paraskeva 30 Posted July 16, 2013 Report Share Posted July 16, 2013 ჩამოვედიიი...მაგარია. მართალია სამსახურში საგიჟეთი დამხვდა, მაგრამ მაინც მშობლიური საგიჟეთია . როდის იქნება სულ რომ წამოვალ რა. B) ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted July 16, 2013 Report Share Posted July 16, 2013 ჩამოვედიიი...მაგარია. მართალია სამსახურში საგიჟეთი დამხვდა, მაგრამ მაინც მშობლიური საგიჟეთია . როდის იქნება სულ რომ წამოვალ რა. B) B) B) ვახო, რამდენ ხანს აპირებ იქ დარჩენას? (გიომ კი მომწერა, მაგრამ მაინც ვაზუსტებ) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 16, 2013 Report Share Posted July 16, 2013 დღეს გერგეთობააააა!!! გილოცავთ!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted July 17, 2013 Author Report Share Posted July 17, 2013 თვის ბოლომდე თბილისში ვარ კობა, მერე დასავლეთში და 24 აგვისტოს უკან მივფრინავ. B) B) B) ვახო, რამდენ ხანს აპირებ იქ დარჩენას? (გიომ კი მომწერა, მაგრამ მაინც ვაზუსტებ) ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 23, 2013 Report Share Posted July 23, 2013 ჩემო გიჟუებო, როგორ ხართ? ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 23, 2013 Report Share Posted July 23, 2013 (edited) ბიჭებო, თუ იცით ვახო აქეთ არის,თბილისში? თუ ვინმემ ჩემი ნომერი იცის უთხარით შემეხმიანოს, ნახვით თუ ვერ ვნახავ , დაველაპარაკები მაინც.. Edited July 24, 2013 by paraskeva ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 30, 2013 Report Share Posted July 30, 2013 ყველა დუმს აუუუ, კარგად ხომ ხართ??? ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 30, 2013 Report Share Posted July 30, 2013 თუ რამე შეცდომაა გამისწორეთ!!! სხვადასხვა ნომერ საფანტის და კარტეჩის ზომები და წონები. საფანტის დიამეტრი წონა/გრ 4/0 5.00 0,74 3/0 4.75 0.645 2/0 4.50 0.555 0 4.25 0.4945 1 4.00 0.3705 2 3.75 0.3125 3 3.50 0.256 4 3.25 0.200 5 3.00 0.161 6 2.75 0.124 7 2.50 0.0934 8 2.25 0.90654 9 2.00 0.0485 10 1.75 0.0315 11 1.5 12 1.25 კარტეჩის დიამეტრი გრ-ში 5.25 7.15 5.6 7.55 5.7 7.7 5.8 8.0 5.9 8.5 6.2 9.8 6.5 9.65 6.8 10.0 6.95 ერთი გასროლა სნარიადის წონა გრ-ში თოფის ყალიბი ბოლიანი წამალი უბოლო წამალი საფანტი ტყვია 12 5-5.7 1.9-2.2 30-35 37.0 16 5-6.5 1.6-1.9 27-30 28,3 20 4.5-6.0 ‘’’’’’’’ 23-27 22,7 24 3.4-4.2 ‘’’’’’’’’’’’ 19,24 18,8 28 2.8-3.6 ‘’’’’’’’’’’’’ 16,20 16,2 32 1.6-3.0 ‘’’’’’’’’’’ 14-18 14,1 რას რა ვესროლოთ, რა მანძილზე მ-ში 1.დათვი, ღორი, ირემი-------- ტყვია, კარტეჩი ------ 8-10 80-150მ 2.მგელი, ჯიქი, ჯიხვი---------- ტყვია, კარტეჩი ------ 5-8 ; 8-10 80-100მ 3.ფოცხვერი, შველი, არჩვი, ტურა ---------- კარტეჩი----5-8; 8; 10 საფანტი 4/0 65-75მ 4.მელა,მაჩვი,ბატი, გედი, შურთხი, სვავი----- საფანტი 3/0; 2/0; 0; 1 60-65მ 5.კურდღელი, იხვი, კვერნა------ საფანტი 0; 1; 2; 3; 4; 5 55-60მ 6.კაკაბი, ქედანი, პატარა იხვი----- საფანტი 5; 6; 7 50-53მ 7.ტყის ქათამი, როჭო, ციყვი------- საფანტი 7; 8 30-47მ 8.მწყერი, დუპელი, ჩხართვი ----------- საფანტი 9; 10 30-47მ 80 მმ დიამეტრის სამიზნეზე, 35 მ-დან 7 ნომერი საფანტით ? 36 გრ. 350 ცალი? მოხვედრა 270 ცალი 772 თოფის ლულის საუკეთესო სიგრძედ ითვლება 720-760მმ თოფის ჭრას ამოწმებენ 0,9 მმ მუყაოს ფურცელზე. საფანტმა უნდა გაჭრას ჩაწყობილი მუყაოს 18-20 ფურცელი ისე, რომუკანასკნელ ფურცელზე ფურცელზე პირველი ფურცლის ნახევარი მაინც უნდა იყვეს . მონადირე ლეკვის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მის ყბებს. თუ ქვედა ყბა უგრძელესია ზედაზე ან პირიქით -დიდი ნაკლია. თუ კბილები მაკრატლისებურად სწორია, ასეთი ლეკვი კარგია. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 30, 2013 Report Share Posted July 30, 2013 რაიო? ჯიქიოოოო? სად ნახე ეკატერინე ეგ ჩამონათვალი? ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 რაიო? ჯიქიოოოო? სად ნახე ეკატერინე ეგ ჩამონათვალი? ძველისძველი დაბეჭდილი ვნახე სარდაფში. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 ძველისძველი დაბეჭდილი ვნახე სარდაფში. ჯიქი მხოლოდ მოგონებად დარჩა, არადა არსებობდა ასეთი ცხოველი საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება "კარტეჩებს", მაგათ მხოლოდ ერთეულები ისვრიან დღესაც და ბევრს აუფეთქდა ლულა, სხვა იარაღები არსებობს ამჟამად ჩამოთვლილ ობიექტთა მოსაპოვებლად. თან ერთია კიდევ, სიაში ისეთი ობიექტები სწერია, სამუდამო ციხე გარანტირებული ექნება მსროლელს. ისა კიდევ, მოახერხე როგორმე და გურულომ არ ნახოს ეს წერილები, ბოლობოლო შენი "ზემლიაკია" და ჩემი ძამა. რას ამბობ დალოცვილო, ტანსაცმლიანად გადაირევა გელა ყალიბების წაკითხვაზე. მერე მამუკასაც გავუფრთხილდეთ, კაი კაცია ეგეც, ჩვენიანი "მოხუცია". ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 ეკას გაუმარჯოს!!! კატერინა(დაიკოს მოფერებითი სახელია), სასწრაფოდ უნდა დაიწყო ნადირობა!!! შენ გადაწყვეტილება მიიღე და ყველანაირი კონსულტაცია ჩვენზე იყოს კარგად მივხვდი რისთვის დაიწერა ეკას მიერ ზემოთა პოსტი_ გოგომ იკითხა ჩვენი ვახოს ამბავი, არცერთი ჩვენთაგანი არ გამოეხმაურა... მერე კარგად ხომ ხართო იკითხა... ჰოდა იქნება ,,სნაირიადის" წონებმა გამოაფხიზლოს ბიჭებიო პ.ს. ვახო უკვე დასავლეთში წამოვიდა ალბათ. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 ეკა დაიკო,თუ ეგეთი რამეები კიდევ იპოვო სარდაფში,იქნებ ისენიც დადო,საინტერესოა,ახალგაზრდებიც გადაიკითხავენ!!!! ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 ისე საფანტის წონები შევადარე ჩემს მიერ გამოთვლილებს და 98%-იანი დამთხვევა იყო, რაც მახარებს მე, სწორად მიანგარიშია ამ მონაცემების მიხედვით ნება მიბოძეთ დავწერო 10 გრამ მასაში სხვადასხვა ზომის საფანტის მარცვალთა რაოდენობა, სიზუსტე ალბათ 97-99%, 100-ზე თავს ვერ დავდებ. მას ასე: 10 გრამი #0 - 22ც -------- #1 - 26,4ც -------- #2 - 32 ც -------- #3 - 39,3ც -------- #4 - 49ც -------- #5 - 71,3ც -------- #6 - 81ც -------- #7 - 107,8ც -------- #8 - 147,9ც -------- #9 - 210,63ც -------- #10 - 314,41ც ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 ეკას გაუმარჯოს!!! კატერინა(დაიკოს მოფერებითი სახელია), სასწრაფოდ უნდა დაიწყო ნადირობა!!! შენ გადაწყვეტილება მიიღე და ყველანაირი კონსულტაცია ჩვენზე იყოს კარგად მივხვდი რისთვის დაიწერა ეკას მიერ ზემოთა პოსტი_ გოგომ იკითხა ჩვენი ვახოს ამბავი, არცერთი ჩვენთაგანი არ გამოეხმაურა... მერე კარგად ხომ ხართო იკითხა... ჰოდა იქნება ,,სნაირიადის" წონებმა გამოაფხიზლოს ბიჭებიო პ.ს. ვახო უკვე დასავლეთში წამოვიდა ალბათ. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 ეკა დაიკო,თუ ეგეთი რამეები კიდევ იპოვო სარდაფში,იქნებ ისენიც დადო,საინტერესოა,ახალგაზრდებიც გადაიკითხავენ!!!! ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 ჯიქი მხოლოდ მოგონებად დარჩა, არადა არსებობდა ასეთი ცხოველი საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება "კარტეჩებს", მაგათ მხოლოდ ერთეულები ისვრიან დღესაც და ბევრს აუფეთქდა ლულა, სხვა იარაღები არსებობს ამჟამად ჩამოთვლილ ობიექტთა მოსაპოვებლად. თან ერთია კიდევ, სიაში ისეთი ობიექტები სწერია, სამუდამო ციხე გარანტირებული ექნება მსროლელს. ისა კიდევ, მოახერხე როგორმე და გურულომ არ ნახოს ეს წერილები, ბოლობოლო შენი "ზემლიაკია" და ჩემი ძამა. რას ამბობ დალოცვილო, ტანსაცმლიანად გადაირევა გელა ყალიბების წაკითხვაზე. მერე მამუკასაც გავუფრთხილდეთ, კაი კაცია ეგეც, ჩვენიანი "მოხუცია". ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 ისე საფანტის წონები შევადარე ჩემს მიერ გამოთვლილებს და 98%-იანი დამთხვევა იყო, რაც მახარებს მე, სწორად მიანგარიშია ამ მონაცემების მიხედვით ნება მიბოძეთ დავწერო 10 გრამ მასაში სხვადასხვა ზომის საფანტის მარცვალთა რაოდენობა, სიზუსტე ალბათ 97-99%, 100-ზე თავს ვერ დავდებ. მას ასე: 10 გრამი #0 - 22ც -------- #1 - 26,4ც -------- #2 - 32 ც -------- #3 - 39,3ც -------- #4 - 49ც -------- #5 - 71,3ც -------- #6 - 81ც -------- #7 - 107,8ც -------- #8 - 147,9ც -------- #9 - 210,63ც -------- #10 - 314,41ც ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 გეხვეწებით ეს ნახეთ და მერე თქვენი აზრი მითხარით, კარგი? მგონი ბერძნულად ლაპარაკობენ , მაგრამ უყურეთ და მიხვდებით რაზეაც არის. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 ბერძნულის გარტყმაში არა ვარ, რამოდენიმე სიტყვა კი ვიცი და ისიც გინება. იყო ვიდეო-კლიპში რამოდენიმე ინტერნაციონალური სიტყვა და ადვილი მისახვედრი გახდა, თუ რაზეა საუბარი. აღდგომისთვის, ცეცხლის გადმოსვლაზეა ეგ ვიდეო. წინასწარ, მსწრაფლ-აალებად სითხეში ლბება სანთლები, მერე "ძელა ტეხნიკი". პ.ს. 21-ე საუკუნეა, გაახილეთ თვალები და დაასვენეთ ტვინი. რამდენი პრობლემაა გარშემო, ეგ ცეცხლის გადმომყვანი "ქურუმები" გვიშველიან ხომ? რატომ "გოიმდება" ხალხი, მაგას ვერა ვხვდები. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 ხო მარა სომეხ ტერტერაზე არ გადმოვიდა, მაშინ რა გამოდის რომ სომეხმა ტერტერამ ვერ დაანთო ცეცხლი? ჩვენი საქმე რწმენაა, იმას არ უნდა ვკითხულობდეთ იქ რა ხდება, "ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“ (მუხლი 29). მიუხედავად იმისა, რომ მოწაფემ ჭეშმარიტ ღმერთად აღიარა მოძღვარი, ღმერთკაცმა არ ნეტარ-ჰყო იგი, როგორც ოდესღაც სიმონ-პეტრე ნეტარ-ჰყო მსგავსივე აღიარებისათვის (მათე 16,16-17). ამგვარი ნეტარყოფის მთელი პატივი და სიხარული სხვებს ერგოთ წილად, და ეს სხვები ჩვენ ვართ - მთელი მომდევნო დროის ერთგული მორწმუნენი. „მიხილე და გრწამს“-ო, ანუ მაშინ მირწმუნე, როცა უკვე რწმენა აღარ იყო საჭირო, - როცა იგი ჭეშმარიტების მიმართ გამოხატული თავისუფალი ნებიდან მომდინარე თანხმობიდან მისი მიღება-აღიარების გარდუვალი აუცილებლობის წინაშე დადგა, როცა შეუძლებელიც კი იყო ჭეშმარიტების არ-აღიარება; მაშ, რა განსაკუთრებულად საქები საქმე ჩაგიდენია? საზეიმო აღიარებით გამოგისყიდია რწმენის უკმარისობა? მაგრამ შენ ხომ არ მიგინიჭებია მისთვის ის გამორჩეული თვისება, რომლითაც იგი უნდა წინა-უსწრებდეს ჭეშმარიტების განცხადებულობას და მისი აღიარების გარდუვალ, იძულებით აუცილებლობას. ასე, რომ უფალი თითქოს შემდეგს ეუბნება თავის მოწაფეს: ნეტარი ის კი არ არის, ვინც მიხილა და ამის გამო მირწმუნა, არამედ - ისინი, „რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე“. შეუძლებელია ვისურვოთ ქრისტეს საუბრის ამაზე უფრო მეტად მანუგეშებელი და დამამშვიდებელი დაბოლოვება. ის რაც ჩვენს დროში აკლია ადამინს ესაა ნათელი გონი რომელიც ღვთისნიერებას მოაქვს, ჩვენ იმდენად დაბინდული გვაქვს გონება რომ სწორ აქცენტებს ვერ ვსვავთ ცხოვრების მანძილზე. ასეთი ფოკუსები მხოლოდ ლას-ვეგსის სტუმრების დონეზე ქაჩავს, ჭეშმარიტ მართლმადიდებელზე გავლენას ვერ მოახდენს. ასე ვფიქრობ მე. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 ქორიჯი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ელაპარაკოს ღმერთს, არ არის აუცილებელი მოძღვარს აღსარება ჩააბარო და ყოველ კვირას ეკლესიაში იარო. საკუთარ თავს ჩააბარე აღსარება და შენივე ცოდვები თავად მოინანიე. მოგვცა გამჩენმა ამის ძალა და არ ვიყენებთ, მივდივართ "ჯიპიან ბუთხუზებთან". 13 წელზე მეტია ეკლესიაში არ ვარ ნამყოფი, ვგულისხმობ ჩვენს ტაძრებს. ამ დროს ჩემთვის ხელი არ შეუშლია, რომ ღმერთის სიყვარული გამნელებოდეს. შენში უნდა იყვეს ღმერთი და ამით იგრძნობ რომ ადამიანი ხარ. პ.ს. არ მჯერავს მღვდლების და მომკალით თუ გინდათ. ვმეგობრობ რამოდენიმესთან, მაგრამ ისინი არ არიან ჩემსა და ღმერთის შორის შუამავლები. მე ჩემი საქმე მაქვს მასთან და თავად გავარკვევ, რა და როგორ იქნება. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 31, 2013 Report Share Posted July 31, 2013 კი ბატონო, არჩევანია შეენია, რასაც გინდა იმას იზავ. უბრალოდ მე ის დავწერე რომ ცეცხლის გადმოსვლა არ გადმოსვლა არ უნდა იყოს განსახილი თემა და მითუმეტეს სალაზღანდარაო როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, ხომ გაგიგონია - კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო. აუცელებელია რომ თითოეულმა ჩვენგანმა ნახოს ცოცხლად ცეცხლის გადმოსვლა? და მერე გავხდები უკეთესი მორწმუნენი? მესმის შენი რასაც იძახი, არც მე ვარ მაინცდამაინც ჩვენს მღვდლებზე დიდი შეხედულების მაგრამ ჩვენდა სასიკეთოდ არიან ისეთები რომლებიც თითო ათასს უმგვანოს გააბათილებს, ვინც შენს თვალში საუკეთესო ღვთისმსახურია იმასთან იურთიერთე, მეც არ ვარ დიდი ეკლესიური მაგრამ ვცდილობ ნელნელა გმოვსწორდე, ხოლო ბიბლია აუცილებელია რომ ქრისტინებმა ვიკითხოთ, მიუხედავად იმისა რამდენად ხშირად დავდივართ ეკლესიაში. მაქსიმალურად უნდა ვიცხოვროთ ისე როგორც უფალი გვასწავლის! კიდევ ერთხელ ავღნიშნავ მესმის შენი გიო. ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 (edited) ორივეს გეთანხმებით. ორივეს აზრს თანაბრად ვიზიარებ. მეც მაქვს ჩემი აზრი. სასწაულების მჯერა, სასწაული არ არის რომ თენდება და ღამდება? ყვავილი რომ იშლება, რომ წვიმს ან რომ თოვს? მე მჯერა ღვთიური ცეცხლის, რატომ არ უნდა დავიჯერო? თუ ელვაა ცაზე, ან მეხი ვარდება --ეს სასწაული არ არის? სასწაული არ არის ამხელა პლანეტები გამოკიდებულები რომ არიან სამყაროში და რაღაც კანონზომიერებას რომ ემორჩიელბიან? სასწაული არ არის მერცახლი გაზაფხულზე თავის ბუდეს რომ უბრუნდება? თავად ბავშვის შექმნა და დაბადება-ეს უდიდესი სასწაული არ არის? მჯერა, რომ ცეცხლის გადმოსვლა თავის დროზე მართლაც მოხდა. ეს კი, იმ დღის გასახსენებელი რიტუალი მგონია, როგორც-შობა, აღდგომა და სხვადასხვა დღესასწაულები. დაბადების დღეს რომ ვიხდით ყოველ წელს, ყოველ წელს ვიბადებით? თუ ჩვენს დაბადებას ავღნიშნავთ. რაც შეეხევბა ცეცხლის გადმოსვლას -პატრიარქის კელიაში რა ხდება კაცმა არ იცის, მას უკვე ანთებული გამოაქვს სანთელი... პირადად მე არ მაინტერესებს ეს ფოკუზია , თუ მართლა ხდება... რომც დამტკიცდეს, რომ ეს ქურუმების ძველი ტექნიკებია, ქრისტეს მიმართ სიყვარულს ვერ გამინელებს. ღმერთმა ნუ ქნას რომ ჩემი გულიდან გაქრეს.. დანარჩენი, მატერიალური იდეოლოგია ,მეორეხარისხოვანია ჩემთვის. Edited August 1, 2013 by paraskeva ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 1, 2013 Report Share Posted August 1, 2013 100%-იანს ამბობ პარასკევა! ღმერთის გამოცდა არ შეიძლება, ხოლო ის ვიდეო ჩემის აზრით მკრეხელობაა. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.