Jump to content
Club-Monadire.Ge

ბრაკონიერობასთან ბრძოლა


Recommended Posts

მაგ ერთ ფაქტზე შეიძლება უკვე ამოიღონ გაყიდვიდან და აკრძალონ ეგ ეკრანები...

 

საინტერესოა....http://www.stavropolye.tv/sfdnews/view/50003

 

 

 

იქნებ ჩვენთანაც გაიღვიძონ ვისაც ეს ეკუთვნით..

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • Replies 912
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ორი სიტყვით დასწერეთ, რა ჰქვია მაგ საჭერ საშუალებას?

 

პ.ს. ნაღდად არ ვიცი, სერიოზულად ვკითხულობ, ჩემს მანდ ყოფნაში არ იყო მსგავსი და აქ კიდევ მაგისნაირის გულისთვის, მინიმუმ 5-6 წელი ციხე გარანტირებულია, მოზრდილ ფულად ჯარიმასთან ერთად/10 000$-ზე მეტი იქნება./

Link to post
Share on other sites

იგივე პარაშუტია ეგ მეგობრებო.აშკარად არ ჰყავს ჭკუის დამრიგებელი ამას,რა ემოციებშია დააკვირდით.მთქმელი არა ყავს იმისა რომ ეგრე არ შეიძლება.იავნად არ იცის რასაც ჩადის.

Link to post
Share on other sites

იგივე პარაშუტია ეგ მეგობრებო.აშკარად არ ჰყავს ჭკუის დამრიგებელი ამას,რა ემოციებშია დააკვირდით.მთქმელი არა ყავს იმისა რომ ეგრე არ შეიძლება.იავნად არ იცის რასაც ჩადის.

 

მართალი ხარ ზაზა. ჯერ კიდევ შეიძლება ასეთ ადამიანს გააგებინო რას აკეთებს.

მათ საქციელს კიდევ დახამებას დავარქმევდი, ბრაკონიერობას ნაკლებად. და დახამების მიზეზი კიდე ჩვენთან გაბონიგებული შეუგნებლობაა და შესამაბისი შედეგია..

 

პ.ს. აი ამისი მრცხვენია ხოლმე, ისევე როგორც კიდევ ბევრი სხვა რამის: სათაური აქვს "ქართველები საბერძნეთში". :karochera:

Link to post
Share on other sites

არ ითვლება ეგ ბრაკონიერობათ ბევრ ქვეყანაში,იტალიის ჩათვლით.თუმცა ლიმიტი აქვს და ჩვეულებრივი ლიცენზია უნდა ქონდესთ.არ შევადარებ არც პარაჩუტს თუ ეკრანს რადგან თევზის დაზიანება არ ხდება,მაგრამ ჩემთვის ეს მაინც მიუღებელი და არასახალისო თევზაობად დარჩება ყოველთვის,უფრო სწორად ეს თევზის მოპოვების ერთერთი ხერხია და არაფერი საერთო არ აქვს ჩვეულებრივ თევზაობასთან...

Link to post
Share on other sites

ჩვენი ქვეყნის ბუნებას რომ დედას ვუ..ნავთ არ გვყოფნისას და ახლა სხვისაზე გადავედით

 

 

 

ჩვენ არაფერი გამოგვასწორებს, ხო ხედავთ 15 კილო დაჭერილი ყავს ბიჭს და კიდე უნდა :karochera: , მაგის ხასიათში უკვე დევს ბუნებრივი სიხარბე, არ გამოსწორდება მაგ.

Link to post
Share on other sites

გაგანია ტოფობის დროა, იმიტომ იჭერენ რამდენიმეს ერთად.

 

 

არ ითვლება ეგ ბრაკონიერობათ ბევრ ქვეყანაში,იტალიის ჩათვლით.თუმცა ლიმიტი აქვს და ჩვეულებრივი ლიცენზია უნდა ქონდესთ.არ შევადარებ არც პარაჩუტს თუ ეკრანს რადგან თევზის დაზიანება არ ხდება,მაგრამ ჩემთვის ეს მაინც მიუღებელი და არასახალისო თევზაობად დარჩება ყოველთვის,უფრო სწორად ეს თევზის მოპოვების ერთერთი ხერხია და არაფერი საერთო არ აქვს ჩვეულებრივ თევზაობასთან...

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ეს წერილი დაიდო გარემოს დაცვის სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე.

 

 

 

 

გარემოს დაცვის მინისტრს ქალბატონ ხათუნა გოგალაძეს

 

ქალბატონო ხათუნა,

 

დროულადაა ჩამოსაყალიბებელი ბრაკონიერობის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახური. კატასტროფული სიტუაციაა ამ ხრივ ჩვენს მდინარეებზე და წყალსატევებზე. განადგურების პირასაა იქტიოფაუნა. ბრაკონიერობის მაშტაბები ყოველგვარ ზღვარს გადაცდა. თევზის მოსაპოვებლად იყენებენ მომწამვლელ და ასაფეთქებელ ნივთიერებებს, სახლართი ბადეების სხვადასხვა სახეობებს, ელექტრო აპარატებს და სხვა ბრაკონიერულ მეთოდებს. საერთოდ განადგურებულაია თევზის ზოგიერთი სახეობა(მაგალითად "ფარგა"; ლათ. "Sander lucioperca"; რუს. "судак ") და ბევრი კი სრულად განადგურების ზღვარზეა(ღელის კალმახი ლათ."Salmo trutta morpha fario", შავი ზღვის ორაგული, ზუთხისებრები, კამბალა, კაპარჭინა და სხვა). პირადად, რამოდენიმეჯერ ფოტო-ვიდეო მასალით დავაფიქსირე თუ როგორ იყიდება ბათუმის თევზის ბაზარში("მელკი მორეზე") ბრაკონიერულად მოპოვებული ღელის კალმახი. გასაკონტროლებელია შავი ზღვის საქართველოს აკვაროია, რომელიც სანაპირომდე მთლიანად გადახნულია უცხოური ტრაულერების ტრალებით. რის გამოც გადაშენების პირასაა ფსკერული სახეობები. მაგალითად: კამბალა, კუზანა(რუს.горбыль).

 

ზემოთმოყვანილიდან გამომდინარე გთხოთ, სასწრაფოდ მიიღოთ ზომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

 

ყველა კეთილსინდისიერი მოყვარული მეთევზე და მონადირე ამ საქმეში თქვენს გვერდით იგულეთ! მათ შორის მეც.

 

პატივისცემით,

 

დავით მორალიშვილი.

Link to post
Share on other sites

კარგია დავით,მაგრამ მე მგონი აჯობებს თუ სხვადასხვა მონადირე-მეთევზეთა კლუბებისა და ინტერნეტ ფორუმების სახელებსაც დავურთავთ ხელმომწერთა შორის,მე მგონი ყველა თანახმა იქნება!!!!!

Link to post
Share on other sites

ძალიან კარგია, ნამდვილად ყველა ფორუმი უნდა გაერთიანდეს ამ საკითხთან დაკავშირებით..

 

მე კიდევ ეს მივწერე პირადში სამინისტროს ფეისბუქზე:

 

[//. . .

ჩემი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის წუხილია ის ფაქტი რომ, სეზონის გახსნამდე უამრავი ბრაკონიერი ნადირობს დღეს და თან ელექტრონული ხმოვანი სიგნალების გამომცემი აპარატებით. ძალიან გთხოვთ რომ ბარაკონიერობა მოისპოს ისე, როგორც სხვა კრიმინალი მოისპო საქართველოში, აუცილებელია სანადირო სავარგულებში პატრულირება.. ზამთარში, გასულ სეზონს, გურია-სამეგრელოს რეგიონებში ღამით, სანათებით უამრავი ადამიანი ნადირობდა.. ერთ ღამეში ერთი ადამიანი 40 ტყისქათამს რომ მოკლავს, იხვზე რომ არაფერი ვთქვათ, როგორი ზარალია ქვეყნისთვის, ხალხისთვის..//

 

ეს წერილი მივწერე 16 აგვისტოს ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მეილზე info@anr.ge-ზე და არანაირი პასუხი არ ყოფილა და არც შედეგი.. ძალიან გთხოვთ თქვენ გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა]

Link to post
Share on other sites

კარგია დავით,მაგრამ მე მგონი აჯობებს თუ სხვადასხვა მონადირე-მეთევზეთა კლუბებისა და ინტერნეტ ფორუმების სახელებსაც დავურთავთ ხელმომწერთა შორის,მე მგონი ყველა თანახმა იქნება!!!!!

 

მამუ,

 

წერილზე ხელმოწერების შეგროვებას დრო სჭირდება, რისი საშუალებაც მე არ მაქვს. ხელმოწერილი დოკუმენტი შემდეგ უნდა დასკანერდეს და ისე გავრცელდეს.

 

ამიტომ ასეთი სახით გავაკეთე, ამასთან ჩვენი კლუბის ფეისბუკის გვერდითაც გავავრცელე. სამწუხაროდ მეტი ვერ მოვახერხე.

 

http://www.facebook.com/pages/club-monadirege/101639969959969?ref=stream

Link to post
Share on other sites

ეს წერილი მივიღე პასუხად გარემოს დაცვიგან:

 

''გამარჯობა, გთხოვთ, ოფიციალური წერილი გამოაგზავნოთ გარემოს დაცვის მინისტრის ქალბატონი ხათუნა გოგალაძის სახელზე შემდგომი მყისიერი რეაგირებისთვის, სადაც უფრო კონკრეტულად იქნება მოყვანილი ფაქტები, რეგიონი...(მოგეხსენებათ, სოციალური ქსელით მოწოდებული ეს ინფორმაცია ოფიციალურად ვერ ჩაითვალება). გმადლობთ, რომ იცავთ გარემოს.''

 

 

 

შემდეგ ეს მივწერე:

 

გმადლობთ ყურადღებისთვის..

ზოგადად რაც ხდება ბუნებაში ის ინფორმაცია მოგაწოდეთ და კონკრეტულ ფაქტებს ფიზიკურად ვერ მოგაწვდით, რაც შეეხება კონკრეტულ რეგიონს ნებისმიერ რეგიონში განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსში მწყერის, იხვის და ქათმის გამოჩენისთანავე შემოდგომა-ზამთრის თვეებში ღამით საკმარისია მინდვრებში გასვლა და თავადვე დარწმუნდებით... ისინი ჩვეულებრივ, პატიოსან მონადირეებს უტეხენ სახელს და პირველ რიგში ძალიან დიდ ზიანს აყენებენ ბუნებას...

Link to post
Share on other sites

მე ეს წერილი მივიღე:

 

ბატონო დავით, თქვენი წერილი გადაეგზავნა გარემოს დაცვის მინისტრს ქალბატონ ხათუნა გოგალაძე. გმადლობთ, რომ იცავთ გარემოს

2 საათის წინ · მომწონს ·

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

გაზაფხული მოვა,მოვა მაგრამ როდიიის))?????დროზე უნდა დავითა შველა და მიხედვა,დროზე.თორე მერე შესანარჩუნებელი აღარ იქნება რამ.

Link to post
Share on other sites

გაზაფხული მოვა,მოვა მაგრამ როდიიის))?????დროზე უნდა დავითა შველა და მიხედვა,დროზე.თორე მერე შესანარჩუნებელი აღარ იქნება რამ.

 

ხოდა გაზაფხულისთვის იგეგმებაო.:)

Link to post
Share on other sites

გარემოს დაცვის სამინისტროში ვესაუბრე ახლობელს და გდი აუცილებლად შეიქმნებაო.

 

მარტო გდი კი არა, ჩვეულებრივ პატრულსაც უნდა ჰქონდეს შემოწმების და აღკვეთის უფლება.

 

საამისოდ 3 კვირიანი კურსებიც ეყოფათ, რათა შეისწავლონ კანონი ნადირობა-თევზაობის და გარემოს დაცვის შესახებ./თუ არსებობს? ეს ცალკე საკითხია./

 

სხვანაირად არ გამოვა ეგ საქმე, გაიბერება შტატები და ჩვენი ხალხის ამბავი რომ ვიცი, კაბინეტიდან ვერ გაიყვან ვერავის.

 

ამ თანამშრომლებს კიდევ ხელფასი სჭირდება, ვინ გადაუხდის?

ვინ და თქვენ.

მოამატებენ გადასახადს ლიცენზიებზე და ვინმე "ჭკვიანს" გამოიყვანენ TV-თი და დაგიმტკიცებენ, რომ ესე იყო საჭირო.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ელჩი მართალია, გდი-სტან ერთად პატრულსაც უნდა ჰქონდეს რეაგირების უფლება. ბრაკონიერს თუ წაასწრო, გდი-ს ძებნა ხომ არ უნდა დაიწყოს.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ბევრისგან გამიგია დენის აპარატით დავინახე ამათი დედაც,100 ცალი მოკლა ამათი დედაც და ა.შ.შენ კაი დედ-მამის შვილო აპარატით რომ დაინახე რატომ არ დაამტვრიე თავზე?!მე ვფიქრობ და ვაკეთებ კიდეც ჩემი ძმა რომ ვნახო აპარატით დავამტვრევ თავზე,თუ არ გჯერათ ბრაკონიერს რომ წააწყდებით დამირეკეთ,მოვალ და დანარჩენს პრაკტიკულად განახებთ :meeting:

Link to post
Share on other sites

ელჩი მართალია, გდი-სტან ერთად პატრულსაც უნდა ჰქონდეს რეაგირების უფლება. ბრაკონიერს თუ წაასწრო, გდი-ს ძებნა ხომ არ უნდა დაიწყოს.

პატრულს აქვს რეაგირების უფლება უბრალოდ მერე მსვლელობას ვეღარ აძლევს საქმეს.გდი რომ იქნება მერე მაგათ გადასცემს მოსაკვლევად.ცაგარეიშვილი მაგარი მონდომებულია და მაგრაც უყვარს ბუნებაც ნადირობაც და თევზაობაც.

თუ გაკეთდა გდი შეიძლება გადავიდე სამუშაოდ მანდ.გააჩნია ხელფასს და პირობებს.ენთუზიაზმზე ნაღდად ვერ ვიმუშაოვებ

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...