შეხვედრაზე ერთმანეთთან და აპირებენ ერთობლივი წინადადების შემუშავებას და ხმის მიწვდენას სათანადო სამსახურში. სულით და გულით ვუერთდები ამ ყველაფერს და დარწმუნებული ვარ ნამდვილი მონადირეები უყოყმანოდ გავერთიანდებით ამ საშინელი სენის ბრაკონიერობის წინააღმდეგ. წარვადგინოთ ჩვენი წინადადება და ერთობლივად მივაწოდოთ ყველამ ერთად!!!!!!!!

Link to post
Share on other sites

motevsave

 

 

 

 

არვიცი იტალიელებს რამდენად მოსწონთ ეგეთი კანონი და სამართალი, მაგრამ ჩემს ქვეყანაში, საქართველოში, მასეთი კანონის არსებობა ჩემთვის შეურაცმყოფელი იქნება.

ჩემ სოფელში ერთი პატარა მდინარე ჩამოდის სადაც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული ჩემ ტოლ ამხანაგებთან ერთად. თითქმის ყოველდღიურად ვთევზაობდით ხან ანკესით, რომელიც შედგებოდა 2 მეტრიანი ჯოხისგან 2მეტრიანი ძუისგან და 1 ან 2 საყლაპავისგან, ხან ხელით ხანაც ბადეებით, გოდრებით და ასე შემდეგ ვსწავლობდით ცურვაას და ბუნების სიყვარულს, თუმცა კი ხშირად "ბოროტი ბიძიები" ჩამოგვივლიდნენ ხოლმე ელექტროშოკით და მდინარეში არსებული თევზის 90% წამოკრიფავდნენ ჩვენ იმაზე უნდა ვიზრუნოთ რომ კანნმა ბოროტ ბიძიათა საქმენი აღკვეთოს და არა პატარა გოგობიჭები დააწიოკონ და მეთევზის მოწმობები მოსთხოვონ

 

 

mgelika-მე არ მიგულისხმია რომ ავიღოთ და ხვალვე მეთევზის მოწმობები დავაკანონოთ,თუმცა ჩემი პირადი აზრია რომ ეს უდნა მოხდეს,მე ვგულისხმობ რომ ბრაკონიერებთან ძალიან სერიოზული და მკაცრი მიდგომაა საჭირო,მე პირადად რამოდენიმეჯერ სერიოზული კამათი მომივიდა მაგ კატეგორიის "ბუნების მოყვარულებთან",გახსენებაც კი არ მინდა.არ გეწყინოს მარა შენ ჯერ იმას წერ რო მასეთი კანონი არ მინდა ჩემ ქვეყანაში და მერე იმას რომ ვიღაცეები ჩამოივლიდნენ და თევზიზ 90% ამოყრიდნენ და დანარჩენ 10% კი ასახიჩრებდენ,ვინც ხშირად თევზაობს,იმას ეყოლება დაღვერილი და დსახიჩრებული თევზები დაჭერილი,მე პირადად ხშირად დავიჭირე და ამის გამკეთებლებს ყოველთვის(კარგი სიტყვებით) ვიხსენებდი.

Link to post
Share on other sites

levani

 

 

 

 

 

ამ წითელი ნუსხის დადებით ნამდვილად კაი საქმე გააკეთე მეგობარო.მაგრამ სამწუხაროდ ამ სიაში შეტანილი სახეობების აღრიცხვას დღესდღეობით აღარავინ აწარმოებს მგონი.

 

 

ჩემს აზრს ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, ეს სია არაფერია თუ არა არასერიოზულობის ერთერთი გამოვლინება (ცინიზმისაც). ეს საიდან არის გადმოწერილი დღევანდელ დღეს კაცმა არ იცის. ოდესღაც გაკეთებულია და იმის გამო, რომ ვისაც ევალება ამის აღნუსხვა იმას ეზარება, ან ,,ფულს ვერ აკეთებს ამაში" მიმდგარი და იწერენ და იწერენ. ამას გარდა შარის აკიდების უმაგრესი ფორმაა სხვა თუ ვერ მოუხერხე კაცს აგერ გაქ გამოსაჩხრეკი, დაამტკიცე ახლა კინტრიშზე რომ თევზაობ ჭიაყელით ის ჭიაყელა კინტრიშის რომ არაა. ჯანდაბას ვეფხვი რომ არის მითითებული არ მოვკლავ ბატონო მარა ვაიდა ეს ინჯაევას ბზუალა შემომაკვდა? ხომ გამამზადეს საციმბიროდ? ამიტომაც ვთვლი რომ ეს აბსურდია, მე ისედაც ამათ გარეშეც ვიცი რა დღეშია საქართველოში კალმახი, ჯიხვი, ნიამორი და ვერავინ ვერ მასწავლის ამათ რომ არ უნდა შევუვარდე და დავხოცო.

Link to post
Share on other sites

ორი დღის წინ დავდე ეს ლინკი და ვერ მომიხერხდა აქამდე პასუხის დაწერა.

კი შემოვიხედავდი, მაგრამ "გაქცევაზე " ვიყავი ხოლმე/გამოჩნდა პატარა სამუშაო და ვეშურები, რომ იტყვიან./

 

ეს ლინკი, ერთმა ჩემმა ნაცნობმა მომაწოდა სხვა ფორუმიდან.

დავინტერესდი, თუ რა შეეძლო მოეპოვებინა საქართველოში მონადირე-მეთევზეს და რა გამოვიდა?

 

ტურა და მგელი დაგვიტოვეს.

 

Admin-მა სწორად აღნიშნა, რაღა დარჩა რო?

levani-მ მთლად დააგვირგვინა და ყველას სათქმელი თქვა.

 

ხაფანგია ეს "წითელი ნუსხა", რომელშიც თუ გაყო ვინმემ თავი, დიდი ჯარიმის გარეშე ვერ დააღწევს თავს.

ამიტომ ჯერ ერთი გავფრთხილდეთ და მეორე მთლად მთავარი, არ მოვიმოქმედოთ რამე?

 

ეს არის გადმოწერილი და მილიონჯერ დაკოპირებული, ყოფილი საბჭოთა კავშირის "მონ-კავშირის" წესდებებიდან.

 

არ დავწერე ადრეც ტყუილად, სსრკ-ში ვართ გაჭედილები ისევ.

 

მოგაწვდით ერთ ლინკს კიდევ, სადაც მითითებულია, თუ ვინ არის პასუხისმგებელი პირი დღევანდელ გარემოს დაცვის ინსპექციაში/გდი/

 

http://gdi.gov.ge/index.php?a=main&pid=11&lang=geo

 

ამ ტელეფონებზე, წესით უნდა გიპასუხონ იმ თანამდებობის პირებმა, ვისაც დღესდღეობით ჩვენი ქვეყნის დედა ბუნება აბარია.

 

P.S. რაც შეეხება "წითელ ნუსხას", პირადად მე დავუკავშირდები და შევეცდები გავიგო ყველაფერი დაწვრილებით.

შედეგებს, თქვენც გაცნობებთ.

 

იმედი არ მოგშლოდეთ.

 

გამოხმაურება რედაქტირებულია demiko: 03 April 2010 - 07:29

Link to post
Share on other sites

დაწერილია 31 July 2010 - 01:50 PM

 

 

ციტატა(კარელა @ Jul 29 2010, 06:28 AM)

 

 

ბრაკონიერებთან წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გამკაცრდეს.

და რატომ არ ფიქრობს ამაზე ის ხალხი ვისაც ევალება?

მაღალ მთიანეთში სადაც კი ვყოფილვარ და თევზაობა მომინდომებია ყველგან წუწუნებენ ადგილობრივები, ,,აპარატით ადუღებენ'', ,,გაწყვიტეს თევზი'' და ასე შემდეგ, ხშირ შემთხვევაში ის ხალხი მეუბნებაამას, ვინც აქტიურადაა ჩაბმული ბრაკონიერობაში. იგივე რკონის ხეობაში, დარიალის ხეობაში, და ქსნის ხეობაშიც, როცა ჩვენ კონტროლ ქვეშ იყო საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას მაგ მხრივ ამ ტერიტორიას არავინ. ეხლა ხო საერთოდ აშვებული აქვთ და დღისით მზისით არ ერიდებიან არავის, ოკუპანტ რუსს და ოსს კიდე სულ კიდია გაამრავლებენ თუ გაანადგურებენ ადგილობრივები ქსანში კალმახს.

ერთი ორი წელი კი იყო აკრძალული ჯერ კიდევ მაშინ როცა ჩვენ კონტროლ ქვეშ იყო ეგ ტერიტორია, მაგრამ ვინც კრძალავდა თვითონ თევზაობდა ისევ.

ერთ ჩემთვის ძაან მწარე შემთხვევას გავიხსენებ. ბავშვი ვიყავი მაშინ ასე 14-15 წლის, ეხლაც არ ვარ დიდი, მაგრამ მაინც... ხოდა, ლომისობის წინა დღე იყო, სტუმრებს ველოდებოდი და ვიფიქრე ჩავალ ჩავუჯდები ანკესით მეთქი, არადა ყოველთვის ვიჭერდი 5-6 , 8 ცალს საკმაოდ მოზრდილებს.

დავიწყე თევზაობა და რამოდენიმე წუთში ჩამოიარა სოფლის გამგებელმა ნივით, ატეხა სიგნალები ყვირილი და ერთი ამბავი ნუ თევზაობო. (ანკესით ვთევზაობ), მოკლედ რომ ვთქვათ გამაგდო. არადა ტიპმა იმავე დღეს სპეციალურად სტუმრებისთვის აპარატით კარგა ბლომად თევზი დაიჭირა. ეგ იყო რაღაცა საშინელება ჩემთვის, არასდროს დამავიწყდება და სამაგიეროს აუცილებლად გადავუხდი და საკმაოდ მწარედ.

+ კიდე, იმედი მაქვს რომ დადგება დრო, ბრაკონიერები დაისჯებიან ისე როგორც ეკუთვნით.

პს. ისე საქართველოში თუ არის ნაკრძალი, სადაც ანკესით თევზაობა არის აკრძალული?

 

 

 

გაიხარე გიო, როგორც მე გამახარე ეხლა./ვეღარ შემოვდივარ ხშირად და ეხლა წავაწყდი შენს წერილს./

ძმებო, ეს კაცი ჩვენი ქვეყნის მომავალია.

ამ კაცმა, საქმე გამაკეთებინა, რომელიც ბევრი სხვებისაგან ვერ მოხერხდა.

კარელა-გიორგი, მაგრა გამახარე გენაცვალე.

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

 

 

 

 

ეხლა, რაც საქმეს შეეხება.

თუ ვინმე ჰკითხულობს გარემოს დაცვის ინსპექციიდან ამ თემას?

არა ჰო?

მაშინ რა?

ჩვენს თავს ველაპარაკებით?

 

მაგრა მეზარება, დროის უდროოდ გაფლანგვა.

 

ეს არი ჩემი სიტყვა აქა.

Link to post
Share on other sites

Salamandra

 

 

 

 

 

ეხლა, რაც საქმეს შეეხება.

თუ ვინმე ჰკითხულობს გარემოს დაცვის ინსპექციიდან ამ თემას?

არა ჰო?

მაშინ რა?

ჩვენს თავს ველაპარაკებით?

 

მაგრა მეზარება, დროის უდროოდ გაფლანგვა.

 

ეს არი ჩემი სიტყვა აქა.

 

 

მაგ აზრზე ვარ მეც ჩემო გიორგი ! აქ კი შემოვდივარ ხოლმე მაგრამ არ ვპოსტავ,საკუთარ თავს ხომ არ ველაპარაკო??? ცხვირ პირში მუჭი და ტრ.....ში დენის ხაზი თუ უშველის მაგ საქმეს,სხვა არაფერი

Link to post
Share on other sites

ბრაკონიერობასთან ბრძოლა

 

 

 

რა პრობლემაა, თან წარმოიდგინე კალმახზე თევზაობა საერთოდ აკრძალულია. საირმისკენ და ზეკრისკენ ბლომად ელეკტრიკი მუშაობს, იქვე აბარებენ რესტორნებს

 

 

 

 

ციტატა(Admin @ Aug 2 2010, 06:12 AM)

 

 

ხომ შეიძლება გარემოს დაცვამ ან რამე შესაბამისმა ორგანომ რესტორნების ქსელი გააკონროლოს. ძებნის არეალი შემცირდება, კადრების სიმცირეს აღარ დაბრალდება, და ბრაკონიერებს შედარებით შეამცირებს.

Link to post
Share on other sites

ავთო

 

 

 

ამასწინათ ვიყავი ერთ მდინარეზე სადაც სასწაული ვნახე,სასწაულს იმიტომ ვამბობ რომ წყალში რომ დავყვინთე მილიარდობით კალმახის ლიფსიტი დავინახე.(წლევანდელები) ვინც მახლდა იმათ ყველას ჩავახედე წყალქვეშ რომ დაეჯერებინათ. სიხარულით ვათვალიერებდი თითქმის ერთი საათი.. წარმოიდგინეთ იქ რომ დენით გაივლის ადამიანი რა მოხდება და იმის დანდობა თუ შეიძლება საერთოდ? იმ ადგილს რომ ხელი არავინ ახლოს გაისამდე იმ მდინარეში თევზი არ დაეტევა მერწმუნეთ.

Link to post
Share on other sites

Salamandra

 

 

 

საერთოდ, კანონით ყველა ნაკრძალშია აკრძალული ანკესით თევზაობა. აი კანონი რამდენად სრულდება ეგ სხვა საკითხია...

 

მე ვიცი ქობულეთის რაიონში კინტრიშის ნაკრძალი. იქ მართლა სერიოზულად იცავენ ბუნებას. კალმახი მაგრად მომრავლდა. ანკესით მოთევზავესაც მკაცრად დასდევენ.

ამბობენ რამდენიმე წელში ლიცენზიურ ჭერას დავუშვებთო.

 

 

მშვიდობა შენს გამოჩენას არჩილ !!! ლიცენზიურ თევზაობაზე დიდი ხანია გადავიდა ცივილიზებული ქვეყნები,ეს პრინციპი გაცილებით უფრო მომგებიანია სახელმწიფოსათვისაც და მოყვარულ მეთევზეებისთვისაც

Link to post
Share on other sites

BROWNING

 

 

ნადირობასაც წაადგება, მაგრად შემცირდება ბრაკონიერობა

 

ახალი მინისტრი რა პროფესიისაა ხომ ვერ მეტყვით?

 

 

 

ციტატა(Salamandra @ Aug 3 2010, 03:03 AM)

 

 

მშვიდობა შენს გამოჩენას არჩილ !!! ლიცენზიურ თევზაობაზე დიდი ხანია გადავიდა ცივილიზებული ქვეყნები,ეს პრინციპი გაცილებით უფრო მომგებიანია სახელმწიფოსათვისაც და მოყვარულ მეთევზეებისთვისაც

Link to post
Share on other sites

BROWNING

 

 

 

რა მიხარია ასეთი ინფორმაციების გაგება. არადა კალმახი დენით ადვილად ნადგურდება რადგან მხოლოდ ცივწყლიან სექტორშია და თვიტრეგენერაცია ქვემო წყლებიდან ვერ ხდება. წვერა და სხვა თევზი ასე თუ ისე იღდგენს თავს, დიდი მდინარეებიდან შემოდის შენაკადებში, მაგრამ კალმახი განწირულია.

 

 

 

 

ციტატა(avto @ Aug 2 2010, 09:01 AM)

 

 

ამასწინათ ვიყავი ერთ მდინარეზე სადაც სასწაული ვნახე,სასწაულს იმიტომ ვამბობ რომ წყალში რომ დავყვინთე მილიარდობით კალმახის ლიფსიტი დავინახე.(წლევანდელები) ვინც მახლდა იმათ ყველას ჩავახედე წყალქვეშ რომ დაეჯერებინათ. სიხარულით ვათვალიერებდი თითქმის ერთი საათი.. წარმოიდგინეთ იქ რომ დენით გაივლის ადამიანი რა მოხდება და იმის დანდობა თუ შეიძლება საერთოდ? იმ ადგილს რომ ხელი არავინ ახლოს გაისამდე იმ მდინარეში თევზი არ დაეტევა მერწმუნეთ.

Link to post
Share on other sites

qevxo

 

 

 

დღეს ვთევზაობდი ალაზანზე, 4 აფეთქების ხმა გავიგე ზემოდან, არადა იქ მეტრო არ გაყავთ და არც საბადოა რაიმე!

15 -20 წუთში რამოდენიმე დაბორიალებული თევზი ჩამოატარა წყალამა, იქ რას იზავდნენ წარმოიდგინეთ. არ უნდა სახელმწიფოს ბუნების გაფრთხილება და ძალაა? აფეთქების ხმა კილომეტრშიც ისმის !

ახლა ვეკითხები ზოგიერთს, მე მარტო ვიყავი იქ და რა მექნა??? რომც დავდგომოდი თავზე და თუნდაც მესაყვედურა უეჭველი ვიცი ჩერეზ ახლობელი მაინც აღმოჩნდებოდა რომელიმე. ხოდა ყველა სტრუქტურამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და თუ ღირსი ვიქნები მეც გამტისკოს.

 

რამდენჯერმე მინატრია იარაღი მქონოდა თევზაობისას რომ იმ ნაბიჭვრების ნავი გამეხვრია ანკესით ღამე მოთევზავეს რომ დაუდუღებენ იქაურობას და სიტყვის გაგონებაც არ უნდათ.

 

მოკლედ სამინისტრო მოეშვა, რესტრუქტურიზაცია ზალიან დიდ ხანს გაგრზელდა და კატასტროფულად იმატა ბრაკოიერობამ, ხშირად დავდივარ და ვამჩნევ. აქამდე ასე არ იყო.

 

პ.ს რატომ არ მქონდა იქ კლავიატურა რომ დავრეოდი ყველას (გამგები გაიგებს )

 

გამოხმაურება რედაქტირებულია qevxo: 05 August 2010 - 12:22 AM

Link to post
Share on other sites

qevxo

 

 

 

ძალიან ცუდი მდგომარეობაა მდინარეებზე და არა მარტო, ნეტა რატომ არსებბს საერთოდ ეგ სამინისტრო? რარაც ხდება, აქამდე მაგარი პალაჯენია იყო შედარებით, ახლა დედას უფეტქებენ გარდიგარდმო ყველაფერს, გდი - მოკვდა !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

 

 

რაც უფრო ახლოს ვეცნობი ადამიანებს, მით უფრო მეტად მიყვარდებიან ძაღლები!

Link to post
Share on other sites

ავთო

 

 

 

ციტატა(bunebis mcveli @ Aug 15 2010, 09:28 PM)

 

 

კანონის სიმკაცრის გარდა ვერაფერი შეაჩერებს ამ უმოწყალო ბრაკონიერობას... დაღუპა საქართველო ბიძაშვილ-მამიდაშვილობის "ინსტიტუტმა", მე დმანისთან მაქვს შეხება და აღარ გაუშვეს ტყეში შველი და მდინარეში კალმახი, დიდს და პატარას თოფი უჭირავს ხელში და დენის აპარატი, ეტყვი რამეს და წყენისა და უსიამოვნო ლაპარაკის იქეთ არ მიდის საქმე, ისევ შენ გამოდიხარ ცუდი... მონადირის ეთიკა მუცელღორობის დონეზეა დასული... განგაშის ზარებს უნდა შემოვკრად დროულად......

 

 

ბევრი ვრეკეთ ზარები მეგობარო მაგრამ ხალხის დონეზე ვერ დავიყვანეთ.

Link to post
Share on other sites

დათო

 

 

 

ციტატა(KIKVA @ Sep 1 2010, 12:00 AM)

 

 

დღეს ვიყავი თიანეთში საქმეზე და იორსაც გადავხედე. საზიზღარი სიტოაციაა, ყოველ ღამე 5-6 პარტია ელექტრიკები ადუღებენ მდინარეს. არადა ეს მდინარე მართლა კალმახის საბადოა (იყო ყოველშემთხვევაში) და დროზე თუ არ მიხედა ვინმემ რაც მოხდება ყველა ვხვდებით. იქვე მითხრეს რომ პოლიცია და მწვანეები გარიგებულები არიან ელექტრიკებთან და არავის არანაირი პრობლემა არა აქ!!!

ერთ ელექტრიკოსს ველაპარაკე კიდეც და პასუხი მოვთხოვე. მან მიპასუხა ასეთი რამ, მოვა შენთან სახლში პოლიციის უფროსი სტუმრად და გეტყვის კალმახი მაჭამეო. შენ ეტყვი კალმახი საიდან მოვიტანოო, ისიც გეტყვის აიღე აპარატი და დაიჭირეო. ხოდა როცა ყველა აპარატით თევზაობს მე რა ზანგი ვარო? არავინ არ ითევზაოს აპარატით და არც მე მოვკიდებ ხელსო...

მოკლედ "ჟელეზნაია" ლოგიკა რა!!!

 

 

 

 

"ჟელეზნაია" ლოგიკა კიარა ნახავთ მოვა სულ მალე დრო და აღარ ვიტყვი რაც მოხდება.ყველასათვის იქნება ნათელი.კანონით მდინარემდე დინამიტის მიმტანი უნდა გასამართლდეს როგორც ტერორისტი ვინაიდან გადაზიდავს ასაფეთქებელ ნივთიერებას და მაშინ დაადგება საშველი მდინარეებსა და თევზს.თევზის მოპოვებაზე უკვე ისე გათავხედდნენ,რომ დაწყებული დენის აპარატით,ქლორით,და ასაფეთქებლებითაც ზღვარს გადადიან.დავიღალე უკვე აქ ამის ნაწერი.ასე უქნიათ მათზე შეუგდიათ ტროტილი ვინც აჭერინებს.სამეგრელოში გააკეთონ გამოკითხვა მოსახლეობაში და ზეპირად იციან იმ ჩინოვნიკების სახელები ვინც ყოველდღიურად აფეთქებს წყლებს.ასე რომ დამშეულ მოსახლეობას აჩუქებენ 1კგ. თევზს და ისიც დუმს.გ....ი ყველას

Link to post
Share on other sites

ელიზბარი

 

 

 

ციტატა(KIKVA @ Sep 1 2010, 12:00 AM)

 

 

დღეს ვიყავი თიანეთში საქმეზე და იორსაც გადავხედე. საზიზღარი სიტოაციაა, ყოველ ღამე 5-6 პარტია ელექტრიკები ადუღებენ მდინარეს. არადა ეს მდინარე მართლა კალმახის საბადოა (იყო ყოველშემთხვევაში) და დროზე თუ არ მიხედა ვინმემ რაც მოხდება ყველა ვხვდებით. იქვე მითხრეს რომ პოლიცია და მწვანეები გარიგებულები არიან ელექტრიკებთან და არავის არანაირი პრობლემა არა აქ!!!

ერთ ელექტრიკოსს ველაპარაკე კიდეც და პასუხი მოვთხოვე. მან მიპასუხა ასეთი რამ, მოვა შენთან სახლში პოლიციის უფროსი სტუმრად და გეტყვის კალმახი მაჭამეო. შენ ეტყვი კალმახი საიდან მოვიტანოო, ისიც გეტყვის აიღე აპარატი და დაიჭირეო. ხოდა როცა ყველა აპარატით თევზაობს მე რა ზანგი ვარო? არავინ არ ითევზაოს აპარატით და არც მე მოვკიდებ ხელსო...

მოკლედ "ჟელეზნაია" ლოგიკა რა!!!

 

 

 

ყველგან ეგეთი სიტუაციებია მდინარეებზე

Link to post
Share on other sites

ავთო

 

 

ეჰჰ, შაორზეც კატასტროფული მდგომარეობაა, მთელი ტბა 24 საათის განმავლობაში, დღისითაც და ღამითაც გადასერილია ჩასაგები ბადეებით. კარასის მეტი ვერაფერი დავიჭირე მე წელს. წავედით სათევზაოდ, დავჯექით ერთ ადგილზე, უცებ მოვიდნენ ვიღაც ტიპები , აქ ნუ თევზაობთ, აზრი არ აქვსო, ბადე გვაქ ჩაგებულიო, წავედით სხვაგან, იქ ხო საერთოდ. ათი იმდენი ბადე იყო.

 

ერთი რამ ამინტერესებს, ვინმემ თუ იცით, რამდენად არის ეს კანონიერი? ესენი მეთევზეები არიან და მითხრეს რო უფლება აქვთ ბადით თევზაობის და მართალია? ნახევარ ტბას და ხანდახან მთელ ტბას კეტავენ ხოლმე

 

 

 

იკა ეს ტბა დიდი ხანია კერძო საკუთრებაა და ეს მეთევზეებიც მეპატრონესთან გარიგებით თევზაობენ. ასე რომ აქ უკანონო არაფერია.

Link to post
Share on other sites

ავთო

 

 

 

ეგენი შეიძლება კანონიერად თევზაობენ, მაგრამ მაგათ გარდა კიდევ მილიონი კაცი თევზაობს ბადით, დენის აპარატებით კიდე საერთოდ გაწყვიტეს კალმახი. არადა მამაჩემი და მაგისი თაობის ხალხი ყვებიან მთელი ტბები და მდინარეები რაჭაში სავსე იყო კალმახითო. ახლა კიდევ სანთლით უნდა ეძებო

 

 

მაგაში გეთანხმები რომ მდინარეები მოსპეს ბრაკონიერებმა .მაგრამ შაორზე ანკესით ვერ შეიპარები რომ მეპატრონემ არ იცოდეს.

Link to post
Share on other sites

დაწერილია 19 May 2011 - 10:41 PM

 

გუშინ, თბილისში ერთ-ერთ სათევზაო მაღაზიაში(" ნახალოვკაში") ვიყავი შესული. ეს მაღაზია ჩინური სათევზაო

 

საქონლით ვაჭრობს და ზოგჯერ რაღაცეებს ვირჩევ(ბომბარდა და ტყვიის ფურცელი შევიძინე) სათევზაო

 

საშუალებების საკმაოდ ფართო ასორტიმენტი აქვთ, მაგრამ ამჯერად "პუტალკა" ბადეების სიუხვემ გამაკვირვა, რომ

 

არაფერი ვთქვათ ე.წ. "პარაშუტებზე" და " ვეშოლკებზე".

 

მეპატრონე თვითონ დგას დახლში და რომ ვუთხარი მალე ამათ გარდა( ბრაკონიერული საშუალებები) ვერაფერს

 

გაყიდი და მერე ესენიც ოხრად დაგრჩებათქო, ასე მიპასუხა : ვიცი, მაგრამ მე რომ არ გავყიდო სხვები გაყიდიან და

 

მე კლიენტს დავკარგავო...

 

მასე, მალე მალე საერთოდ აღარ გეყოლებათქო....

 

მოკლედ გულის ამრევი სიტუაციაა და პატრონიც არავინ ჩანს, რომ რაღაც ცოტა მაინც გამოსწორდეს.

 

თუმცა ასე გულხელდაკრეფილი ჯდომაც არ ღირს!

 

მე მაქვს წინადადება რომ მონადირე გე-ს თავფურცელზე დავდოთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით განცხადება,

 

იქნებ რაიმე სასიკეთო შედეგი გამოიღოს.

 

 

გამოხმაურება რედაქტირებულია dmoral: 19 May 2011 - 10:43 PM

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...