Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

გრავირება

 

მაშ ასე, სიტყვა გრავირება როგორც წესი ნიშნავს მყარ, სწორზედაპირიან საგანზე ჭრას (ინგლ. engrave / რუს. гравировать) მაგალითად რკინა, ხე, შუშა, პლასმასი. ამ შემთხვევაში ჩვენი სპეციფიური ფორუმიდან გამომდინარე შევეხები მხოლოდ იარაღზე ჭრას. დამეთანხმებით ალბად გრავირებული იარაღი (ცივი, ცეცხლსასროლი) ბევრად უფრო ლამაზი და მიმზიდველია. არსებობს ქარხნული გრავირება, რომლებსაც სპეციალური დაზგები ასრულებენ, მარა ოსტატის ხელით გრავირება უფრო ფასობს, თუნდაც იმიტომ რომ გრავირება შეიძლება სპეც შეკვეთით გაკეთდეს, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება.

 

სპეციალური დაზგა (მრავალნაირი არსებობს).

2907ed1447f4.jpg

 

ხელით ჭრის ინსტრუმენტები

 

16bf64987b6d.jpg

 

 

bulino

 

ბულინოს(წერტილოვანი) სტილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძვირფასი სახეა გრავირებაში. ის ძალიან რთული შესასრულებელია. ძლიერი ოპტიკური გადიდების ქვეშ(20-40 ჯერადი) ლითონის ზედაპირზე ასვამენ ძალიან ბევრ წვრილ შტრიხსა და წერტილს_ ათეულობით, ასეულობით და ათასობით, ერთ კვადრატულ მილიმეტრზე.

რაც უფრო მახვილია წერტილის დასასმელი ინსტრუმენტი, მით მეტი წერტილისა და შტრიხის დასმაა შესაძლებელი სხვადასხვა კუთხით(დახრით)საგრავირებელ ზედაპირზე. მით უფრო ზუსტი და სრულყოფილია სინათლისა და ჩრდილების გადასვლის ეფექტი. ადვილი მისახვედრია, რომ გრავირების ეს სტილი ითხოვს ლითონის(ან სხვა) ზედაპირის იდეალურ დამუშავებას.

უმაღლესი კლასის გრავიორები, მხოლოდ წერტილების სიღრმის, რაოდენობისა და დახრის კუთხის ცვლით, ახერხებენ 7 სხვადასხვა ფერის მოწოდებას(აბსოლიტურად თეთრიდან აბსოლიტურად შავ ფერამდე).

 

8a2bd4b98a40.jpg

 

 

0a7f01845f52.jpg

 

 

e4434132af3c.jpg

 

 

 

 

 

ღმგა გრავირება ანუ რელიეფური ჭედურობა

 

ჭედურობა რელიეფური გამოსახულების მიღებაა ლითონის ზედაპირზე. გრავირების ეს მეთოდი ლითონის მხატვრული დამუშავების ერთ-ერთი უძველესი ხერხია, რომელიც სპეციალური სჭრისებითა და ჩაქუჩით ხდება.

განახსვავებენ ხელით და მანქანით(მექანიზირებულ) ჭედურობას.

 

 

4cec844beb36.jpg

 

 

81157120faa2.jpg

 

b60f12d34f27.jpg

 

6ea0cb2c9421.jpg

Link to post
Share on other sites

815df537e545.jpg

 

57 წლის ლორენცო გამბა ერთ-ერთი დიდი იტალიელი ოსტატია. ის მუშაობს იარაღზე, დანებზე, საათებზე, მედალიონებზე და სხვა ძვირფასეულობაზე, რითაც ხაზს უსვამს მის მაღალ პროფესიონალიზმს_შეასრულოს სამუშაო ყველაფერზე და ნებისმიერ სტილში!

მას ბიძა ჰყავდა გრავიორი და ამან განაპირობა ლორენცოს გატაცება ამ საქმით. პროფესიას ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მაესტრო კესარია ჯოვანელისთან ეუფლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლორენცო ექსტრა კლასის ოსტატად ჩამოყალიბდა, დღევანდელ დღემდე აგრძელებს სიახლეების ძიებას დიზაინში ანტონიო პალმენტასთან და ფრანჩესკო მედიჩისთან(იტალიის ყველაზე ცნობილი გრავიორები დღეისათვის).

 

 

f5438af79b40.jpg

 

35c6f0a8a757.jpg

 

 

0a65fc0c35bd.jpg

 

 

eec42662e41c.jpg

 

 

 

d5892c12f137.jpg

Link to post
Share on other sites

კრიგჰოფის გრავირება

 

რამდენიმე ათწლეულია კრიგჰოფის საწარმოსთან არსებობს გრავირების სკოლა. აქ სწავლობენ და გადიან პრაქტიკას ოსტატები მთელი გერმანიიდან. ამ სკოლის ბევრი აღზრდილი დღეს მსოფლიოს გრავიორების ელიტაში შედის.

ბულინო, ღრმა გრავირება, სამგანზომილებიანი რელიეფური_ თითოეულ ამ სახეში ვიწრო სპეციალიზაცია და თითოეულ სახეში ცალკე ოსტატები, ესაა კრიგჰოფის განმასხვავებელი ნიშა გრავირებაში.

 

 

da8b705ace94.jpg

 

 

d4beeaad8a18.jpg

 

 

2b0fe5cba8ac.jpg

 

 

8b53f2e0b8c4.jpg

 

 

1b67eea7518d.jpg

 

 

1a836d12a2f5.jpg

 

 

f36d85b8352b.jpg

 

 

2fc2098d8ad0.jpg

Link to post
Share on other sites

როგორც შესაბამის თემაში აღვნიშნავდი ფაბბის ფირმა ცალსახადაა დაკავშირებული იტალიელ გრავიორთან მანრიკო ტორკოლისთან. ამ გრავიორმა იარაღის მხარვრულ გაფორმებაში მითიური თემა შემოიტანა.

 

412aceb8ff9b.jpg

 

ტორკოლი დაიბადა 1954 წელს. სწავლის დასრულების შემდეგ 9 წლის განმავლობაში ბერეტას ფირმაში მუშაობდა. თანდაყოლილმა ნიჭმა და ხატვის სიყვარულმა ამ ფირმის საგრავიორო საამქროში მიიყვანა.

ტორკოლი პრაქტიკოსია და გრავირების აკადემიური სწავლება არ გაუვლია, თუმცა მისთვის ამ უკანასკნელს რაიმე ბარიერი არ შეუქმნია. გრავიორის სტილი ფირმო ფრაკასის(თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოსტატი) შეგირდობამ განსაზღვრა. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად მანრიკომ ბევრ იტალიელ მეიარაღეზე მოასწრო მუშაობა. მისი ნამუშევრები ამშვენებს Beretta, Perazzi, Famars, Renato Gamba, Piotti, Luciano Bosis-ის ნაწარმს.

თავის გრავიურებს მანრიკო წერტილოვანი სტილით(ტექნიკით) ასრულებს. მისი ფრთოსანი პეგასი(მფრინავი ცხენი) კარგი მახასიათებელია ოსტატის განსაკუთრებული ტალანტისა.

თეთრი ცხენის დახატვა ფოლადზე ექსპერტების აზრით ძალიან ძნელია. ამისათვის გრავიურის უკანა ფონზე კონტრასტის შექმნაა აუცილებელი. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ კალაპოტის მხატვრული მოხატვა მის წრთობამდე ხდება(წრთობა აუარესებს გრავიურის მხატვრულ ღირებულებას), შეიძლება დავასკვნათ რომ ეს ოსტატობის ფენომენალური დონეა!!!

 

 

 

 

,,პეგასი"

0375eed9efb7.jpg

 

 

 

,,იურსკის პარკი"

34a1735d8cf3.jpg

Link to post
Share on other sites

1278331759cb.jpg

 

იტალიელი მასიმილიანო გობი, ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც გრავიორის პროფესია შთამომავლობით გადაეცა. გობის მამა ამ სფეროში 30 წელზე მეტ ხანს მუშაობდა. 1996 წელს საშუალო სკოლის დიპლომის მიღების შემდეგ, მასიმილიანო გობი Bottega Incisioni di Cesare Giovanelli სააამქროში იწყებს სწავლასა და მუშაობას. აქ მას დარიო კორტინის შეგირდობა ხვდა წილად. პირველი დამოუკიდებელი იარაღები იყო ბერეტები.

fc59a7d51ad6.jpg

სამხედრო სავალდებულო სამსახურმა დროებით შეწყვიტა მასიმილიანოს სწავლა და მუშაობა. იქედან დაბრუნების შემდეგ კი საოჯახო ბიზნესს შეუერთდა, სადაც მამის ზედამხედველობის ქვეშ ოქროს ინკუსტაციას სწავლობს.

პერიოდულად ახალგაზრდა გრავიორი მუშაობდა კარლო პასოტისა და დიზაინერ ლეო კამპანელის ხელმძღვანელობით.

 

cd8ec39b8e73.jpg

 

d93fbb6b4d60.jpg

 

8fc64f7b4e01.jpg

 

5e8ed8a2f84e.jpg

 

3cedbd64f2f3.jpg

 

2e1419753e8b.jpg

Link to post
Share on other sites

acf251faf741.jpg

 

ალდო რიცინი იტალური სოფლის მცხოვრები იყო, სადაც მისი ბიზნესი ფერმასთან იყო დაკავშირებული. თავისუფალ დროს გასართობად ესკიზებს ხატავდა. მამამისს შვილის გატაცება მხედველობიდან არ გამორჩენია და 5 წლით ოსტატებს მიაბარა გრავირების შესასწავლად.

რა გამოვიდა ამ სწავლებიდან თავად განსაჯეთ

 

9504c7a188a7.jpg

 

1e5d9c28c490.jpg

 

b41500b55fc6.jpg

 

8965f4b31068.jpg

Link to post
Share on other sites

c3b077a060cd.jpg

 

 

ანჯელო გალეაზი ბრეშიასთან ახლოს ცხოვრობს და ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და გამოცდილ გრავიორად.

მისი გრავირება განსაკუთრებულია არა მარტო სრულყოფილებით, არამედ იმითაც რომ გალეაზის თოფებზე გადააქვს ფერწერის შედევრები(მაგალითად ლეონარდო და ვინჩის მხატვრობა). ამის ნიმუშია Battaglia di Angbiari.

გრავიორი ინტერესს იჩენს ,,ველური დასავლეთის" თემისადმი, რაც რემინგტონის ფირმის რამდენიმე თოფზე აისახა. გარდა ამისა ოსტატი თავადაც ქმნის სიუჟეტებს, სადაც სანადირო სცენები სრულყოფილადაა გადმოცემული.

ყოველი მცირე დეტალის მოხატვა, ოქროს ინკუსტაცია და განსაკუთრებული ხელის სიმსუბუქე მის გრავირებას ,,ცოცხალ სულს" ანიჭებს.

გალეაზის გრავირების ნახვისას ვრწმუნდებით, რომ შედევრები მარტო ქაღალდზე ფანქრით ან ტილოზე ფუნჯით კი არ იქმნება, არამედ საჭრისით ფოლადზეც. ასეთი შედევრების შექმნა ძნელია, მაგრამ ისინი სამუდამოა!!!

 

 

192af04db5ba.jpg

 

3319629a43ac.jpg

 

8e4004ddb064.jpg

 

d070ef4f3547.jpg

Link to post
Share on other sites

კარლო პასოტი

 

d1d3b626ffe5.jpg

 

Rezzato ერთ-ერთი პარტარა საამქროა ბრეშიაში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უძველესი ოსტატობის საიდუმლოებათა ატმოსფეროა გამეფებული.

კარლო პასოტიმ იარაღის წარმოებაში ბოლო ათწლეულში დაიწყო მოღვაწეობა. მანამდე კი სპეციალიზირებულ სკოლაში სწავლებას გადიოდა ბრეშიაში.

გრავირება მარტო ხელოვნება არაა, ეს ,,ავადმყოფობაცაა". თუ მისი სიყვარული სისხლში არა გაქვს, მაშინ მხოლოდ ტექნიკური ნახატის შესრულებას შეძლებ, რამეთუ მხატვრული გრავირება მძიმე შრომაა. კარლო პასოტის გრავირების ხელოვნება სისხლში აქვს გამჯდარი.

ნახატი, ფერწერა და ფერების შეგრძნება, ყველაფერი ეს გრავირებისაგან განუყოფელია იმიტომ, რომ ფოლადზე გადატანილმა ნახატმა სრულად უნდა გადმოსცეს ცხოველთა ,,მოძრაობა" და პეიზაჟის მოცულობა. ოსტატი გრავირების გარდა ფერწერითაცაა დაკავებული. საგრავირებელ სიუჟეტს(ობიექტს) ოსტატი ზოგჯერ საღებავით ხატავს, რამეთუ უკეთ დაინახოს ფერისა და სინათლის გარდასვლა.

ფოლადზე გრავირება რამდენიმე ფერით უნდა გაკეთდეს(ოქროსა და სხვა ძვირფასი მეტალების ფერთა ჩათვლით). მაგრამ ყოველივე ამის გადმოცემა შავი და თეთრი ფერითაა ყველაზე ძნელი.

 

 

de3a64282c02.jpg

 

1ead68eec5d8.jpg

 

cd6ffb108f6b.jpg

 

baa7866cbce4.jpg

Link to post
Share on other sites

კლაუდიო კრემინი

c00659ff7c48.jpg

 

 

კრემინი დაიბადა ქალაქ მარჩელოში მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში. მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებული ყმაწვილი, გრავირების საიდუმლოებებს ცნობილმა ოსტატმა ჯოვანელიმ აზიარა(14 წლისამ დაიწყო სწავლა).

1973 წელს ის პროფესიული ხელოვნების სკოლაში სწავლობდა. 1988 წელს კლაუდიო იუველირულ ნაწარმზე მუშაობდა. აგრეთვე მუშაობდა სპილენძსა და ვერცხლზე.

კლაუდიომ სწრაფად აუღო ალღო ხელობას და მალე გახდა ცნობილი. მუშაობდა მსოფლიოში აღიარებულ ოსტატებთან, როგორიცაა მედიჩი და გალეაზი. ამ გიგანტებთან მუშაობამ უკვალოდ არ ჩაიარა_ კრემინის ქმნილებანი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ყველა მისი ქმნილება ექსკლუზივია, რის თაობაზეც სიამაყით აღნიშნავს.

 

c2994c9cd303.jpg

 

2094d33e7a3a.jpg

 

697a9adcbae9.jpg 838e09dd94fe.jpg

Link to post
Share on other sites

დიეგო ბონსი

 

2a39563bcea7.jpg

 

ბონსი მეოცე საუკუნის სამოციან წლებში დაიბადა. ის ბრეშიას გრავიორების პლიადის წარმომადგენელია. ოსტატი ხელობის სწავლას 14 წლის ასაკში შეუდგა.

ფოლადზე დიეგოს მიქელანჯელოს ფრესკები გადმოაქვს. ერთ-ერთი მათგანი "Cappella Sistina" გამოფენილი იყო 1977 წელს და დიდი აღიარება ჰპოვა. აღიარება კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა მას შემდეგ, რაც ოსტატმა რაფაელოსა და რუბენსის მხატვრობა გადმოიტანა რამდენიმე იარაღზე.

გარდა ანტიკური კლასიკისა ბონსის გრავირებაში ბევრია სანადირო სცენები, ცხოველთა სამყარო და სხვა.

 

 

e26cdd3b870e.jpg

 

fc76fc593a03.jpg

 

5572e6c16d9c.jpg 588a20fd0fea.jpg

Link to post
Share on other sites

ფირმო და ფრანჩესკა ფრაკასი

 

1aef6a56c89c.jpg

 

ფირმო და ფრანჩესკა მამა-შვილია. მამა 30 წელია აქტიურად მუშაობს. მან ქალიშვილი 7 წლის ასაკიდან ,,ჩაითრია" ბიზნესში, რომელიც უკვე კონკურენციას უწევს. შვილიმა სამხატვრო ლიცეუმი დაამთავრა და ძალიან დაჯილდოებული ხელოვანია.

ფრანჩესკა აღნიშნავს: ,,მუშაობისას გამუდმებით ვსწავლობ და ყოველი ახალი სამუშაოს შესრულების დროს ახალ სიძნელეებს ვაწყდები, რომელთა დასაძლევად მამის სწავლების თანახმად, ბუნებაზე და ცხოველებზე დაკვირვებას ვახდენ".

ფრაკასების გრავირება მართლაც შთამბეჭდავია.

 

 

33fe8bdd0896.jpg

 

2f08c1899318.jpg

 

eaab89ad806b.jpg

 

854a3b137e91.jpg

Link to post
Share on other sites

გიაკომო ბეფა

 

f07b18d9aa3c.jpg

 

ოსტატი დაიბადა 1967 წელს Sarezzo-ში(ბრეშიასთან ახლოს) და აქვე მოღვაწეობს უკვე 20 წელიწადია. ბეფა ოსტატობას ცეზარე ჯოვანელისთან ეუფლებოდა, შემდეგ კი ბერეტაში მუშაობდა.

1999 წელს ბეფა საკუთარ სტუდიას(ასე უწოდებენ გრავიორები სახელოსნოს) აფუძნებს, რომელსაც ცნობილი გრავიორის საპატივცემულოდ "Studio Morghen" უწოდა. საკუთარ სტუდიაში ოსტატი იარაღის მწარმოებელი დიდი საწარმოებისათვის მუშაობს, მაგრამ ექსკლუზიურ სამუშაოსაც ხშირად ასრულებს.

 

 

d0e5edc5bbfb.jpg

 

26b812c5faef.jpg

 

89e27723c82f.jpg

Link to post
Share on other sites

ჯანკარლო და სტეფანო პედრეტი

 

eb5494be434d.jpg

 

ჯანკარლო პედრეტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ცნობილი ოსტატია. ის გარდონში დაიბადა და დღესაც აქ მოღვაწეობს. ისევე როგორც უმეტესობა ოსტატებისა, ჯანკარლომაც ყმაწვილკაცობიდან(16 წლის) დაიწყო მწვერვალისაკენ სვლა. წლების განმავლობაში გრავიორი ბერეტაში მუშაობდა.

ახლა მას საკუთარი სახელოსნო აქვს, რომელშიც ცნობილი იტალიელი და ინგლისელი მეიარაღეები უკვეთავენ.

რამდენიმე წელია მამასთან ერთად წარმატებით მუშაობს მისი ვაჟი სტეფანო, რომელიც პარალელურად ბრეშიას ხელოვნების სკოლაში სწავლობს. პედრეტი უმცროსი განსაკუთრებით წარმატებულია სანადირო სცენებისა და ცხოველთა გამოსახულების გრავირებაში.

გრავირების სიუჟეტი კლიენტთან თანხმდება, შემდეგ ფურცელზე გადადის. ამის შემდეგ იწყება ლითონზე მუშაობა, რომელიც ძალიან საპასუხისმგებლოა, რამეთუ მასალა, რაზეც ხდება ხატვა არ დაუშვებს უმცირეს შეცდომასაც კი(გასათვალისწინებელია საგრავირებელი დეტალების დიდი ფასიც).

 

987ce982bf32.jpg

 

03d232e65253.jpg

 

 

4d6e98ef134a.jpg

 

b0fc889c03d5.jpg

Link to post
Share on other sites

ჯანფრანკო პედერსოლი

 

d18e718dfcb5.jpg

 

 

ჯანფრანკო დაიბადა Sarezzo-ში სადაც ახლაც ცხოვრობს და მუშაობს. მისი მასწავლებელი იყო ჯულიო ტიმპინი, ვისგანაც ისწავლა ნიჭისა და ფანტაზიის მართვა.

ოსტატი 5 წელი ბერეტაში მუშაობდა სადაც კვალიფიკაცია უფრო აიმაღლა. შემდეგ საკუთარი საამქრო დააფუძნა. აქ გრავიორი ფირმებსა და კერძო შეკვეთებზე მუშაობს(დიდწილად საკოლექციო იარაღზე). შემკვეთი სურვილისამებრ ირჩევს ნახატს(ესკიზს) და ამის შემდეგაც მონაწილეობს გრავირების მთელ პროცესში(შტრიხებზე, ფონებსა და კონტურებზე მუშაობისას ოსტატი კლიენტს უთანხმებს ყველა დეტალს).

 

619e68e4a7de.jpg

 

80ee5b387394.jpg

 

0aaa0ddbddc9.jpg 99ac7d764e23.jpg

Link to post
Share on other sites

ჯულიო ტიმპინი

 

d5607543c940.jpg

 

ეს ოსტატი ბერეტას საგრავიორო განყოფილების ხელმძღვანელია. 12 წლია ასაკში ჯულიომ სახლში დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა საგრავიორო საქმეში. შემდეგ 5 წელი ფრანჩესკო კოტელისთან სწავლობდა.

ახლანდელ მოღვაწეობას კომპანია ბერეტაში ოსტატი კერძო შეკვეთებსაც უთავსებს.

ოსტატისათვის არ არსებობს ადვილი გრავირება: მორიგი საქმე ყოველთვის ყველაზე ძნელია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი შტრიხისა თუ ხაზისადმი მზადებაა საჭირო, რათა კლიენტის ყველა სურვილი შესრულდეს.

ტიმპინი გრავირების ყველა ხერხს ფლობს, ამიტომ მისი ნამუშევრები კალმით ნახატს გავს. მისი სანადირო სცენები განსაკუთრებულად გამომსახველია, რამეთუ ოსტატი თავად კარგი მონადირეა.

 

 

0f5613f84cf4.jpg

 

 

6828ed4f143a.jpg

 

0a9a0aff8a35.jpg

Link to post
Share on other sites

დასას დინასტია

 

 

5bc84a1123e3.jpg

 

ვალ-ტრომპიასთან ახლოს Collebeato-ში განლაგებულია საგვარეულო საგრავიორო საამქრო. ამ საწარმოს დამფუძნებელია ალესანდრო დასა. მისი შვილი, მაურო ხელოვნების ინსტიტუტის კურს დამთავრებულია. პრაქტიკა მან მამის საამქროში გაიარა. ალესანდრო დასას მეორე ვაჟიშვილს, სერჟიოსაც არ გადაუხვევია საოჯახო ბიზნესისაგან(მისი სპეციალიზაცია ოქროსა და ძვირფასეულობის ინკუსტაციაა).

დასას ოჯახი გრავირებას ცნობილი კომპანიებისა და ოსტატების იარაღებზე აკეთებენ. ამასთან ერთად ახდენენ დანების, საათებისა და სხვა ნივთების მოხატვასაც.

გრავირება ფასეული ხელოვნებაა, რომელიც სხვადასხვა მეტალზე სრულდება. მისი ფასი დამოკიდებულია შესრულების მეთოდსა და მასალაზე. სამუშაო უზარმაზარ მოთმინებას, მხატვრულ ხედვასა და პროპორციის შეგრძნებას მოითხოვს.

 

d828e1bff2dd.jpg

 

7f2609f093ad.jpg

 

 

6a2092a5e497.jpg 948f20b26b4f.jpg

Link to post
Share on other sites

ჯუზეპე ზაჩი

 

f659d82ac734.jpg

 

ეს ოსტატი ბრეშიაში დაიბადა. ხელოვნებაში მისი გიდი ფერუჩიო ლორა იყო, რომელიც უდიდესი ავტორიტეტია იტალიელებში. ჯუზეპე ფლობს გრავირების სხვადასხვა ტექნიკას. მას არანაირი პრობლემა არ ექმნება ნებისმიერი გრავირების რეალიზაციისას მისი სირთულის მიუხედავად.

ოსტატი მუდამ მზადაა კლიენტის ნებისმიერი მოთხოვნის შესასრულებლად. ნამუშევრის ხარისხი კი გამაოგნებელია.

 

5d658d951797.jpg

 

15850812c662.jpg

 

cea8f65c12ea.jpg

Link to post
Share on other sites

მარიო ტერზი

 

 

2c9ce93b3015.jpg

 

მარიო ტერზი ბავშვობიდან იმ ჰაერით სუნთქავს, რომელიც რკინისა და ხის სურნელითაა გაჟღენთილი. ამან მისი მომავალი მოღვაწეობის სფერო განსაზღვრა. ოსტატი ბრეშიაშია დაბადებული მეორე მსოფლიო ომის დასასრულს.

1985 წლიდან დამოუკიდებლად დაიწყო გრავირება(თვითნასწავლია) და აღიარება ჰპოვა ისეთ კლიენტებში, როგორიცაა ბერეტა, ფრანჩი, პიოტი, ფამარსი. ის უზუსტესი ტექნიკით მუშაობს განსაკუთრებული გრაფიკული გადაწყვეტებით, რომლებიც ზოგჯერ ფანტასტიკის და სიურეალიზმის ჟანრისაა.

ოსტატი აღნიშნავს: ,,სამუშაოში უნდა ჩაიფლო, იმუშაო გატაცებით და სიამოვნებით". მისი მუშაობის კრიტერიუმია_ გატაცება და სიამოვნება.

 

16240f1733f3.jpg

 

b2b4eb89aa3e.jpg

 

 

06cdd54abb3a.jpg

Link to post
Share on other sites

ლაურა გალეაზი

 

 

8fd06668cd5c.jpg

 

ლაურა გალეაზიმ სულის კარნახით საკუთარი თავი გრავირებას უძღვნა. 1987 წელს ბრეშიას სამხატვრო ლიცეუმის დიპლომი მიიღო. 1992 წელს კი მილანის Arti di Brera აკადემიის დიპლომი დაიმსახურა. ოსტატის სტილი პორტრეტული ფერწერა და ბაროკოა.

1996 წელს ლაურამ მამის საქმის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. იარაღზე მისი გრავირება ცხოველთა სამყაროს ხატვაა. მაგრამ აქვს კიდევ ერთი სტილი_ ქალის ფიგურა. შიშველი ქალის გრავირებისას ოსტატი მისტიკას ეყრდნობა.

დღეისათვის ოსტატი პერაციზე მუშაობს, სადაც ექსკლუზიურ ეგზემპლიარებს ამუშავებს.

 

fb45fa0567e0.jpg

 

4591cc570b26.jpg

Link to post
Share on other sites

დენის ნიკონოვი

 

aff28feee3ef.jpg

 

დენის ნიკონოვი დაიბადა 1975 წელს იჟევსკში. 1993 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო სკოლა, ხოლო 2000 წელს კი აკადემია. ამჟამად ოსტატი იჟევსკის მექანიკურ ქარხანაში მეიარაღეების სკოლაში ასწავლის გრავირებას. ის რუსეთის მხატვართა კავშირის წევრია. მისი ნაკეთობანი კერძო კოლექციებსა და მუზეუმების ექპონატებში საკმაოდ ხვდება. ნიკონოვის დაგრავირებული თოფები აქვთ მედვედევს, პუტინს, სარკოზის, აწ განსვენებულ კალაშნიკოვს(აჩუქეს 90 წლის იუბილეზე)...

 

 

dc7a5a31e952.jpg

 

a20ecc106527.jpg

 

 

267f6032aa8d.jpg

 

 

 

981291b5a08e.jpg

 

f7704bd5c1b1.jpg

 

 

5008ec471262.jpg4d8487bdf4a1.jpg

 

 

 

03f6a04ec99d.jpg279018d68528.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

ჯულიო ტიმპინი

 

d5607543c940.jpg

 

ეს ოსტატი ბერეტას საგრავიორო განყოფილების ხელმძღვანელია. 12 წლია ასაკში ჯულიომ სახლში დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა საგრავიორო საქმეში. შემდეგ 5 წელი ფრანჩესკო კოტელისთან სწავლობდა.

ახლანდელ მოღვაწეობას კომპანია ბერეტაში ოსტატი კერძო შეკვეთებსაც უთავსებს.

ოსტატისათვის არ არსებობს ადვილი გრავირება: მორიგი საქმე ყოველთვის ყველაზე ძნელია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი შტრიხისა თუ ხაზისადმი მზადებაა საჭირო, რათა კლიენტის ყველა სურვილი შესრულდეს.

ტიმპინი გრავირების ყველა ხერხს ფლობს, ამიტომ მისი ნამუშევრები კალმით ნახატს გავს. მისი სანადირო სცენები განსაკუთრებულად გამომსახველია, რამეთუ ოსტატი თავად კარგი მონადირეა.

 

 

 

 

 

 

ამ საკითხზე არც კი მივაპყრობდი თქვენს ყურადღებას, რომ არა ჯულიო ტიმპინის დელიკატური პასუხი პროვოკაციულ შეკითხვაზე :alfons:

 

 

 

 

ბერეტას წამყვანმა გრავიორებმა ჯულიო ტიმპინიმ და ლუკა კაზარიმ შეასრულეს სპეცშეკვეთა პუტინისა და მედვედევისათვის_ მათ მოხატეს წყვილი Beretta SO10.

რუსი ცნობისმოყვარე კორესპონდენტის შეკითხვაზე: ,,ვისზე დაგეხარჯათ მეტი დრო_ პუტინზე თუ მედვედევზე?" იტალიელმა გრავიორმა ღირსეულად უპასუხა: ,,ბერეტაზე" ;)

 

 

78b45c954511.jpg

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

36d980864309.jpg

 

 

 

ვალ-ტრომპიაში 5 პარტნიორის გაერთიანებით (ARMANDO PIARDI, UGO TALENTI, GIACOMO FAUSTI, VALERIO PELI, GIOVANNI STEDUTO) ჩამოყალიბდა სტუდია CREATIVE ART(ეს კავშირები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო). სტუდია სთავაზობს კლიენტებს(საწარმოებს ან კერძო პირებს) გრავირების სრულ კომპლექტს. აღნიშნულ გუნდს ძალუძს ნებისმიერი სირთულისა და გემოვნების შეკვეთის შესრულება შედარებით მცირე დროში.

კლიენტების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ოსტატები უნდა ფლობდნენ ყველა ტექნიკურ ხერხსა და მიმართულებას_სწორედ აქაა შესაძლებელი ნებისმიერი ფანტაზიის გრავირებაში ასახვა.

 

აქვე წარმოგიდგენთ ამ სტუდიაში შესრულებულ რამდენიმე ხელოვნების ნიმუშს:

 

dcf7c7ba8bc2.jpg

 

0ccdfaff2105.jpg

 

d4e81b00fda4.jpg

 

a6b4703fe1ed.jpg

 

50f0350cf5c1.jpg

 

9d4eecfcc6f7.jpg

 

fa5a71d6f6cd.jpg

 

 

 

პ.ს. ბოლო რავარია?! გაარჩიეთ აბა ინგლისური გრავირებიდან :hi:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...