Jump to content
Club-Monadire.Ge

ბრაკონიერობასთან ბრძოლა


Recommended Posts

პატრულს აქვს რეაგირების უფლება უბრალოდ მერე მსვლელობას ვეღარ აძლევს საქმეს.გდი რომ იქნება მერე მაგათ გადასცემს მოსაკვლევად.ცაგარეიშვილი მაგარი მონდომებულია და მაგრაც უყვარს ბუნებაც ნადირობაც და თევზაობაც.

თუ გაკეთდა გდი შეიძლება გადავიდე სამუშაოდ მანდ.გააჩნია ხელფასს და პირობებს.ენთუზიაზმზე ნაღდად ვერ ვიმუშაოვებ

მართალი ხარ ჯაბა.ცარიელი ენთუზიაზმი ვერ შეგინახავს ოჯახს.ჩემი ახლობელიც ჭიათურაში ელოდება გდი-ს ჩამოყალიბებას,მასაც უნდა სამსახურის დაწყება...

Link to post
Share on other sites
  • Replies 912
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ახლა მთავარია ყველაფერი გაითვალისწინოს და მერე წავა მგონი :yes: :yes: :yes:

მირზა

ვენაცვალე ცაგარეიშვილს, მაგარი გადაუარა ბლანჟიან სირს

Link to post
Share on other sites

მთავარი ხალხის სირეგვნის შემცირებაა, თუ ამას მოახერხებს ძეგლი უნდა დავუდგათ. რთული მისიაა :iscavlet:

Edited by courage
Link to post
Share on other sites

აბა რა გითხრათ?

ამდენი ხანია ეს კაცი პოლიტიკაშია და მაგის გაკეთებული საქმე მე არ მინახავს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თითქმის ყველა პარტია-ფრაქციაში იყო.

 

ღმერთმა ქნას, ეხლა მაინც გამოუვიდეს რამე.

 

ზედაპირულად იოლი სჩანს თავი მოებას გარემოს დაცვას, დიდი მაფია ტრიალებს მანდ.

გვაჩვენოს რომ თავდადებულია ამ საქმისთვის და არ მეგულება საქართველოში წესიერი მეთევზე-მონადირე-ბუნების მცველი, ვინც მაგას გვერდში არ დაუდგეს.

Link to post
Share on other sites

არჩილ, ვერც ექნებოდა სერიოზული თანამდებობა.

ჯერჯერობით ხალხს მახსოვრობა შერჩა.

ისე ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს, როცა გაიშნიკის "სვისტოკიდან" დაიწყოს და "ვლასტში" მოვიდეს მერე. :haha:

 

აღდგომა და ხვალეო, ვნახოთ.

Link to post
Share on other sites

ელჩი

საქართველოში ნახავ ზუსტად გენერალს რომელმაც ჯარისკაცობა არ იცის რა არის :) კი ასე იყო

 

მაგრამ დღეს აქ რაც ხდება ყველაზე ღირებული შედეგი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაა, ღმერთმა ქნას ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, მერე თანამდებობა ტვირთი იქნება ( წავედი ილუზიებში :) )

Link to post
Share on other sites

( წავედი ილუზიებში ) :d030: :d030:

 

 

ჯიგარი ხარ, ამიტომ გცემ პატივს რომ სიმართლეს ამბობ ყოველთვის. :friends:

Link to post
Share on other sites

კი გადაუარეს ბლანჟიანს და უარესსაც იმსახურებდა, მაგრამ რაც მართალია ისიც უნდა ვთქვათ. 4 თვე გავიდა უკვე და ღირებული და რეალურ გარემოს დაცვაშ ჯერჯერობით მართლა არაფერი გაკეთებულა.

 

ბევრი მსჯელობაა ფორუმებზეც და ფორუმებს გარეთაც რა და როგორაა გასაკეთებელი,მაგრამ სიტყვა სიტყვად რჩება.

 

სახელმწიფო ნებაა მთავარი. იყო სახელმწიფო ნება და მთლიანად ამოძირკვეს კრიმინალი სულ რაღაც რამოდენიე თვეში და რის ხარჯზე?!

 

მისცეს პოლიციას შესაბამისი ანაზღაურება, სპეცტექნიკა, დაფასება.სახელმწიფო არ შეეკრა კრიმინალს. რაც გაკონტროლდა მკაცრად და შესაბამისი შედეგიც გამოიღო. (ყოველგვარი პოლიტიკური დატვირთვის გარეშე)

 

ანალოგიური ხისტი და "აგრესიული" მიდგომაა საჭირო აგრემოს დაცვაშიც.

 

როგორც ჩანს პირად ინტერესზე დაფუძნებული ნაკლები სახელმწიფო ინტერესია გარემოს დაცვაშ და თუკი სახელმწიფოსთვის არ არი პრიორიტეტული რაიმე მეთოდით უნდა ვაიძულოთ ამ თემამ გადმოიწიოს პრიორიტეტების სიაში წინა პოზიციებზე. ალბათ ეგ არი ნამდვლი დემოკრატიის და ხალხის მმართველობის საფუძველი, რისკენაც გვინდა რომ წავიდეს ჩვენი ქვეყანა და ვერ წავსულვართ.

 

ჩემი აზრით ცალკეული წერილების წერა მინისტრსა თუ სხვა თანამდებობის პირისის სახელზე ძალიან კარგი და შედეგის მომცემია, რაც მაგალითად მანოკების აკრძალვითაც დადასტურდა, მაგრამ მაღალ დონეზე როგორც ჩანს არაა საკმარისი. ამიტომ უნდა დაისახოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და მიეწოდოს სამინისტროს რაც უნდა გაშუქდეს აუცილებლად და გახდეს საჯარო სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით.

 

ამ გეგმის დასახვა უნდა მოხდეს ყველა მონადირეთა და მეთევზეთა კლუბებისა თუ ფორუმების ერთობლივი შეთანხმებით რაც დადასტურდება კლუბის ფორუმის თუ უბრალო მოქალაქის ხელმოწერით და მიეწოდება შესაბამის სამინიტროს.

 

ამ გეგმის დასახვაში მე ვფიქრობ ამომავალი წერტილი და გასაღები უნდა იყოს შემდეგი თემა:

ყველაზე მტკივნეულ პრობლემად რომ დღეს ბარკონიერობაა ამაზე მემგონიარავინ არ დაობს და ბრაკონიერობას რომ არა მარტო კაბინეტიდან, არამედ ბუნებაში, ადგილზე უნდა ებრძოლო უპირველესად ესეც არ ახალია. ხოდა, დღეს მარტოჩვენ ფორუმზე 400-ზე ეტი მომხმარებელია დარეგისტრირებული. ამას ემატება სხვა მონადირეთა თუ მეთევზეთა ფორუმები და კლუბები. რაც ჯამში საკმაოდ დიდი რაოდენობაა მომხმარებლების. ამასთან, ეს მომხარებლები ფაქტიურად მთელი ქეყნის მასშტაბითაა გაბნეული.

სათანადო, ღირსეული ანაზღაურებისა და პირობების, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის შემთხვევაში, დარწმუნებულ ვარ ბევრი გამოთქვამს სურვილს ემსახუროს ამ საქმეს. აკეთოს საქმე რაზედაც გული შეტკივა და ღირსეული დაფასებაც ქონდეს მისი შრომის შესაბამისად.

 

ეს თემა საკმაოდ დიდ და რტულია და ერთ პოსტში ამის გაშლაც არაა იოლი.

მე ვფიქრობ ეს შეთავაზება როგორც ზემოთ დავწერე ყველა ფორუმისა თუ კლუბის სახელით უნდა გაკეთდეს ოფიციალურად და საჯაროდ და თუკი ინტერესი იქნება უნდა შეიქმნას შერეული სამუშაო ჯგუფი და მერე მოხდეს დეტალების დაზუსტება ერთობლივად.

 

ჩემი მხრიდან მატერიალურად თუ ფიზიკურად რაც იქნება საჭირო და შესაძლებელი არ დავიხევ უკან.

Link to post
Share on other sites

ველოდები ამ გაზაფხულს, რეალური საქმე უნდა გამოჩნდეს უკვე. ამ ტოფობაზეც თუ დადუღება დაიწყო, არ იქნება კაი დასაწყისი.

 

ასევე უნდა აიკრძალოს, ველურ ბუნებაში მოპოვებული(სპორტული თევზაობა-ნადირობით) ნადავლის გაყიდვა. რესტორნები ისრუტენ ამდენ ნაბრაკონიერებ მწყერს და კალმახს.

Link to post
Share on other sites

ველოდები ამ გაზაფხულს, რეალური საქმე უნდა გამოჩნდეს უკვე. ამ ტოფობაზეც თუ დადუღება დაიწყო, არ იქნება კაი დასაწყისი.

 

ასევე უნდა აიკრძალოს, ველურ ბუნებაში მოპოვებული(სპორტული თევზაობა-ნადირობით) ნადავლის გაყიდვა. რესტორნები ისრუტენ ამდენ ნაბრაკონიერებ მწყერს და კალმახს.

 

100%-იან!!!!!!! :yes: :yes: :yes:

 

ასევე მიეხედოს ბაზარში გამოტანილ თევზეულს.

 

რომ ვეღარ მიაყიდის მახინჯი სულის პატრონი რესტორნებს და ბაზრის გადამყიდველებს, იმ რაოდენობას ხომ ვეღარ შეჭამს???

 

გასკდება ბოლობოლო.

Link to post
Share on other sites

BROWNING

ელჩი

1000% გეთანხმებით.რესტორან-კაფეების პატრონები უნდა დასაჯო ბრაკონიერული ნადავლის რეალიზაციისათვის,თან ძაან მაგრად.........

Link to post
Share on other sites

ერთ გადაცემაში ვუყურე, კანადაში რესტორნებს აკრძალული აქვთ გარეული ბატის გაყიდვა, მაშინ როდესაც 10000-ანი გუნდებით დაფრინავენ.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

უღრმესი მადლობა ბაჩო ბერძენიშვილის!!!!!!!

 

8a5fe51f35e4.jpg

 

a3a9e9a37de4.jpg

 

6c2233b3c397.jpg

 

მე ძალიან მომწონს!

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

ევროპაშიც აკრძალულია, ნანადირებ-ნათევზავების გაყიდვა ბრაკონიერობის ხელშემწყობი ფაქტორია, თან ძალიან საშიში. საფრანგეთში მინახავს არალეგალურად ყიდდა ზოგი მონადირე სოფელში არამონადირეზე, მონადირებულ ჩხართვებს.

 

იგივე აკრძალვები გვჭირდება საქართველოშიც(ლაპარაკი არ არის სარეწაო ლიცენზიაზე, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ქვეშ გაიცემა).

 

 

ერთ გადაცემაში ვუყურე, კანადაში რესტორნებს აკრძალული აქვთ გარეული ბატის გაყიდვა, მაშინ როდესაც 10000-ანი გუნდებით დაფრინავენ.

Link to post
Share on other sites

salamandra

 

 

ძალიან მშვენიერია ! მომწონს და ფეისბუკზეც დავალაიქე !!! ყოჩაღ ბაჩო !!!

 

 

ტექსტიც და იდეაც დათოსია, მე მხოლოდ ავაწყვე :)

Link to post
Share on other sites

მეგობარმა(დავით ყვავაძე ) მაცნობა, რომ ფილმს იღებენ საქართველოში ბრაკონიერობის კუთხით შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და მთხოვა თუ ვინმეს გვაქვს შესაბამიოსი ფოტო-ვიდეო ან სხვა სახის ინფორმაციული მასალა გვაცნობოთ ან აქ შეგიძლიათ დადოთ.

 

ესეც მისი ვიდო და ლექსი:

 

 

http://mokhetiale.wordpress.com/2012/06/15/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D/

Link to post
Share on other sites

ა ბატონო ეს ნახეთ. ერთერთ საიტზე ებრძვიან ბრაკონიერობას და მაგარი წარმატებითაც :haha: ყურადღებით დააკვირდით ფოტოებს!

 

http://anikooooo.blogspot.com/p/blog-page_9556.html

Link to post
Share on other sites

ა ბატონო ეს ნახეთ. ერთერთ საიტზე ებრძვიან ბრაკონიერობას და მაგარი წარმატებითაც :haha: ყურადღებით დააკვირდით ფოტოებს!

 

http://anikooooo.blogspot.com/p/blog-page_9556.html

 

ჰა ჰააა :d030: :d030: :d030: ელიზბარმა არ ნახოს ეს პოსტი :d030: :d030: :e025:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...