Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

paraskeva

 

 

სამჯერ ზედიზედ ვუსმინე მაგ კაცს, ბაჯაღლო ოქროა, ძალიან გემრიელად გადმოსცა "არწივის" დანიშნულება.

 

მე, არწივს ქართველ კაცთან ვაიგივეებ და ამიტომ მომეწონა მისი ლექსი.

 

პ.ს. საერთოდ, ფრინველებში და ცხოველებში, მტაცებლები არიან ჩემი ფავორიტი არსებები.

 

დავწერ რამოდენიმე დღეში კაი მოზრდილ "პროსტინას" თავის სურათებით და ერთს წინასწარ გეტყვით, სტუმარი მყავდა, რომელმაც მიყურა ერთი კვირა, ნახა როგორ ვცხოვრობთ და არ გეწყინოს და PREDATOR-ი ხარო. :d030:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites
  • Replies 1,6k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

გამახარა ამ კაცმა.

ფერიცვალებას გილოცავთ, ბიჭებო!

Posted Images

paraskeva

 

 

სამჯერ ზედიზედ ვუსმინე მაგ კაცს, ბაჯაღლო ოქროა, ძალიან გემრიელად გადმოსცა "არწივის" დანიშნულება.

 

მე, არწივს ქართველ კაცთან ვაიგივეებ და ამიტომ მომეწონა მისი ლექსი.

 

პ.ს. საერთოდ, ფრინველებში და ცხოველებში, მტაცებლები არიან ჩემი ფავორიტი არსებები.

 

დავწერ რამოდენიმე დღეში კაი მოზრდილ "პროსტინას" თავის სურათებით და ერთს წინასწარ გეტყვით, სტუმარი მყავდა, რომელმაც მიყურა ერთი კვირა, ნახა როგორ ვცხოვრობთ და არ გეწყინოს და PREDATOR-ი ხარო. :d030:

:*

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

paraskeva

 

 

ვუსმენდი ამას სრული ხმით.

ყურთსასმენები ბოლომდე მაქვს აწეული, შემოვედი "სახლში" და ეგ შენი დამხვდა.

 

კაია ორივე.

 

პ.ს. არ გირჩევთ არავის, არ მოუსმინოთ ამ მუსიკას ბოლო ხმამდე, ანუ სულ ბოლომდე არ ასწიოთ ხმა ყურთსასმენებში/ეს სიტყვა ეხლა მოვიგონე./ :haha: .

დღეს მივეცი ჩემს თავს უფლება დამელია ხოშიანად.

 

ვზივარ დილის ხუთიდან და ვუსმენ ასეთ გენიოსებს.

 

მორიკონე მაგარია, მაგრამ ჯანსუღ კახიძე მთიშავს.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

"თქვენ სხვის იმედად ცხოვრობთ და არ ცდილობთ, სხვამ იცხოვროს თქვენს იმედად"

"გამაგებინეთ, რისთვის აცდენთ ამ მიწას?"

"თუ გემრიელ პურს აცხობ, მაგრამ ხორბალი არ მოგყავს, ერთ დღეს აუცილებლად დარჩები მშიერი, რადგან ცუდი მოსავლის შემთხვევაში, ის, ვინც ხორბლით გამარაგებდა, იძულებული გახდება მარაგი თავისთვის დაიტოვოს ან ძალიან ძვირად გაყიდოს.

თუ თვითონ მოგყავს საუკეთესო ხორბალი და შენს ბეღლებში ყოველთვის ინახება რეზერვი, ნებისმიერ კრიზისს გაუძლებ. რადგან არც ერთი კრიზისი არ გრძელდება დაუსრულებლად. ეკონომიკური კრიზისის დროს კი ყველაზე მეტად ზარალდება ის, ვინც ნედლეულს კი არ აწარმოებს, არამედ სხვისგან ყიდულობს.

ამიტომაც უჭირს საქართველოს, რომ ის არის არა ნედლეულის მწარმოებელი, არამედ ნედლეულის იმპორტზე მომუშავე სახელმწიფო. არადა, ამ ქვეყანას ისეთი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, რომ ბევრ ძლიერ სახელმწიფოს ჩამოიტოვებდა უკან. თქვენი მთავარი მტერი არის წარსულის გამოცდილებების დავიწყება და სიზარმაცე.

ქართველები იოლ ფულს ეძებთ და ეს აგდებს სახელმწიფოს მძიმე მდგომარეობაში"

წარმოშობით ქართველი, თურქი ბიზნესმენი ილმაზ ქირდარ მიქელაძე.

Link to post
Share on other sites

ყოველ 20 წელიწადში ომი გვაქვს გამოწერილი და რომელ სიზარმაცეზეა საუბარი, უკეთ ნამდვილად შეგვიძლია ვიცხოვროთ, ოღონდ ნაგროვებმა შრომამ არ უნდა იწვნიოს ომი. ჩვენი ცხოვრების წესი რთულია და ღმერთმა ჰქნას უკეთესობისკენ შეიცვალოს ყველაფერი.

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites

ეეხ თურქები დაჭირდათ და გაქაჩეს, მაგათ გონიათ სხვაზე მეტს მუშაობენ და შეუძლიათ? აბა ეგ სიტყვები 10 წლის უკან დაეწერა მაგ თურქ ბიზნესმენსparaskeva

Link to post
Share on other sites

არსებობს სხვადასხვა ფორუმები სადაც ადამიანები წერენ თავის მიზნებს, ოცნებებს, გეგმებს და ა.შ.

მე ეს ფორუმი ჩემად ვიგულე. აქ ვიპოვე ის სითბო რაც ჩემნაირ კაცს სჭირდება. აქ ვკითხულობ და გადმოვცემ ემოციებს, აქ ვშიშვლდები და ვარ ისეთი როგორციც ვარ და ვკითხულობ სუფთა სულის ადამიანების ნაწერებს თუ როგორ გადმოსცემენ ერთმანეთის სიყვარულს. ეს გვაკლია ჩვენ ყოფით ცხოვრებაში. მე ძალიან მიყვარს კლუბის თვითოეული წევრი ვინც უანგაროდ გასცემს რჩევა დარიგებას და ვერ ვგრძნობ იმ დამამცირებელ ქედმაღლობას რაც ჩვენს ყოფაში მრავლად არსებობს. მიყვარს ავთია თავის სულის გადმოშლის გამო (სანადიროდ რო აღარ წავიდა დილას გამზადებული) და რომელი ერთი გავიხსენო.

ბუნებით მეოცნებევარ რაც მეტს ვფიქრობ უფრო ვეფლობი ამ ოცნების (ჭაობში) და მინდა დაგიდოთ ჩემი სული და გაგიმხილოთ ჩემი ოცნება რაც უკვე 7 8წელია ძალიან მინდა.

მინდა სახლი მქონდეს ტყეში საერთოდ არ მინდა ეს ცივილიზებული სამყარო. მინდა სრული ჰარმონიით ვიცხოვრო ბუნებასთან. გაგიკვირდებათ და პატარა ბიჭი არ ვარ რომელსაც საზრუნავი არაფერიაქვს და მხოლოდ ოცნებებში ერთობა. მყავს უკვე 4ე წელია ჩემი პატარა უსაყვარლესი ოჯახი რომელიც შედგება 2 წევრისგან მე და ჩემი ულამაზესი მეუღლე. შვილი არ გვყავს ჩემი ბრალია, მაგრამ რატო არის ჩემი ბრალი რო გამეგო სადღაც 5 6 ათასი დავახარჯე და დიაგნოზიც არ ვიცი. (ქება და დიდება ჩვენს მედიცინას)

იაპონიაში არსებობს ერთი სასტუმრო მთებში რომელიც უანგაროდ ემსახურება მონადირეებს გზა აბნეულ ტურისტებს ღამეს ათევინებენ კვებავენ და ეს ყველაფერი უანგაროდ. რატო არ შეიძლება მეც შევძლო ეს? შეიძლება!!! საბედნიეროდ ჩემი მეორე ნახევარიც ბუნებით გაჭრილი ვაშლივით მგავს და უკან არაფერზე იხევს. ჯვარიც ბევრისთვის უჩვეულო ვითარებაში დავიწერეთ 2 წლით ადრე გერგეტის ტყეში გაცნობილმა მორჩილმა რომელიც დაგვიმეგობრდა და ზუსტად 2წლის თავზე ისევ კარვებით და სალაშქროდ ჩასულებს აწ უკვე ბერად შერაცხულმა მამა ილარიონმა (იმ მორჩილმა) დაგვწერა ჯვარი.

ნურაფრის ნუ გეშინიათ.თამამად მისდიეთ თქვენს ოცნებებს, რა მნიშვნელობა აქვს როგორი “განსხვავებული” და რთული ეჩვენებათ ისინი სხვებს. ბევრი ადამიანი მხოლოდ სხვის აზრის გამო არ აკეთებს იმას რაც სურს. გახსოვდეთ, თუ ადამიანი გაჭირვებაში არ გიდგათ მხარში, მისი აზრი გასათვალისწინებელი არაა. თავიდან აირიდეთ ეს სულმოწამლული პესიმისტები, რომლებიც ისმენენ თქვენს ოცნებებს და შემდეგ გეუბნებიან: “დიახ, მაგრამ რა მოხდება თუ..” გახსოვდეთ, რომ “თუ”-ს დაძლევის ერთადერთი გზა მოქმედებააა. და ყველაზე სამწუხარო რამ, რაც კი შეიძლება ცხოვრებაში შეგემთხვას ისაა, რომ უკან მოიხედო და თქვა: “მე შემეძლო გამეკეთებინა, მე შემეძლო მქონოდა, მე უნდა მქონოდა”. მე ამას აუცილებლად გავაკეთებ.

ესევ და ისევ ჩემი პატივისცემა და სიყვარული ფორუმელებო B) B) B)

Link to post
Share on other sites

bubamara

 

შენ გენაცვალე ძმის გულო,გეტყობა ალალი კაცი ხარ,ღმერთმა გაგიმარჯოს,შვილიც აუცილებლად გაგიჩნდება,ყველაფერი ხვთის ნებაა,უფალის ნებას წინ ვერაფერი დაუდგება,უფალი კიდე ალალ და პატიოსან ხალხს ყოველთვის წყალობს ! :*

Link to post
Share on other sites

bubamara

 

 

არც ადრე მეპარებოდა ეჭვი შენს პატიოსნებაში და წესიერებაში, მაგარი ადამიანი ყოფილხარ. :yes:

 

იმედით იცხოვრე, ყველაფერი გექნება და გეყოლება. :hi:

Link to post
Share on other sites

მადლობა ბატონო გიორგი. ღმერთმა ქნას ყველას აგვიხდეს ჩვენი სურვილები და ოცნებები. მე ვიცი რო გავაკეთებ და ბევრჯერ დავეხმარები და გავახარებ თქვენნაირ ადამიანებს.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...