Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 1,6k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გამახარა ამ კაცმა.

ფერიცვალებას გილოცავთ, ბიჭებო!

Posted Images

ბავშვობაში, ჩემთვის ყველაზე საზიზღარი საჭმელი იყი აჯაფსანდალი, ხახვიანი და პომიდვრიანი საჭმელი./ჩანახზე და ჩაქაფულზე ფინთათა ვხდებოდი./

მშობლები გვაძალებდნენ მსგავსი "უმსგავსოების" ჭამას და ჩვენც სხვა გზა არ გვქონდა.

ინდაურებივით ვყლაპავდით, არც ვღეჭავდით ისე.

მერე დრო გავიდა და დაიძრა მადა.

პირველად ისე მომიხდა მშიერზე, სამ ლიტრიანი "ბანკა" დამხვდა თაფლით სავსე თახჩაში.

ეხლაც ვერ ვიტან ტკბილს.

სამ ლიტრიანი თაფლი მივათავე სამ დღეში.

მერეა და მაცივარის გამოღება იყო და დიდ მათლაფაზე შემწვარი ბადრიჯანი დამხვდა ნიორ-ხახვით, ქინძ-ნიგოზით შეზავებული, თან არაჟანი მოუსხია ზედ დედაჩემს.

ვიფიქრე, ჯანდაბას ჩემი თავი, შიმშილით ხომ არ მოვკვდებითქო და ამოვიტანე რაჭველების გამომცხვარი ცხელცხელი თონის პურები და შეუბერე ყლაპვას.

მერე დავფიქრდი და ძაან გემრიელ რამეს დაუღეჭავად ვანადგურებდი.

ეგ დღე იყო და თავად დავიწყე ბაზარში სიარული, მსგავსი ბოსტნეულის შესაძენად.

ყველა აზერბაიჯანელ "ბაჯი"-ის ვიცნობდი დეზერტირების ბაზარზე.

პ.ს. მერე გახდა ცნობილი, რომ მშობლებს სპეციალურად მოუწყვიათ ჩემთვის ეს ამბავი, მხოლოდ ტკბილი და ბოსტნეული დამიტოვეს სახლში და ერთი კვირით დამტოვეს მარტო.

მადლობა მათ.

მაგარი რამეა აჯაფსანდალი.

Link to post
Share on other sites

ეს ფოტო რომ გადამეღო, მარტო ამისთვის ღირდა წასვლა :*

ბიჭებო, მინდა ეს ფოტო დავაბეჭდინო და გავადიდებინო... არ მინდა რომ პრიალებდეს.. და როგორ ავუხსნა ფოტოგრაფს... ძალიან მაგარი ფოტოა :*

post-30-0-21174100-1381038573_thumb.jpg

Edited by paraskeva
Link to post
Share on other sites

paraskeva

ძაღლები არა სჩანს ფოტოზე, რომელიმეს დოლი დააჭერინე ფოტო-შოფის საშუალებით, მერ რაღაც გამოვა.

არა გჯერავს???

ეჰეეეეე, ნახე აბა ესა. :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

paraskeva

ძაღლები არა სჩანს ფოტოზე, რომელიმეს დოლი დააჭერინე ფოტო-შოფის საშუალებით, მერ რაღაც გამოვა.

არა გჯერავს???

ეჰეეეეე, ნახე აბა ესა. :d030: :d030:

ძაღლები მართლა არ ჩანს, მაგრამ სურათი ძალიან მომწონს... როგორ უნდა გაკეთდეს ფტო-შოფი არ ვიცი :scratchchin:

Link to post
Share on other sites

ბიჭებო, ამ ქალბატონს მოუსმინეთ, გთხოვთ. რაღაცას ლაპარაკობს, მგონი ჭკვიანურს და თქვენი აზრი მაინტერესებს. რაღაც განსხვავებული ხედვა აქვს.

Link to post
Share on other sites

ჩემი კომპიუტერი ბღუის ჩართვითან მთელი 10 წუთის განმავლობაში.. ალაბთ ქულერი აქვს გადაწმენდი..

დავუშვათ, გადაიწვა, დ-დისკზე ყველა ინფორმაცია წაიშლება?

ვინ მიპასუხებს?

Edited by paraskeva
Link to post
Share on other sites

არა ეკა,ინფორმაციის დაკარგვასან დაკავშირებით არაფერი მოხდება,ინფორმაცია ვინჩესტერზეა შენახული.

Link to post
Share on other sites

როგორ შეიძლება გავიგო ჩემს ფეისბუქის პროფილს ვინ ათვალიერებს,.. ოდნოში ჩანს და ამაში არა... არის რამე მგავსი?

Link to post
Share on other sites

შეიძლება ეკა მასეთი რაღაცის გაკეთება, ადრე FB ზე ლინკი ამომიგდო და იმ ლინკზე რო გადახვიდოდი ჩანდა ვინ ათვალიერებდა შენს პროფილს. თუ ვნახე ის ლინკი გამოგიგზავნი ;) ;) ;)

აბა, გამომიგზავნეეეე

Link to post
Share on other sites

„მცხეთის ქალაქს მირონი დუღს“, მზის და ვაზის მირონი.

ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი.

იღაღადეთ, ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო,

მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო.

ბულბულს როგორ არ ესტვინა

იბერიის ბაღთათვის,

არ მოევლო პალესტინა,

კილიკია, ბაღდათი.

მოიარე საქართველო მეროჭიკე ბერივით,

მოიძიე მონასტრები, ჟამით გადაბერილი.

გაწოლილა ქვაში ხავსად

ჟამი - ნააღაპარი,

ხომ არ ამხელს ხვაშიადსა

ქვის გრძნეული ზღაპარი?..

მკათათვეში თრიალეთზე ცაა უკაბადონო,

იქნებ ქვეტარს ესტუმრებით, კონსტანტინე ბატონო!

ვით დაჭრილი მეციხოვნე ჭირის ოფლგადასხმული,

შენი სიტყვის მალამოთი გაამართლე წარსული.

გადმოდგება ქართულ მთებზე დილა საიადონო

და ქუდს გიხდით საქართველო, კონსტანტინე ბატონო"

მცხეთობას გილოცავთ!

Link to post
Share on other sites

გუშინდელივით მახსოვს სვეტიცხოვლის ეზოს კიბეებზე, ქუთაისელი მოსწავლეების გაკეთებულ, ცოცხალი ყვავილების ხეივანში ჩამომავალი კონკსტანტინე. ქუთაისლებს ეცოდინებათ, ბერეჩიკიძე იყო ცნობილი ფოტოგრაფი, ის ირებდა ამ შეხვედრას. როგორ მინდა მაშინდელ გადარებულ კადრებს მივაგნო.

„მცხეთის ქალაქს მირონი დუღს“, მზის და ვაზის მირონი.

ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი.

იღაღადეთ, ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო,

მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო.

ბულბულს როგორ არ ესტვინა

იბერიის ბაღთათვის,

არ მოევლო პალესტინა,

კილიკია, ბაღდათი.

მოიარე საქართველო მეროჭიკე ბერივით,

მოიძიე მონასტრები, ჟამით გადაბერილი.

გაწოლილა ქვაში ხავსად

ჟამი - ნააღაპარი,

ხომ არ ამხელს ხვაშიადსა

ქვის გრძნეული ზღაპარი?..

მკათათვეში თრიალეთზე ცაა უკაბადონო,

იქნებ ქვეტარს ესტუმრებით, კონსტანტინე ბატონო!

ვით დაჭრილი მეციხოვნე ჭირის ოფლგადასხმული,

შენი სიტყვის მალამოთი გაამართლე წარსული.

გადმოდგება ქართულ მთებზე დილა საიადონო

და ქუდს გიხდით საქართველო, კონსტანტინე ბატონო"

მცხეთობას გილოცავთ!

Link to post
Share on other sites

რევაზ ინანიშვილი

დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე.

შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი -თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და მეუბნებოდა: - ხან ვწევარ, შვილო, ხან, აი, ასე დავრაცრაცებო.

ვიყავი ერთ ღამეს და ერთ დღეს, თითქოს ეზო-ყორის მოწესრიგებით გართული, სინამდვილეში რაღაც ცოდვით შეწუხებული. მეორე საღამოს, უკვე შებინდებულზე წამოვედი.

ჩვენიდან რკინიგზის სადგურამდე 4 კილომეტრამდე გზაა, სულ თავქვე, თავქვე, აქედან კიდევ აღმართი. გამიმართა დედაჩემმა ძველებური ფარანი, ამინთო, -სადგურში რომ ჩახვალ მორიგესთან დატოვე და ვინმეს ამოვატანინებ მერეო. დავიწყე მე სიცილი, - რა ფარანი მინდა, დედა, ორმოცი წელიწადია ამ გზაზე დავდივარ, სულ ქვა-ქვა ვიცი მეთქი ყველაფერი. -არაო, შვილოო, ახლა სულ შეცვლილია, სად რას აკეთებენ, სად რასო, თან მოლინჭყულია, ფეხი ცურავსო. ბევრი მეხვეწა, მაგრამ არ წამოვიღე ის ფარანი. გამომაცილა კი, კარგა მანძილზე, სანამ დიდი დაღმართი დაიწყებოდა. მომყვებოდა იმ წკვარამში, მინათებდა გზას და მარიგებდა დედურად. დიდ დაღმართთან თვითონვე შეჩერდა, აწია ფარანი ცოტაზე: -წაიღე, შვილოო, შემეხვეწა ერთხელაც. მე გადავკოცნე ღიმილით: - წადი-მეთქი ახლა! მივაბრუნე, თითქოს გაბრუნდა, წავიდა კიდეც, მივიხედე და დგას ისევ, უჭირავს ის ფარანი, მეორე ხელიც შეუშველებია. წადი-მეთქი, წადი! გაბრუნდა, წავიდა. მე თავქვე დავეშვი. ზურგჩანთა მკიდია, თითქმის მივრბივარ, მივიხედავ უკან და, რამდენსაც მივიხედავ, იმ წკვარამში ის ფარნის შუქი ისევ ერთ ადგილზე დგას, ალბათ, მეჩვენება-მეთქი, გავჩერდები, ვაკვირდები -შუქი მაინც არ იძვრის.

- დე-დაა! დე-დაა!

არავითარი ჩქამი! ნიავი სახეში მცემს, ჩემი ხმა იქამდე ვერ აღწევს.

ისე ჩავედი სადგურში, ისე ავედი მატარებელში, ის შუქი მხოლოდ პატარავდებოდა და არ იძვროდა. ვუყურებდი ვაგონის ფანჯრიდან და ვწყრებოდი დედების სიჯიუტეზე.

ის კი იყო და ის, ცოცხალი აღრ მინახავს დედაჩემი. დეკემბრის თექვსმეტში, ღამით, თერთმეტ საათზე, უწვალებლად დალია სული და დამრჩა იმ ფარნის შუქი სამუდამო დარდად.

რატომ იდგა იქ, იმ აღმართის თავზე, სიბნელეში და სიცივეში იმდენ ხანს? ნუთუ მართლა იმას ფიქრობდა, რომ ცოტათი მაინც მინათებდა ფარნით გზას? ნუთუ ეგონა, ცუდი რამე რომ მომწეოდა, უთუოდ მისწვდებოდა ქვემოდან ხმა?! თუ სულაც ცუდად გახდა, ჩაჯდა, ვეღარ წამოდგა და იყო ასე ფარანზე დაყრდნობილი?! კიდევ უარესი-სამუდამოდ ხომ არ მეთხოვებოდა იმ ფარნით?!

დავუნთებ ხოლმე სანთელს, დავიჩოქებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემს დარდს....

:* :* :*

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...