GigaG 0 Posted June 19, 2012 Report Share Posted June 19, 2012 კი ბატონო, ყველანაირი ხერხებით და გზებით... მე უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ამ ყველაფერს ორგანიზება სჭირდება, თორემ ცალცალკე, კანტიკუნტად ფეისბუქზე დადებული ფოტოები შედეგებს ვერ იღებს ისეთს, როგორიც უნდა გამოიღოს. თუ ამ ყველაფერს შევკრიბავთ, გამოფენის სახეს მივცემთ და ერთდროულად გამოვაქვეყნებთ, უფრო დიდი ძალა იქნება.... პ.ს. შეხვედრაზე და კონკრეტული გეგმების შემუშავებაზე არ გითქვამთ თქვენი აზრი. კარგად დავგეგმოთ რა უნდა ვაკეთოთ, დავგეგმოთ რისი მიღწეცა გვინდა მომავალი წლისთვის, 5 წლის შემდეგ და 50 წლის შემდეგ... და მივყვეთ მერე პუნქტ პუნქტად.. მეტად ეფექტური იქნება.... მაგალითად: 1 - ბრაკონიერობასთან ბრძოლის მოხალისეთა კლუბის, გუნდის, კომისიის, რაც გნინდათ ის დაარქვით, ასეთი ჯგუფის შექმნა 2 - ყველა მსურველს და გულშემატკივარს ვთხოვოთ, ჩამოაყალიბოს ბრძოლის საკუთარი იდეა და სტრატეგია, უბრალოდ აზრები ჩამოაყალიბოს გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი. ჩამოაყალიბოს, ჩამოწეროს და გამოგვიგზავნოს კონკრეტულ მისამართზე.და არა აქ ფორუმზე, ასე უფრო დალაგებულ აზრებს მივიღებთ. რამდენიმე თვეში, ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი იდეა, შემდეგ 3 - ამ იდეების განხილვა, ანალიზი, შეჯამება. 4 - ჩამოყალიბება გეგმის, რამდენიმე ჩამოყალიბებული მიზნის მისაღწევად 5 - ...... და ა.შ. ეხლა ესენი უცებ მომივიდა თავში... რაღაცეები არ გამოგვივა, რაღაცეები გამოგვივა. მთავარია შეიქმნება ჯგუფი იმ ხალხისა, ვინც დაიწყებს მიზანმიმართულ ბრძოლას ბრაკონიერობის წინააღმდეგ.. მოკლედ, მინდა რომ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ და არა აღშფოტება გამოვთქვათ ხოლმე, დავიღალე ასეთი აღშფოთებებისაგან და მძაგს უკვე ეს თემა. პირველი ხომ გამოგივიდათ, კიდევ ბევრი გამოგვივა და უფრო ბევრი ვიქნებით! ციტირება Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted June 19, 2012 Report Share Posted June 19, 2012 საერთოდ თუ არსებობს გარემოს დაცვის სამსახური !!! მარა თვითონ გარემოს დაცვის თანამშრომლები თევზაობდა აბაშაში მდინარე ზანაში დენით და სხვას რა უნდა მოთხოვოს. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 19, 2012 Report Share Posted June 19, 2012 მარა თვითონ გარემოს დაცვის თანამშრომლები თევზაობდა აბაშაში მდინარე ზანაში დენით და სხვას რა უნდა მოთხოვოს. შევიკავოთ თავი ასეთი განცხადებებისგან და თუ არის ასეთი ფაქტი მაშინ ფოტო ან ვიდეო ფაქტიც უნდა გქონდეს ჯიგარ სახით დაფიქსირებული. აქ ბევრი დადის და ათვალიერებს ამ ფორუმს ვისაც ეხება ეს სახკითხი და ისეთიც ვისაც არა , ჰოდა რომ მოგთხოვოს დაამტკიცეო რას რას აჩვენებ? რაც გაიფიქრე ის არაა საკმარისი უბრალოდ აზრები ჩამოაყალიბოს გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი. ჩამოაყალიბოს, ჩამოწეროს და გამოგვიგზავნოს კონკრეტულ მისამართზე.და არა აქ ფორუმზე, ასე უფრო დალაგებულ აზრებს მივიღებთ არ მიმაჩნია მართებულად იდეები და განხილვები სადღაც ფორუმის გარეთ გაირჩეს.აქ იბადება ყველა იდეა და აქ უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება დალაგებულ აზრის მიღებას ჩვენ უკვე ძალიან ბევრი აზრი გვაქვს ისეთი რომელიც განსახორციელებელია მაგრამ ამ ეტაპზე გარკვეული პირობების და ზოგიც ფინანსების გამო შეჩერებულია. ამისათვის აუცილებელია შეხვედრა გაცნობა და უკეთ გაგება, თუ რა ჩანაფიქრი გაქვს პატივცემულო და იქნებ კი ემთხვევა ჩვენს იდეებს GigaG ამ საკითხზე არ გიფიქრია? და თან უკეთ გავიგებთ რა უჭირს სამშობლოს ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 19, 2012 Report Share Posted June 19, 2012 დიდი მადლობა, თუ არ ვცდები ტელეფონით ვესაუბრეთ ერთმანეთს, ფორუმ გეზე რომ გავხსენი თემა ბრაკონიერობის ფაქტების მხილებაზე პრემიის დაწესების შესახებ შარშან თქვენ დამირეკეთ ხომ? აქაც დიდი მადლობა მინდა გითხრათ მხარდაჭერისათვის. მეც არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს ბრაკების საწინააღმდეგო, მაგრამ აი რომ ვიაქტიურეთ და მივწერეთ, დღეს დილით არცერთი ბრაკი არ იდგა არცდ ხიდზე და არც ორთაჭალჰესთან, არ ვიცი რას დავაბრალო ამინდს თუ იმას, რომ მართლა გაყარეს. ფეისბუქით ვმოქმედებ ძირითადად, იმიტომ რომ წერილებზე ოპასუხს არ მცემენ, აქ კი ჩანს ყველაფერი და იძულებულები არიან მიპასუხონ. მთავარია ერთად ვიყოთ და ყველაფერი გამოგვივა კი ნიკა, მე ვიყავი რომ დაგირეკე და მაშინ ჩვენს აქაურ ფორუმელებსაც გავაცანი ის თემა. წავიკითხე ყველა პოსტი აქ და ჩემი აზრი ასეთია, ადრეც ვსთქვი, მაქსიმალურად უნდა დაფიქსირდეს ფოტო-ვიდეო კამერებზე ის უღირსი ქართველები, ვინც გვინადგურებენ ბუნებას. ფაქტებს რომ დაუდებ, ვინც არ უნდა იყვეს, მერე იძულებული გახდებიან თავი გაანძრიონ. მესმის, რომ არ არის ჩვენი საზოგადოება მზად ასეთი აქციებისთვის, მაგრამ ჩვენნაირ ხალხს, შეუძლია შეცვალოს სიტუაცია უკეთესობისაკენ. ისიც მესმის, რომ ბევრს უტყდება და სთვლის, რომ "ბოზობაა" არაკაცის გამოაშკარავება, მაგრამ გამცენ პასუხი, რომელი უფრო მეტი "ბოზობაა", დანაშაული, რომელსაც შენს ქვეყანას აყენებენ, თუ იმ არაკაცებისთვის ხელის დაფარება. ციტირება Link to post Share on other sites
ნიკა ზურაბიშვილი 0 Posted June 19, 2012 Report Share Posted June 19, 2012 მაშინ 30-40% დასაჭერი ყოფილა, დილით აღარ თევზაობენ თურმე მაგრამ რომ დაგამდება გადააწყობენ უცებ და წავიდა ბრაკონიერობააააააა. თუ კანონითი აკრზალულია "პარაშუტით" თევზაობა, მაშინ რატომ იყიდება მონკავშირებში უპრობლემოდ? უნდა მოხდეს დახლიდან აღება და ეგაა. საქმეც მაგაშია, რომ დღეს მოქმედი დებულებით ეკრანით და პარაშუტით თევზაობა პირდაპირ არის ნებადართული. მთელი დებულება დავუღეჭე სიტყვა სიტვით და გავუგზავნე, მაგრამ რეაგირება არ ქონიათ ა ბატონო http://flyfishingchronicles.blogspot.com/2012/01/blog-post.html http://flyfishingchronicles.blogspot.com/2012/01/blog-post_19.html http://flyfishingchronicles.blogspot.com/2012/02/blog-post_19.html ციტირება Link to post Share on other sites
ნიკა ზურაბიშვილი 0 Posted June 19, 2012 Report Share Posted June 19, 2012 კი ნიკა, მე ვიყავი რომ დაგირეკე და მაშინ ჩვენს აქაურ ფორუმელებსაც გავაცანი ის თემა. წავიკითხე ყველა პოსტი აქ და ჩემი აზრი ასეთია, ადრეც ვსთქვი, მაქსიმალურად უნდა დაფიქსირდეს ფოტო-ვიდეო კამერებზე ის უღირსი ქართველები, ვინც გვინადგურებენ ბუნებას. ფაქტებს რომ დაუდებ, ვინც არ უნდა იყვეს, მერე იძულებული გახდებიან თავი გაანძრიონ. მესმის, რომ არ არის ჩვენი საზოგადოება მზად ასეთი აქციებისთვის, მაგრამ ჩვენნაირ ხალხს, შეუძლია შეცვალოს სიტუაცია უკეთესობისაკენ. ისიც მესმის, რომ ბევრს უტყდება და სთვლის, რომ "ბოზობაა" არაკაცის გამოაშკარავება, მაგრამ გამცენ პასუხი, რომელი უფრო მეტი "ბოზობაა", დანაშაული, რომელსაც შენს ქვეყანას აყენებენ, თუ იმ არაკაცებისთვის ხელის დაფარება. რა თქმა უნდა გეთანხმები, მაგრამ ამას, პირველ რიგში უნდა ქონდეს მასობრივი ხასიათი პირადად მე მაქვს 30 მდე სხვადასხვა ფაქტი მაგათ გვერდზე დადებული+წერილები სამინისტროში, მაგრამ 1 კაცის გამო თავს არ იწუხებენ. მარტივი მაგალითი, გარემოს დაცვის სამინსტროდან, მინისტრის ფანჯრებიდან 100 მეტრში ხდება კანონის დარღვევა, იმიტომ რომ ხიდიდან 50 ხოლო ჰესიდან 500 მეტრში ყოველგვარი თევზჭერა აკრძალულია. მაგრამ რეაგირება 0. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 19, 2012 Report Share Posted June 19, 2012 საირმის თავზე, წითელი მინდვრისკენ, ინტენსიურად ადუღებენ კალმახსო. საირმის დაცვის სამსახურის თანამშრომლების თანამონაწილეობით. ციტირება Link to post Share on other sites
bunebis mcveli 0 Posted June 19, 2012 Report Share Posted June 19, 2012 მოსაზრებები საკმაოდ დაგროვდა, ძირითადში ვთანხმდებით ალბათ ყველანი, რომ ჩვენი ბრძოლის იარაღი ბრაკების გამოაშკარავება და გასაჯაროებაა, ხოდა ვგონებ უპრიანი იქნებოდა ნელ-ნელა ჩამოვყალიბდეთ, (იქნებ შევიკრიბოთ კიდევაც) დავსახოთ სამოქმედო გეგმა, სტრატეგია, ბრძოლის მეთოდები და საშუალებები. ტექნიკურად აღჭურვაც არ გვაწყენდა ისე, თუნდაც ხომ არსებობს პატარა მობილური სათვალთვალო კამერები.... ეჰ, რამდენი რამე გვჭირდება ამის დედა ვატირე... :( ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted June 19, 2012 Report Share Posted June 19, 2012 რათ გინდა ტექნიკით შეიარაღება? გაქცევს კი ყურადღებას ვინმე? ხომ ხედავ დააქცია NickAdams -მა ყველაფერი და რეაგირება 0 ,,დიდი აჩკო,, სხვა სტრატეგიაა შესაქმნელი ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted June 19, 2012 Report Share Posted June 19, 2012 მე ძალიან მომეწონა GigaG-ს მიდგომა და შემოთავაზება 5 ივნისს აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით...მანამდე დრო გვაქვს და კარგადაც მოვემზადებით...იყო ერთ ფორუმზე ამაზე საუბარი,მაგრამ უკვე გვიანი იყო იმის გამო რომ მასამზადებელი დრო 2 დღე იყო. ამ საქმეში აუცილებელია ერთობა ყველა იმ ხალხის ვისაც ეს პრობლემა აწუხებთ.აუცილებლად უნდა ვითანამშრომლოთ სხვა ფორუმებთან,ყველგან არიან ჩვენი თანამოაზრეები,მანამდე მაღლაც შეიცვლება სიტუაცია(იმედია უკეთესობისკენ) და ეს აქცია უნდა გახდეს ბრაკონიერების დასასრულის დასაწყისი. თუ შევიკრიბებით და ვისაუბრებთ ამ საკითხზე,უფრო ჩამოვყალიბდებით,გავაანალიზებთ რისი გაკეთება შეიძლება,ვის რისი გაკეთება შეგვეძლება და თანმიმდევრობით უნდა მივიყვანოთ ეს საკითხი ლოგიკურ დასასრულამდე ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted June 19, 2012 Report Share Posted June 19, 2012 როდესაც გარკვეული გუნდი ცდილობს ერთი მიზნის მიღწევას, ხშირად აღწევენ კიდეც შედეგს, თუნდაც ნაწილობრივს! ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted June 19, 2012 Report Share Posted June 19, 2012 100% ციტირება Link to post Share on other sites
GigaG 0 Posted June 20, 2012 Report Share Posted June 20, 2012 რაც შეეხება დალაგებულ აზრის მიღებას ჩვენ უკვე ძალიან ბევრი აზრი გვაქვს ისეთი რომელიც განსახორციელებელია მაგრამ ამ ეტაპზე გარკვეული პირობების და ზოგიც ფინანსების გამო შეჩერებულია. ამისათვის აუცილებელია შეხვედრა გაცნობა და უკეთ გაგება, თუ რა ჩანაფიქრი გაქვს პატივცემულო და იქნებ კი ემთხვევა ჩვენს იდეებს GigaG ამ საკითხზე არ გიფიქრია? და თან უკეთ გავიგებთ რა უჭირს სამშობლოს როგორ არ მიფიქრია დავით. სწორედ მაგას ვგულისხმობდი როცა ვწერდი წინა პოსტებში: ამ ფორუმზე ახალი ვარ და შეიძლება ჩემი იდეების შემოყრა თქვენს "ოჯახში" უტაქტოთ ჩამითვალოთ, მაგრამ რაც თქვენ გააკეთეთ, დღემდე არავის გაუკეთებია და ვფიქრობ ის ხალხი ხართ, ვისაც მსგავს თემაზე მუშაობა შეუძლია... პატივისცემით, გიგა გაბრიაძე ნაფიქრი რომ ვნახე თქვენი და გაკეთებული საქმე რომ ვნახე, იმიტომ დავწერე ზემოთთქმული პატივცემულო ციტირება Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted June 20, 2012 Report Share Posted June 20, 2012 შევიკავოთ თავი ასეთი განცხადებებისგან და თუ არის ასეთი ფაქტი მაშინ ფოტო ან ვიდეო ფაქტიც უნდა გქონდეს ჯიგარ სახით დაფიქსირებული. აქ ბევრი დადის და ათვალიერებს ამ ფორუმს ვისაც ეხება ეს სახკითხი და ისეთიც ვისაც არა , ჰოდა რომ მოგთხოვოს დაამტკიცეო რას რას აჩვენებ? რაც გაიფიქრე ის არაა საკმარისი შეიძლება ფოტო ვიდეო მასალა არ მაქვს მათზე მარა ის საკმარისი დანაშაული არ არის რომ თვალს ხუჭავენ ეგეთ ვანდალიზმზე და არანაირ რიაგირებას არ აკეთებენ? ( ხომ არაფერ აშავებენ მაგრამ მაინც დანაშაულია ) ციტირება Link to post Share on other sites
Deutschland 0 Posted June 21, 2012 Report Share Posted June 21, 2012 უნდა შეიკრიბოს ადამიანთა გარკვეული რაოდენობა დაიწეროს გეგმა, შემდეგ ამ ყველაფრით გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა მივმართოთ... მოვითხოვოთ სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც კარგ რეფორმებს გაატარებს და ცოტა მაინც შეამცირებს ბრაკონიერობას... ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted June 21, 2012 Author Report Share Posted June 21, 2012 მივწერეთ კიდეც(ღელის კალმახის შესახებ წერილი, გაზკანტორის ტბაზე ბრაკონიერობის ფოტოფაქტი), გვიპასუხეს(პირადად მინისტრმაც, ფეისბულით) ვითანამშრომლოთო და საბოლოოდ შედეგი = 0. გადახედეთ კალმახის თემას და ამ თემას. ბერკეტები არ გააჩნია სამინისტროს, რითაც ბრაკომიერებას უნდა ებრძოლოს. არ არსებობს შესაბამისი საზედამხედველო სამსახური, საერთოდ არ არსებობს. ასევე არ არსებობს ბუნებიდან ამოსაღები თევზის(სახეობების მიხედვით) რაოდენობრივი და წონა-ზომის ნორმები. მოკლედ სისტემა არ არსებობს. ალბათ არჩევნების შემდეგ მიეხედება, ახლა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მაგისთვის ვერ "იცლიან". ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted June 21, 2012 Report Share Posted June 21, 2012 არ გვჩვევია ჩვენ აქ პოლიტიკაზე საუბარი,მაგრამ მანამ რადიკალურად არ შეიცვლება სიტუაცია მანამდე არ გვეშველება,არ შედის ბუნების დაცვა ამ მთვარობის პრიორიტეტებში და არც შევა. ციტირება Link to post Share on other sites
khirimeli 0 Posted June 22, 2012 Report Share Posted June 22, 2012 სავათები შირაქს დაუბრუნდნენ შირაქის ველი განა მარტო საქართველოს პურის ბეღელი, თვალუწვდენელი ზვრები და ცხვარ-ძროხის საიალაღოა? აქ, სამხრეთის ძნელად მისადგომ ადგილებში, ჩვენი და უცხო სწავლულებისგან აღმოჩენილი და შესწავლილი მრავალი მცენარისა და ცხოველთა ენდემური სახეობაა. ჩვენი დიდი ბოტანიკოსი ნიკო კეცხოველი, აკადემიკოსი სელექციონერი ლეონარდ დეკაპრელევიჩი, დიდი მეტყევე ვ. გულისაშვილი და სხვანი დაუღალავად დაეძებდნენ და პოულობდნენ ახალ-ახალ სახეობებს (მეც რამდენჯერ ვახლდი სტუდენტობისას) რომლებითაც დღესაც ამაყობს ქართული მეცნიერება. აქვე , ვაშლოვნისა და ბულათ მოედნის ნახევრად უდაბნოს ქსეროფატულ მცენარეთა სამყაროში, ისინი მტკიცედ ვარაუდობდნენ კულტურული ხორბლის ჯიშების წინაპართა არსებობას (პროფესორი პეტრე ნასყიდაშვილი ახლაც ვარაუდობს ამას.) მათ მტკიცედ სჯეროდათ, რომ სადღაც ალესილებისა და ღვიიან-საკმლიანების უბეკალთებში შეყუჟული უნდა იყოს ხორბლის ველური წინაპრის ეგზემპლარები და ალბათ, რომ დასცლოდათ მიაგნებდნენ კიდეც ამ საოცარ მცენარეთა აბორიგენულ ფორმებს. შირაქის პირველი მოსახლენი მხილველნი იყვნენ აქ მონავარდე ჯეირანთა ჯოგებისა; ბევრი იყო გარეული ღორი, გნოლი, კაკაბი, ხოხობი, კურდღელი და სხვა. ფრინველთა მრავალი სახეობის გუნდები აქ საზამთროდ ყოველთვის ბინადრობდნენ. შირაქის პირველი მცხოვრები ვაჟა-ფშაველას მუდმივი მასპინძელი, ზემო ქედელი მეცხვარე ჯაჯაანთ ბასილა ხშირად იგონებდა: უწინ ჯეირნებზე ცხენებით ვნადირობდითო, ახლა ცხენები ავტომანქანებმა შეცვალეს, ტალიანი თოფები – თანამედროვე იარაღმა და შედეგიც სავალალო აღმოჩნდა – ლამის პირწმინდად გაიჟლიტა შირაქის მრავალი ბინადარი. ომის დროს, ბავშვობისას, მეც კარგად მახსოვს, სავათთა დიდი გუნდები შემოდგომით რომ მოფრინდებოდნენ, გაზაფხულამდე მშვიდად ზამთრობნენ. ომის შემდეგ ველის ინტენსიურმა დამუშავებამ, შხამქიმიკატების უზომო ხმარებამ, თოფების გრიალმა, ნაწვერალის მასობრივად გადაწვამ და სხვა მავნე საქმიანობამ თანდათან განდევნა ჩვენი ველის უწყინარი ბინადარნი. მიწყდა სავათებისა თუ წეროების ფრთათა ფრაშფრაში, სარსარაკთა და ქედანთა ღუღუნი. შემცირდა. ბოლოს კი სულაც იშვიათი გახადა კაკაბი, ხოხობი, გნოლი... თანდათან დაიცალა საქართველოს ეს უნიკალური რეგიონი და ბოლოს სავათებმაც მიატოვეს მშობლიური სამფლობელო, სადაც მათი უძველესი წინაპრების ბუდე-ადგილი ურბანიზაციამ უმოწყალოდ გადათქერა. წავიდნენ და დაგვიტოვეს ამოუცნობი, მარადიული სევდა ბუნების დაობლებისა. სავათები და სარსარაკები, თითქმის 35-40 წელია აქ აღარ გამოჩენილან. ვინ დაფიქრებულა მათ ბედზე? არავინ! მაგრამ მადლობა ღმერთს, შარშან ნოემბერში შირაქის ამწვანებულ ველზე კვლავ მოფრინდნენ სავათები, ისინი ლაღად გაიშალნენ მსუყე ბალახზე და ირგვლივ ყელმოღერებული „ყარაულები“ დააყენეს. არავინ იცის, სად იყვნენ, სად ბინადრობდნენ ამდენ ხანს და რამ დააბრუნა შირაქში. მოფრინდნენ სავათები, სარსარაკები და თითქოს დაობლებულმა ველმაც გაიხარა,თითქოს მიეფერა კიდეც თავის დაკარგულ შვილებს. მოფრინდნენ ლტოლვილნი და ყურები ცქვიტეს ბუნების მტრებმაც, მაგრამ რაიონის მონკავშირის საეგერო სამსახური დროზე აღუდგა ბრაკონიერებს, არც ერთი თოფი არ მიღერებია სანატრელ სტუმრებს. არავის შეუშფოთებია მათი ლაღი ცხოვრება. იქნებ ახლა მაინს გონს მოვეგოთ და შევიფეროთ ბუნების ამ მშვენიერებათა ახლობლობა, იქნებ ახლა მაინც ვუმასპინძლოთ კეთილი, ადამიანური გულით, დავინდოთ, შევიფაროთ, მივექომაგოთ ბუნების ამ დაჩაგრულ დევნილ შვილებს, რათა ჩვენს შთამომავალთ ჰქონდეთ ბედნიერება იხილონ შირაქის ველზე სავათთა, წეროთა, სარსარაკთა და სხვა აქ მოზამთრე ფრინველთა გუნდები. კაცილა გაგაძე წითელწყარის რაიონი, სოფელი ზემო ქედი ჟურნალი მონადირე და მეთევზე 1990 წ. ციტირება Link to post Share on other sites
ნიკა ზურაბიშვილი 0 Posted June 22, 2012 Report Share Posted June 22, 2012 არ გვჩვევია ჩვენ აქ პოლიტიკაზე საუბარი,მაგრამ მანამ რადიკალურად არ შეიცვლება სიტუაცია მანამდე არ გვეშველება,არ შედის ბუნების დაცვა ამ მთვარობის პრიორიტეტებში და არც შევა. სამწუხაროდ ეგრეა, სანამ ეგენი არ წავლენ არა მგონია რაიმე სასიკეთო მოხდეს, თუმცა, ჩემი აზრით, პირველ რიგში ხალხი ვართ დამნაშავე, რომ სათანადოდ არ მოვითხოვთ საქმის გაკეთებას. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 22, 2012 Report Share Posted June 22, 2012 სამწუხაროდ ეგრეა, სანამ ეგენი არ წავლენ არა მგონია რაიმე სასიკეთო მოხდეს, თუმცა, ჩემი აზრით, პირველ რიგში ხალხი ვართ დამნაშავე, რომ სათანადოდ არ მოვითხოვთ საქმის გაკეთებას. ხალხმა შექმნა აშშ-ს კონსტიტუცია, ყველა შტატში სხვადასხვა აქვთ, მაგრამ მაგრად იცავენ ყველაფერს. ხალხია მთავარი, ხალხი. ციტირება Link to post Share on other sites
khirimeli 0 Posted June 22, 2012 Report Share Posted June 22, 2012 ელჩი კონსტიტუციის დაწერას წინ პოლიტიკური ნება უძღოდა.... იქნებ გაქვს მოფიქრებული რა უნდა გააკეთოს ხალხმა და რა გზას დავადგეთ.... როგორ უნდა ვიმოქმედოთ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 22, 2012 Report Share Posted June 22, 2012 ელჩი კონსტიტუციის დაწერას წინ პოლიტიკური ნება უძღოდა.... იქნებ გაქვს მოფიქრებული რა უნდა გააკეთოს ხალხმა და რა გზას დავადგეთ.... როგორ უნდა ვიმოქმედოთ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად? გამოთქმა გვაქვს ქართველებს: "ზღვაში წვეთიო". ჰოდა ერთი მომცრო წვეთი ყველამ ჩავაგდეთ თბილისის ზღვაში ერთი კვირის წინ. ერთმანეთთან დაახლოება/არ არის აუცილებელი ხინკალი და ქაბაბი ეყაროს ბლომად სუფარზე/ , ერთმანეთის მოსმენა, ისეთების ვინც ერკვევა მსგავს საკითხებში და ერთიანი მოქმედება აუცილებელია. ე, მერე წამოვა საქმე, ბევრი რომ დაიღრიალებს:ეს ქვეყანა ჩემმა წინაპრებმა დამიტოვეს და ჩემს შვილიშვილებმა თავის მომავალს უნდა გადასცენო და მინისტრებმა პრემიები უსაქმურობის გამო აღარ დაიწერონო, ე მაშინ წავა ქვეყნის საქმე წინ, ჩვენნაირი კიდევ საფლავში დავისვენებთ, რადგან მომავალ 20 წელში ვერავითარ პერსპექტივას პირადად მე ვერ ვხედავ. არადა, დაუჯერებლად ოპტიმისტი ადამიანი ვარ , თან რეალისტიც ერთდროულად, ძნელია წარმოსადგენად. ციტირება Link to post Share on other sites
khirimeli 0 Posted June 22, 2012 Report Share Posted June 22, 2012 კარგია ოპტიმისტი რომ ხარ, ქართულ საკანონმდებლო ბაზას კარგად ვიცნობ და სამწუხაროდ ხანდახან პესიმიზმი მეუფლება..... ამ საქმის დაწყების წინაპირობაა კანონმდებლობის სისრულეში მოყვანა.... რომელიც არ მოხდება იახლოეს მომავალში, ზედა პოსტში დავწერე პოლიტიკური ნება არ არის და იმიტომ..... არ აინტერესებს არავის ისეთი ნორმების შემოღება სახელმწიფოში რომლითაც დისციპლინა დაწესდება..... ქაოსის პერიოდში მოქმედების არეალი უსაზღვროა..... ვერ გაიგებ დღეს პოლიციის, გარემოს დაცვია ან ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებს ამ სფეროში გარემოს დაცვის ინსპექცია რომ არ გეყოლება განა შეიძლება რამეზე საიბარი ? ციტირება Link to post Share on other sites
ნიკა ზურაბიშვილი 0 Posted June 22, 2012 Report Share Posted June 22, 2012 კარგია ოპტიმისტი რომ ხარ, ქართულ საკანონმდებლო ბაზას კარგად ვიცნობ და სამწუხაროდ ხანდახან პესიმიზმი მეუფლება..... ამ საქმის დაწყების წინაპირობაა კანონმდებლობის სისრულეში მოყვანა.... რომელიც არ მოხდება იახლოეს მომავალში, ზედა პოსტში დავწერე პოლიტიკური ნება არ არის და იმიტომ..... არ აინტერესებს არავის ისეთი ნორმების შემოღება სახელმწიფოში რომლითაც დისციპლინა დაწესდება..... ქაოსის პერიოდში მოქმედების არეალი უსაზღვროა..... ვერ გაიგებ დღეს პოლიციის, გარემოს დაცვია ან ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებს ამ სფეროში გარემოს დაცვის ინსპექცია რომ არ გეყოლება განა შეიძლება რამეზე საიბარი ? მე მაინც ხალხს ვაბრალებ, მთავარი პრობლემა ხომ არის ბრაკონიერობა? არის, განსაკუთრებით ელექტრობრაკონიერობა, ხოდა კანონით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა დაწესებული, ანუ ამ კონკრეტულ მაგალითზე კანონს ვერ დავაბრალებთ ვერაფერს, პრობლემა იმაშია, რომ რაც არის ისიც არ სრულდება. ციტირება Link to post Share on other sites
khirimeli 0 Posted June 22, 2012 Report Share Posted June 22, 2012 არსებობს ასეთი გამონათქვამი ,,მკვდარი მუხლი,, ამას ჩვენ იურისტები ვეძახით კანონის ისეთ ნორმას რომლიც გარკვეული ქმედების ჩადენისათვის აწესებს სასჯელს მაგრამ ამ მუხლით არავინ არ დასჯილა თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა ან პირადი ინტერესი არ არსებობს ასე რომ ის კონკრეტული მუხლები რომელითაც ბრაკონიერების საწინააღმდეგოდ არის გაწერილი თუნდაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მკვდარი მუხლებია...... გინდ ყოფილა გინდ არა დაუსჯელობის სინდრომია დღეს... ჩემი აზრით ეს არის მთავარი პრობლემა ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.