Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ღელის კალმახი (Salmo trutta morpha fario)

 

 

Tsotne

 

9cc1c441dd0e.jpg

96f1cd4643cb.jpg

4acf33e8a659.jpg

146d7aa3fbc3.jpg

9175b7d6591f.jpg

ee9cb50e1695.jpg

 

 

 

 

კალმახზე სათევზაოდ საურველია 0.4 მმ სისქის ძუა და N 7-8 ზომის ნემსკავი, ნემსკავიდან 10 სმ–ში ძუაზე უნდა დამაგრდეს 5–10 გრამიანი ტყვია(დინების სიჩქარის შესაბამისად). კალმახზე სათევზაოდ კარგია 4–5 მეტრის სიგრძის ჯოხი, ამასთანავე ძუის სიგრძე თევზაობის დროს ჯოხის სიგრძეზე 20–30 სმ–ით ნაკლები უნდა იყოს, რაც მოხერხებულს ხდის თევზაობას.

კალმახზე თევზაობის დროს სატყუარად იყენებენ ღორტავს, რომლის მოპოვებაც შეიძლება მდინარის ჩქერებიდან ამოღებული ქვის ქვეშ, იგი ოვალური და ბრყტელია, შავი ფერისაა. ღორტავი რაც უფრო დიდია მით უკეთესია. ღორტავი ადვილად კვდება და კარგავს სატყუარას თვისებებს, ამის თავიდან ასაცილებლად იგი უნდა მოვათავსოთ ნაჭრის მცირე ქისაში, რომელსაც ხშირად დავასველებთ ან ჩავდოთ წყლით სავსე ჭიების კოლოფში.

ღორტავს ნემსაზე აგებენ თავით მუცლისკენ(შეიძლება 2–ის ერთად წამოგება), ამის შემდეგ ჯოხს მოიქნევენ დინების საწინააღმდეგოდ და დააყოლებენ, ამ დროს კონტაქტი ღორტავსა და თქვენ შორის ერთი წამითაც არ უნდა შეწყდეს, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ ძუა იყოს დაჭიმულ მდგომარეობაში და ამასთანავე სატყუარამ უნდა ჩაიაროს ფსკერთან ახლოს. რაც შეეხება თევზის დარტყმას, პირველად ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ნემსკავი რაღაცას წამოედო, ამას წამში მოყვება ძლიერი დარტყმა რაც უწყვეტ როკვაში გადაიზრდება, ამდროს საჭიროა ჯოხი მოქაჩოთ თქვენსკენ და თუ დროზე არ მოქაჩეთ ჯოხი თქვეკსკენ, ის წასულა და ნემსკავზე ღორტავის ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი

კალმახზე მთელი დღე შეიძლება თევზაობა, მაგრამ გათენებიდან 12 საათამდე ყველაზე შედეგიანი მონაკვეთია.

 

გისურვებთ შედეგიან თევზაობას !!!

 

გამოყენებული ლიტ.: ჟურნალი "ნადირობა"

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • Replies 184
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

"ტბის კალმახის განვითარება" - გერმანულენოვანი ფილმი. ულამაზესი კადრებია, ბოლომდე ნახეთ! 👍 ასეა, იქ სადაც აქვთ შეგნება, უყვართ სამშობლო და ბუნება, იციან როგორ უნდა კარგად ცხოვრება, შნო აქვთ, შნო!!!

Posted Images

Salamandra

 

 

 

შენ პოზიციას, განსაკუთრებით მეორე ნაწილში, მთლიანად ვემხრობი. კარგი იქნებოდა შენი აზრი საზოგადოებრივ აზრადაც ქცეულიყოს!

რა შეგვიძლია ამისათვის გავაკეთოთ?

 

 

საზოგადოებრივ აზრს ძირითადად მასობრივი საიფორმაციო წყაროები ქმნიან.თუ ტელევიზიით და რადიოთი და ჟურნალ გაზეთებში ამ პრობლემას დიდი ყურადღება მიექცევა,და თან ამ პრობლემაზე გამოჩენილი ადამიანები ისაუბრებენ სასურველ შედეგს აუცილებლად მივიღებთ.პროპაგანდა დიდი რამეა....

Link to post
Share on other sites

levani

 

 

 

მოიგე!!! კალმახი კალმახია და ორაგული ორაგილი. ) ისე როგორც გაზრდილი და მსუქანი თაგვი ვირთხა არაა. )))))))))))

თევზების სახეობების განყოფილებაში შედი და ნახავ რომ სხვადასხვა სახეობებია . ისე ორაგულისებრთა ოჯახს კი ეკუთვნის ორთავე.

 

 

+1..... ორაგულისებრთა ოჯახში შედის: მდინარის კალმახი, ცისარტყელისებრი კალმახი, ტბის კალმახი, სევანის კალმახი, კეტა, ღურკანა, თართი, ტაიმენი, შავი ზღვის ორაგული, ატლანტური ორაგული, და უამრავი კიდევ, მრავალრიცხოვანი ოჯახია ორაგულისებრთა.

Link to post
Share on other sites

ავთო

 

 

 

+1..... ორაგულისებრთა ოჯახში შედის: მდინარის კალმახი, ცისარტყელისებრი კალმახი, ტბის კალმახი, სევანის კალმახი, კეტა, ღურკანა, თართი, ტაიმენი, შავი ზღვის ორაგული, ატლანტური ორაგული, და უამრავი კიდევ, მრავალრიცხოვანი ოჯახია ორაგულისებრთა.

 

 

 

ქვირითიანი კალმახი თუ გინახავთ ვინმეს?

Link to post
Share on other sites

gurulo

 

 

მოიგე!!! კალმახი კალმახია და ორაგული ორაგილი. ) ისე როგორც გაზრდილი და მსუქანი თაგვი ვირთხა არაა. )))))))))))

თევზების სახეობების განყოფილებაში შედი და ნახავ რომ სხვადასხვა სახეობებია . ისე ორაგულისებრთა ოჯახს კი ეკუთვნის ორთავე.

 

 

 

ამ შედარებამ დახურა!!!!!!!!!!!

Link to post
Share on other sites

ელიზბარი

 

 

კალმახი

 

საქართველოში არის მდინარი, ტბის და ცისარტყელასებრი კალმახი. ეს უკანასკნელი აკლიმატიზებულია ამერიკიდან, ხოლო ტბის სახეობები ორაგულების შთამომავლები არიან, რომლებიც არ გადიან მლაშე წყლებში და სხვებზე დიდებიც არიან. ფარავნის ტბის კალმახი 8კგ-მდე იწონის.

ეს თევზი უმეტესად ბინადრობს მთის ტბებსა და მდინარეებში, ძირითადად სათავეებში, თუმცა ზოგან ყველგანაა (კოდორი, ენგური, გუმისთა, შავწყალა, ბზიფი, ჭოროხი და სხვა.) იგი არის ხრამის, თბილისის, სიონის, შაორის წყალსაცავებში, უყვარს ცივი, ჟანგბადიანი, ჩქარი წყალი, ყველა თევზზე მაღლა ადის სათავეში. მისთვის წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა 8-160 c, საუკეთესოდ იკვებება 10-120 c ტემპერატურაზე, საერთოდ არ იკვებება 30 c-ზე დაბლა და 180 c-ზე მაღალ ტემპერატურაზე, ტოფობს თხელწყლიან, ხვინჭა-ქვიშიან ადგილებში წყლის 4-80 c ტემპერატურაზე, მისსავე ამოთხრილ ორმოებში. ამ დროს ბევრი თევზი გროვდება და ბადეებშიც ადვილად შერეკავენ ხოლმე, რაც აკრძალულია.

 

მდინარის კალმახი ფრთხილია, მეთევზის დანახვით გამოწვეული შიში, დაახლოებით, ნახევარ საათში თუ გაუვლის და მხოლოდ შემდეგ გააგრძელებს წყლის ზედაპირიდან მწერების, ჭუპრების, ჭიების, სიღრმეში კი ღორტავებისა და ლიფსიტების ჭერას. სპინინგობის საუკეთესო დროა ალიონიდან 10-11 საათამდე, თუ თბილი, ქუში, წვრლწვიმიანი, ნიავიანი დარია და წყალი მცირედ იტალღება, ამ დროს ის ცუდად ხედავს და თევზაობა 15-16 საათამდე შეიძლება. სპინინგი არ უნდა ბრწყინავდეს მზეზე, თორემ დააფრთხობს მას. ძუა 0,2-0,3 მმ-ზე ნაკლები სისქის არ უნდა იყოს, უმჯობესია ფერადი-ცისარტყელისებრი, რუხი ან ყავისფერი, საუკეთესო სატყუარაა ლიფსიტა, №4-5 ორ ან სამკავიან ანკესზე, ბრჭყვიალა ძალზე პატარა უნდა იყოს, მბრუნავი, თითბრის, მოვერცხლილი ან მომინანქრებული, შალის ძაფიანი ან ბუმბულიანი-ე.წ. ”ბუზბრჭყვიალა”.

 

კალმახი თავით მდინარის დინების საპირისპიროდ დგება, ამიტომ ქვევიდან ზემოთ უნდა იმოძრაოთ. საპყუარა წყნას წყალთან ახლოს,ჩქარ დინებაში უნდა ჩააგდოთ, ბუჩქების ქვევით მცენარეების გაყოლებაზე, უმალ დაახვიეთ ძუა, ხან აააჩქარეთ, ხან შეანელეთ, პერიოდულად სატყუარა ზედაპირზე ამოწიეთ. უხერხული და ხშირი გადაგდება სატყუარისა მხოლოდ დააფრთხობს კალმახს, ამიტომ ორი სამი ცდის შემდეგ ჯობს ადგილი შეიცვალოთ. ამ თევზს ძალზე უყვარს ღორთავები, კიბოსნაირები, ხოჭოები, ზოგჯერ კალიით, მწვანე ბუზით, წყლის ობობით, გამშრალი ქვირითით, ლიფსიტებით იჭერენ. გაზაფხულზე წყალდიდობისას დიდი კალმახები ზდევენ ბაყაყებს და ჭერაც უკეთესია- ნელა, ღრმად უნდა გაუტაროთ სატყუარა.

 

კალმახი ელვისებურად ითრევს სატყუარას სიღრმისაკენ, თან ძლიერად ქაჩავს (მისი ზომისთვის შეუფერებლად), უმალ უნდა ჩართოთ მუხრუჭი, თორემ შეიძლება გაწყვიტოს ძუა. ცხარე მაგრამ ხამოკლე ბრძოლის შემდეგ ნადავლი თქვენია. ადგილი გამოიცვალეთ, სულერთია, 30-60 წუთში ვერაფერს დაიჭერთ.

 

გარდა ზემოთ აღნიშნულისა კალმახის სამყოფი ადგილებია: წყალზე გადმოშვერილი მცენარეულობა, ორმოები, დიდი ქვები, ძირკვები, უმეტესად მდინარის მთავარ ტოტში გვხვდება ჩქერებთან, ჩანჩქერებთან, კაშხალებთან. ის სხვა მტაცებელ თევზებთან ერთად არ გაიყოფს სანადირო ტერიტორიას, მუდმივი ადგილობრივი ბინადარია, ან არის იქ ან არა.

 

როგორც მრავალ სხვა თევზს სჩვევია, რომელიმე მწერის მასიური ყრისას, კალმახი მთელი კვირა ამ საკვებით იჭირება გამუდმებით, მათ შორის, დიდებიც. საერთოს კი იგი ცვალებადი გუნება-განწყობის გურმანია: ერთი დღის განმავლობაში შეიძლება სხვადასხვა საკვებით დაინტერესდეს, გააჩნია დროის რა მონაკვეთში რას სთავაზობს ბუნება. შემჩნეულია, ზაფხულის წვრილი წვიმა საუკეთესო ამინდია საკალმახოდ. კალმახის ჭერისას ხელოვნური სატყუარის ჩქარა გატარება სჯობს, რომ უცებ ცდუინდეს და ვერ მოასწროს გამოცნობა. მცირე შესამჩნევ ბიძგზე უნდა მაოჰკრათ ანკესი. სხვა მონაცემებით, მასზე ჭიაყელით მხოლოდ წყლის ამღვრევისას თევზაობენ, ზოგჯერ კი კუტკალიას ეტანება განსაკუთრებით, იგი დილა-საღამოს უფრო აქტიურობს.

 

ცისარტყელა კალმახი 1882 წლიდან კანადიდან გავრცელდა. იგი უფრო გამძლეა, 250 С ტემპერატურას იტანს, გუბურებშიც უფრო სწრაფად იზრდება. მას ისევე იჭერენ როგორც მდინარის კალმახს, მაგრამ ანკესზე მოდებული უფრო მიისწრაფვის ბარდებში, ბალახებში, თავშესაფარში, რომ იქ გათავისუფლდეს. იგი ახლომხედველია, ყოველთვის მოარიდეთ ძუა და ჯოხი თვალთახედვის არეს.

 

კალმახის ხელოვნური გამრავლება ადვილია. თვითნაკეთ ინკუბატორებში კარგ შედეგს მივიღებთ, კვების მხრივ უპრეტენზიოა. რაც უფრო იზრდება, მით უფრო მტაცებელი ხდება, ზოგჯერ თანამოძმეებსაც არ ინდობს. დიდები მდინარის ქვემო დინებას ჩაყვებიან, სადაც მეტია ხორცეული საკვები, შიგნეული. არ უნდა ვიხმაუროთ მასზე ანკესობისას, გვახსოვდეს, ხეებისა და ბუჩქების ძირებით, რომლებიც ძალიან ღრმად არიან წყალში, ნებისმიერი რხევები გადაიცემა ირგვლივ.

 

იქ სადაც ინტენსიაურად იჩეხება ტყე (ე.ი. იკლებს სიმწვანე, მწერები, ძლიერდება გვალვა, შრება რუები, ნაკადულები), მცირდება ან ქრება კალმახი. პაპანაქებაში და მღვრიე წყალდიდობისას იგი პასიურია. რომ დავაკონკრეტოთ სეზონის მიხედვით, უმეტესად იგი ასე იჭირება: გაზაფხულზე-ჭიაყელითა და წვრილი ბაყაყით, ივლის-აგვისტოში-მწერებით, ღორტავებით, ლიფსიტებით; შემოდგომაზე-ლიფსიტებით, ღორტავებით; ზამთარში- იძულებით შიმშილობისას, ხარბად ეტანება წყალში გატარებულ ჭიას, ნაკლებადაც ფრთხილობს, რადგან ყინულში ვერ ხედავს მეთევზეს და ანკესიდან მოვარდნილიც კი არ ტოვებს საბუდარ ორმოს.

 

ძველ წიგნში აღნიშნულია რომ კავკასიაში ადგილობრივი, წითელი, თეთრზოლიანი ჭიებით, ზოგჯერ ცხვრის, ძროხის ნედლი ხორცით ბევრ კალმახს იჭერდნენ 16 საათიდან დილის 10-11 საათამდე, თავისებური მოწყობილობით. ეს გახლავთ გრძელი ჯოხი, 0,3-0,35 მმ-ნი ძუა, მისაშვები მკედი 0,2მმ სისქის (50-60 სმ სიგრძის), ანკესი №6-8 გრძელი ყუნწით, რათა ადვილად ამოვიღოთ თევზის პირიდან, 8-10 გრ ტყვია, რომელიც ანკესიდან 30სმ-ზე მაგრდება. თევზაობისას ქვების ქვევით მოხვედრილი ასეთი ანკესი თამაშობს და უმალ იზიდავს თევზს. ზოგჯერ მცირე ტივტივას დააყოლებენ საწაფს, რომ კარგად იქანაოს. ასეთ დროს არაა გამორიცხული ქვებში ნემსკავების დაკარგვა, ამიტომ იქონიაეთ სათადარიგოებიც.

 

წვრილი კალმახები გამუდმებით დადიან მდინარეში, ზევით-ქვევით, საკვების ძებნაში. დიდები, ძირითადად სადგომებთანაა (მდინარეთა მოსახვევებში, მორევში ჩადარაჯებულები არიან ქვებთან, კუნძებთან, ფესვებთან). მათ ძალზე აშინებთ სეტყვა, შეშდებიან, ამ დროს ხელითაც დაიჭერთ ფსკერთან. ძლიერ სიცხეში თუ წყლის ტემპერატურა 150 С -ს ასცდა, მათ ნახავთ ცივ რუებთან, წყაროებთან, შესართავებთან ან იმალებიან ფესვებში, ქვებში, სოროებში, თითქმის გაქვავებულნი. ესეც კარგი მომენტია ხელაობისთვის, ნაკლებად შეგეწინააღმდეგებიან.

 

საერთოდ, კალმახი თითქმის მთელ წელს იკვებება და სწრაფად მზარდი თევზია. ყოველთვის ჯობს ისეთი სატყუარები შესთავაზოთ, რომელიც მისთვის ნაცნობია, მითუმეტეს, თუ მასიურია ამ მომენტში (მედღეურა, მუმლი, კალიები). ეს თევზი ჩქარ წყალში ხშირად ეტანება სატყუარას, ნელში აკვირდება, შეიძლება უკანაც გამოაგდოს, ამიტომ ტივტივის ან ძუის შერხევისთანავე გამოჰკარით ანკესი. ის შოლტურათი მხოლოდ იქ იჭირება, სადაც ბევრია ხე, ბუჩქი, ბალახი, საიდანაც ცვივა ნაირნაირი მწერი. როგორც უკვე ითქვა ეს თევზი კარპივით არ ეძებს საკვებს, არამედ ერთ ადგილზე ელოდება, ამიტომ სატყუარა ზევიდან და ახლოს უნდა გაუტაროთ, შორს ვერ შეამჩნევს, მითუმეტეს ჩქერში.

 

კალმახს გემრიელი, უფხო, მაგრამ მალფუჭებადი ხორცი აქვს, უმჯობესია, თევზაობისას გამოშიგნული შეინახოთ, მით უკეთესი იქნება, თუ ჭინჭრის ფოთლებს ან ღვიის წიწვებიან რტოებს დააფენთ.

 

 

ჟურნალი ნადირობა

Link to post
Share on other sites

აჩიკო

 

 

 

ქვირითიანი კალმახი თუ გინახავთ ვინმეს?

 

 

მე მინახავს ავთო რამდენიც გინდა, მე არ დამიჭერია არასოდეს მაგრამ ბიძაჩემის დაჭერილი რა თქმა უნდა ანკესით მინახავს ქვირითიანები.შემდეგ კი გაუშვა.

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

 

 

ქვირითიანი კალმახი თუ გინახავთ ვინმეს?

 

 

 

ავთია, ჯერ მარტო წელს,/სეზონი არ დამთავრებულა/ დაახლოებით 400 ცალი მყავს დაჭერილი, მაგრამ არცერთს ქვირითი არ ჰქონია.

შენ იცი რატომაც.

პირველი ნოემბრიდან კალმახზე სეზონი დამთავრდება და მერე კი ექნება ქვირითი, რომელსაც არ ვნახავ/განა ვერ ვნახავ, არ ვნახავ. არ დავარღვევ კანონს და მორჩა მაგით ყველაფერი./

 

თებერვლის დასაწყისში გაიხსნება ისევ, როცა ქვირითიანებს სანთლითაც ვერ იპოვი.

 

იმასაც დიდ "საჩუქრად" ვთვლი, რომ ორაგულზე გვიშვებენ ივლისის ნახევრიდან, აგვისტოს შუა რიცხვებამდე.

"ფაქტები" ნანახი გაქვთ.

საქართველოში, თუ ვინმეს ანკესზე წამოეგო ქვირითიანი კალმახი, გაუშვით ძმებო, დიდ მადლს იზავთ.

Link to post
Share on other sites

Griboedovi

 

 

 

ამ თემაში რაღა მოსატანია კალმახსაც მისწვდა მამაძაღლი ელექტრიკოსების ხელი...

 

 

 

მისწვდა კი არა, ელეკტრიკების უპირველესი ობიექტია! მდინარეებია სადაც თითქმის სულ ამობუგულია კალმახი.

 

დაუმწიფებელი ქვირითით კალმახი უკვე ივნისიდან გვხვდება ხოლმე. მას როგორ მოვექცეთ? ქვირითიანი თევზის გაშვებასთან დაკავშირებით კი შემდეგს მოგახსენებთ:

ოქტომბრის თვიდან სასურველია საერთოდ არ ვითევზავოთ კალმახზე იანვრამდე. კანონიც ამას მოითხოვს

http://chm.moe.gov.ge/webmill/data/file/512.pdf

 

სულ ბოლოს კი, ყოველი შემთხვევისათვის, იმასაც შეგახსენებთ, რომ კალმახის ჭერა საერთოდ აკრძალულია და წითელ წიგნშია შეტანილი.

http://www.red-list.ge/index.php?type=species&id=24

Link to post
Share on other sites

დაწერილია 10 December 2010 - 01:36 AM

 

 

ციტატა(fisherman nodara @ Dec 2 2010, 11:21 PM)

 

 

მეც ახალბედა ვარ ამ ფორუმზე და ისეც სულ 14 წლის ვარ... ამაზე ჩემი აზრი რო არ დავაფიქსრო არ შემიზლია.

ხარაგაულის რაიონიდან ვარ ტევზაობა იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე ტქვენ ცარმოიდგენთ მაგრამ ცჰხერიმელასჰი(ეს მდინარე ცჰამოდის ცჰემტან) ტევზი გადაშენების პირასაა დენის აპარატების ცყალობით და ტუ არ დამიჩEრენ ვიტყვი რო მტავარი ელეკტრიკი ''მეტევზე'' კანონის დამცველია ერტი პოლიციელია აქ სახელს და გვარს არ დავასახელებ სჰეგნებულად მაგარამ უკვე ზედმეტი მოდის ნახევარი მეშოკი ტევზის დაჩერა მგონი მარტლაც ზედმეტია და ამ ბოლოს ტრაბახობდა გავიგონე ნახევარ საატსჰი 8 კილო დავიჩირეო ეს ყველაფერი რატქმა უნდა ხდება იმ პერიოდებსჰი როცა ტევზი სატობაოდ სჰემოდის ტორე ტვიტონ ცჰხერიმელასჰი მგონი ტევზი აგარ დაცურას ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ ღვთის შეცევნიტ ადრე გაზაფხულზე და გვიან სჰემოდგომაზე მასიურად სჰემოდის ტევზი რომელსაც მაინც არ ახარებს ზემოტ აგნისჰნული პიროვნება მოკლედ ან კანონი უნდა სჰემოიგონ რამე ამ აპარატების საწინააგმდეგო ან რამე .და მარტო ეს რო იყოს კიდე არაუსჰავს არი მტელი რიგი ბრაკონიერების ცჰხერიმელასჰი კალმახი კი არი მარა დენის აპარატზე დავაფიქსირე ცჰემი პოზიცია კალმაზი კი ხარაგაულიდან არც ისე სჰორსაა ცჰხერიმელის ბევრ შენაკადს ყავს, ეს შენაკადები კი ბორჯომის ნაკრზალშია მარა მაინც ცვდებიან ელეკტრიკები ტუმცა სიმარტლე რო ვტქვა ნაკრზალსჰი ნაღდათ არი დარჩენილი კალმახი ანკესიტ ტევზაობას არ უსჰლიან ბადეზე ნაცნობობა ცჰრის და დენიტ რო ეტევზაოტ ამ ბოლო დროს არ გამიგია და ნამდვილად მოდზლიერდა კალმახი ბორჯომხარაგაულის ნაკრზალსჰი იიიფ კაი გემო აქ

 

 

 

გაიხარე!!!

 

მიხარია ასეთი კარგი ახალგაზრდები რომ შემოდიან ამ ფორუმზე.

 

კანონი კი არსებობს მაგრამ აღმსრულებელი არავინ ჩანს. ჩაშვებული სფეროა. სამაგიეროდ ქართული "პლეიბოის"

 

ვარსკვლავებს ხომ აჯარიმებენ ბუკლეტების დაყრისთვის, თანაც კაბინეტში მიწვევით. ))))

Link to post
Share on other sites

ავთო

 

 

დამსახურებული

 

დაწერილია 06 January 2011 - 07:47 PM

 

დიდება უფალს! სასწაულია აბა რა ქვია ამას?!

Link to post
Share on other sites

დაწერილია 17 January 2011 - 05:07 AM

 

კალმახზე (ნაღდზე ) თევზაობის აკრძალვასთან დაკავშირებით მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა და თქვენი პოზიციაც

 

მაინტერესებს?!

 

დიდი სურვილი მაქვს კალმახზე სპინინგით თევზაობის და ვგონებ ეს სურვილი დანაშაული ჯერ კიდევ არაა?!

 

დიდიხანია მინდა ამ სურვილის ასრულება; მაქვს შესაბამისი ტესტის და ზომის სპინინგი, კოჭა, ვობლერები,

 

ბზრიალები, ბომბარდა + "მუშკები", მიკროჯიგები+მიკროსილიკონები,...

 

მოკლედ პოტენციური დამნაშავე ვარ!

 

ამასთან, მინდა მხოლოდ დავიჭირო, ერთი ფოტო და იქვე გაუშვა, თავის მშობლიურ მდინარეში თუ

 

ღელეში.

 

თუმცა, ამას მე კანონი მიკრძალავს და მეც ამ კანონს ვემორჩილები ისე როგორც სხვა ბევრი წესიერი

 

მეთევზე თუ ბუნების მოყვარული ადამიანი.

 

მაგრამ რა ხდება რეალობაში?! ხდება ის, რომ საკალმახე ადგილებში სულ უფრო ნაკლებად დადის წესიერი

 

მეთევზე(რატომ ივლის თუ კალმახის დაჭერა საერთოდ აკრძალულია?) და სულ უფრო ხშირად დათარეშობენ

 

ელეკტრიკი ბრაკები. ამასთან აკრძალვის მიუხედავად მთელ საქართველოში, რესტორნების 70-80%-ში,

 

თავისუფლად მოგართმევენ ჩვენებურ-ღელის კალმახს.

 

ლოგიკა ელემენტარული რამაა და თან ძალიან ჯიუტიც! თუ ასე გაგრძელდა და კიდევ დიდხანს იქნა აკრძალული

 

კალმახზე პატიოსანი თევზაობა, საინტერესოა ვინ წაართმევს დენის აპარატებს და დაამხობს თავზე

 

ელექტრო "საჩოკებს" ბრაკონიერებს?!

 

კალმახზე თევზაობის სრულად აკრძალვით მოისპო საზოგადოებრივი, ადამიანური თუ კაცური კონტროლის

 

ფაქტობრივი შესაძლებლობა. ამ პირობებში, იმის ალბათობა, რომ წესიერი მეთევზე მოხვდება საკალმახე

 

ადგილებში მიზერულია და შესაბამისად ბრაკონიერებისათვის გზა ხსნილია. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, სადღაც

 

2000 მეტრს ზემოთ ან ქვემოთ, გდი-ს რეინჯერების "რეიდში" მოხვდეს ეს ელექტრიკ-ბრაკონიერი.

 

ამ ყველაფერს მემგონი აჯობებდა მკაცრად გაწერილი თევზაობის მეთოდებით(სპინინგით,შოლტით თუ

 

თხილის ჯოხით) და პირობებით (დაიჭირე-გაუშვის პრინციპით, თუგინდ თევზაობისათვის აკრძალული

 

მონაკვეთებით) თევზაობის დაშვება და ამ ყველაფრის ზედამხედველობა.

 

ყოველივე ზემოთმოყვანილიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ კალმახზე თევზაობის სრულად აკრძალვა,

 

რეალობაში ცალსახად, ხელს უწყობს ბრაკონიერობის წახალისებას.

 

თუ მეთანხმებით, როგორმე ერთად, იქნებ ეს ყველაფერი სასიკეთოდ შევცვალოთ.

 

 

 

გამოხმაურება რედაქტირებულია dmoral: 17 January 2011 - 05:14 AM

Link to post
Share on other sites

ძერა

 

 

ნამდვილი მონადირე

 

 

 

სრულიად გეთანხმები მეგობარო.

გადასარევად ჩამოყალიბებული და დასაბუთებული აზრია.

Link to post
Share on other sites

qevxo

 

 

 

 

გეთანხმები, ასეა. მაგრამ მე პირადად კალმახზე ანკესით თევზაობას ბრაკონიერობად არ ვთვლი, ისედაც იშვიათად იღებს მეთევზე ასეთ სიამოვნებას და რატომ უნდა აუკრძალო?

Link to post
Share on other sites

ავთო

 

 

გეთანხმები დათო ასი პროცენტით!

პატიოსანი ანკესით მოთევზავე ყოველთვის ეცდება დენით მოთევზავეს ხელი შეუშალოს. ბოლოსდაბოლოს რომ დაგინახავს ანკესით თევზაობ თავს აგარიდებს მაინც.

მე პირადატ ანკესიტ მოთევზავეს რომ აპარატით ჩამომიაროს წინ აუცილებლად გადავამტვრევ თავზე იმ მოწყობილობას.

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

 

 

 

კალმახზე ანკესით თევზაობა, აუცილებლად უნდა დაუშვან, მაგრამ აუცილებელია გათვალისწინებული იქნას: -მასზე თევზაობის ვადები, ზომები და ლიმიტი.

 

მოკლედ შევეცდები ავხსნა, თუ რა დავწერე პირველ აბზაცში.

 

თევზაობის ვადა, ეს გახლავთ თევზაობის სეზონი, როცა შეგიძლია ლიცენზირებულ მეთევზეს თევზის მოპოვება.

ქვირითობის პერიოდში, საერთოდ აიკრძალოს მასზე თევზაობა.

 

ზომების გათვალისწინებაც სასარგებლო იქნება, როგორც ბუნებისათვის, ასევე მეთევზესთვისაც, თუ რატომ, ეხლავე მოგახსენებთ.

 

თავიდან ლიმიტი 10-ზე მეტი არ უნდა იყვეს თითო მეთევზეზე.

თუ დავუშვებთ რომ თევზის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 20-სმ-ს და თუ ნაკლებია, მეთევზე ვალდებულია გაუშვას, ამითი თევზის პოპულაციასაც შევუწყობთ ხელს, რადგანაც მომავალი წლისათვის ეს თევზი, ქვირითს დაჰყრის.

მეთევზე კიდევ, თავის ლიმიტს უფრო მოზრდილი ეგზემპლარებით შეავსებს.

 

ერთია კიდევ, ვთქვათ პირველი დაიჭირეთ მცირე ზომისა, გამოაბით სქელ ძუას ლაყუჩით და გყავთ წყალში.

აგრძელებთ თევზაობას, რათა ლიმიტი შეასრულოთ, ამ დროს 10-ს როცა მიუახლოვდებით, ის პირველი დაჭერილი, უკვე მკვდარი იქნება და ვეღარ "გამოცვლით",ანუ ვეღარ გაუშვებთ ცოცხალს, რათა უფრო მოზრდილით შეცვალოთ.

/არის ერთი ეშმაკური "გამოსავალი", მაგრამ აქ არ დავწერ, რადგან ნამუსიანი მეთევზე არ იკადრებს იმ საქმეს./

 

გამოხმაურება რედაქტირებულია ელჩი: 17 January 2011 - 12:58 PM

Link to post
Share on other sites

gurulo

 

 

 

კალმახზე ანკესით თევზაობა, აუცილებლად უნდა დაუშვან, მაგრამ აუცილებელია გათვალისწინებული იქნას: -მასზე თევზაობის ვადები, ზომები და ლიმიტი.

 

მოკლედ შევეცდები ავხსნა, თუ რა დავწერე პირველ აბზაცში.

 

თევზაობის ვადა, ეს გახლავთ თევზაობის სეზონი, როცა შეგიძლია ლიცენზირებულ მეთევზეს თევზის მოპოვება.

ქვირითობის პერიოდში, საერთოდ აიკრძალოს მასზე თევზაობა.

 

ზომების გათვალისწინებაც სასარგებლო იქნება, როგორც ბუნებისათვის, ასევე მეთევზესთვისაც, თუ რატომ, ეხლავე მოგახსენებთ.

 

თავიდან ლიმიტი 10-ზე მეტი არ უნდა იყვეს თითო მეთევზეზე.

თუ დავუშვებთ რომ თევზის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 20-სმ-ს და თუ ნაკლებია, მეთევზე ვალდებულია გაუშვას, ამითი თევზის პოპულაციასაც შევუწყობთ ხელს, რადგანაც მომავალი წლისათვის ეს თევზი, ქვირითს დაჰყრის.

მეთევზე კიდევ, თავის ლიმიტს უფრო მოზრდილი ეგზემპლარებით შეავსებს.

 

ერთია კიდევ, ვთქვათ პირველი დაიჭირეთ მცირე ზომისა, გამოაბით სქელ ძუას ლაყუჩით და გყავთ წყალში.

აგრძელებთ თევზაობას, რათა ლიმიტი შეასრულოთ, ამ დროს 10-ს როცა მიუახლოვდებით, ის პირველი დაჭერილი, უკვე მკვდარი იქნება და ვეღარ "გამოცვლით",ანუ ვეღარ გაუშვებთ ცოცხალს, რათა უფრო მოზრდილით შეცვალოთ.

/არის ერთი ეშმაკური "გამოსავალი", მაგრამ აქ არ დავწერ, რადგან ნამუსიანი მეთევზე არ იკადრებს იმ საქმეს./

 

 

ძუა რომ არ გამოაბა და ბადეში ჩასვა(ის ბადე კი რა თქმა უნდა წყალში ), მაშინ ხომ იქნება მეთერთმეტეს დაჭერის დროისათვის ცოცხალი?

Link to post
Share on other sites

ელჩი

 

 

 

თუნდაც ბადეში. თუ 2-3 საათს გაგრძელდა თევზაობა, 15%-ია გადარჩენის შანსი.

სხვა ჯიშები კი ბატონო, მაგრამ კალმახი ვერ ძლებს დიდხანს, თანაც ველურ ბუნებაში გაზრდილი მითუმეტეს.

Link to post
Share on other sites

drakoni220

 

 

სტაჟიანი მონადირე

 

 

 

 

ჯგუფი:მონადირე

წერილები:1032

შემოგვიერთდა:17-February 10

Location:tbilisi

 

 

დაწერილია 17 January 2011 - 01:41 PM

 

ოოო,კალმახი ძალიან სათუთი თევზია,მისთვის ადამიანის ხელით შეხება ჩვენთვის გავარვარებულ ფეჩთან ჩახუტების ტოლფასია.ამიტომ ხელი აუცილებლად უნდა დავისველოთ და რაც შეიძლება ნაკლები ფიზიკური კონაქტი უნდა ვიქონიოთ გაშვებისას.მთლიანად აკრძალვა გამოსავალი არ არის,20 სმ-ზე ნაკლები არა და მინიმუმ 5 ცალი ჩემი აზრით სრულიად დასაშვებია.ქვირითობისას რა თქმა უნდა არანაირი თევზაობა.

Link to post
Share on other sites

ელჩი-გიორგი,

 

სავსებით გეთანხმები ამ საკითხებში -

 

"კალმახზე ანკესით თევზაობა, აუცილებლად უნდა დაუშვან, მაგრამ აუცილებელია გათვალისწინებული იქნას: -მასზე თევზაობის ვადები, ზომები და ლიმიტი."

 

ამ საკითხზე საწინააღმდეგო აზრიც(არგუმენტირებული) საინტერესოა, თუ არსებობს ასეთი?

 

ისე ძალიან მინდა ჩვენთანაც იყოს ამის შესაძლებლობა,

 

რასაც აქ ნახავთ - http://video.yandex.ru/users/vkempo/view/6342/

Link to post
Share on other sites

Griboedovi

 

 

ნამდვილი მონადირე

 

 

 

 

ჯგუფი:მონადირე

წერილები:270

შემოგვიერთდა:15-April 09

 

 

დაწერილია 17 January 2011 - 03:03 PM

 

 

ციტატა(dmoral @ Jan 17 2011, 05:07 AM)

 

 

თუ მეთანხმებით, როგორმე ერთად, იქნებ ეს ყველაფერი სასიკეთოდ შევცვალოთ.

 

 

 

გეტყობა რომ კარგად გაქვს გააზრებული რაც მშვენივრად ჩამოაყალიბე. გეთანხმები და ვიზიარებ შენს პოზიციას.

 

კალმახის უპირველესი მტერია ელექტროჰომოსექსუალისტები

Link to post
Share on other sites

Griboedovi

 

 

ნამდვილი მონადირე

 

 

 

 

ჯგუფი:მონადირე

წერილები:270

შემოგვიერთდა:15-April 09

 

 

დაწერილია 17 January 2011 - 09:30 PM

 

 

ციტატა(drakoni220 @ Jan 17 2011, 05:42 PM)

 

 

ჩემს სოფელში კალმახი მაგალითად ქვირითობის სეზონმა გადაარჩინა.ნოემბერში საკმაოდ ცივა და აღარ ''თევზაობდნენ"ხოლმე ელექტრონშიკები.მერე ადგილობრივმა მოსახლეობამაც გაიღვიძა,ანკესის გარდა არ უშვებდნენ არაფრით და თევზს მალევე დაეტყო.ადგილობრივები მამლის ბუმბულით და ბამბუკის ჯოხით ტევზაობდნენ საკმაოდ წარმატებულადაც.ეხლა კიდე ეს დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს და მგონი კეთილს ინებებენ და მიაქცევენ სათანადო ყურადღებას.

 

 

 

ეგ მდინარე ჩემი უსაყვარლესი მდინარეა და სამწუხაროდ მთლა ეგრე ლამაზადაც ვერაა საქმე მე მად დაჭერილ თევზს ისევ უკან ვუსჰვებ... მიუხედავად იმისა, რომ უკან მომდევენ ელეკტრიკები და ჩემ გაშვებულ ტევზს კლავენ... იქნებ არა ვიყავი მართალი, რომ ეგრე ვიქცეოდი?

Link to post
Share on other sites

drakoni220

 

 

სტაჟიანი მონადირე

 

 

 

 

ჯგუფი:მონადირე

წერილები:1032

შემოგვიერთდა:17-February 10

Location:tbilisi

 

 

დაწერილია 18 January 2011 - 02:01 AM

 

 

ციტატა(Griboedovi @ Jan 17 2011, 07:07 PM)

 

 

პირადად ვიცი ვინც იყო, თუგინდ ამ შემოდგომაზე... ვის სუფრასტან მიიტანეს ისიც ვიცი... აზრი არ აქვს ეგეთ ადამიანებტან საუბარს... მხოლოდ ძალის ენა ესმით ეგეთებს.

 

რა არის გდი?

 

 

ჰოდა ვისაც ძალის ესმის,ძალით გავაგებინებთ არც ეგ არის პრობლემა.ჩემს მამულს სადაც მთელი ბავშვობა გამიტარებია არავის დავაჯიჯგნიებ!!!ხმამაღალი სიტყვებისთვის ბოდიში ყველასთან.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...